რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

თუ უფალი ისევ “ამიხელს თვალს”, უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი…

calendar ივნისი 5, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ვნახო ის კეთილი ადამიანები, ვინც დამეხმარა სიბრმავისგან თავის დაღწევაში, და რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დედამიწის ზურგზე, ჩემი მეუღლე – ანა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
        ვნახო ის კეთილი ადამიანები, ვინც დამეხმარა სიბრმავისგან თავის დაღწევაში, და რა თქმა უნდა, დედამიწის ზურგზე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, ჩემი მეუღლე – ანა.
ამ მშვენიერ ადამიანს, ვალერი რომოევს, ობოლს, რომელიც ერთმა მზრუნველმა, თბილისელმა, იეზიდმა ქალმა აღზარდა, ცხოვრება მხოლოდ ერთმა დაუფიქრებელმა შეცდომამ დაუნგრია.
ის ელექტრომემონტაჟეა, დაზგასთან მძიმე მუშაობის დროს, მას მხოლოდ ერთი წამით დაავიწყდა სათვალის გაკეთება… შედეგად კი, თითქმის სრული სიბრმავე მიიღო… ახლა ის, საქართველოს, უსინათლო და უმუშევარი  მოქალაქე გახლავთ.
– ბატონო ვალერი, რა გასაჭირმა გაიძულათ ჩვენი ფონდისთვის რომ მოგემართათ?
ვალერი: ჩემი გასაჭირი, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, უკუნეთ სიბნელეში დარჩენის შიშია! ვბრმავდები… ისეთი საშინელებაა! ვერ ვხედავ, ვერც დღის შუქს, ვერც მზეს, ვერც ფერებს და ვერც ანას, ჩემი უზომოდ საყვარელი მეუღლის სახეს…
ახლა, როდესაც თითქმის დავბრმავდი, ნამდვილად ვიცი, თუ ვერ ხედავ ამ სამყაროს – რომელიც უფამა ადამიანებს გვაჩუქა  (პირჯვარს იწერს) – მთელ სილამაზეს, ეს უბრალოდ საშინელება კი არა, უდიდესი უბედურებაა. მზის ამოსვლისა და ჩასვლის ფერების, საღამოს ბინდისა და საყვარელი ადამიანის სახის გარეშე ცხოვრებას, ცხოვრება არ ჰქვია!
წყეულმა კატარაქტამ, თვალები დამიბინდა…
მე და ჩემი სიყვარული, ანა, ორივე ობლები ვართ, ღრმა ბავშვობიდან უზომოდ კეთილმა ქართველებმა გვიშვილეს და გაგვზარდეს. მე, მაგალითად, მურმანსკში დავიბადე, მაგრამ არაფერი ვიცი ჩემი წარმოშობის შესახებ. ანა ობოლია, ერთი წლის იყო როდესაც დედა გარდაეცვალა… ამიტომაც არის ჩემთვის ამდენად მნიშვნელოვანი, ანას დანახვა ისევ რომ შევძლო!
შვილები არ გვყავს, უფალმა ალბათ ასე ინება. ძალიან გვინდოდა მშობლები გავმხდარიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა… თუ შეიძლება, არ მსურს ამაზე საუბარი… არ მინდა ჩემი, და ჩემი მეუღლის გულის ტკივილის გახსენება… ყველაფერი ისეა, როგორც არის, ყველაფერი უფლის ნებაა…
        ახლა კი ამ დაავადებამ მეუღლის დანახვის ბედნიერებაც წამართვა… ყველაფერს მართმევს, მუშაობის შესაძლებლობას, ოჯახში ფულის მოტანის, ხვალინდელი დღისა და საკუთარი თავის იმედს… თავს არასრულფასოვნად ვგრძნობ…
          თანაც საფრთხე ყველგანაა ჩასაფრებული! ახლახანს, მინდოდა გზაზე გადასვლა, მომერიდა გამვლელებისთვის, გადაყვანა რომ მეთხოვა… უცებ, მანქანა გამოვარდა! ზედ ფეხებზე ორჯერ გადამიარა! კიდევ კარგი, არ მომკლა!…
–  ვალერი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როგორ გაგიჩნდათ მხედველობის პრობლემა?
ვალერი: პროფესიით, ელექტრომემონტაჟე ვარ, ყოველთვის ხან მსხვილ მშენებლობაზე, ხან სხვადასხვა ორგანიზაციაში ვმუშაობდი. კერძო გამოძახებებზე გასვლით კი, დამატებითი შემოსავალიც მქონდა.
ერთხელ, დაახლოებით 2-2,5 წლის წინ, დიდი შეკვეთის შესრულება მომიხდა მშენებლობისთვის და მრავალი საათის განმავლობაში დაზგაზე აუცილებელი მეტალის ნაწილებს ვჭრიდი, „შაბლონებს“ რომ ვეძახით.
ძალიან ხანგრძლივი მუშაობის გამო, სპეციალური დამცავი სათვალე, მუდმივად იორთქლებოდა, ვიხსნიდი, ვწმინდავდი და ისევ ვიკეთებდი. ერთხელაც გაკეთება დამავიწყდა, მეტალის მთელი ნახერხი და მტვერი, პირდაპირ თვალებში შემომეყარა.
რა თქმა უნდა, მაშინვე ექიმს მივმართე, თვალები გამომირეცხეს, მაგრამ მას შემდეგ, მხედველობის მკვეთრი გაუარესება დამეწყო.
თავს ვერ მივცემდი უფლებას, სამსახურისთვის თავი დამენებებინა, როგორღაც ხომ უნდა მეცხოვრა, საკუთარი თავი და ჩემი მეუღლე შემენახა… მეც ვმუშაობდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თვალებს ყველანაირად ვიცავდი, მხედველობა, საბოლოოდ მაინც დავკარგე.
საერთო ჯამში, ცალი, მარცხენა თვალით, სრულიად დავბრმავდი, მეორეთი კი მხოლოდ 5% ვხედავდი.
პირველ სამედიცინო დასკვნაში, სწორედ ასეა ჩაწერილი: „ მარცხენა – ბრმა, მარჯვენა – მხედველობა – 5%. აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია.“
  – რამდენადაც ვიცი, თქვენ ოპერაცია გაიკეთეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი, მარცხენა თვალის. რატომ არა ორივესი?
        ვალერი: ყველაფერი ფინანსებზე იყო დამოკიდებული… პირველი ოპერაციის სახსრებიც არ მქონდა… თხოვნა, სესხება არ შემიძლია… ჩემი მეუღლე რომ არა, დავრჩებოდი ასე, სამუდამოდ ბრმა…
           თქვენც, ჩერნოვეცკის ფონდში, ანამ მოგმართათ, ინტერნეტში თქვენი პოსტები როდესაც ნახა. პირველი ოპერაციისთვისაც თანხა მან გამონახა. ის ჩემი მფარველი ანგელოზია!
           ხოდა, პირველი ოპერაციისთვის, თანხა, ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა, ოლეგ ოგანიანმა მასესხა. თავადაც უკვე პენსიონერია – 71 წლის, არ მუშაობს და მხოლოდ პენსიით არსებობს. მაგრამ მას რაღაც დანაზოგი ჰქონდა და მასესხა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე გითხარით, თავადაც არ მუშაობდა და თანაც, მოხუც დედას უვლიდა. წელს გარდაიცვალა მარტში, საბრალო ქალი… 94 წლის იყო…
ფულის გამორთმევა  არ მინდოდა, ვეუბნებოდი: არა უშავს, როგორმე გავუმკლავდები, შენ პენსიონერი ხარ, თანაც მოხუცი დედა გყავს მისახედი. მაგრამ მან მაინც გაიტანა თავისი. აი, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი!
         ჯერ კიდევ ვალი გვაქვს ოლეგის… თანხა ჯერ ვერ დავუბრუნეთ… აი, მეორე ოპერაციას რომ გავიკეთებ და მხედველობა რომ დამიბრუნდება, მუშაობას დავიწყებ და ყველაფერს დავუბრუნებ!
        სხვათა შორის ჩემი მეუღლე, ანა, ბოლომდე ეხმარებოდა ოლეგის დედის მოვლაში. ანა ამბობდა, რომ სურდა სიკეთით გადაეხადა იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა, და ბოლო დღემდე ეხმარებოდა დედის მოვლაში…
     – როგორ ჩაიარა პირველმა ოპერაციამ? მხედველობა გაგიუმჯობესდათ?
      ვალერი: ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ცოტათი მაინც დამიბრუნდა სრულიად დაბრმავებული თვალის მხედველობა. მართალია, მხოლოდ კითხვას ვახერხებდი, ისიც, ძალიან ცოტა ხანს – არ შეიძლებოდა თვალის დატვირთვა.
       მაგრამ როგორ შემეძლო სახლში დაჯდომა? სამსახურისა და შემოსავლის გარეშე? ხო იცით – „ მგელს ფეხები კვებავს“… მაინც უნდა მემუშავა. ოფიციალურ
 სამსახურში, თვალების პრობლემის გამო არავის ავყავდი, მაგრამ კერძო შეკვეთებს ვიღებდი.
       მალე, იმის გამო, რომ მარჯვენა თვალი მხოლოდ 5% ხედავდა და ამის გამო, ნაოპერაციევი თვალი ზედმეტად იტვირთებოდა, ისევ დამეწყო მხედველობის კატასტროფული გაუარესება. ისევ თითქმის დავბრმავდი. 
       ამიტომაც არის, მეორე ოპერაცია ასეთი სასწრაფო და აუცილებელი.
       – ჩვენს ფონდს მიმართეთ ოპერაციისთვის დახმარების თხოვნით. ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?
        ვალერი: ჩემი პირველი ოპერაციისთვის, სახელმწიფომ 100 ლარი გამოჰყო. მეც, და ჩემმა მეუღლემაც მივმართეთ შესაბამის ინსტანციებს, მაგრამ მხოლოდ 100 ლარი მოგვცეს, არ ვიცი ზუსტად, დაზღვევა, თუ სოციალური დახმარება ჯანდაცვის სამინისტროსგან… სულ ეს იყო. მე თვითონაც, დღემდე  გაოგნებული ვარ ამ თანხით…
       იცით, არ დამიწყია სიარული და იმის გარკვევა, თუ რა, როგორ და რანაირად. არ იფიქროთ, რომ დამეზარა, უბრალოდ ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ ვხედავ, ძალიან რთულია, ასეთი მხედველობით, სხვადასხვა ინსტანციაში სიარული და თანამდებობის პირებთან, მიღების რიგში ლოდინი. ჩემი მეუღლის სიარულს კი საერთოდ არა აქვს აზრი, ავადმყოფი და ტანჯული ადამიანი, მიღებაზე პირადად უნდა მივიდეს. 
       მარჯვენა თვალზე ოპერაცია, დაუყოვნებლივ მჭირდება – ვგრძნობ, რომ ზღვარზე ვარ, ხვალ ან ზეგ, თვალები დამეხუჭება, და საერთოდ ვეღარაფერს დავინახავ. სამუდამოდ დავბრმავდები…
      – ექიმი რას გეუბნებათ? მეორე ოპერაცია დაგეხმარებათ, სიბრმავეს თავი რომ აარიდოთ?
       ვალერი: ექიმი ამბობს, რომ პროგნოზები კარგია, და ფაქტობრივად სრულად აღვიდგენ მხედველობას. მე ამის მჯერა.
მხოლოდ ერთი თვე მომიწევს მოცდა, სანამ აღდგება ფოკუსი, სანამ მარჯვენა და მარცხენა თვალი კოორდინირებულად დაიწყებს აღქმას. მერე კი ისევ შევძლებ, რომ ვიმუშავო, შევძლებ, რომ დავუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას.
უფალი თავის შვილს არ მიატოვებს, მან ხომ თქვა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა! მეც მწამს და მჯერა…
      – ისეთი შეყვარებული ხართ. ცოტა გვიამბეთ მასზე, ანაზე…
ვალერი: ჩემი საგანძურია, ყველაფერში შემიძლია დავეყრდნო მას. ძალიან მშრომელია.  ჩვენი სახლი სისუფთავით ბრწყინავს, ანა ფეხსაცმლით ზღურბლზეც არ მიშვებს, ამბობს: არა, არა, არა, ფეხზე გაიხადე! (იცინის)
მე მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი! როცა დავბრმავდი, და თბილისში, არც ერთ სამსახურში არ ამიყვანეს, მან გარისკა, და ბრმა, წამიყვანა თურქეთში, ხოფაში, ჩაის პლანტაციაზე სამუშაოდ. მეც ვმუშაობდი მასთან ერთად. პლანტაციას სარეველებისგან ვასუფთავებდით – დილის 5 საათიდან, საღამოს 6 საათამდე ვმუშაობდით… უამრავი კოღო და შხამიანი გველი იყო… გვეშინოდა…
ცალი თვალით ბრმა, და მეორეთი ძლივს რომ ვხედავდი, მეუღლისთვის მუშაობაში ცუდი დამხმარე ვიყავი. მაგრამ მარტოს ვერ გავუშვებდი! ის ხომ ასეთ მდგომარეობაში ჩემს გამო აღმოჩნდა… ჩემი სიხარული, ჩემი გოგონა!
      – ბატონო ვალერი, თქვენ თქვით, რომ ობოლი ხართ, და რომ თბილისში გიშვილეს. ორიოდე სიტყვა ამის შესახებ გვითხარით, თუ შეიძლება…
ვალერი: დიახ, მე და ჩემი და, კარინა, სამშობიაროშივე ერთმა ძალიან კეთილმა ქალბატონმა გვიშვილა – როზა დიმიტრის ასულმა რომოევამ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ჩვენი გაჩენის საიდუმლო, მან თან წაიღო საფლავში, ჩვენთვის არაფერი მოუყოლია. შემთხვევით გავიგეთ, რომ შვილობილები ვიყავით: ერთხელ საბუთებს წავაწყდით! იქ კი ეწერა, რომ მურმანსკში დავიბადეთ.
კარინა, 2006 წელს კიბოსგან გარდაიცვალა, ნათელი მის სულს, და სანთელი. სიკვდილის წინ ძალიან იტანჯებოდა!.. როგორც ჩანს, ჩვენმა ბიოლოგიურმა მშობლებმა ღმერთს ბევრი შესცოდეს! და აი, სრულიად მარტო დავრჩებოდი მთელს ქვეყანაზე, ჩემი სიყვარული, ანა რომ არა! ისიც მარტო იქნებოდა, ობოლი. უფალმა შეგვახვედრა ერთმანეთს. თორემ სიცოცხლეც, სიცოცხლედღა ეღირებოდა?!
          – მართლაც ძალიან სევდიანი ამბავია და რთული ბედი…
– მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს. კატარაქტისა და თითქმის სრული სიბრმავის გამო, თქვენ მუშაობა არ შეგიძლიათ. იქნებ კიდევ რაიმე დახმარება გჭირდებათ, რა პირობებში ცხოვრობს თქვენი პატარა ოჯახი?
ვალერი: თუ კი შეძლებთ, რომ ოპერაციის გაკეთებაში დამეხმაროთ და მხედველობა დამიბრუნოთ, სხვა, არაფერი მჭირდება! მე მინდა, და მერწმუნეთ, შევძლებ, რომ ფეხზე დამოუკიდებლად წამოვდგე. 
მხედველობა მჭირდება, შრომისუნარიანობა რომ დავიბრუნო, უფსკრულზე გადებული ხიდი რომ გავიარო, – არ მინდა ამ სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ მაინც, – სიღარიბისა და პურის ფულის შოვნის შესაძლებლობას შორის და შევძლო შენახვა ჩვენი პატარა ოჯახისა, რომელიც ორი ადამიანისგან შედგება! 
      – და მაინც, საკუთარი საცხოვრებელი, თავზე საკუთარი ჭერი თუ გაქვთ?
ვალერი: მე და ჩემს მეუღლეს, კერძო სახლში ორი ოთახი გვაქვს ნაქირავები. მე მქონდა სახლი, რომელიც დედაჩემმა, როზამ მიანდერძა. რამდენიმე წლის წინ, მისი გარემონტება გადავწყვიტე, ამისთვის კი ბანკიდან სესხი გამოვიტანე. მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, პროცენტი ვერ გადავიხადე და ბინა დავკარგე.
ამჟამად ქირით ვცხოვრობთ. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. ამ საკითხს მე თვითონ მივხედავ და ზედმეტი ინფორმაციით, არ მსურს არავის შეწუხება
– კარგი, მაშინ გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, გაგვაცანით თქვენი საყვარელი მეუღლე, ანა.
ვალერი: ძალიან ჩვეულებრივი ისტორიაა, მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ, ერთმანეთი თბილისში გავიცანით, ერთმანეთი შეგვიყვარდა, ოჯახი შევქმენით და უკვე 8 წელიწადია, სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ამ წლების მანძილზე, ყველაფერი გამოვიარეთ, ცუდიც და კარგიც. ის ძალიან კარგი ადამიანია, სახელს კი არა, სიხარულს ვეძახი!
ის ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს. ის ჩემთვის არის მეგობარიც, დაც და მეუღლეც. 
        – ღმერთმა მრავალი ბედნიერი წელი მოგცეთ, ვალერი და ანა! თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ!
        გვითხარით, თუ შეიძლება, თუ ოპერაცია კარგად ჩაივლის და მხედველობა დაგიბრუნდებათ, თქვენ მოგინდებათ პირადად, ან თუნდაც სურათით იმ ადამიანების ნახვა, ვინც დაგეხმარათ? 
      ვალერი: მომინდება? თუ ეს შესაძლებელი იქნება, შეგეხვეწებით, რომ ეს მოხერხდეს! ჩემთვის არავინ იქნება მათზე ძვირფასი, ვინც დამეხმარა, ნორმალურ ცხოვრებას რომ დავბრუნებოდი! გულის კანკალითა და სიხარულით შევხვდებოდი თქვენს მკითხველებს, ვინც შესაძლოა, უკანასკნელ ლარს გაიღებს ჩემს დასახმარებლად, თვალის ჩინი რომ დამიბრუნოს!
თუ კი ნამდვილად იქნება ამის შესაძლებლობა, ყველას გულიანად ჩავეხუტები, მადლობას გადავუხდი, ვეტყვი: გმადლობთ! თქვენ მე გადამარჩინეთ! დამაბრუნეთ ჩემი ცხოვრების გზაზე და მაჩუქეთ ისევ ფეხზე დადგომის შესაძლებლობა! შესაძლებლობა იმისა, რომ თავი ისევ მეგრძნო ადამიანად!
ვალერი რომ გავიცანით, მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანეთ. ექიმმა გვითხრა, რომ მას მხედველობა დაუბრუნდება! უფალი ნამდვილად არსებობს, ზეცაშიც, და დედამიწაზეც!
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ამ  მამაცი ადამიანის უკუნეთ სიბნელეში დატოვება და ძალიან გვინდა, რომ საქართველომ მას დაანახოს, რამდენად გულუხვია ჩვენი მზიანი ქვეყანა, რომელმაც ის და ანა ოდესღაც შეიფარა! მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. ცხოვრება ისე საშინლად აღარ გეჩვენება, და სასწაულის იმედი ჩნდება!
მეგობრებო, ნება გვიბოძეთ, მოგიწვიოთ, თავადაც მონაწილეობა მიიღოთ  ამ სასწაულქმედებაში! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ვალერი რომოევი, ისევ სამყაროს დანახვას შეძლებს, ისევ ექნება შანსი ბედნიერი რომ იყოს და ცხოვრებას დაუბრუნდეს. იმუშავოს და მთელი მისი ცხოვრების სიყვარული გააბედნიერო
ს! მას ძალიან სჭირდება ოპერაცია, და შემდგომი რეაბილიტაცია.
         და კიდევ, დაურეკეთ ვალერის, გაამხნევეთ და შეუმსუბუქეთ ტანჯვა. მისი ტელეფონის ნომერია: 593 74 94 97. ან მოინახულეთ – ვალერის ძალიან გაუხარდება ახალი მეგობრების შეძენა. მისი მისამართია: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის მეორე შესახვევი #17.
       აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ვალერი რომოევის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge. 
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვალერი რომოევი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! ვალერი რომოევსაც გავუმართოთ ხელი. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თქვენ მე წყვდიადიდან უფლის ნათელში გამომიყვანეთ და მეორე სიცოცხლე მაჩუქეთ!

„ყველა თქვენგანის წყალობით, მე კვლავ ვხედავ, ვმუშაობ, დამოუკიდებლად გადავადგილდები და თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ! თქვენ მე, პირდაპირი მნიშვნელობით, გარდაუვალი სიკვდილისაგან მიხსენით“ – დაუღალავად იძახის ვალერი რომოევი. მისი სევდიანი ისტორია ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მოგიყევით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/591-romoev

სამრეწველო დაზიანების შემდეგ,ეს შესანიშნავი ადამიანი, ჩვენი თანამემამულე,სამუდამოდ დაბრმავების საშინელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ვალერი რომოევი პროფესიით ელექტრო მემონტაჟეა, არაჩვეულებრივი სპეციალისტი და მშრომელი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე. ის საბედისწერო შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა. მას, მუშაობის დროს, სათვალის გაკეთება დაავიწყდა და თვალი ლითონის ნაქლიბითა და მტვრით დაიზიანა.

კატარაქტამ მას ყველაფერი წაართვა – მუშაობისა და სახლში ფულის შეტანის შესაძლებლობა, ხვალინდელი დღის რწმენა, თავდაჯერებულობა… მან თავი არასრულფასოვნად იგრძნო…

სწორედ თქვენი წყალობით, მეგობრებო, ის სიცოცხლეს დაუბრუნდა!

„თქვენ მე გარდაუვალი სიკვდილისაგან მიხსენით და მე თითოეული თქვენგანის უზომოდ მადლიერი ვარ! – ამბობს ვალერი. – დაე, უფალმა ასმაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე!“

ვალერი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ვალერი: შეიცვალა? თქვენ მე უბრალოდ სიცოცხლე დამიბრუნეთ! სიცოცხლე მაჩუქეთ! როდესაც ჩემი მეუღლე დაგიკავშირდათ, მე სრულიად უიმედო და სასოწარკვეთილი ვიყავი. არ ვიცოდი, რა მექნა. ჩვენს პატარა ოჯახში მარჩენალი მე ვიყავი, მაგრამ სრულიად დაბრმავებულმა, მე მუშაობის, ფულის შოვნის და შესაბამისად, არსებობის შესაძლებლობაც დავკარგე. არ ვიცოდი, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება…

საარსებო სახსრების დაკარგვის გარდა, მერწმუნეთ, თავისთავად, მხედველობის დაკარგვაც საშინელებაა! ისე მეშინოდა სრულ წყვდიადში დარჩენის… მეშინოდა, რომ ვეღარ დავინახავდი მზეს, ზეცას და ჩემი საყვარელი მეუღლის, ანას მშვენიერ სახეს; მეშინოდა, რომ დავკარგავდი დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს… ეგ კი არა…  ეს სიკვდილის ტოლფასი იყო!

თქვენ მე ამ წყვდიადიდან ამომიყვანეთ და ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა მაჩუქეთ! მადლიერებით სავსე ვარ და მიჭირს ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა!

თქვენ მე არაჩვეულებრივი საჩუქარიც გამიკეთეთ – ხარისხიანი ბურღი და სახრახნისი! ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა! საკმარისი თანხების არარსებობის გამო, ბევრად დაბალი ხარისხის ხელსაწყოების შეძენა მიწევდა, რომლებიც სულ ფუჭდებოდნენ. თქვენ მე არაჩვეულებრივი სიურპრიზი გამიკეთეთ, რისთვისაც ყველასი უზომოდ მადლიერი ვარ!

ვალერი, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი ოპერაციისთვის თანხის შეგროვებაში დაგვეხმარნენ?

ვალერი: რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას!მადლობა ყველას, ვინც, შესაძლოა, უკანასკნელი თეთრები გადმორიცხა! ყველას, ვინც, – არ შემეშინდება ამ სიტყვის გამოყენება, – გადარჩენაში დამეხმარა! მშვენივრად მესმის, რომ ახლა ყველას უჭირს, დაწყევლილი კორონავირუსი მძვინვარებს, ბევრი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. ეს კი ასწილად ამრავლებს იმას, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ!

– ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?

ვალერი: არა, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. პირველი ოპერაციისთვის „მთელი 100 ლარი“ გადმომირიცხეს და დახმარება ამით დასრულდა.

– ვალერი, თუ შეიძლება, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით. რა განიცადეთ, როდესაც, ოპერაციის შემდეგ, თვალები პირველად გაახილეთ?

ვალერი: ძნელია ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა… ეს რაღაც საოცრება იყო! თითქოს ხელახლა დავიბადე! ოპერაციამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემ გარშემო სამყარო ჩაქრა, თითქოს უფსკრულისაკენ მივექანებოდი… ჩემი მხედველობა დღითიდღე უარესდებოდა. თავიდან ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი, შემდეგ, მხედველობა ფაქტობრივად „დაჯდა“ და გამოსახულებებს ძლივს ვარჩევდი. ღმერთო, რა საშინელება იყო! მაგრამ ოპერაციის შემდეგ… ეს იყო ხელახალი დაბადება! მხედველობა თანდათან დამიბრუნდა და მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ! რომ სამყარო მშვენიერი და გასაოცარია, რომ მე ძალები მიბრუნდება და ისევ სრულფასოვანი ადამიანი ვხდები! შემიძლია ვიცხოვრო ისე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს შეეფერება! შემიძლია ვიმუშაო, ვარჩინო ოჯახი და რაც ყველაზე მთავარია, ყოველდღე ვხედავდე მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი და საოცარი ქალის, ჩემი საყვარელი მეუღლის, ანას სახეს! გაოცებული ვარ, რომ კაცობრიობისთვის ასეთ რთულ დროს, ამდენმა ადამიანმა მოისურვა და შეძლო ჩემი მხარდაჭერა!

პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ვალერი: ეს ნიშნავს იმას, რომ მე უკეთილეს ადამიანთა შორის ვცხოვრობ, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, მზად არიან, გასაჭირში ჩავარდნილ მოძმეს გვერდში დაუდგნენ, დაეხმარონ და გადაარჩინონ. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველო კეთილი ადამიანების ქვეყანაა და ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. ამისთვის უფლის მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მან მე და ჩემს ანას თქვენს ფონდამდე მომავალი გზა გვიჩვენა. ჩემმა თანამემამულეებმა სწორედ თქვენი წყალობით შეიტყვეს ჩემი გასაჭირის შესახებ და შეძლეს ჩემი გადარჩენა! სიკეთე ყოველთვის ასმაგად ბრუნდება. ახლა, შემიძლია, ძველებურად, ჩემს საქმეს დავუბრუნდე და მერწმუნეთ, ერთი სურვილი მაქვს, გაჭირვებულებს მეც დავეხმარო. ამგვარად, დაიხურება სიკეთის ჯაჭვი, რომელიც უფალმა გვიბოძა!

– ვალერი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ვალერი: თქვენ მე ამ სამყაროს ხელახლა ხილვის, ცხოვრებისა და ფულის შოვნის შესაძლებლობა დამიბრუნეთ. მეტი რაღა უნდა გთხოვოთ?

ღიად რჩება ჩემი და ანას საბინაო საკითხი. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ბინა დავკარგეთ და საცხოვრებელი სახლის დაქირავება გვიწევს. აქ ძალიან ცუდი პირობებია, მხოლოდ 16 კვადრატული მეტრი, სახურავი ჟონავს, კეთილმოწყობა ეზოშია… ვფიქრობ, ამას თქვენს მკითხველებთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ რადგან იკითხეთ…

კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თქვენს პოსტს წაიკითხავს! უფალი ყველას დაგლოცავთ! მერწმუნეთ, სამყარო მშვენიერი და საოცარია, ნამდვილად ღირს ცხოვრება და მისი ნახვა. საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს ამ ყველაფრის დაკარგვა, ამიტომაც მინდა, ყველას მთელი გულით გისურვოთ ჯანმრთელობა!

***

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ვალერი რომოევი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/591-romoev/  

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივლ 14
გამოკვლევა
1200.00₾
2020 სექ 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
395.00₾
2020 სექ 22
დრელი
366.00₾

სულ ხარჯები:

1961.00₾

დატოვა:

0.77₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
19.07.2020 10:27:05
₾10.00
თეონა იობიძე
15.07.2020 20:00:00
₾2.00
გოჩიტაშვილი თამარა
15.07.2020 20:00:00
₾30.00
გიორგი ნატრაძე
13.07.2020 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
08.07.2020 23:27:03
₾5.00
ნინო ადამია
08.07.2020 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
08.07.2020 12:58:40
₾20.00
გოგა ჯახია
07.07.2020 20:00:00
₾10.00
ნესტან ცქიტიშვილი
07.07.2020 20:00:00
₾20.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
06.07.2020 20:00:00
₾1.00
ჭოლიკიშვილი თენგიზი
05.07.2020 20:00:00
₾5.00
კახნიაშვილი ნანა
05.07.2020 20:00:00
₾15.00
ნინო გოგოჩიშვილი
05.07.2020 20:00:00
₾10.00
განჩაროვა მარგალიტა
02.07.2020 20:00:00
₾1.00
გიორგი
02.07.2020 20:00:00
₾70.00
გიორგი
02.07.2020 20:00:00
₾30.00
თამარ მარგიევი
02.07.2020 20:00:00
₾20.00
კეთილი გული
01.07.2020 10:08:13
₾5.00
ლევან კომახიძე
30.06.2020 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
30.06.2020 08:53:42
₾20.00

შემოწირულია:

₾1,961.77

145 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,961.77

145 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება