ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მას ისე ძლიერ სჭირდება სიყვარული! ის თქვენი სიყვარულისა და სიკეთის გარეშე ვერ გადარჩება!

გიორგი 8 წლისაა, მაგრამ მან უკვე 4-ჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი... ნამდვილი ღვთიური სასწაულია, ის რომ ახლა ჩვენთან იმყოფება... მაგრამ საბრალო ბავშვი ყოველ დღე იტანჯება... დედას არწმუნებდნენ, რომ შვილზე უარი ეთქვა, მაგრამ ის უდრეკია: „ეს საკუთარი სული ჯვარზე გაკვრის ტოლფასია; ის ხომ ვერ გადარჩება?!.
1,269 ₾
73
დონორები
შეგროვებულია

გიორგი 8 წლისაა, მაგრამ მან უკვე 4-ჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი... ნამდვილი ღვთიური სასწაულია, ის რომ ახლა ჩვენთან იმყოფება... მაგრამ საბრალო ბავშვი ყოველ დღე იტანჯება... დედას არწმუნებდნენ, რომ შვილზე უარი ეთქვა, მაგრამ ის უდრეკია: „ეს საკუთარი სული ჯვარზე გაკვრის ტოლფასია; ის ხომ ვერ გადარჩება?!.

მამაჩემს ტვინის სიმსივნე აქვს, დედას - დიაბეტი... ბავშვი კი - ოჯახის იმედი - 2 წლიდან მძიმედ არის ავად, გართულებული დაავადების გამო. მხოლოდ ერთ რამეზე ვლოცულობ, უფალო, ყველა ბავშვი ჯანმრთელად ამყოფე! დაიცავი საქართველო ყველა დაავადებისა და უბედურებისაგან! 

„მე ჩემთვის ყველაზე ძვირფასს, ჩემს შვილს, გიორგის განდობთ. რამდენი ბედნიერი სახე მინახავს ფონდის მეგობრების სიკეთის წყალობით! ვიცი, რომ ამ სასწაულს უფალი სჩადის თქვენი ხელებით!“ - მეგი მთივლიშვილს (42 წლის), მარტოხელა დედას, უკიდურესად ესაჭიროება დახმარება ავადმყოფი შვილის - 8 წლის გიორგისათვის, რომლისთვისაც აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება შეტევების შესამსუბუქებლად; ასევე, საფენები, საწოლი და სურსათი.

მის გარეშე ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია!

სწორედ ამ სიტყვებით დაატოვებინა სახლი სოციალურ მუშაკებს მეგი მთივლიშვილმა! იგი თავისი 8 წლის ვაჟი - გიორგისათვის, ყველაფრისთვის მზადაა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება თვითონაც ეპილეფსიით იტანჯება, ის უკანასკნელი ძალებით იბრძვის შვილის ჯანმრთელობისთვის!

საბრალო ქალი! რამდენი განსაცდელი ხვდა წილად, მაგრამ ის მაინც მყარად ატარებს საკუთარ ჯვარს თავის ნაზ, ქალურ მხრებზე! მის ძვირფას შვილს მძიმე დაავადებათა სრული ნაკრები აწუხებს: ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია და აუტიზმის მძიმე ფორმა.. მაგრამ 42 წლის მეგი დანებებას არ აპირებს. მას ღრმად სწამს, რომ უფალი ყოვლისშემძლეა და მის გულში იმედის სხივი კიაფობს, რომ ოდესმე, ის შეძლებს შვილის ფეხზე დაყენებას! 

- წარმოგიდგენიათ? რომ დაგვინახეს, როგორ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, სოციალურმა მუშაკებმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და მისი ბავშვთა სახლში ჩაბარება შემომთავაზეს! - ქვითინებს უბედური დედა და ხელებს ზეცისკენ აპყრობს. ამის გაფიქრებაზეც კი კანკალი იტანს! - როგორ, მითხარით როგორ შეიძლება ჩემი სისხლი და ხორცი უცხო ხალხს მივცე აღსაზრდელად?! ის ხომ ჩემი ნაწილია, ჩემი სიყვარულის გარეშე ვერ გადარჩება!

ჭეშმარიტი ქართველი ქალი, თავდადებული დედა, სრულიად მარტო იბრძვის შვილების - 16 წლის ნინოსა და 8 წლის გიორგის კეთილდღეობისთვის. მას მხოლოდ უფლისა და თანამემამულეთა სიკეთის რწმენა აძლიერებს. ჩვენი კეთილშობილი და მორწმუნე ქართული ერი ხომ არასდროს დარჩება განზე და ახლობლის ტკივილს, როგორც საკუთარს, ყოველთვის მიიტანს გულთან ახლოს!

მეგი, მოგვიყევით, რა დაავადებები აწუხებს თქვენს შვილს?

მეგი:გიორგი სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იზრდებოდა, 8 თვის უკვე ფეხზეც დგებოდა და ბევრ სიტყვასაც ამბობდა: „დედა“, „მამა“ და ა.შ. მაგრამ წლისა და 8 თვის ასაკში ცრუ კრუპის დიაგნოზით რეანიმაციაში მოხვდა და 4-ჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი. ნამდვილი სასწაულია, ექიმებმა მისი გადარჩენა რომ შეძლეს! მაგრამ შედეგი საშინელი აღმოჩნდა... როგორც გაირკვა, ბავშვს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო დაუზიანდა, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს და ხელს უშლის მის გონებრივ განვითარებას... ღმერთო, სად აღარ ვიყავით! ვერც კი ჩამოგითვლით, რამდენი ექიმი და სპეციალისტი მოვიარეთ... უკვე 6 წელია, ამ საშინელ სიზმარში ვცხოვრობ. აღმოჩნდა, რომ მკურნალობა არასწორად დანიშნეს და მდგომარეობა გაუარესდა. ამჟამად, ჩემს შვილს დაავადებათა მთელი ნაკრები აქვს: ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, აუტიზმის მძიმე ფორმა... ის სრულიად უმართავია, ერთი წამითაც ვერ დატოვებ უყურადღებოდ. შეიძლება რაღაც საშინელება ჩაიდინოს! თავი დაიზიანოს, ან უბრალოდ სახლი გადაწვას. ერთხელ, მახსოვს, 2 წამით გავედი წვნიანის ამოსარევად, მან კი ამ დროს მოახერხა და გადასაფარებელს ცეცხლი წაუკიდა. ოთახში რომ დავბრუნდი, ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული... დამოუკიდებლად უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ამას გარდა, ის აგრესიულიცაა! შეხედეთ, როგორი ჩალურჯებული მაქვს თვალი! მისი მორიგი აგრესიის შედეგია... (ტირის) და სულ ასეა - მცემს, მკბენს, მფხაჭნის!.. საფენებს რომ ვუკეთებ, ზემოდან წელწინდას ვაცმევ და მერე წებოვან ლენტს ვახვევ, სხვაგვარად ტანიდან იძრობს და ხევს! 

რა სახის მკურნალობა აქვს დანიშნული?

მეგი:ჩვენთან, საქართველოში, მას ვერ დაეხმარებიან. ექიმების პროგნოზი არასანუგეშოა.. მაგრამ! დამაიმედეს, რომ გერმანიასა და ისრაელში ასეთ ავადმყოფებს წარმატებით კურნავენ! იმდენად წარმატებით, რომ ისინი ფაქტობრივად საზოგადოების სრულყოფილი წევრები ხდებიან! ღმერთო, როგორ ვოცნებობ ამაზე! მაგრამ ჩვენ საშუალება არ გაქვს, რომ თუნდაც სრული გამოკვლევა ჩავუტაროთ ბავშვს და ექიმის ახალი დასკვნა ავიღოთ... ახლახან, მისთვის ენცეფალოგრამის გაკეთება უნდოდათ, რომ ახალი დანიშნულება მოეცათ ჩვენთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა! ის სრულიად უმართავია და ექიმებს არ ემორჩილება! 

- ასეთი ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის? 

მეგი: ჩემს მდგომარეობას სიტყვებით ვერ აგიღწერთ... (ქვითინებს) ხანდახან მეჩვენება, რომ ჭკუიდან ვიშლები... ყველაზე რთული ისაა, რომ ვერასდროს განჭვრეტ, რას მოიმოქმედებს მომდევნო წამს... მუდმივი შიში იმისა, რომ მან შეიძლება თავი დაიზიანოს... საშინელებაა!

მეგირა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან? 

მეგი: ყველა იმ დედას მივმართავ, ვისი შვილებიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - თქვენი ჯვარი ღირსეულად ატარეთ! ყველაფერი უფლის ნებაა! მხოლოდ მან იცის, რატომ მოგვივლინა ასეთი განსაცდელი, ჩვენ კი უბრალოდ ვალდებულები ვართ, გავუძლოთ, ჩვენი შვილების გამო! 

იცით, მე თვითონ ავად ვარ; 6 წლის ვიყავი ეპილეფსიის დიაგნოზი რომ დამისვეს, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, ვყოფილიყავი აქტიური და სრულყოფილი ცხოვრებით მეცხოვრა. განათლებაც მივიღე, წარმატებითაც ვმუშაობდი - რა თქმა უნდა, წამლების დახმარებით, მაგრამ მე ყოველთვის ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ვიყავი.

შვილის დაავადებამ უბრალოდ გამანადგურა... დარდისგან თავი აღარ მახსოვდა! ჰოდა, სოციალურმა მუშაკებმა ჩემი სავალალო მდგომარეობა რომ დაინახეს, შემომთავაზეს, გიორგი ბავშვთა სახლში ჩამებარებინა! „დამესვენა“ თუნდაც რამდენიმე წელი და გონზე მოვსულიყავი. იცით, რა ვუპასუხე? მის გარეშე ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია! ეს ხომ ჩემი სისხლი და ხორცია?! ჩემი სულის ნაწილი! და მისი ბრალი არაა, რომ ასე მოხდა და ამ საშინელი დაავადებით დაავადდა. 

- თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს? ამ წამს, კონკრეტულად რითი შეგვიძლია თქვენი დახმარება? 

მეგი: სინამდვილეში, ეს ძალიან, ძალიან რთული საკითხია. ნებისმიერი სახის დახმარება გვჭირდება. გიორგი 4 სხვადასხვა დასახელების წამალს სვავს; მედიკამენტები მეც მჭირდება, მთავრობა კი არც ერთ წამალს არ აფინანსებს! ამას გარდა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება, მაგრამ საიდან მოვიტანო სურსათის ფული? ჩემი ქალიშვილი სკოლაში სწავლობს, მასაც უამრავი რამ სჭირდება... სახლში ნორმალური საწოლიც კი არ გვაქვს! 

არ მინდა, თქვენთვის უსიამოვნო თემას შევეხო, მაგრამ მაინც - როგორ გაიცანით თქვენი ყოფილი მეუღლე? 

მეგი:გავიცანი? (სევდიანად გაიღიმა) არ გამიცნია… მან მე მომიტაცა, წამიყვანა და მიყრუებულ სოფელში გადამმალა, ჩემმა მშობლებმა კი, ქართული ტრადიციების შესაბამისად, ვერ გაბედეს ჩემი სახლში დაბრუნება. სულ ესაა მთელი ამბავი!..

საერთოდ არ ვგეგმავდი გათხოვებას. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ერთი ყმაწვილი მიყვარდა, მაგრამ ის დაიღუპა, მე კი დავიფიცე, რომ ცოლად სხვას არასდროს გავყვებოდი. როგორც ხედავთ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... მაგრამ მადლობელი ვარ უფლის, რომ შვილები მაჩუქა. ისინი მთელი ჩემი ცხოვრების აზრია! 

სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე მტარვალი და ლოთი აღმოჩნდა... უმოწყალოდ მცემდა... დიდხანს ვითმინე; ვხედავდი, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ვევედრებოდი, ექიმისთვის მიემართა, მაგრამ უშედეგოდ! მორიგი განხეთქილების შემდეგ, პოლიცია მოვიდა და უკვე სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით განვქორწინდით. ის ჩვენი ცხოვრებით არც კი ინტერესდება. ისე აორთქლდა, თითქოს არც არასდროს უარსებია. 

- არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ახლობლები?

მეგი: ჩემ ოჯახში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მამას ტვინის სიმსივნე აქვს, დედას კი დიაბეტი. მართალია, და-ძმაც მყავს, მაგრამ და განქორწინებულია და მარტო ზრდის ვაჟს, ძმა კი მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით არის დაკავებული და სამწუხაროდ, ურთიერთობა საერთოდ არ გვაქვს. ავადმოფობისა და სირთულეების მიუხედავად, მშობლები მაინც ცდილობენ ჩვენს დახმარებას; მაგრამ თქვენ წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რამდენი რამ სჭირდება ავადმყოფ ბავშვს! მე კი მას ვერაფრით დავტოვებ და სამსახურის ძებნას ვერ დავიწყებ. ეს მისი სიკვდილის ტოლფასი იქნება. 

- ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეიძლება შეგმთხვეოდათ? როგორი წარმოგედგინათ თქვენი მომავალი? 

მეგი: იცით, ახალგაზრდობაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს შეეძლო ჩემთვის ოჯახის შექმნა დაეძალებინა... სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ადამიანი ვიყავი. 18 წლიდან ვმუშაობდი, მინდოდა, წარმატებული პიროვნება გავმხდარიყავი, ყველაფრისთვის ჩემი ძალებით მიმეღწია და მზად ვიყავი, მუხლჩაუხრელად მემუშავა... კი ხედავთ, როგორც აეწყო ყველაფერი...

გიორგის დაბადების შემდეგ, უფრო ზუსტად კი, მისი ავად გახდომის შემდეგ, მუშაობის საშუალება საერთოდ აღარ მქონია...

- ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას! დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის? 

მეგიმკურნალობისთვის დახმარება რომ მოითხოვო, სხვა თუ არაფერი, საბუთები მაინც უნდა მოაგროვო, ჩაიტარო გამოკვლევები, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს... ექიმამდეც კი ვერ მივაღწიე, რომ ახალი ფორმა 100 ავიღო და ჩემთვის შშმ პირთა პენსია აღვადგინო. 

წარმოგიდგენიათ?! სოციალური დახმარებაც კი არ მოგვცეს! გადაწყვიტეს, რომ ნამეტანი მდიდრულად ვცხოვრობთ! 

- რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

მეგი:მხოლოდ რწმენაში. მე ყოველთვის ძალიან მორწმუნე ვიყავი. მადლობა უფალს, ტაძარი ორ ნაბიჯში გვაქვს და იქ ხშირად დავდივართ ხოლმე. ერთხელ მითხრეს: ღმერთი რომ არსებობდეს, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდიო. მე კი ვუპასუხე: ღმერთი რომ არ არსებობდეს, არც შენ იქნებოდი, არც მე, არც მთელი ჩვენი სამყარო! მე მჯერა, რომ უფალი თავის შვილებს არასდროს მიატოვებს და ხსნას მხოლოდ ამ რწმენაში ვხედავ! 

უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ? 

მეგი:რა თქმა უნდა! ჩვენი ტაძრის მრევლისა და საპატრიარქოს თანადგომა რომ არა, ჩვენ ალბათ აქამდეც ვერ ვიცოცხლებდით! მთელი გულით და სულით ვუხდი მადლობას იმ ადამიანებს, ვინც თავის - ხანდახან ბოლო თეთრებს გვიზიარებს, გიორგის წამლები რომ ვუყიდო.. მათ გარეშე, ვერაფერს გავხდებოდით...

- თუ შეიძლება, თქვენი უფროსი ქალიშვილის, ნინოს შესახებ მოგვიყევით.

მეგი: მე არაჩვეულებრივი გოგონა მყავს, ისეთი კეთილი და გულისხმიერია... ყოველთვის ცდილობს, დამეხმაროს და თან, კარგადაც სწავლობს. ოცნებობს, ფეხზე დადგეს, წარმატებულ საქმიანობას ეწეოდეს... მაგრამ აი, მასაც ჯანმრთელობამ უმტყუნა. 4 წლამდე ფეხზე ვერ დგებოდა და ექიმს მივმართეთ. ჩაუტარდა ფიზიკური თერაპიის კურსი, გაუკეთდა უამრავი ნემსი... მაგრამ დღემდე ნორმალურად სიარული არ შეუძლია. მისთვის ოპერაციის გაკეთება კი მხოლოდ 21 ასაკში გახდება შესაძლებელი; თუმცა მაგისთვისაც ფულია საჭირო! 

- აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 

მეგი: ვცდილობ, ხშირად გავაკეთო წვნიანი, ეს ხომ მშრალ საკვებს ბევრად სჯობს... კარტოფილი, მაკარონი. ძვლებს ვყიდულობ იაფად და ნახაშს ვაკეთებ... აბა, რა ვქნა? საკვები ნივთიერებები ცოტა მაინც ხომ უნდა მიიღონ?! ჩვენთვის ძვლის ნახარში - ფუფუნებაა.

თუ შეიძლება, თქვენს ქალიშვილს გავესაუბრები. ნინო, თუ შეიძლება, თქვენზე მოგვიყევით.

ნინო (16 წლის): (შეცბა) რა მოგიყვეთ?.. კარგად ვსწავლობ, დედა ისედაც ამდენს დარდობს და მე როგორ ვანერვიულებ?! ყველაზე მეტად ხელოვნებადმცოდნეობა მიყვარს... საოცრად მიზიდავს ყველაფერი ლამაზი... 

- უკვე გადაწყვიტეთ, რა პროფესიის არჩევა გსურთ სამომავლოდ?

ნინო (16 წლის): ფრჩხილების მოვლის სპეციალისტი მინდა გავხდე. მგონია, რომ პერსპექტიული ხელობაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მომწონს სილამაზის შექმნა, მეორეც - უმუშევრად არასდროს დარჩები. მე კი ვაპირებ, მყარად დავდგე ფეხზე და კარგი ანაზღაურება მქონდეს! დედა ამბობს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. 

- საუკეთესო მეგობარი გყავს?

ნინო (16 წლის):მე ბევრი მეგობარი მყავს და ყველასთან თანაბარი დამოკიდებულება მაქვს. ჩემი საუკეთესო მეგობარი კი დედაა! ის ყოველთვის კარგ რჩევას მომცემს, გვერდით დამიდგება და არასდროს მიღალატებს! ჩვენ ძალიან ვენდობით ერთმანეთს!

-კითხვა თუ გიყვარს? რომელია შენი საყვარელი წიგნი? 

ნინო (16 წლის):არც ისე... დედა მეუბნება, ძალიან ცუდიაო, მაგრამ ეხლა ხომ ყველანაირი ინფორმაციის მოძებნა და წაკითხვა ინტერნეტში შეგიძლია! სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ტელეფონით ეს არც ისე მოსახერხებელია... აი, კომპიუტერი რომ გვქონდეს!.. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა...

ოცნებებს ახდენის საოცარი თვისება აქვთ! კიდევ რაზე ოცნებობ? 

ნინო (16 წლის):იმაზე, რომ ავადმყოფობამ ჩვენი სახლი სამუდამოდ დატოვოს... ძალიან მტკივა გული, ძმას რომ ვუყურებ... დედაც სულ წამლებს სვავს... მეც პრობლემები მაქვს ფეხებზე, მთელი ცხოვრება ვკოჭლობ. ვოცნებობ და უფალს ვევედრები, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს! 

-ადვილად გიყვარდება? ბიჭებს თუ მოსწონხარ? 

ნინო (16 წლის):დედა ამბობს, რომ ოჯახის შექმნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მყარად დგახარ ფეხზე. ამიტომ ამაზე უბრალოდ არ ვფიქრობ. 

და როგორი უნდა იყოს შენი მომავალი მეუღლე? 

ნინო (16 წლის):მოსიყვარულე და მზრუნველი, რა თქმა უნდა; და ჩემზე ხელი არასდროს არ უნდა აწიოს. საშინელებაა, როდესაც მამაკაცი დაუცველ ქალს ჩაგრავს.

თანატოლებს რას უსურვებდი? 

ნინო (16 წლის):პირველ რიგში, ჯანმრთელობას! პრინციპში, მეორე რიგშიც... ვფიქრობ, ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა დანარჩენი კი თავისით მოვა, თუკი მოისურვებ და ძალისხმევას არ დაიშურებ.

წარმატებებს გისურვებ, ნინო! არაჩვეულებრივი გოგონა ხარ და აუცილებლად მიაღწევ ყველაფერს

მეგითქვენთან კიდევ რამდენიმე შეკითხვა მაქვს. მითხარით, ეს ბინა თქვენი საკუთრებაა? 

მეგი:არა, რას ამბობთ! აქ ჩაწერილებიც კი არ ვართ! ეს ბინა ჩემმა მშობლებმა დამითმეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... ვიწროდ ვართ, მაგრამ ასატანია... თავზე ჭერი მაინც გვაქვს! თუმცა, ყოველ უთანხმოებაზე ისინი აქედან, ბავშვებთან ერთად, გაყრით მემუქრებიან... და ეს ძალიან მტკივნეულია!

რამდენი გაქვთ შემოსავალი ოჯახში? რაზე გყოფნით ფული?

მეგი: შემოსავალი? გიორგის შშმ პირების პენსია - 200 ლარი. სულ ესაა! ნუ გვკითხავთ, როგორ ვარსებობთ... ნაცნობებს ვებრალებით, ხანდახან გვეხმარებიან... როგორღაც ვაკოწიწებ ხოლმე ფულს, წამლები რომ ვიყიდო... საპატრიარქოც გვეხმარება, სხვაგვარად არც კი ვიცი, როგორ ვიარსებებდით.

- თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის? 

მეგი: მხოლოდ ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე ვოცნებობ. სხვა ფიქრები და სურვილები ცხოვრებაში უბრალოდ არ მაქვს! 

თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ??

მეგი:ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით... სადამდე შეიძლება, ნაცნობებს ხელებში შევყურებდეთ, რომლებსაც თავად ძლივს გააქვთ თავი პანდემიის შემდეგ?! სრულიად ყველაფერი გვჭირდება... ჩემი გიორგის წამლები თვეში 400-500 ლარი გვიჯდება. ასევე, მას მუდმივად ესაჭიროება საფენები და სასწრაფოდ არის გასაკეთებელი სრული გამოკვლევა იმისათვის, რომ მკურნალობის ახალი კურსი დაინიშნოს და გაირკვეს, რამდენად არის შესაძლებელი და როგორ შეიძლება მისი დახმარება. 

ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სურსათი... რაზე გვძინავს, თქვენც კარგად ხედავთ... ეს ტახტის საზურგე ნაგავსაყრელიდან მოვიტანე და მისგან საწოლი გავაკეთე! 

სარეცხი მანქანა კარგად არ მუშაობს, ხელით მიწევს რეცხვა... ეს კი, გიორგის გადამკიდე, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, ღმერთია მოწმე, მართლა ნებისმიერი სახის დახმარება გვჭირდება... 

- რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ? 

მეგი: იცით, წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ ვმუშაობდი, მე და ჩემმა მეგობრებმა თავად გავაკეთეთ რაღაც საქველმოქმედო ფონდის მსგავსი, ფეისბუქზე ჯგუფი შევქმენით და გაჭირვებულებს ვეხმარებოდით. მე ყოველთვის ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალს თქვენი ფონდის საქმიანობას, მაშინაც კი, როცა მე თვითონ დახმარება არ მჭირდებოდა. ახლა კი, აი, ჩემი ჯერიც მოვიდა! 

გსურთ, ჩვენი ფონდის მეგობრები გაიცნოთ?

მეგი:ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა ფონდის მეგობრებისთვის და საერთოდ, ყველა კეთილი ადამიანისთვის!

---- 

მეგობრებო, როგორც ხედავთ, მეგი და მისი ორი, მშვენიერი ბავშვი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვაჟის ავადმყოფობამ საბრალო ქალს ხელ-ფეხი შეუკრა! მას აღარ შეუძლია ყველაფერთან მარტო გამკლავება და ჩვენს დახმარებას ითხოვს! მთელს იმედს ის უფალსა და კეთილ ადამიანებზე ამყარებს! 

ჩვენ უბრალოდ მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ეს ოჯახი მარტო დავტოვოთ გასაჭირში. მეგი მთივლიშვილი თავადაც ავადაა და მარტო ზრდის შვილებს, რომელთა შორის ერთ-ერთი მძიმე ავადმყოფია! 

უბედურ დედას მრავალი გასაჭირი და დაბრკოლება ხვდა წილად, მაგრამ ის შემართებით იბრძვის გადასარჩენად და უფლის რწმენა ამაში ეხმარება! გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს! თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ! 

ოჯახს აუცილებლად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, წამლები, საფენები, სურსათი, საწოლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა! ნებისმიერ დახმარებას სიხარულით მიიღებენ! 

შეგიძლიათ, თავადაც ეწვიოთ მეგი მთივლიშვილის ოჯახს და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ქ. თბილისი, ვაზისუბნის რაიონი, მე-4 მკ/რ-ნი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 10, ბინა 109. 

 ან დაურეკეთ საბრალო დედას და გაამხნევეთ კეთილი სიტყვებით! საკონტაქტო ნომერი: 595676661

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურებაზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მეგი მთივლიშვილი)

ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით მეგი მთივლიშვილს და მის შვილებსგავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: