დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა
როგორია ნამდვილი ბედნიერება?
„ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს 16 წლის ბარბარე. – „სულ სიცილი მინდა!.. იცით, ადრე საერთოდ არ ვიცინოდი. სიცილი კი არა, სულ ტირილი მინდოდა...“
„მეც სულ სიცილი მინდა და მეც ბედნიერი ვარ“, - აღიარებს მისი და, ანა. – „არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, სიკვდილი მინდოდა... რამდენი კეთილი ადამიანია საქართველოში! არადა, სტატიის გამოქვეყნებამდე გვეგონა, რომ დაგვცინებდნენ.“
ამ მშვენიერ დებს, ანა და ბარბარე ერაძეებს, ძალიან მძიმე და მწარე ცხოვრება ჰქონდათ. (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/671-eradze)
ოჰ, როგორ შეიცვალნენ ეს გოგოები! მათ სახეები შეეცვალათ - თურმე, მათ ღიმილიც შეძლებიათ! და რაც მთავარია, მათ ოცნებები შეეცვალათ!
„ადრე საერთოდ არაფერი გვქონდა. ვაფლებზე ვოცნებობდით... ახლა კი გვინდა დედაქალაქში ჩავიდეთ და სილამაზის სალონში წავიდეთ!“
მეგობრებო, გააგრძელეთ კითხვა და გაიზიარეთ მათი სიხარული!
გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანა და ბარბარე თავიანთი მეზობლის - ქალბატონი იზოს სახლში ცხოვრობენ, რომელმაც ისინი თავის ფრთებქვეშ შეიფარა; თუმცა, შესაძლოა, რომ უახლოეს მომავალში გოგონები გარემონტებულ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად და თქვენი ხარჯით ნაყიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკაც თან წაიღონ.
– ქალბატონო იზო, მადლობას გიხდით გოგონების ბედში მონაწილეობისთვის. მოგვიყევით, როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა? როგორც ჩანს, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
იზო: ადრე,ღამის გასათევად, ანას და ბარბარეს ჩემთან დარჩენა უყვარდათ, ზაფხულში კი საცხოვრებლად გადმოსვლის სურვილი გამოთქვეს. მათი სახლი საშინელ მდგომარეობაშია, ყოვლად მიუღებელი საცხოვრებელი პირობებით. თან ბავშვები თავს მარტოსულად გრძნობენ... მე და ჩემი შვილი, თიკო, ვცდილობთ მათ ყურადღება და სითბო არ მოვაკლოთ და სიმყუდროვე შევუქმნათ, გავართოთ...
თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ტყიბულის მერიიდან გვესტუმრნენ - არსებულ ვითარებას და საჭიროებებს გაეცნენ. თხოვნით მივმართე, რომ გოგონებისთვის საკუთარი სახლი გამოეყოთ. რამდენადაც მივხვდი - დაგვეხმარებიან. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის წარმომადგენელი - ბატონი ავთანდილ აშოტიაც გვესტუმრა და სურსათი მოგვიტანა.
ახლა ბარბარე ახალ სკოლაში დადის. მინდა მადლობა ვუთხრა სკოლის დირექტორს, გიორგი ნანიკაშვილს, რომელმაც მისთვის მე-10 კლასის სახელმძღვანელოების ახალი, სრული კომპლექტიც უზრუნველყო და ტრანსპორტის საკითხიც მოაგვარა. სკოლამდე ფეხით შორია, ამიტომ ყოველ სასწავლო დღეს ბარბარეს მძღოლი, ამირან ფორჩხიძე აკითხავს ჩვენს ჭიშკართან და პირდაპირ სკოლაში მიჰყავს. მას ერთხელაც არ დაუგვიანია და არც სანერვიულო მიზეზი მოუცია. ამისთვის გულითად მადლობას ვუხდი!
სოფელ ძმუისამდე მოსვლა ადვილი არაა, მაგრამ თუ გულით მოინდომებ, გამოგივა. ანას და ბარბარეს გასახარებლად მღვდელმა - ლევან ფიროსმანიშვილმა, ორ თანაშემწესთან ერთად, რთული მთიანი გზა გამოიარა. იქ, სადაც „მინივენი“ უძლური აღმოჩნდა, ესტაფეტა ხარებს გადაეცათ და გოგონების საჩუქრებმა სახლამდე ასე მოაღწია.
მამა ლევანმა იმდენი რამ მოიტანა, რომ გოგონებმა პირი დააღეს: ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი (მათ შორის, ზამთრის ქურთუკები), საწოლის თეთრეული, ფარდები, გასაშლელი დივანი, ჭურჭელი (ქვაბები, თეფშები, ყავის სერვიზი), სუნამო... მაგრამ ბავშვებთან გემრიელობების გარეშე ხომ არ მიხვალ? ტორტიც მოიტანეს და ფენოვანი ხაჭაპურიც. შუა ზამთარში საზამთროც კი იშოვეს!
– ანა, ბარბარე, შემოუერთდით ჩვენს საუბარს, ნუ გერიდებათ! ერთდროულად ამდენი საჩუქრის მიღება ალბათ ძალიან სასიამოვნოა...
ანა: ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი არასდროს მომხდარა. ძალიან მიხარია! დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა!
ბარბარე: ამ ყველაფრის - გაზქურის და სარეცხი მანქანის გამოყენება არც კი ვიცით (იღიმის), რადგან სახლში არასდროს გვქონია; მაგრამ იზო დეიდა დაგვპირდა, რომ გვასწავლის. მაცივარიც ძალიან ლამაზია და ტელევიზორიც. ჯერჯერობით არ ვეხებით. ახალ სახლში გავხსნით. ადრე საერთოდ არაფერი გვქონდა, ვაფლებზე ვოცნებობდით... და უცებ ამდენი რამ! დიდი მადლობა ყველას, ვინც საჩუქრები გამოგვიგზავნა! მამა ლევანსაც დიდი მადლობა! ახლა ჩვენ სულ სხვა განწყობა გვაქვს.
– ნამდვილად შესამჩნევია. შენ და ანა ისე ჩურჩულებთ და იცინით, როგორც ეს 16-17 წლის ასაკში უნდა ხდებოდეს. იქნებ თქვენი ფიქრები საიდუმლოდ ჩვენც გაგვანდოთ?
ბარბარე: კარგი. (ამბობს ღიმილით.) იცით, ადრე საერთოდ არ ვიცინოდი. სიცილი კი არა, სულ ტირილი მინდოდა. დავდიოდი და ვტიროდი. აღარც გარეთ გასვლა მინდოდა. ათი თვე სახლიდანაც კი არ გავსულვარ. არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა... მერე კი ჩემსა და ანას ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა: ჩვენ შესახებ ხალხმა შეიტყო, დახმარება მოისურვეს, საჩუქრები გამოგვიგზავნეს. იზო დეიდამ თავის სახლში საკუთარი ოჯახის წევრებივით მიგვიღო - გვეფერება, გვეხუტება, გვკოცნის... ამბობს, ნუ გეშინიათ, ყველაფერი დალაგდება, თუ რამე - მე და თიკო თქვენ გვერდით ვართო.
ძალიან კარგი კლასი მყავს, კეთილი და მეგობრული ბავშვები არიან. ჩვენი დამრიგებელი, ლენა ქათამაძეც ძალიან კარგი ქალია. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მეც შევიცვალე.
– რა ბედნიერებაა ამის მოსმენა! ახლა მითხარი, რა ისწავლეთ იზო დეიდისგან, სანამ მასთან ცხოვრობთ?
ბარბარე: რაც საჭიროა, ყველაფერს გვასწავლის - როგორ მოვიქცეთ სუფრასთან, როგორ დავიცვათ სახლში წესრიგი, ნელ-ნელა საჭმლის კეთებასაც გვასწავლის და სულ გვახსენებს, რომ ხელები დავიბანოთ.
– რის კეთება ისწავლეთ?
ანა: მაკარონის მოხარშვა, მჭადის გამოცხობა... საცივის გაკეთებაც კი ვისწავლეთ! იზო დეიდას გაკეთებულს ვიმეორებ და რა ვიცი, მგონი გამომდის.
იზო: ყველაფერი გამოგდის, ყოჩაღი გოგო ხარ!
ანა: მე კი სუფრის ლამაზად გაშლა ვისწავლე. იზო დეიდა ამბობს, ისწავლეთ, რომ მერე საკუთარ სახლში თქვენ თვითონ გააკეთოთო. გვიჩვენებს, როგორ გამოვიყენოთ ქურატები და ღუმელი, რომ ახალი გაზქურა არ გავაფუჭოთ (იღიმის.) ბარბარეს კი ჩემი იმედი აქვს, რომ ყველაფერს დავიმახსოვრებ. (იცინის.)
ბარბარე: მინდა ღომის და ლობიოს გაკეთება ვისწავლო. ბებია აკეთებდა გემრიელად... (ამბობს სევდანარევი ხმით.)
– მომავალზე თუ ფიქრობთ? რა გეგმები გაქვთ - სწავლა, მუშაობა, თუ... იქნებ, გათხოვება?
ანა: გათხოვება ჯერ ნამდვილად ადრეა. (იცინის.) თიკო დეიდას უნდა, რომ ფოტოგრაფია მასწავლოს.
ბარბარე: გადავწყვიტე, რომ მედდა გავხდე. მინდა ხალხს დავეხმარო, - როგორც ჩვენ დაგვეხმარნენ, როცა გვჭირდებოდა. ბებია ყოველთვის ამბობდა: „წიგნის კითხვა არასდროს მიატოვო, ისწავლე!“
– შენი სიტყვები ჩვენს მკითხველებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.
ბარბარე: არ ვიცი, ლამაზად როგორ ვთქვა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის და ანასთვის თქვენი დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს.
– გულწრფელი სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზად საუბარი, რაც შენ ნამდვილად გამოგივიდა. გოგონებო, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება? ნუ გერიდებათ, ისე გვითხარით, როგორც არის...
ანა: კი ყველაფერი გვაქვს, მაგრამ... იქნებ სურსათით დაგვეხმაროთ, რომ იზო დეიდას არ გაუჭირდეს. თვითონ არაფერს იტყვის, მაგრამ მაინც, ორნი ვართ და...
ახლა პირადობის მოწმობაც გვაქვს! იზო დეიდამ ქუთაისში წაგვიყვანა და საბუთები გაგვიკეთა. მალე, მასთან ერთად, თბილისში პირველად წავალთ. ამაზე ისე ვოცნებობდით! იმდენი რამის ნახვა გვინდა, რაც მხოლოდ ტელევიზორში გვინახავს... ძალიან ვღელავთ! დედაქალაქში სილამაზის სალონშიც წასვლასაც ვაპირებთ. აი, ასეთი სიახლეები გვაქვს!
– ძალიან საყვარელი გოგონები ხართ! მინდა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გქონდეთ! ბედნიერებას გისურვებთ, ბავშვებო!
***
მეგობრებო, ორი მშვენიერი გოგონა, - ანა და ბარბარე, - ცრემლებს და სასოწარკვეთას სწორედ თქვენმა სიყვარულმა გადაარჩინა! თქვენი სითბოს პასუხად ისინი ყვავილებივით გაიშალნენ. ახლა მათ საყვარელ სახეებს ღიმილი ამშვენებს. ეს ბავშვები ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი სიხარულია! ისინი ბედნიერები სწორედ ამგვარი დამოკიდებულების შედეგად იქნებიან. მოდი მათ ჩვენი სიყვარული და ზრუნვა ვაჩუქოთ და ნახავთ, ამას რა შედეგი მოჰყვება...
და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს, რადგან ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ფონდის თანამშრომლები განსაკუთრებულად თბილ და გულწრფელ მადლობას უხდიან მამა ლევანს, დეპუტატ ბეჟან წაქაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიკეთისა და ადამიანობისთვის!
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი,
ევგენია მელგუნოვა
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ერაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/671-eradze
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 მარ 17 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 2,345 | transferred |
2021 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 860 | paid |
2021 მაი 6 | პლანშეტი | 1,100 | transferred |
სულ ხარჯი: 4,305 ₾
დარჩა 0.48 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 ივლ 30 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
2021 ივლ 25 | ნავერიანი ნინო | 20 | Transfer to account |
2021 ივლ 25 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2021 ივლ 24 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
2021 ივლ 24 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | ჯიშკარიანი ვასილი | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | ცომაია თორნიკე | 5 | Transfer to account |
2021 ივლ 23 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2021 მარ 3 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 მარ 3 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
2021 მარ 2 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 თებ 24 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 თებ 22 | ალთუნაშვილი გვანცა | 5 | Transfer to account |
2021 თებ 22 | ხარაიშვილი თამარი | 15 | Transfer to account |
2021 თებ 22 | გელაშვილი ირმა | 2 | Transfer to account |
2021 თებ 22 | დავითი ურიდია | 20 | Transfer to account |
2021 თებ 21 | მედეა გელაშვილი | 2 | Transfer to account |
2021 თებ 20 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2021 თებ 19 | ილონა გრიგოლაშვილი | 5 | Transfer to account |
2021 თებ 19 | ნონა გოგოტიშვილი | 2 | Transfer to account |
2021 თებ 18 | ჭოლიკიშვილი თენგიზი | 10 | Transfer to account |
2021 თებ 17 | კოკოლიშვილი ლევანი | 5 | Transfer to account |
2021 თებ 16 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2021 თებ 15 | ჭანტურიძე გიორგი | 20 | Transfer to account |
2021 თებ 15 | მაჭავარიანი ნუცა | 20 | Transfer to account |
2021 თებ 15 | ალასანია ციცი | 5 | Transfer to account |
2021 თებ 15 | ბოჭორიშვილი ლელა | 20 | Transfer to account |
2021 თებ 15 | რევაზი დვალიშვილი | 20 | Transfer to account |
2021 თებ 15 | ანი წამალაშვილი | 10 | Transfer to account |
2021 თებ 15 | ლევან ქავთარაძე | 20 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,305.48 ₾
დარჩა 0.48 ₾
მსგავსი პროექტები:
|