რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა! მალე, მალე მოდი! ის ისევ ტირის, სტკივა!

calendar სექტემბერი 24, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

– დასახმარებლად ეძახის დედას მაკა (13 წლის). მისთვის გაუსაძლისია თავისი ერთი წლის ძმის, ნიკას ტანჯვის ყურება… ბავშვი ნაადრევად დაიბადა და ორი თვე რეანიმაციაში გაატარა. მას ორი თიაქარი და ნერვული აშლილობა აქვს, მის დედას – ლელას (30 წლის) კი არანაირი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს და საკუთარი უძლურების გამო მზადაა, მოკვდეს!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

– დასახმარებლად ეძახის დედას მაკა (13 წლის). მისთვის გაუსაძლისია თავისი ერთი წლის ძმის, ნიკას ტანჯვის ყურება… ბავშვი ნაადრევად დაიბადადაორი თვე რეანიმაციაში გაატარა. მას ორი თიაქარი და ნერვული აშლილობა აქვს,მის დედას – ლელას (30 წლის) კი არანაირი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს და საკუთარი უძლურების გამო მზადაა, მოკვდეს! 

 – ღმერთო, რისთვის იტანჯება ასე?! მე მომეცი მისი ყველა სენი! სჯობს მე, ოღონდ მას არა. ის ხომ ჯერ სულმთლად პაწაწინაა?! – გულამომჯდარი ტირის უბედური, მარტოხელა დედა, ლელა. 

 ლელა გულიშვილი, რომელიც მთელ სამყაროში სრულიად მარტოა, ზრდის ქალიშვილს – მაკას (13 წლის) და ვაჟს – ნიკას (1 წლის), რომელსაც ძალიან სჭირდება მკურნალობა, ქალს კი იმის საშუალებაც არ აქვს, ბავშვებს ნორმალურად აჭამოს. ისინი დაუსრულებლად ხეტიალობენ ნაქირავებ ბინებში, მუდმივად მშივრები არიან და არ გააჩნიათ არანაირი ხელსაყრელი პირობა. საბრალო ქალი ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდაც შვილები გამოკვებოს და უსახლკაროდ არ დატოვოს. 

 არავის, საერთოდ არავის აინტერესებს ამ ბავშვების ბედი! მათ შიათ და სცივათ, დაიღალნენ სხვების კუთხეში შეკუჭვით! 

 შეხედეთ პატარა ნიკას (1 წლის). ნუთუ, ის არ იმსახურებს ჯანმრთელობას?! არ იმსახურებს ნორმალურ, მაძღარ ცხოვრებას?!

 მაგრამ საქართველოში „თავისიანებს არ ტოვებენ“ და ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს ცნება „სხვისი ბავშვები“!

– ლელა, მოგვიყევით, რა გასაჭირმა მოგიყვანათ ჩვენთან?

ლელა: ყოველთვის არცთუ ისე ტკბილად ვცხოვრობდით, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გვექცა! ჩემი უმცროსი შვილი, ნიკა, ნაადრევად დაიბადა, უამრავი პრობლემით… მთელი ორი თვე რეანიმაციაში გაატარა! იცით, მე ყოველდღე მივდიოდი მის სანახავად და ყოველდღე მეშინოდა, რომ მეტყოდნენ, შენი შვილი აღარ არისო! 

მაგრამ ღვთის შეწევნით, ის გამოძვრა და უფრო მეტიც – მას სერიოზული პათოლოგიები არ აქვს. დიდება უფალს ყველაფრისთვის!

მაგრამ ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომლებსაც, მომავალში, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, თუკი ბავშვს ახლა არ დავეხმარებით… ამისთვის არცთუ ისე პატარა თანხებია საჭირო! მე და ჩემს შვილებს კი წყალსა და პურზე გაგვაქვს თავი… (სლუკუნებს)

– კონკრეტულად, რა პრობლემები აქვს ნიკას?

ლელა:მას ორი თიაქარი აქვს – საზარდულის და ჭიპის. საწყალი, ისე იტანჯება… რომ ტირის, თიაქარი ებერება. ბუნებრივია, გეგმიური ოპერაციისთვის ფული არ გვაქვს, სახელმწიფო კი მხოლოდ სასწრაფოს აფინანსებს. 

გარდა ამისა, ექიმებმა მას ფიმოზის დიაგნოზი დაუსვეს. ნიკას სასწრაფოდ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. ეს ოპერაცია 60 ლარი ჯდება, მაგრამ ჩვენ ფული არ გვაქვს. მთავრობამ დაფინანსებაზე უარი გვითხრა და აღარ ვიცი, რა გავაკეთო! ის ძალიან ნერვიული და გაღიზიანებულია, ცუდად სძინავს. ექიმებმა ნეიროსონოსკოპიის ხელმეორედ გაკეთება გვირჩიეს, ნევროლოგიური პათოლოგიების გამოსარიცხად. ძალიან ცუდად ჭამს. უკვე ერთი წლისაა, მაგრამ სულ რაღაც 7 კილოგრამს იწონის. ამას გარდა, კარგად ვერ ჯდება და მას აუცილებლად სჭირდება მასაჟის კურსი. ჩვენთვის ეს ყველაფერი ზღაპრული თანხებია და აღარ ვიცი, როგორ დავეხმარო ჩემს პატარას. 

ჩემს უფროს გოგონას, მაკას (13 წლის) სასწრაფოდ ამოსაჭრელი აქვს გლანდები, სახელმწიფო კი ოპერაციის ღირებულების მხოლოდ ნახევარს აფინანსებს. სასოწარკვეთილი ვეძებ ნაკლულ თანხას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსების ვადა ამოიწურება და ხელმეორედ, ჩემს განცხადებას აღარ მიიღებენ.

– ლელა, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? ბავშვებს მარტო ზრდით? 

ლელა:დიახ… მე ადრე გავთხოვდი, 17 წლის. ქმარმა მომიტაცა, მე კი სახლში დაბრუნების შემეშინდა. თვითონაც გესმით, ტრადიციები… ჩემზე 7 წლით უფროსია, ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობდით. თავიდან, ყველაფერი კარგად იყო. დიდ, მყარ ოჯახზე ვოცნებობდი, მაგრამ მალე ქმარს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. აგრესიული გახდა. მუდმივი, უსაფუძვლო ჩხუბი ვეღარ ავიტანე, ბავშვები წამოვიყვანე და თბილისში წამოვედი. შეიძლება ითქვას, არსაით… მას მერე, ქმარი ერთხელაც კი არ დაინტერესებულა ჩვენი ბედით.

ძმამ და რძალმა შემიკედლეს, მაგრამ დიდი ხნით არა. ისინი თავადაც სოციალურად დაუცველები არიან, ორ შვილს ზრდიან და თავი ძლივს გააქვთ. სამსახური ვიშოვე და ნაქირავებ ბინაში გადავედი. ქიმწმენდაშიც ვმუშაობდი, ღამის სმენაში, ბაზარშიც – გამყიდველად… როგორღაც გამქონდა თავი, ბავშვებთან ერთად. მე თვითონაც სუსტი ჯანმრთელობა მაქვს. რამდენიმე წლის წინ ორი ოპერაცია გადავიტანე – ხერხემლის თიაქარი და საკვერცხე ამომაჭრეს… 

– მშობლები ან ნათესავები არ გეხმარებიან? 

ლელა:მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარულე და მზრუნველი დედა 11 წლის წინ დავკარგე. გული… მისი სიკვდილის შემდეგ მამა სულ მთლად დაუძლურდა, ძალიან ავადმყოფობს. გულმა დაარტყა და ახლა მხოლოდ ხელჯოხით შეუძლია მოძრაობა. მას თავად სჭირდება მოვლა… ამიტომ, საერთოდ არავის იმედი არ მაქვს. 

– როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი? რა გეგმებს აწყობდით მეუღლესთან ერთად? 

ლელა: ჩვეულებრივი, მშვიდი ოჯახური ცხოვრება მინდოდა, ბავშვები… ქმარი მუშაობდა, მპირდებოდა, ყველაფერი კარგად გვექნებაო; მაგრამ, როგორც ხედავთ, არ გამოვიდა… გადავწყვიტე, რომ აჯობებდა,ბავშვები მამის გარეშე გაზრდილიყვნენ, ვიდრე ჩვენი გაუთავებელი ჩხუბისთვის ეცქირათ. 

– თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ლელა: ვისთვის აღარ მიმიმართავს! ყველა ინსტანციას ვწერდი, ვეხვეწებოდი! ჩემს პატარას უბრალოდ აუცილებლად სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაგრამ წარმოგიდგენიათ? ყველგან, ყველაფერში უარი მითხრეს! დახმარებას ვითხოვდი საცხოვრებლის ქირის, სოციალური სასადილოს კვების საკითხებში, მაგრამ ყურადღებას არავინ, აბსოლუტურად არავინ გვაქცევს! ერთადერთი, რისი მიღწევაც შევძელი, ჩემი უფროსი ქალიშვილისთვის გლანდების ოპერაციის დაფინანსებაა, ისიც სანახევროდ; დანარჩენი ფული საიდან მოვიტანო? ეს ხომ უბრალოდ ზღაპრული თანხაა? თითქმის 400 ლარი! 

– რისი გჯერათ, ლელა? რაში ხედავთ ხსნას? 

ლელა:მხოლოდ რწმენაში! იცით, რა რთულ ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მჯერა, რომ უფალი მოწყალეა, ის არასოდეს მიატოვებს თავის შვილს. აი, ახლაც, როდესაც იმედი თითქმის დავკარგე, უფალმა ჩვენს სახლში თქვენ გამოგგზავნათ! 

– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

ლელა:რა თქმა უნდა, მჯერა! ჩვენი გასაჭირის შესახებ რომ იციან, მაკას კლასელები ჩემი ბავშვებისთვის ტანსაცმელს და სათამაშოებს აგროვებენ. ერთხელ, მორიგ ჯერზე რომ ვერ ვახერხებდით ბინის ქირის გადახდას, მცირეოდენი თანხაც კი შეგვიგროვეს! 

– თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში სწავლობენ? 

ლელა:უფროსი, მაკა (13 წლის) – ჩემი სიამაყე და იმედია. ის ძალიან ნიჭიერია, კარგად ხატავს და ლექსებსაც კი წერს. ძალიან უნდოდა ხატვის წრეზე სიარული, მაგრამ თანხის გადახდა ვერ შევძელი. პატარას მოვლაში ისე მეხმარება! აჭმევს კიდეც, აბანავებს კიდეც… ვაჟიც მყავს… ნუგზარი (11 წლის). მის შესახებ საუბარი ისე მიჭირს… სიღარიბით დაიღალა, უარი თქვა ჩვენთან ცხოვრებაზე და სოფელში წავიდა, ბებიასთან. რა იზამ?.. ბავშვს უფლება აქვს აირჩიოს, სად უფრო უკეთესია მისთვის. იმედია მაპატიებს, რომ ძალა არ შემწევს, მისთვის და მისი და-ძმისთვის ღირსეული არსებობა უზრუნველვყო. ხედავს უფალი, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია! ნიკუშა (1 წლის) ჯერ სულმთლად პაწაწინაა… ახლა მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, რომ ჯანმრთელი, სრულფასოვანი ბავშვი გაიზარდოს… რა თქმა უნდა, ამისათვის ნორმალური კვებაც საჭიროა, მაგრამ ხორცი, ყველი, ბოსტნეული – ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა. 

– აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 

ლელა: ძირითადად,ვცდილობ, წვნიანები, ფაფები, მაკარონი გავუკეთო… მაღაზიიდან ვალად ვიღებ რძის პროდუქტებს, მაგრამ მათი შესანახი ადგილი არ მაქვს. აქ მაცივარიც კი არ არის. 

– საკუთარი საცხოვრებელი ფართი არ გაქვთ?

ლელა: რას ამბობთ?! ეს ჩვენთვის აუხდენელი ოცნებაა! მას შემდეგ, რაც ქმრისგან წამოვედი, იძულებულები ვართ, ნაქირავებ ბინებში ვიწანწალოთ. ბინის ქირის გადახდა დროულად რომ არ შემიძლია, ყოველთვის გვაძევებენ. ჩემი საბრალო გოგონა მუდმივად სკოლებს იცვლის. ერთ კლასთან მიჩვევას ვერ ასწრებს, რომ უკვე მეორეში უწევს გადასვლა. 

ადრე საშინელ ქოხმახში ვცხოვრობდით, ყოველგვარი პირობების გარეშე. იქ ისეთი ნესტი იყო, რომ ტანსაცმელი და სათამაშოებიც კი დალპა. ეს ბინა ბევრად უკეთესია. დიდი სივრცეა, ორი ოთახი და სამზარეულო, მაგრამ არანაირი ტექნიკა არ გვაქვს – არც ტელევიზორი, არც მაცივარი… არაფერი! პროდუქტების შესანახი ადგილიც კი არ გვაქვს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როდესაც ბავშვი გყავს, უამრავი სარეცხი გროვდება. ჩემი ხერხემლით კი, ხელით რეცხვა მეტად ძნელია.

– რა არის თქვენი შემოსავალი? რა სახსრებით ცხოვრობთ?

ლელა: ნიკას დაბადებამდე, ვმუშაობდი და ყოველ შემთხვევაში, არ ვშიმშილობდით მაინც. ახლა კი, უფროს დასთან მას დიდხანს ვერ დავტოვებ – ის თავადაც ჯერ კიდევ ბავშვია. ხანდახან დამლაგებლად ვმუშაობ; ამას დამატებული სოციალური შემწეობა – 200 ლარი; კიდევ, 60 ლარის სასურსათო ტალონები ბავშვებისთვის. სულ ეს არის! მხოლოდ ბინის ქირას 300 ლარს ვიხდით, კომუნალურ გადასახადებსა და საკვებზე რომ არაფერი ვთქვათ. თავადაც გესმით, ეს თანხა თუნდაც ყველაზე ძირითადისთვისაც კი არ არის საკმარისი.

– თუ შეიძლება, თქვენს გოგონასთანაც მინდა გასაუბრება. მაკა, ცოტა რამ შენზეც მოგვიყევი. როგორ სწავლობ? რა გიტაცებს? 

მაკა (13 წლის): ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო საგანი ისტორიაა. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვსწავლობ; ოღონდ, როდესაც კარანტინი გამოაცხადეს, ფაქტობრივად მთელი სემესტრი გამოვტოვე. ძალიან ვცდილობდი, პროგრამას არ ჩამოვრჩენილიყავი, შეძლებისდაგვარად, სახლში ვმეცადინეობდი, მაგრამ გაკვეთილებზე დასწრების არანაირი საშუალება არ მქონდა. სკოლის „ბუქი“ დიდი ხნის წინ გაფუჭდა. დედაჩემის ტელეფონიც ძალიან ძველია… საერთოდ, ძალიან მინდა, მხატვარი ან ცნობილი მწერალი გავხდე. ძალიან მიყვარს ხატვა და ყველა ამბობს, რომ კარგადაც გამომდის. კიდევ, ლექსებს ვწერ. გინდათ, წაგაკითხოთ? იმედი მაქვს, მოგეწონებათ! 

– შენ ძალიან ნიჭიერი და შესანიშნავი გოგონა ხარ, მაკა! დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა და ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ! ჩვენი ფონდის თანამშრომლები შენი ლექსებით და ნახატებით აღფრთოვანებული დარჩებიან! საყვარელი წიგნი ან ფილმი თუ გაქვს? 

მაკა (13 წლის): ახლახან, სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე შერლოკ ჰოლმსის შესახებ. ძააალიან მომეწონა! საოცრად! ფილმსაც სიამოვნებით ვუყურებდი, მაგრამ ჩვენ ტელევიზორიც კი არ გვაქვს… 

– ბედნიერებისთვის რა გაკლია? ყველაზე მეტად, რის ქონას ისურვებდი? 

მაკა (13 წლის): რა თქმა უნდა, კომპიუტერის! სწავლა ძალიან მინდა! თანაც, ინტერნეტში იმდენი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება, ნებისმიერი წიგნის და ინფორმაციის, ფილმის და ვიდეოების. კიდევ… მინდა, ბინიდან ბინაში გადასვლა შევწყვიტოთ… დედა ამბობს, სულ პატარა ოთახი მაინც რომ გვქონდეს, ერთი საწოლით, მაგრამ ჩვენი… 

– საუკეთესო მეგობარი თუ გყავს?

მაკა (13 წლის): ჩვენ მუდმივად მოძრაობაში ვართ, ამიტომ ვერავისთან დამეგობრებას ვერ ვასწრებ; მაგრამ ძალიან დავუახლოვდი ჩემს ყოფილ კლასელს, მარიამს. ის ძალიან კეთილი და ჭკვიანი გოგოა. საერთოდ კი, ჩემი საუკეთესო მეგობარი – დედაა. მე მას ყველაფერს ვუყვები. ის ყველაზე კეთილია მსოფლიოში! მას ყოველთვის ესმის ჩემი. 

– შენს პატარა ძმას თუ უვლი?

მაკა (13 წლის): დიახ, რა თქმა უნდა! ის ისეთი საყვარელია! როდესაც არაფერი სტკივა, დამჯერი და მხიარულია, მაგრამ როდესაც ტირილს და ჭირვეულობას იწყებს, მაშინვე ვხვდები, რომ ისევ მუცელი ასტკივდა. 

– მაკა, რას უსურვებდი მთელი საქართველოს ბავშვებს?

მაკა (13 წლის): მინდა, მათ ყველა სურვილის ასრულება ვუსურვო! რომ ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყვნენ და არასოდეს იცოდნენ, რა არის გაჭირვება! ოცნებები ხომ ხდება? მთავარია გჯეროდეს! 

– მაკა, ყველა შენი ოცნება აუცილებლად ასრულდება! ჩვენ კი შევეცდებით, დაგეხმაროთ ამაში. 

– ლელა, თქვენი აზრით, პირველ რიგში, ყველაზე მეტად სახლში რა გჭირდებათ?

ლელა: ჩვენ ნებისმიერი დახმარება გვჭირდება… რომ არა ჩემი შვილის დაავადებები და უკიდურესი საჭიროება, მე თქვენ არასოდეს შეგაწუხებდით. ამ წუთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარება ნიკასთვის, ქირურგიული ჩარევა, ნეიროსონოსკოპია და მასაჟი. ეს ყველაფერი, ჯამში, დაახლოებით 1000 ლარი ჯდება. 

ჩემს შვილებს მუდმივად აკლიათ კვება, მე კი არც საჭმლის ფული მაქვს, არც საფენების… სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი – ეს ყველაფერი ოცნების ზღვარია. ჩემს ქალიშვილს კი, სწავლისთვის, ძალიან სჭირდება კომპიუტერი. ის ნიჭიერი გოგონაა, მას არანაირ შემთხვევაში არ უნდა წაერთვას სწავლის შესაძლებლობა… 

ყველა მათგანი გაგვიხარდება, ვინც ჩვენს მონახულებას გადაწყვეტს. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, სრულიად მარტონი ვართ?! შესაძლოა, თქვენი ფონდის კეთილმა მეგობრებმა ჩვენი გაცნობა მოისურვონ. 

– ლელა, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ლელა: დღედაღამ მხოლოდ ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე ვლოცულობ. ცხოვრებაში მე სხვა არაფერი მინდა! მინდა, რომ ისინი ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, თავს ზემოთ ჭერი ჰქონდეთ, არ შიმშილობდნენ და მარტო მაკარონით და წიწიბურათი არ გაჰქონდეთ თავები! 

– რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ?

ლელა: ყველა ამბობს, რომ თქვენ ხალხს ნამდვილად ეხმარებით. ამან გულში იმედი ჩამისახა… თქვენს ფეისბუქ გვერდს გადავხედე. თქვენ იმდენი ადამიანი გააბედნიერეთ! თქვენ კარგ საქმეს აკეთებთ და უფალი აუცილებლად დაგლოცავთ თქვენც და ფონდის ყველა მეგობარსაც!

———– 

ლელა გულიშვილს და მის შვილებს ძალიან სჭირდებათ თანამემამულეთა დახმარება – ჩვენი და თქვენი დახმარება, მეგობრებო! ნიკუშა (1 წლის) და მაკა (13 წლის) მამის გარეშე იზრდებიან, საბრალო დედას კი ძალა არ შესწევს, მათთვის ღირსეული არსებობა უზრუნველჰყოს!

პატარა ნიკა (1 წლის) მწვავედ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. დედას – ლელას ბავშვის მკურნალობის სახსრები არ აქვს, მისთვის კი სახელმწიფო ორგანოების ყველა კარი დაკეტილია. 

ბავშვები მუდმივად უჭმელები არიან და მათ მოკლებული აქვთ უდარდელი ბავშვობის ყველა ბედნიერება. ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი დახმარება: ნიკას მკურნალობაში, საკვები პროდუქტებით, საფენებით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, ტელევიზორით, მაკასთვის – კომპიუტერით, რომლის გარეშე სწავლაც მას უბრალოდ არ შეუძლია! 

განა შეგვიძლია, ამ უბედურებას გვერდი ავუაროთ? ჩვენ ხომ გაჭირვებულთა დახმარებით უფალს ვუხსნით გულებს და ვუახლოვდებით მას?!

დაურეკეთ ლელას, გაამხნევეთ იგი და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.:557 477137  ლელა გულიშვილი

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, გლდანის მე-2 მკრ/რ-ნი, კორპ. 29, ბ. 44 

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ გულიშვილების ოჯახისა და მათი პრობლემების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ლელა გულიშვილი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ლელა გულიშვილს და მის შვილებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაგვეხმარა და ღმერთმა შვილი აჩუქა!

–  დე, „გუტი“ გვაქვს?

– ადექი, შვილო! ბანანის და შოკოლადის „გუტი“ გვაქვს.

– მაგრამ ჩემს იხვს ჯერ არ გაუღვიძია… მასაც მისცემ?

– შენც მოგცემ და შენს „უტისაც“. ადექი, ნიკუშა! 

ნიკუშას ენიდან რომ გითარგმნოთ, „გუტი“ იოგურტია, – მისი საყვარელი საჭმელი. ნიკუშა სიტყვებს ისე წარმოთქვამს, როგორც უფრო ეხერხება, – ის ხომ 2 წლისაა; „უტი“ კი მისი რბილი სათამაშოა, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა აჩუქა. ნიკუშას ახალი სათამაშოები აქვს, მის დაიკოს, მაკას – ლამაზი ტანსაცმელი, მათ დედას, ლელა გულიშვილს კი საოჯახო ტექნიკა; მაგრამ მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ის წვლილია, რომელიც მათ ჯანმრთელობაში შეიტანეთ!

სჯობს ლელამ თავად გიამბოთ, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც პოსტი გამოვაქვეყნეთ სათაურით: „დედა! მალე, მალე მოდი! ის ისევ ტირის, სტკივა!“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/630-gulishvili

მან კეთილი და საოცარი ადამიანებისგან უამრავი ზარი, უზარმაზარი მორალური მხარდაჭერა, ფინანსური დახმარება და ბავშვებისთვის ჭეშმარიტად ფასდაუდებელი საჩუქრები მიიღო!

ახალი მაცივრის მკვლევარი ნიკუშა, ბედნიერი ლელა და მაკა

– ლელა, რა ხდებოდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ? ჩვენი მკითხველები თქვენს სიახლეებს მოუთმენლად ელიან.

ლელა: დაბნეული ვარ. მადლიერების სიტყვებს ვერ ვპოულობ. როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც დაგვეხმარა? რაც არ უნდა ვთქვა, საკმარისი მაინც არ იქნება! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! არ ვიცი, თქვენ გარეშე შემოდგომას და ზამთარს როგორ გადავიტანდით. ბავშვებს ტანსაცმელი არ ჰქონდათ, მე – სარეცხი მანქანა; ხელით რეცხვა მიწევდა და წელი საშინლად მტკიოდა. მე ხომ წელი მაწუხებს და ისეთი ტკივილები მაქვს, რამდენჯერმე ლამის გულიც კი წამივიდა. თქვენ ჩემს შვილებზეც იზრუნეთ და ჩემზეც. 

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ახლა ჩემი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც იქნა! ჩემს ბიჭს, ნიკას, საზარდულის თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს და მერე მასაჟის სამი კურსი გაიარა. ჩემი საწყალი ბიჭი! მას ნორმალურად სიარულიც კი არ შეეძლო. მასაჟის ერთი კურსი და ჭიპის თიაქრის აღდგენითი ოპერაციაღა დარჩა. მაკას კი იაშვილის კლინიკაში გლანდები უნდა ამოაჭრან.

აი, ასეთი ამბებია! თქვენი წყალობით ბევრი ცვლილება გვაქვს, ყველაფერი კარგი და ნათელი თქვენგანაა. თქვენ მაგრძნობინეთ, რომ ამქვეყნად მარტო არ ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, გადაუჭრელი საკითხები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ღმერთის და კეთილი ხალხის წყალობით, ოდესმე ისინიც მოგვარდება. ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულია! 

ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

ლელა: პოსტის გამოქვეყნებისთანავე ორი და შემეხმიანა – სალომე და თამუნა (გვარები არ ვიცი). ჩვენ შესახებ „ფეისბუკზე“ წაიკითხეს და დაგვირეკეს. როგორც აღმოჩნდა, სალომესაც მსგავსი ვითარება ჰქონდა: მისმა შვილმა, როგორც ნიკომ, გარკვეული დრო ინკუბატორში გაატარა. სალომემ მითხრა, რომ კარგად იცის, რის გადატანა მომიწია. მან და მისმა დამ ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებში თანხა ააგროვეს და ჩემს შვილებს ტანსაცმელი, სათამაშოები, ეტლი და სკამი მოუტანეს; გარკვეული თანხაც გვაჩუქეს. თითქმის ყოველდღე რეკავდნენ და ჩვენი ჯანმრთელობის და საჭიროების შესახებ კითხულობდნენ. ძალიან დაგვეხმარნენ! როცა ნიკოს საზარდულის თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს, რეგისტრატურაში 50 ლარის დამატება მომიწია (საიდანღაც ამოტივტივდა). ხელში ფული არ მეჭირა და ჩემ მაგივრად სალომემ შეიტანა. დების ყოველთვის მადლიერი ვიქნები და მათი სიკეთე და ყურადღება არასდროს დამავიწყდება!

ერთი ქალი დამამახსოვრდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამომეხმაურა და თანხა გადმოგვირიცხა. სახელს ვერ ვიხსენებ, – იმედია მაპატიებს. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამიკავშირდა. ძალიან აღელვებული იყო: იცინოდა, ტიროდა, ემოციებს ვეღარ თოკავდა. როგორც აღმოჩნდა, მრავალი წლის განმავლობაში შვილზე ოცნებობდა, მაგრამ ვერაფრით ორსულდებოდა და უცებ, ექიმთან მორიგი ვიზიტისას, სიახლე შეიტყო – ორსულად ყოფილა! 

ისეთი გახარებული და ბედნიერი იყო!.. მისი ამბავი მეც ძალიან მიხაროდა, ერთად ვტიროდით. ნამდვილი სასწაულია! ღმერთმა მისი ლოცვები შეისმინა და ამდენი ხნის ნანატრი შვილი აჩუქა! ჩემი ბიჭი, ნიკო, სექტემბერში გაჩნდა, ის ქალიც სექტემბერში ელოდება თავის პირველ შვილს…

ჩემი ახალი ნაცნობის დაკარგვას არ ვაპირებ. მისი ნომერი მაქვს და სიახლეებს აუცილებლად გავარკვევ.

ბევრი მკითხველი დაგვეხმარა. ყველა როგორ აღვნიშნო ისე, რომ არავინ გამომრჩეს?!

– მაშინ ყველას ერთდროულად გადაუხადეთ მადლობა; უთხარით, რას გრძნობთ, რას ფიქრობთ და რას ნიშნავს თქვენთვის მათი დახმარება და მხარდაჭერა… და ყველა მიხვდება, რომ სწორად მათზე საუბრობთ.

ლელა: ჩემო ძვირფასო ახალო მეგობრებო! ფონდს მაშინ მივმართე, როცა ვიძირებოდით. ძალიან მეშინოდა – საჭმელი და საარსებო ფული არ გვქონდა, ბავშვები ავად იყვნენ, მე სამსახური (სახლების დალაგება) დავკარგე, არ ვიცოდი, რა მექნა. უმწეობისგან სული მეხუთებოდა, ლამის გავგიჟდი. თქვენ ამ ჯოჯოხეთიდან გვიხსენით!

უღრმესი მადლობა! ასეთ რამეს სიცოცხლის ბოლომდე არ ივიწყებენ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ: სწრაფად გამოხმაურებისთვის, მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, გაგებისთვის… დიდი მადლობა თქვენი პასუხისმგებლობისთვის!

როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ნორმალური ცხოვრება. ნიკოსთვის რძის პროდუქტებს, – იოგურტს ან ერთ ქილა მაწონს, – ვერც ვყიდულობდი და ვერც ვალად ვიღებდი, რადგან მაცივარი არ გვქონდა, ვერსად შევინახავდი. არადა, ისე უნდოდა, ისე მთხოვდა!.. ახლა ჩემი ბიჭი მაცივარზე თავდასხმას ახორციელებს ხოლმე, რადგან იქ „გუტია“! (იცინის). იოგურტი ძალიან უყვარს, გიჟდება.

აი, რამდენი „გუტი“ მაქვს!

სამწუხაროდ, მისი ყიდვის საშუალება იშვიათად გვაქვს. ნიკოს ახალი მაცივარი ძალიან შეუყვარდა, სულ „გუტის“ ეძებს. კი პატარაა, მაგრამ ესმის, რომ მაცივარი საჭირო რამეა. 

„მტირალა აღარ ვარ!“

მე კი სარეცხი მანქანა მასზე არანაკლებ მიხარია. ჩემს წელს უხარია, – აღარ მიჯანყდება და ტკივილის შემოტევებს აღარ მიწყობს. მე ხომ ხერხემლის პრობლემები მაქვს – მალებს შორის მანძილი 8 მილიმეტრია… ადრე ნიკუშას სარეცხი მანქანის ძალიან ეშინოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გუგუნებდა (იღიმის.) გამორბოდა და ყურებზე ხელებს იფარებდა. გასაგებიცაა, ბავშვს მსგავსი არაფერი უნახავს. ახლა შეეჩვია და ზოგჯერ მასში რაღაცებს აწყობს კიდეც, მეხმარება. (იღიმის.)

ლელა: „ჩემი ბიჭი ახლა ბევრად მშვიდია.“

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც დაგვეხმარა! დაე, მათი ცხოვრების გზა მარტივი და ნათელი ყოფილიყოს! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ყველას!

ნიკუშა, გვაჩვენებ, ხელში რა გიჭირავს? რა სათამაშოა?

ლელა: მოდი, შვილო! (ნიკო გვიახლოვდება.) ხედავთ, როგორი იხვი გვყავს? გვერდიდან არ იშორებს, მასთან ჩახუტებულს სძინავს. როგორც კი იღვიძებს, ჯერ იმას ამოწმებს, იხვი გვერდით ჰყავს თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ დგება. ბავშვს სათამაშოები მოენატრა, დიდი ხანია ასეთი დღესასწაული არ ჰქონია. სატვირთო მანქანაც აქვს, რომელსაც მთელ სახლში აგორავებს. თქვენი საჩუქრები ჩემს გოგოსაც ძალიან მოეწონა, მაგრამ სჯობს თვითონ მოგიყვეთ.

მაკა: ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ჩემს ძმას ოპერაცია გაუკეთეს. ჩვენთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. მის გამო ძალიან ვნერვიულობდით, ახლა კი ნიკო უფრო იშვიათად ტირის და უკეთესად დადის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის! მე გლანდები უნდა ამომაჭრან, – ძალიან მაწუხებს, სულ ყელი მტკივა და მალე ვიღლები. ფეხებიც მტკივა.

ნაჩუქარი ახალი ტანსაცმელიც ძალიან მომეწონა. სულ სხვა განწყობა მაქვს. ჩემი კლასელები სკოლაში სულ ნაირ-ნაირი ტანსაცმლით დადიოდნენ, მე კი ერთი და იგივე მეცვა. სკოლაში სიარული უკვე აღარ მინდოდა და მიხაროდა, რომ ყველაფერი ონლაინში გადაიტანეს და აღარავინ მხედავდა. გოგოს ნაირ-ნაირი ტანსაცმელი უნდა ჰქონდეს…

”დედას დავეხმარები და მერე სასეირნოდ წავალ. ჩემს მეგობარს ახალ კაბას ვაჩვენებ.“

– რა თქმა უნდა, საყვარელო! ყველაფერი მოგიხდება, დარწმუნებული იყავი! მითხარი, ოპერაციის ხომ არ გეშინია?

მაკა: ცოტა მეშინია, მაგრამ დედა ამბობს, რომ სამაგიეროდ დავისვენებ და პრობლემებს მოვიშორებ. ასეთი ნაზიც აღარ ვიქნები – ჭიქა წყლის დალევის შემდეგ ყელი აღარ ამტკივდება. ოპერაციის მერე კიდევ ერთი კვირა უნდა მოვითმინო… ოპერაციას იაშვილის კლინიკაში მიკეთებენ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

– აუცილებლად! იცი, შენი ნახატები და ლექსები ყველას ძალიან მოგვეწონა. რამე ახალი ხომ არ გაქვს? 

მაკა: მარტო მაშინ ვწერ, როცა ხასიათზე ვარ. ახლა პოეტური განწყობა ნამდვილად არ მაქვს.

რატომ?

მაკა: მეორე ძმა მენატრება. მინდა ვნახო და ჩავეხუტო, მაგრამ ის ბებიასთან ცხოვრობს – მამაჩვენის დედასთან. ზოგჯერ გვირეკავს და ვლაპარაკობთ ხოლმე. ამბობს, რომ იქ თავს კარგად გრძნობს… მაგრამ ჩვენთან ცოტა ხნით მაინც რომ მოვიდეს, ბებომ შეიძლება უკან აღარ მიიღოს. ჩემს დაბადების დღეზე დამირეკა და მითხრა, რომ ამ დღეს ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა. იმ დღეზე ვოცნებობ, როცა ყველანი ერთად ვიქნებით. 

ყველაფერი დალაგდება. ეს ჩვენც ძალიან გვინდა! 

ლელა: ჩემი ბიჭი ძალიან მენატრება. ღმერთმა ქნას, იმ დღეს მოვესწრო, როცა ძილის წინ სამივე შვილის ჩაკოცნა შემეძლება. მანამდე კი იმედით ვცხოვრობ.

ლელა, ჩვენს პოსტს სახელმწიფოს მხრიდან თუ მოჰყვა გამოხმაურება? სახელმწიფო მოხელეები არ ამოძრავდნენ?

ლელა: გამოხმაურება არც მანამდე და არც მერე ყოფილა. ჩვენ მათთვის უბრალოდ არ ვარსებობთ. ხალხი უფრო გვეხმარება, ვიდრე სახელმწიფო და ოფიციალური ორგანიზაციები. ერთ ამბავს მოგიყვებით: სახლი არ გვაქვს და სულ ბინებს ვიცვლით. ერთხელ, ერთმა დიასახლისმა სახლიდან გამოგვყარა. აღარ ვიცოდი, პატარა ნიკოსთან და მარისთან ერთად, სად წავსულიყავი. სასოწარკვეთილი პირდაპირ თბილისის მერიაში წავედი. მათ ჩემი მდგომარეობის შესახებ მოვუყევი, ვუთხარი, რომ ღამის გასათევიც კი არ გვქონდა. მიპასუხეს, რომ ვერაფრით დამეხმარებოდნენ, – მიუხედავად იმისა, რომ უსახლკაროებისთვის პროგრამები არსებობს; მაგრამ თავშესაფარში რომ მოხვდე, საბუთები, დრო და ათასი რაღაც გჭირდება.

შენობიდან გამოვედი, ბორდიურზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. მოულოდნელად, მერიის დაცვის ბიჭები მომიახლოვდნენ, ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩემს დამშვიდებას შეეცადნენ, – იქნებ ეს მაინც დაგეხმაროთ რამითო. აი, ასე! სახელმწიფო მოხელეები თავს არასდროს იწუხებენ.

– ლელა, რა გადაუჭრელი პრობლემები გაწუხებთ? ისევ ჩვენს მკითხველებს მიენდეთ, – რით შეუძლიათ თქვენი დახმარება?

ლელა: ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ, ჩემს პრობლემებზე საუბარი ძალიან მერიდება. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა. სამწუხაროდ, გადაუჭრელი საკითხები ჯერ კიდევ გვაქვს. ნაწილობრივ, პანდემიის ბრალია. სამსახურში – სახლების დასალაგებლად – აღარ მეძახიან. სოციალურ დახმარებაზე კი, სამწუხაროდ, ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენი სოციალური დახმარების ბარათი ბინის მესაკუთრეს აქვს. ყველაფერი, რასაც სახელმწიფო გვიხდის, ბინის ხარჯებზე მიდის. დებზე, სალომეზე და თამუნაზე რომ მოგიყევით, – ისინი ძალიან დაგვეხმარნენ და რაღაც პერიოდი ბინის ქირასაც გვიხდიდნენ.

ბინის მეპატრონე ცდილობს ჩემს მდგომარეობაში შევიდეს, მაგრამ მისი გაგებაც შეიძლება. ახლა ყველას უჭირს, პირველ რიგში, ყველა საკუთარი თავისთვის იბრძვის. უნდა, რომ ბინა სხვაზე გააქირაოს. არაერთხელ მელაპარაკა: „როგორ მეცოდები, მაგრამ რა ვქნა, აბა?“ მეშინია, რომ ისევ ახალი ბინის მოძებნა და გადასვლა, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. მაკა მეცოდება, დიდხანს არც ერთ სკოლაში არ გაჩერებულა. ნიკო, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესად არის, მაგრამ ძალიან ცუდად იკვებება. მხოლოდ ხელოვნური რძე უყვარს აფთიაქიდან, რაც ძვირი – თითქმის 15 ლარი ღირს. ნაირ-ნაირი კერძების კეთების შესაძლებლობა არ გვაქვს. მისი ასაკისთვის ცოტას იწონის – დაახლოებით ათ კილოგრამს. ჭიპის თიაქრის ოპერაციაც გასაკეთებელი აქვს. პედიატრმა თავის ენცეფალოგრამის გაკეთებაც გვირჩია, მაგრამ ფული საიდან მოვიტანო? ამ ყველაფერზე ძალიან ვდარდობ.

საკუთარ თავზე უკვე აღარ ვფიქრობ. ანალიზები მაქვს გასაკეთებელი, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ აფინანსებენ, ამიტომ ვერ ვიკეთებ; მაგრამ მჯერა და იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ დაგვტოვებს. მან უკვე არაერთხელ გადაგვარჩინა, ამიტომ ვბედავ და მჯერა, რომ კეთილი ხალხი არ მიგვატოვებს. მხოლოდ უფლის და კეთილი ხალხის იმედი მაქვს! ჩემი შვილების ჯანმრთელობისთვის და ბედნიერებისთვის მთელი ძალებით ვიბრძოლებ! ოდესმე, ძილის წინ, სამივეს ჩავეხუტები!

***

მეგობრებო, ლელა ჩვენთან ძალიან გახსნილი და გულწრფელია. ის თავის სიხარულსაც და შიშსაც ისე გვიზიარებს, როგორც არის – ასე მხოლოდ მათთან საუბრობენ, ვისაც ყველაფერში ენდობიან. აი, რა როლს თამაშობთ უკვე მის ცხოვრებაში! აი, როგორ ზრუნავენ საქართველოში!

ვიცით, რომ ლელას განწყობას უკვე უსიტყვოდაც გრძნობთ და მასთან ურთიერთობას და მის დახმარებას ისევ გააგრძელებთ. თქვენ ყველაზე საიმედო და პასუხისმგებლობით სავსე ხალხი ხართ და ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებთ!

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გულიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/630-gulishvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს. 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 02
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1245.00₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
345.00₾
2020 დეკ 21
პამპერსები, მედიკამენტები
139.30₾
2020 დეკ 25
მედიკამენტები,პამპერსები
99.40₾
2021 ნოე 10
პამპერსი, ბავშთა კვება
191.03₾

სულ ხარჯები:

2019.73₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ლევანი თოდაძე
08.11.2021 20:00:00
₾3.00
გიორგი შალამბერიძე
25.10.2021 20:00:00
₾5.00
ლევან კობაიძე
17.10.2021 20:00:00
₾5.00
დავლაშელიძე შოთა
17.10.2021 20:00:00
₾10.00
გელა ივანიძე
17.10.2021 20:00:00
₾20.00
ლევან კობაიძე
15.10.2021 20:00:00
₾5.00
გავაშელიშვილი ზურაბ
14.10.2021 20:00:00
₾3.00
გაგანაშვილი მაკა
14.10.2021 20:00:00
₾1.00
ნინო ნიშნიანიძე
14.10.2021 20:00:00
₾10.00
ქებურია კახაბერ
13.10.2021 20:00:00
₾7.00
ირაკლი აფხაიძე
13.10.2021 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
12.10.2021 20:16:46
₾1.00
ჯიჯელავა გიგა
12.10.2021 20:00:00
₾1.00
ქებურია კახაბერ
12.10.2021 20:00:00
₾7.00
ლევან კობაიძე
12.10.2021 20:00:00
₾3.00
ზუხბაია ალექსი
11.10.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
11.10.2021 20:00:00
₾50.00
გაგოშიძე მამუკა
23.12.2020 20:00:00
₾15.00
ირაკლი ლომთაძე
23.12.2020 20:00:00
₾20.00
ტერმინალი
23.12.2020 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾2,019.50

147 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,019.50

147 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება