ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მუხლმოდრეკილი ცხოვრება

„ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძნელია უყურო, როგორ ხოხავს შენი შვილი მუხლებზე, ფეხზე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ ერთ ნაბიჯსაც კი ვერ ადგავს“
1,428.38 ₾
91
დონორები
შეგროვებულია


ეკას უმცროსი შვილი, ცერებრალური დამბლისა და თირკმელების დაავადების გამო იტანჯება. ეკას კი 10 წელია, მოსვენება აქვს დაკარგული. სამივე შვილი ავად ჰყავს...

10 წლის ლუკა, 7 წლის ლიკა და 3 წლის რეზი, ვადაზე ადრე, შვიდთვიანები დაიბადნენ. თითოეულ მათგანს საკუთარი სევდიანი ისტორია აქვს.

ეკა: ორსულობა და შვილის გაჩენა ყველაზე  საოცარი დროა ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში. შენს გოგონას, ან ბიჭის ცხრა თვე მუცლით რომ ატარებ, მთელი სხეულით შეიგრძნობ მას, თითოეული ასეთი წამი ძალიან ძვირფასია... მთელი ცხოვრება მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი. მაგრამ ბოლომდე, ვერცერთი ორსულობა ვერ მივიყვანე... ალბათ უფლის ნება იყო, რომ ჩემი სამივე შვილი, ნაადრევად, შვიდი თვის ვადაზე მოევლინა ამ ქვეყანას. სწორედ ესაა ჩვენი ყველა  პრობლემის მიზეზი...

ლუკა და ლიკა განვითარებაში ცოტათი ჩამორჩენილები არიან. უფრო ლუკა, უკვე მესამე კლასშია და ჯერ ორ სიტყვასაც ვერ აბამს ერთმანეთს.

   ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი კი, უმცროსი ბიჭია, რეზი. მასცერებრალური დამბლა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა - ნეფროტული სინდრომიაქვს. დამბლის გამო, არც ხოხვა არც სიარული არ შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში გაჩერებულია, ან მუხლებზე ხოხავს, გარეთ როდესაც გაგვყავს, ცდილობს ფეხზე დადგომას, მაგრამ მაშინვე მუხლებზე ეცემა.

რეზის პრობლემები შესამჩნევი გახდა 4 თვის ასაკში, როცა ვერ შეძლო დაჯდომა, გადაბრუნება. კეთილი ადამიანების დახმარებით,  რეზის გამოკვლევა უფასოდ ჩავუტარეთ და ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. ინვალიდობაც მიანიჭეს. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან დაგვეხმარა და სარეაბილიტაციო თერაპიის  რამდენიმე კურსი დაგვიფინანსა. მაგრამ რეზის ვარჯიში მუდმივად სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დროდადრო აფინანსებს თერაპიას, ეს საკმარისი არაა...

  - ეკა, ოპერაცია უშველის რეზის?

   ეკა: სამწუხაროდ, არა. წინა წელს, თბილისში ჩამოსულმა, უკრაინელმა ექიმმა გვითხრა, რომ ოპერაცია გააუარესებს რეზის მდგომარეობას. მისი ტანჯვის შემსუბუქება, მხოლოდ სარეაბილიტაციო თერაპიას შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს.

   მე მხოლოდ ამის გამო არ შემიწუხებიხართ. ყველაზე დიდი საშინელება, რეზის თირკმელიბის დაავადებაა. ერთი წლის წინ, 2019 წლის მაისში, საშინლად დასიებული თვალებით გაიღვიძა. მაშინვე ექიმთან მივიყვანეთ და საავადმყოფოდან აღარ გამოგვიშვეს. ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თითოეული წამს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

  ანალიზებმა შარდში ცილის მაღალი დონე აჩვენა. ბავშვს გაუძნელდა შარდვა და ჩაუდგეს კათეტერი. საავადმყოფოში სამჯერ ვიწექით. 2019 წლის სექტემბერში კი, გვითხრეს, რომ თირკმელების ბიოფსია სჭირდება. ძალიან ძვირადღირებული პროცედურაა და თბილისის „დედების ფონდმა“ დაგვიფინანსა. რეზის დაუსვეს დიაგნოზი: "ნეფროტული სინდრომი" და შედარებით იაფფასიანი პრეპარატი, „ტაკროლიმუსი“ დაუნიშნეს. ღმერთის წყალობით, რეზის ორგანიზმმა მიიღო ეს პრეპარატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიჭრდებოდა საზღვარგარეთიდან ბევრად ძვირადღირებული წამლის  გამოწერა. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არ გვაქვს.

  - ამჟამად როგორია რეზის მდგომარეობა? რაში მდგომარეობს მისი, და თქვენი მთავარი პრობლემა?

  ეკა: თვეში სამჯერ, ბავშვს უკეთებენ ანალიზს სისხლში ტაკრალიმუსის შემცველობის დონის შესამოწმებლად. თითოეული პროცედურის ღირებულება 85 ლარია. პრეპარატის 12-დღიანი მარაგის ფასი კი - 80 ლარი. ამ პრეპარატის შესაძენად, ანალიზებისთვის და ექიმის კონსულტაციისთვის გვჭირდება ფინანსური დახმარება . ყველაფერი ერთად, თვეში 600-650 ჯდება. ჯერჯერობით კურნალობის ექვსთვიან კურსზეა საუბარი. მაგრამ შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

   ასევე რეზისთვის გვჭირდება პამპერსი. დამბლის გამო, მას ქოთნით სარგებლობა არ შეუძლია.გემუდარებით, დაგვეხმარეთ! წამლებისთვის და ანალიზებისთვის ძალიან გვჭირდება ფული! ჩემი შვილი შეიძლება მოკვდეს ამის გარეშე! გთხოვთ, ჩვენს გაჭირევებას, თვალს ნუ აარიდებთ. წარმოიდგინეთ, როგორ იტანჯება პატარა, უცოდველი ბავშვი! ის განწირულია, მუხლმოდრეკილი ცხოვრებისთვის, თირკმელების წყეული დაავადების გამო კი, სულ საავადმყოფოშია... ნუ მიატოვებთ ჩემს პატარას, დაგვეხმარეთ, რომ ტანჯვა შევუმსუბუქოთ!

  - ეკა, დამშვიდდით, პატარა რეზისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გვიამბეთ, როგორ უმკლავდებით ამ დენ სირთულეს?

  ეკა: უმძიმესია საკუთარი შვილების ტანჯვის ყურება! მე, ჩემი მეუღლე, დემეტრე და ჩემი დედამთილი ლია, ყოველდღე ვტირით, როცა ვუყურებთ, რამდენად ძნელია ჩვენი ბავშვების ცხოვრება: ლუკას და ლიკას ლაპარაკი უჭირთ, რეზი კი დამბლისა და თირკმელების დაავადების გამო იტანჯება. საშინელებაა, როცა შენი შვილებიდან ორი, ვერ გაგებინებს რა უნდა, მესამე კი ფეხზე ვერ დგება...

  - გწამთ, რომ ყველაფრის დაძლევაში უფალი დაგეხმარებათ?

  ეკა: ჩვენს ოჯახში ყველა მორწმუნეა. ბავშვები ლოცვის გარეშე, დასაძინებლად არ წვებიან. ტაძარში წასვლას, ხშირად ვერ ვახერხებ მაგრამ გულში ყოველთვის ვლოცულობ, უფალს ვთხოვ, შეიწყალოს, არ მიატოვოს და დაიფაროს  ჩემი შვილები ყველა განსაცდელისგან.

  - უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

  ეკა: რა თქმა უნდა, მჯერა. მთელი ამ წლების განმავლობაში, უცხო ადამიანები გვეხმარებოდნენ, ექიმები, „დედების ფონდი“, ყველა, ვინც ერთი ლარი მაინც გადმორიცხა ჩვენს დასახმარებლად... სიტყვები არ მყოფნის... მათი ვინაობა რომ ვიცოდე, ალბათ მუხლებში ჩავუვარდებოდი, მადლობის სათქმელად. თითოეული გადმორიცხული ლარისთვის, თითოული ლოცვისთვის, რომელიც ჩემი შვილებისვის  წარმოსთქვეს უზომოდ მადლობელი ვარ...

  - სახელმწიფო სტრუქტურები გეხმარებიან?

  ეკა: კი, ნამდვილად არ ვემდური. ჯანდაცვის სამინისტროს ხშირად მივმართავთ დახმარებისთვის, ხანდახან ანალიზებს გვიფინანსებენ, ასევე ლოგოპედის მომსახურებას უფროსი ბავშვებისთვის, ლუკასთვის და ლიკასთვის. ოთხ თვეში ერთხელ, რაიონის სამმართველოსგან 100 ლარს ვიღებთ, დახმარების სახით.რეზის თირკმელების ბიოფსია დედების ფონდისდახმარებით გავუკეთეთ.

  -ნათესავებიდან ვინმე გეხმარებათ?

  ეკა: არავინ არ გვყავს, მამაჩემი სანამ ცოცხალი იყო, ყველანაირად გვეხმარებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის გარდაიცვალა. დედაჩემს თავადაც დახმარება სჭირდება. ჩემი დედამთილი ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ავად არის, სახსრები აწუხებს, სიარულიც უჭირს. მასაც უამრავი წამალი სჭირდება. მხოლოდ უფლისა და კეთილი ხალხის იმედად ვართ. დედამთილს „დედას“ ვეძახი და მართლა დედასავით მიყვარს, არაჩვეულებრივი ქალია! ყველა გასაჭირს ერთად ვუმკლავდებით, გამუდმებით ზრუნავს ჩვენზეც და შვილიშვილებზეც. რეზი გვერდიდან არ შორდება და მასთან ერთად სძინავს...

  - გვიამბეთ, მეუღლე როგორ გაიცანით, როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი.

  ეკა: ძალიან მოსიყვარულე მეუღლე მყავს. მიუხედავად იმისა, რომ დემეტრემ მომიტაცა, მთელი გულით მიყვარს! ჩემს ბიძასთან ვიყავი სტუმრად, და იქ გავიცანი. ერთი დანახვით მოგვეწონა ერთმანეთი. დავმეგობრდით და ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით. ერთხელაც, როდესაც მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი, დემეტრემ მანქანით გაყვანა შემომთავაზა, გზიდან გადაუხვია და კახეთში ავღმოჩნდი... სულაც არ ვნანობ, ღმერთის წყალობით კარგი ოჯახი შევქმენით და ჩვენი შვილების ავადმყოფობა რომ არა, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.

  - როდესმე თუ წარმოგედგინათ, თავს ასეთი უბედურება რომ დაგატყდებოდათ?

  ეკა: რა თქმა უნდა, არა. ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა. ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი შვილები ვადაზე ადრე, პრობლემებით  რომ გაჩნდებოდნენ და ასეთ გაჭირვებაში რომ მოგვიწევდა ცხოვრება. სულ სხვანაირად წარმომედგინა ჩემი მომავალი. მე და ჩემს მეუღლეს ბევრი შვილი გვინდოდა, ვოცნებობდით, რომ გაიზრდებოდნენ და წარმატებას მიაღწევდნენ... მიჭირს ახლა ამაზე საუბარი. რეზი გონებრივად ძალიან განვითარებულია, ყველაფრის თვითონ გაკეთება  უნდა და ტირის, როდესაც არ გამოსდის...

  - ეკა, რა შემოსავალი გაქვთ?

  ეკა: რეზის ინვალიდობის პენსია - 220 ლარი. ასევე ოჯახის თითოეულ წევრზე სოცულური დახმარება - 420 ლარი.  სულ 640 ლარი გამოდის. სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი. ჩემს მეუღლეს ფიზიკურად შრომა არ შეუძლია, გულის პრიბლემების გამო, სხვა სამსახურს კი ვერ შოულობს. მე კი დედამთილს და ბავშვებს ვუვლი.

   - კი მაგრამ, რაზე გყოფნით ეს თანხა?

  ეკა: არ გვყოფნის, და ამიტომაც ვითხოვთ დახმარებას. თანხა მთლიანად ჩემი დედამთილის წამლებში მიდის, რეზის ანალიზებსა და პამპერსებში არც გვყოფნის. ვინმე რამეს თუ გვაჩუქებს, თორემ აღარც მახსოვს ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ბოლოს როდის ვიყიდეთ... ძირითადად მაკარონს, წიწიბურას და უბრალო წვნიანებს ვჭამთ... პროდუქტს ადრე აქვე, მაღაზიაში ვალად ვიღებდით, მაგრამ უკვე იმხელა თანხა დაგროვდა, რომ უარი გვითხრეს... ხორცსა და ხილს აღარც კი ვახსენებ... საახალწლოდაც კი არ გვქონია....

  - როგორია თქვენი საცხოვრებელი პირობები?

  ეკა: ეს ბინა თვითნებურად დავიკავეთ. ადრე ქირით ვცხოვრობდით, ვირთხებით სავსე სარდაფში. 100 ლარს ვიხდით, მაგრამ ესეც რომ ვერ გადავიხადეთ, პატრონმა ქუჩაში გამოგვყარა.

  ვარკეთილის ყოფილ სამხედრო დასახლებაზე ნათესავებმა გვითხრეს, რომლებიც ასევე დასახლდნენ აქ ჩვენამდე. იმ სარდაფთან შედარებით, ბევრად უკეთესი პირობები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბინა ძალიან ძველია, რემონტს საჭიროებს და კარ-ფანჯარაც შესაცვლელია. სამაგიეროდ მთელი ორი ოთახი გვაქვს და კიდევ სამზარეულო. სველი წერტილიც გარეთ აღარ გვაქვს, სახლს მოვაშენეთ. ამ დასახლებაში, ბუნებრივი აირი ჯერ არ არის შემოყვანილი, ამიტომაც ყველაფრისთვის დენის გამოყენება გვიწევს. შეშის ღუმელი კი რეზისთვის საზიანოა და მისი დადგმა ექიმმა  აგვიკრძალა. კონდიციონერით ვთბებით, რომელიც ნათესავმა განვადებით გამგვატანინა.

  - ეკა, ბავშვებს გავესაუბრები, თუ შეიძლება.

  ეკა: ვერც ლუკა და ვერც ანდრია ჯერ ვერ ლაპარაკობენ, შეგიძლიათ ლიკას გაესაუბროთ, სამივეს ნაცვლად, ის გეტყვით ყველაფერს. (იცინის)

   - ლიკა, როგორ ხარ? რას მოგვიყვები?

  ლიკა(7 წლის): გამარჯობა! მე კარგად ვარ, თქვენ? იცით რა მინდა? თოჯინა, ისეთი, რომ ლაპარაკობდეს. მე რომ რაღაცას  ვეტყვი, და ის რომ მიპასუხებს.

  - შენს ძამიკოებს რა უნდათ?

  ლიკა(7 წლის): ლუკამ ლაპარაკი არ იცის, სულ ვჩხუბობთ, თავის ველოსიპედს არ მთხოვნის. გეხვეწებით, უყიდეთ, რა. მაშინ თავის ძველს მე მომცემს... ან ჯობია მე მიყიდეთ ახალი, ვარდისფერი!

  - რეზის რა უნდა?

  ლიკა(7 წლის): რეზის ბურთი უყვარს, და კიდევ საღეჭი რეზინი, სულ სთხოვს დედას. მე და ლუკასაც საღეჭი რეზინი გვიყვარს.

   - ლიკა, სკოლაში დადიხარ?

   ლიკა(7 წლის): კი, მე და ლუკა სკოლაში დავდივართ, მაგრამ მე უკეთესად ვსწავლობ, უკვე კითხვაც ვიცი. ისეთ კარგი მასწავლებელი მყავს... მეც მინდა რომ გავიზრდები, ბავშვებს ვასწავლო.

   - საუკეთესო მეგობარი გყავს?

  ლიკა(7 წლის): დიახ, ლიზა ჰქვია. ბიჭები რომ მაბრაზებენ, ის მიცავს.

   - ცეკვაზე ან სპორტზე დადიხარ?

   ლიკა(7 წლის): არა, მხოლოდ სკოლაში. მე და ლუკას ცეკვა ძალიან გვიყვარს, მაგრამ დედა ვერ გვატარებს, ძალიან ძვირია... სახლში ვცეკვავთ, ხანდახან. სპორტი არ გვიყვარს... ცეკვა უკეთესია, გოგო როცა ცეკვავს, ლამაზად გამოიყურება, კაბა უფრიალებს...

  - ზღაპრები, ან მულტფილმები გიყვარს?

  ლიკა(7 წლის):  წითელქუდაზე მიყვარს ზღაპარი და მულტფილმიც ნანახი მაქვს. ძალიან ლამაზი კაბა აცვია და ლამაზი წითელი ქუდი ახურავს.

  მე და რეზის კიდევ კომბლეზე გვიყვარს ზღაპარი. მამიკო ისე სასაცილოდ ყვება, განსაკუთრებით, როცა კომბლეს ძროხებივით ზმუის...

   - ლიკა, შენს ძმებთან მეგობრობ?

   ლიკა(7 წლის):  ლუკა ხანდახან მაბრაზებს. მაგრამ მაინც ვეთამაშები. რეზი ძალიან საყვარელია, სულ უნდა თამაში, მაგრამ ხშირად ტირის...

   - ეკა, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. წამლებისა და ფინანსური დახმარების გარდა, კიდევ რა გჭირდებათ?

   ეკა: ყველაზე მეტად გვჭირდება საწოლები, თეთრეული, ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პროდუქტი... ნებისმიერი დახმარებისთვის ძალიან მადლობელი ვიქნებით.

   ოჯახში ექვსნი ვართ და სულ ორი საწოლი გვაქვს. ერთზე, რომელიც ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია, ჩემს დედამთილს სძინავს 3 წლის რეზისთან ერთად. ლუკას და ლიკას კი ჩემთან და ჩემს მეუღლესთან ერთად მეორე, დანგრეულ საწოლზე სძინავთ, რომელიც აგურებით გვაქვს გამაგრებული.

   საოჯახო ტექნიკიდან სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი და კონდიციონერი გვაქვს.

  ბავშვებს ძალიან სჭიდებათ კომპიუტერი.  ერთი სკოლის ბუქი გაგვიფუჭდა, და ახლა, ონლაინ სწავლების გამო, დიდი პრობლემა შეიქმნა. ლუკას და ლიკას გაკვეთილები ერთსა და იმავე დროს აქვთ, კომპიუტერი კი მხოლოდ ერთია...

ბავშვებისთვის ტანსაცმელი ძალიან გვჭირდება. საზაფხულო ტანსაცმელი საერთოდ არ აქვთ...

   - ეკა, რაზე ოცნებობთ?

   ეკე: მხოლოდ იმაზე, რომ რეზი გამოჯანმრთელდეს. წამალი რომ არ გამომელიოს, ერთი დღის გამოტოვებაც კი შეიძლება  მისთვის საბედისწერო გახდეს...

  ჩერნოვეცკის ფონდზე კი ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია, თქვენი ვებგვერდიც ვნახე, წავიკითხე, რამდენ ადამიანს დაეხმარეთ. უკიდურესმა გაჭირვებამ მაიძულა, თქვენთვის მომემართა. დიდხანს ვფიქრობდი, სანამ მოგწერდით, მაგრამ მერე გავბედე. მჯერა, რომ დაგვეხმარებით, და ახალ მეგობრებს, რომ შევიძენთ, რომლებიც ჩემს ჩვილებს ლოცვებში მოიხსენიებენ და მათთვის ჯანმრთელობას შესთხოვენ უფალს.

---------- 

  მეგობრებო, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს! ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, რომ ლიკა, ლუკა და რეზი გაიზარდონ ჯანმრთელი და ბედნიერი!

   რუსიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი დიდ გასაჭირშია, გადარჩენისთვის ძალიან სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი! დაეხმარეთ მათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნათესავები არიან, და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, დავეხმაროთ საბრალო დედას, შვილი მედიკამენტებით უზრუნველყოს. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მაიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: ქ. თბილისი გახოკიძის ქ. 14ა  ტელეფონის ნომერი: 557 67 30 08

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  რუსიაშვილების  ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს ყველაზე ამაყ ერს შეეფერება.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:რუსიაშვილების  ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: