რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
რას ნიშნავს თქვენთვის ნამდვილად დიდი ოჯახი? 4 – 5 ადამიანი? იქნებ 6? ალბათ გაგიკვირდებათ, რომ გიამბოთ 8-სულიანი ოჯახის შესახებ, რომელიც ცხოვრობს დანგრევის პირას მისული შენობის მხოლოდ ერთ ოთახში?
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მთელი საქართველო ჩვენი სანათესავო გახდა!
ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი დახმარება ვიღაცას სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარება. შეიძლება, ჩვენ ვერ ვაცნობიერებდეთ, მაგრამ ამას ბავშვების გულწრფელი სიტყვები და მათი თვალები გვახვედრებენ!
„იცით, როდესაც მოხვედით და გვითხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ საქართველოში ბევრი კეთილი დეიდა და ბიძიაა, ჩვენ არ გვჯეროდა, მაგრამ მერე – მაშინვე დავიჯერეთ! მათ ხომ ასეთი საჩუქრები გაგვიკეთეს?! ნამდვილი ტელევიზორი! წარმოგიდგენიათ?! – გვეუბნება 7 წლის ანი და ხელებს შლის, რომ გვაჩვენოს, რამდენად დიდი ტელევიზორი აქვს. – მაგრამ იცით, ის ჯერ არ ჩაგვირთავს. უბრალოდ, სარდაფში დენცქვიტა არ არის და ბებიაც ანძის შესახებ რაღაცას ამბობდა; მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ, ჩვენთან დგას, ვუყურებ ხოლმე და დიდ შოუს წარმოვიდგენ, სადაც ვიცეკვებ“
მარის (12 წლის) უკვე ერთი სული აქვს, და-ძმისთვის და ბებოსთვის გემრიელი კერძების კეთება დაიწყოს: „ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ბევრი საჭმელი გვქონოდა და ნინასთვის, ელენესა და ანისთვის შემწვარი კარტოფილის გაკეთება შემძლებოდა. ხომ ვიცი, მე ყველაფერი გამომივა!“ – „რა თქმა უნდა, შენ ყველაფერი გამოგივა!“
– მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/592-sukhashvili/
ლალი: თქვენმა დახმარებამ ნამდვილად დროულად მოგვისწრო. თქვენ და თქვენი ფონდის დიდსულოვანი მეგობრები რომ არა, არც კი ვიცი, საერთოდ რას შევჭამდით. სოციალური დახმარება და პენსია ერთი თვეც გვყოფნის. ჩვენ ოთხი გოგონა გვყავს. განვითარებისთვის მათ კარგი კვება სჭირდებათ. თქვენ სწორედ ეს გვაჩუქეთ! ხალხმა მოსვლა, საკვებით დახმარება დაიწყო. ზოგი რეკავდა და კეთილი სიტყვებით მამხნევებდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოში ამდენი კარგი და კეთილი ადამიანი ცხოვრობდა. იმედი მაქვს, გაგვიმართლებს და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს.
– თქვენ თქვით, რომ თქვენთან მოდიოდნენ კიდეც. ვინ არის ეს ხალხი?
ლალი: დიახ, ისინი ჩვენთან თბილისიდან ჩამოვიდნენ. განა ოდესმე ვიფიქრებდი, რომ პანდემიის დროს ხალხი არ მიგვატოვებდა და საგანგებოდ ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდოდა? ახალგაზრდა წყვილი იყო, ძალიან ზრდილი და ჭკვიანი… კარგი ახალგაზრდობა მოდის! ისინი ჩვენ გამო ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღის სამყოფი საკვები მოგვიტანეს: წიწიბურა, ბევრი ტკბილეული, მაკარონი, პური, ხორციც კი იყო. არ მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა! (თვალცრემლიანი ამბობს ლალი). ის დღე არასოდეს დამავიწყდება! მათ ჩემს გოგონებს 20-20 ლარიც კი აჩუქეს, არადა, მათ უკვე ძალიან დიდი ხანია, არავინ არაფერს ჩუქნის.
– ვინმე ისეთი თუ იყო, ვინც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ? იქნებ, ჯერ კიდევ კავშირზე ხართ ერთმანეთთან?
ლალი: დიახ, ერთი ქალბატონია, ქეთი ჰქვია. მან თითქმის სტატიის გამოქვეყნებისთანავე დამირეკა. ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა, რადგან ჩვენ თითქმის მსგავსი ცხოვრებისეული ვითარება გვაქვს. ქეთი ძალიან კეთილია, მან მომისმინა და მორალურად დამიდგა გვერდში. ასეთი გაგება ძნელი მოსაძებნია. მაგრამ იცით, მე ყველას სახელი მახსოვს, ვინც დაგვირეკა ან დასახმარებლად მოვიდა. მათ ჩვენ ცხოვრება გაგვიფერადეს და იმედი მოგვცეს. განა შეიძლება ასეთი ადამიანების დავიწყება?
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს მხარდაჭერა და დახმარება უცხო ადამიანებისგან?
ლალი: ძალიან დიდხანს ვერ ვიჯერებდი. დღეს ყველას საკუთარი პრობლემა აქვს და ყველა ცდილობს თავისი ოჯახი, თავისი შვილები გამოკვებოს. მაშინაც კი, როდესაც თქვენ მოგმართეთ, არ ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. სადილისთვის, უბრალო პროდუქტებიც კი გამახარებდა, აქ კი… თქვენ გაზქურაც გვაჩუქეთ და ტელევიზორიც. არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი ადამიანია, ვისთვისაც სხვისი გასაჭირი სულ ერთი არ არის. ახლა ვიცი, რომ უანგარო ხალხი ბევრად მეტია, ვიდრე წარმომედგინა.
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
ლალი: არ ვიცი, როგორ ვთქვა… (ტირის.) არც კი მჯერა, მაგრამ თქვენ ალბათ გახსოვთ, როგორი იყო ჩვენი სახლი. უფრო სწორედ, სახლი კი არა, ნანგრევები. ამ დროის განმავლობაში ის მთლიანად ჩამოიშალა. საცხოვრებელი სხვაგან არსად გვაქვს, ასე რომ სარდაფში ვცხოვრობთ. ნესტიან კედლებში ვიძინებთ და ვიღვიძებთ, მაგრამ მეტი რა გზაა? სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს… მეტს ვერაფერს გთხოვთ, მაპატიეთ, უბრალოდ ტკივილს ვერ ვიკავებ. ძნელია, მთელი ცხოვრება იმისთვისიმუშაო, რომ სიბერეში სარდაფში, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდე… მაგრამ მაგიდაზე საჭმელი გვაქვს, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა!
– ძალიან ვწუხვარ, ეს რომ მესმის. მაგრამ ყოველთვის არსებობს უკეთესი მომავლის იმედი, უბრალოდ არ დანებდეთ!
ლალი: დიახ, მართალი ხართ. თქვენ რომ არა, დიდი ალბათობით, არც საჭმელი გვექნებოდასუფრაზე.ჩვენთვის დახმარება უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! მაგრამ ერთი თხოვნა მაინც მაქვს. თუ შესაძლებელია, იქნებ როგორღაც გვიშუამდგომლოთ, რომ თუნდაც პატარა, მაგრამ მაინც საკუთარი ბინა გამომიყონ… იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ? ან ის მაინც მითხრათ, სად ან ვის მივმართო? არ მინდა ყოველდღე იმის მეშინოდეს, რომ შეიძლება, ჩვენი სარდაფიც თავზე ჩამოექცეს ჩემს ოთხ გოგონას…
– მარი, ასე რატომ მოიწყინე? სად არის შენი ღიმილი?
მარი (12 წლის): ყველაფერი აქ არის, შინაგანად ვიღიმი. უბრალოდ ისე ვოცნებობდი, დებისთვის ახალ გაზქურაზე რამე გემრიელი მომემზადებინა, მაგრამ ახლა კიდევ უნდა ვიცადო. იმედი მაქვს, სახლს მალე შევაკეთებთ. ანი და ნინა კი სულ თქვენზე საუბრობენ. მათ ისე გაუხარდათ ის ხალხი, ვინც ჩვენთან მოვიდა და საჩუქრებისთვის 20 ლარი გვაჩუქა! მაგ ფულით საკვებიც ვიყიდეთ და თითოსთვის – კინდერ სიურპრიზიც. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვჭამეთ.
ანი (7 წლის): ჰო, ისეთი გემრიელი იყო! (აღტაცებით ჩაერია ანი.) მე საჩუქრად პატარა დათუნია მივიღე და მასთან ერთად ვთამაშობ ხოლმე. კიდევ, ტელევიზორიც გვაჩუქეთ… ისე ვოცნებობ, ერთხელ მასში ვიყო! იქ მე და ნინა ვიცეკვებთ, მარი კი გვიყურებს ხოლმე. იმ დროისთვის, ელენეც ჩვენს გუნდში იქნება და ჩვენთან ერთად გამოვა ხოლმე!
– ანი, როგორი მხიარული ყოფილხარ! ახლა რას უყურებ ტელევიზორში?
ანი: ჯერ არაფერს. ჩვენ ის ჯერ არ ჩაგვირთავს. უბრალოდ, სარდაფში დენცქვიტა არ არის და ბებიაც ანძის შესახებ რაღაცას ამბობდა; მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ, ჩვენთან დგას, ვუყურებ ხოლმე და დიდ შოუს წარმოვიდგენ, სადაც ვიცეკვებ.“
– მახსოვს, ტელევიზორი ყველაზე მეტად ელენიკოს უნდოდა. ასე არ არის?
ელენიკო (5 წლის):დიახ! საიდან გახსოვთ? თქვენ ხომ ბევრი შვილი გყავთ?! ახლა დავდივარ და ტელევიზორს ვეფერები! როდესაც სახურავს შეგვიკეთებენ და შევძლებთ, ჩემი საყვარელი ტელევიზორი შეფუთვისგან გავათავისუფლოთ, აი მაშინ იქნება… ოჰ, რა იქნება?!
–და რა იქნება?
ელენიკო:როგორ თუ რა? დიდი სიხარული იქნება! მე, ნინა, ანი, მერი და ჩემი დათუნია დავსხდებით და ვუყურებთ! ყველაფერს ვუყურებთ, რაც კი რამ არის!
– ნინა, შენ რაზე ოცნებობ?
ნინა (10 წლის):მე ზედმეტად დიდი ოცნებები მაქვს. ძალიან მინდა, თბილ სახლში ვცხოვრობდე, სადაც ტელევიზორს ჩავრთავდით და ერთად ვუყურებდით ფილმებს. შემდეგ, ერთად შევჭამდით საჭმელს, რომელსაც მარი მოამზადებდა; მეც დავეხმარებოდი. და მინდა, რომ ჩვენს სახლს ფანჯრები ჰქონდეს, რომ მზე გვაღვიძებდეს, თორემ სარდაფში ბნელა…
– ყველაფერი წინ არის, ჩემო ნინა, ვფიქრობ, შენ და შენს დებს ყველაფერი გექნებათ. კეთილი ხალხი არ დაგტოვებთ და ბებიაც ყოველთვის დაგიცავთ!
მადლობა თქვენ, ვინც ამ ოჯახის გვერდით იყავით, ვინც დაეხმარეთ, რომ ეს თვეები მათ ჩვეულზე ოდნავ მარტივად ეცხოვრათ. თქვენი ნებისმიერი დახმარება – მორალური თუ ფინანსური, ეს არის მხარდაჭერა, რომელიც სუხაშვილების ამ მშვენიერი ოჯახისათვის ძალიან საჭირო და აუცილებელია. მათ პრობლემებს თითქოს დასასრული არ აქვთ, მაგრამ სწორედ თქვენ შეგიძლიათ, ეს ოჯახი ბედნიერ მომავალთან დააახლოვოთ.
***
ხოლო თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ „ფეისბუქ“ პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სუხაშვილების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/592-sukhashvili/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
სულ ხარჯები:
1427.50₾დატოვა:
0₾