ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა

calendar იანვარი 8, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

კითხვაზე – „შეგიძლიათ, რამე კარგი გაიხსენოთ?“ გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. მათ ცხოვრებაში ერთი ნათელი მოგონებაც კი არ აქვთ, არადა, ისინი უკვე ზრდასრულები არიან: ანა 17 წლის არის, ბარბარე კი 16-ის. მათ დედა არ ახსოვთ, მამასაც ძლივს იხსენებენ; ახსოვთ ბებია – მოხუცი, ავადმყოფი… ეს ერთადერთი ახლობელი ადამიანი მათ ხელებში ჩააკვდათ.
ეს საახალწლო ამბავი არ არის; ის ვერც სულს გაგვითბობს და ვერც ამ დების წარსულის შეცვლას შეგვაძლებინებს, მაგრამ იქნებ, მათი მომავალის შეცვლა შევძლოთ… ვინ იცის? შობის წინა დღეებში ხომ სასწაულები ხდება?
ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ანას და ბარბარეს და შეეძინათ… დიახ, არ მოგესმათ! კვების დროს, მათმა დედამ ბავშვი დაახრჩო. „ალბათ შემთხვევით“, – ამბობს ანა. „ან შეიძლება, არა…“, – ამატებს ბარბარე. 2006 წელს, მათი დედა 9 წლით დააპატიმრეს. მას შემდეგ, ის გოგონებს აღარც უნახავთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ის უკვე გამოუშვეს და ახლა თავისუფალია. სადღაც ცხოვრობს, არ ვიცით… მან ჩვენი ნახვა აღარ ისურვა და სიმართლე გითხრათ, ის აღარც ჩვენ გვახსოვს.“

მამა 2010 წელს გარდაიცვალა. ვეღარ გაუძლო. „დღემუდამ ტიროდა, – ამბობს ბარბარე. – მე ის ასეთი მახსოვს.“

პატარა გოგონები, ბებიასთან ერთად, მარტო დარჩნენ. მოხუცი ბებია ლოგინად ჩავარდა და პატარა გოგონებმა მისი მოვლა ისწავლეს; „მაგრამ ასე უკეთესი იყო. ჩვენ მარტო არ ვიყავით, საყვარელი ადამიანი გვყავდა“, – ამბობს ანა.

სამი წლის წინ, გოგონებს ბებიაც ხელებში ჩააკვდათ და ისინი ძველ, დანგრეულ სახლში სრულიად მარტო დარჩნენ. „აი, კნუტები შევიფარეთ. ვინმე ცოცხალი მაინც გვყავს გვერდით.“

გოგოებო, მოდით, თქვენზე ვისაუბროთ. როგორ ცხოვრობთ?

  ანა (17 წლის):რადგან უფროსი ვარ, მოდით, მე დავიწყებ. მე და ჩემი და მარტო დავრჩით. უკვე 3 წელია, სულ მარტო ვცხოვრობთ. დედა არ გვახსოვს, მამა – ძლივძლივობით… დედაზე ამბობენ, რომ მან ჩვენი და დაახრჩო, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა. ასეთ რამეს დედა ვერ იზამს, ხომ ასეა?

  ბებია კარგად გახსოვთ?

  ანა:მოხუცი იყოდა ავადმყოფობდა. სულ ტიროდა. ამბობდა, მე რომ მოვკვდები, ობლებს, რა გეშველებათო? მას მე და ბარბარე ვუვლიდით. როდესაც ძალიან ცუდად გახდა, სკოლაში სიარულიც კი შევწყვიტეთ. რომ გარდაიცვალა, ჩვენი მეურვე ბიძა გახდა, მაგრამ ისიც ავად შეიქნა – თავზე სჭირდა რაღაც და საავადმყოფოში წაიყვანეს. ჩვენ ისევ მარტონი დავრჩით… მერე, ვიღაც სხვა მეურვე დაგვინიშნეს… ის იშვიათად გვნახულობდა. ახლა, ჩვენზე მხოლოდ ერთი კეთილი მეზობელი ზრუნავს – დეიდა იზო. ის ყველაზე კეთილი ქალია და რომ გავიზრდები, მინდა, მას დავემსგავსო!

საერთოდ, რას საქმიანობთ?

  ანა: ყველაზე მეტად წიგნების კითხვა და ტელევიზორის, სერიალების ყურება გვიყვარს. იქ ყველაფერი ისეთი ლამაზი და კარგია. დილას ვიღვიძებთ, რაც გვაქვს, იმას ვჭამთ; თუ არაფერია, იზო დეიდასთან მივდივართ. ის გვათბობს, ჩაის გვასმევს, გვაჭმევს. ის ჩვენთვის დედასავით არის, ძალიან ტკბილია. საოჯახო საქმეებს – დალაგებას, საჭმლის კეთებას გვასწავლის.

  შენ და შენი და რაზე ოცნებობთ? გაქვთ ოცნებები?

  ბარბარე (16 წლის): გვინდა, ბედნიერები ვიყოთ…

  რა არის ბედნიერება, ბარბარე?

  ბარბარე:ბედნიერება – ეს… ბედნიერებაა, როცა… არც კი ვიცი…

  ბედნიერები როდის იყავით? შეგიძლიათ, ასეთი დღე გაიხსენოთ?

  ანა:არ მახსოვს… ალბათ, ძალიან პატარები ვიყავით და არ დაგვამახსოვრდა.

  ბარბარე: მე კიყველაზე ბედნიერი ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყავი! ჩემს დაბადების დღეზე! ტორტი მქონდა! ნამდვილი! ფოტოს ახლავე გაჩვენებთ! წარმოგიდგენიათ? ნამდვილი დაბადების დღის ტორტი!

  შენ რა, დაბადების დღე არასდროს გადაგიხდია?

  ანა: რა დაბადების დღე? ზოგჯერ, ისიც კი არ ვიცოდით, რა დღე იყო. აი, ბარბარეს კი, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, 17 დეკემბერს, დაბადების დღე ჰქონდა და ჩვენმა მეზობელმა, ყველაზე კეთილმა იზო დეიდამ და მისმა შვილმა, თიკომ, ტორტი მოგვიტანეს! ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ!

  სანთლის ჩაქრობისას, სურვილი თუ ჩაიფიქრე?

  ბარბარე: დიახ,ჩავიფიქრე! როდესაც გავიზრდები, მინდა, იზო დეიდას დავემსგავსო! მინდა, მასავით კეთილი ვიყო და მასავით ვახარებდე ბავშვებს, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ.

  ახლა მითხარით, რა გჭირდებათ პირველ რიგში იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს?

  ანა:იცით, ჩვენ უკვე დიდები ვართ, სათამაშოები და ნაირ-ნაირი სამშვენისი არ გვჭირდება, მაგრამ სარეცხი მანქანა, მაცივარი და გაზქურა ძალიან გვჭირდება. ასევე, კარგი იქნება, ახალი საწოლები რომ გვქონდეს. რაზეც ახლა გვძინავს, ისინი უკვე იშლება. ერთზე ბებია გარდაიცვალა და როდესაც დასაძინებლად ვწვები, სულ ეგ მახსენდება.

  ბარბარე, შენ რაზე ოცნებობ?

  ბარბარე: იცით, მე და ჩემს დას ძალიან გვიყვარს ფილმების ყურება…ნეტავ, ლამაზი ტელევიზორი გვქონდეს! ტელეფონებიც ძალიან გვჭირდება. ვიცი, არ გამოვა, მაგრამ იქნებ ვინმეს ზედმეტი ჰქონდეს და გვაჩუქოს?

  ანა:კიდევ ერთი სურვილი შეიძლება?

  რა თქმა უნდა, გოგოებო. არ მოგერიდოთ, გვითხარით.

  ანა:ვიცი, ჩვენს ამბავს ბევრი წაიკითხავს! მინდა, მათ საახალწლო სურვილები და მოკითხვა შევუთვალო. მინდა, რომ დედ-მამა გვერდით ყველას გყავდეთ! და თუ არ გყავთ, მაშინ ის ადამიანები გყოლოდეთ გვერდით, ვინც თქვენს თავს არავის დააჩაგვრინებს! მინდა, სიყვარულში იზო დეიდასაც გამოვუტყდე! ის ჩვენთვის დედასავით გახდა!

  ბარბარე: დიახ, იზო დეიდა, ძალიან გვიყვარხარ! და დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ჩვენ ყველა კეთილი ადამიანიც გვიყვარს! თქვენს ფონდში, ყველას მოკითხვა და ვინც ამას კითხულობს, ყველას გილოცავთ ახალ წელს!

***

აი, ეს საახალწლო ზღაპარიც დასრულდა, ხოლოვინც მოისმინა – კარგად მოქცეულა!სამწუხაროდ, თუ მხოლოდ მოვისმინეთ, ეს არანაირ სარგებელს არ მოიტანს. მოქმედებაა საჭირო და რაც მალე, მით უკეთესი!

ბარბარეს და ანას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ, მეგობრებო! ისინი საშინელ სიღარიბეში, სიცივესა და შიმშილში ცხოვრობენ, მაგრამ მათ სასწაულებისა და უცხო ადამიანების სიკეთის რწმენა არ განელებიათ!  

მათ არ სჯერათ თოვლის ბაბუის, მათ არასდროს მიუღიათ საჩუქრები, არასდროს ყოფილან ბედნიერები, მაგრამ მათ მაინც სწამთ, რომ ბედნიერება, ოდესმე, მათ კარზეც დააკაკუნებს! ან იქნებ, ამ დების ბედნიერება თქვენ ხართ? მათ ხომ ბედნიერებისთვის ცოტა სჭირდებათ: ახალი საწოლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ცარიელი სახლისთვის, საკვები და ტანსაცმელი.

ბარბარე და ანა ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები იქნებიან.

მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძმუისი. ტელეფონი:595 76 80 98

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ გოგონების გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: #GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ბარბარე და ანა ერაძეები). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

  თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, დებს – ბარბარე და ანა ერაძეებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

როგორია ნამდვილი ბედნიერება?

„ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს 16 წლის ბარბარე. – „სულ სიცილი მინდა!.. იცით, ადრე საერთოდ არ ვიცინოდი. სიცილი კი არა, სულ ტირილი მინდოდა…“

„მეც სულ სიცილი მინდა და მეც ბედნიერი ვარ“, – აღიარებს მისი და, ანა. – „არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, სიკვდილი მინდოდა… რამდენი კეთილი ადამიანია საქართველოში! არადა, სტატიის გამოქვეყნებამდე გვეგონა, რომ დაგვცინებდნენ.“

ამ მშვენიერ დებს, ანა და ბარბარე ერაძეებს, ძალიან მძიმე და მწარე ცხოვრება ჰქონდათ. (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/671-eradze)

ოჰ, როგორ შეიცვალნენ ეს გოგოები! მათ სახეები შეეცვალათ – თურმე, მათ ღიმილიც შეძლებიათ! და რაც მთავარია, მათ ოცნებები შეეცვალათ!

„ადრე საერთოდ არაფერი გვქონდა. ვაფლებზე ვოცნებობდით… ახლა კი გვინდა დედაქალაქში ჩავიდეთ და სილამაზის სალონში წავიდეთ!“

მეგობრებო, გააგრძელეთ კითხვა და გაიზიარეთ მათი სიხარული!

გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანა და ბარბარე თავიანთი მეზობლის – ქალბატონი იზოს სახლში ცხოვრობენ, რომელმაც ისინი თავის ფრთებქვეშ შეიფარა; თუმცა, შესაძლოა, რომ უახლოეს მომავალში გოგონები გარემონტებულ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად და თქვენი ხარჯით ნაყიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკაც თან წაიღონ.

– ქალბატონო იზო, მადლობას გიხდით გოგონების ბედში მონაწილეობისთვის. მოგვიყევით, როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა? როგორც ჩანს, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

იზო: ადრე,ღამის გასათევად, ანას და ბარბარეს ჩემთან დარჩენა უყვარდათ, ზაფხულში კი საცხოვრებლად გადმოსვლის სურვილი გამოთქვეს. მათი სახლი საშინელ მდგომარეობაშია, ყოვლად მიუღებელი საცხოვრებელი პირობებით. თან ბავშვები თავს მარტოსულად გრძნობენ… მე და ჩემი შვილი, თიკო, ვცდილობთ მათ ყურადღება და სითბო არ მოვაკლოთ და სიმყუდროვე შევუქმნათ, გავართოთ…

თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ტყიბულის მერიიდან გვესტუმრნენ – არსებულ ვითარებას და საჭიროებებს გაეცნენ. თხოვნით მივმართე, რომ გოგონებისთვის საკუთარი სახლი გამოეყოთ. რამდენადაც მივხვდი – დაგვეხმარებიან. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის წარმომადგენელი – ბატონი ავთანდილ აშოტიაც გვესტუმრა და სურსათი მოგვიტანა.

ახლა ბარბარე ახალ სკოლაში დადის. მინდა მადლობა ვუთხრა სკოლის დირექტორს, გიორგი ნანიკაშვილს, რომელმაც მისთვის მე-10 კლასის სახელმძღვანელოების ახალი, სრული კომპლექტიც უზრუნველყო და ტრანსპორტის საკითხიც მოაგვარა. სკოლამდე ფეხით შორია, ამიტომ ყოველ სასწავლო დღეს ბარბარეს მძღოლი, ამირან ფორჩხიძე აკითხავს ჩვენს ჭიშკართან და პირდაპირ სკოლაში მიჰყავს. მას ერთხელაც არ დაუგვიანია და არც სანერვიულო მიზეზი მოუცია. ამისთვის გულითად მადლობას ვუხდი!

სოფელ ძმუისამდე მოსვლა ადვილი არაა, მაგრამ თუ გულით მოინდომებ, გამოგივა. ანას და ბარბარეს გასახარებლად მღვდელმა – ლევან ფიროსმანიშვილმა, ორ თანაშემწესთან ერთად, რთული მთიანი გზა გამოიარა. იქ, სადაც „მინივენი“ უძლური აღმოჩნდა, ესტაფეტა ხარებს გადაეცათ და გოგონების საჩუქრებმა სახლამდე ასე მოაღწია.

მამა ლევანმა იმდენი რამ მოიტანა, რომ გოგონებმა პირი დააღეს: ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი (მათ შორის, ზამთრის ქურთუკები), საწოლის თეთრეული, ფარდები, გასაშლელი დივანი, ჭურჭელი (ქვაბები, თეფშები, ყავის სერვიზი), სუნამო… მაგრამ ბავშვებთან გემრიელობების გარეშე ხომ არ მიხვალ? ტორტიც მოიტანეს და ფენოვანი ხაჭაპურიც. შუა ზამთარში საზამთროც კი იშოვეს!

– ანა, ბარბარე, შემოუერთდით ჩვენს საუბარს, ნუ გერიდებათ! ერთდროულად ამდენი საჩუქრის მიღება ალბათ ძალიან სასიამოვნოა…

ანა: ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი არასდროს მომხდარა. ძალიან მიხარია! დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა!

ბარბარე: ამ ყველაფრის – გაზქურის და სარეცხი მანქანის გამოყენება არც კი ვიცით (იღიმის), რადგან სახლში არასდროს გვქონია; მაგრამ იზო დეიდა დაგვპირდა, რომ გვასწავლის. მაცივარიც ძალიან ლამაზია და ტელევიზორიც. ჯერჯერობით არ ვეხებით. ახალ სახლში გავხსნით. ადრე საერთოდ არაფერი გვქონდა, ვაფლებზე ვოცნებობდით… და უცებ ამდენი რამ! დიდი მადლობა ყველას, ვინც საჩუქრები გამოგვიგზავნა! მამა ლევანსაც დიდი მადლობა! ახლა ჩვენ სულ სხვა განწყობა გვაქვს.

– ნამდვილად შესამჩნევია. შენ და ანა ისე ჩურჩულებთ და იცინით, როგორც ეს 16-17 წლის ასაკში უნდა ხდებოდეს. იქნებ თქვენი ფიქრები საიდუმლოდ ჩვენც გაგვანდოთ?

ბარბარე: კარგი. (ამბობს ღიმილით.) იცით, ადრე საერთოდ არ ვიცინოდი. სიცილი კი არა, სულ ტირილი მინდოდა. დავდიოდი და ვტიროდი. აღარც გარეთ გასვლა მინდოდა. ათი თვე სახლიდანაც კი არ გავსულვარ. არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა… მერე კი ჩემსა და ანას ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა: ჩვენ შესახებ ხალხმა შეიტყო, დახმარება მოისურვეს, საჩუქრები გამოგვიგზავნეს. იზო დეიდამ თავის სახლში საკუთარი ოჯახის წევრებივით მიგვიღო – გვეფერება, გვეხუტება, გვკოცნის… ამბობს, ნუ გეშინიათ, ყველაფერი დალაგდება, თუ რამე – მე და თიკო თქვენ გვერდით ვართო.

ძალიან კარგი კლასი მყავს, კეთილი და მეგობრული ბავშვები არიან. ჩვენი დამრიგებელი, ლენა ქათამაძეც ძალიან კარგი ქალია. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მეც შევიცვალე.

– რა ბედნიერებაა ამის მოსმენა! ახლა მითხარი, რა ისწავლეთ იზო დეიდისგან, სანამ მასთან ცხოვრობთ?

ბარბარე: რაც საჭიროა, ყველაფერს გვასწავლის – როგორ მოვიქცეთ სუფრასთან, როგორ დავიცვათ სახლში წესრიგი, ნელ-ნელა საჭმლის კეთებასაც გვასწავლის და სულ გვახსენებს, რომ ხელები დავიბანოთ.

– რის კეთება ისწავლეთ?

ანა: მაკარონის მოხარშვა, მჭადის გამოცხობა… საცივის გაკეთებაც კი ვისწავლეთ! იზო დეიდას გაკეთებულს ვიმეორებ და რა ვიცი, მგონი გამომდის.

იზო: ყველაფერი გამოგდის, ყოჩაღი გოგო ხარ!

ანა: მე კი სუფრის ლამაზად გაშლა ვისწავლე. იზო დეიდა ამბობს, ისწავლეთ, რომ მერე საკუთარ სახლში თქვენ თვითონ გააკეთოთო. გვიჩვენებს, როგორ გამოვიყენოთ ქურატები და ღუმელი, რომ ახალი გაზქურა არ გავაფუჭოთ (იღიმის.) ბარბარეს კი ჩემი იმედი აქვს, რომ ყველაფერს დავიმახსოვრებ. (იცინის.)

ბარბარე: მინდა ღომის და ლობიოს გაკეთება ვისწავლო. ბებია აკეთებდა გემრიელად… (ამბობს სევდანარევი ხმით.)

– მომავალზე თუ ფიქრობთ? რა გეგმები გაქვთ – სწავლა, მუშაობა, თუ… იქნებ, გათხოვება?

ანა: გათხოვება ჯერ ნამდვილად ადრეა. (იცინის.) თიკო დეიდას უნდა, რომ ფოტოგრაფია მასწავლოს.

ბარბარე: გადავწყვიტე, რომ მედდა გავხდე. მინდა ხალხს დავეხმარო, – როგორც ჩვენ დაგვეხმარნენ, როცა გვჭირდებოდა. ბებია ყოველთვის ამბობდა: „წიგნის კითხვა არასდროს მიატოვო, ისწავლე!“

– შენი სიტყვები ჩვენს მკითხველებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

ბარბარე: არ ვიცი, ლამაზად როგორ ვთქვა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის და ანასთვის თქვენი დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს.

– გულწრფელი სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზად საუბარი, რაც შენ ნამდვილად გამოგივიდა. გოგონებო, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება? ნუ გერიდებათ, ისე გვითხარით, როგორც არის…

ანა: კი ყველაფერი გვაქვს, მაგრამ… იქნებ სურსათით დაგვეხმაროთ, რომ იზო დეიდას არ გაუჭირდეს. თვითონ არაფერს იტყვის, მაგრამ მაინც, ორნი ვართ და…

ახლა პირადობის მოწმობაც გვაქვს! იზო დეიდამ ქუთაისში წაგვიყვანა და საბუთები გაგვიკეთა. მალე, მასთან ერთად, თბილისში პირველად წავალთ. ამაზე ისე ვოცნებობდით! იმდენი რამის ნახვა გვინდა, რაც მხოლოდ ტელევიზორში გვინახავს… ძალიან ვღელავთ! დედაქალაქში სილამაზის სალონშიც წასვლასაც ვაპირებთ. აი, ასეთი სიახლეები გვაქვს!

– ძალიან საყვარელი გოგონები ხართ! მინდა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გქონდეთ! ბედნიერებას გისურვებთ, ბავშვებო!

***

მეგობრებო, ორი მშვენიერი გოგონა, – ანა და ბარბარე, – ცრემლებს და სასოწარკვეთას სწორედ თქვენმა სიყვარულმა გადაარჩინა! თქვენი სითბოს პასუხად ისინი ყვავილებივით გაიშალნენ. ახლა მათ საყვარელ სახეებს ღიმილი ამშვენებს. ეს ბავშვები ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი სიხარულია! ისინი ბედნიერები სწორედ ამგვარი დამოკიდებულების შედეგად იქნებიან. მოდი მათ ჩვენი სიყვარული და ზრუნვა ვაჩუქოთ და ნახავთ, ამას რა შედეგი მოჰყვება…

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს, რადგან ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ფონდის თანამშრომლები განსაკუთრებულად თბილ და გულწრფელ მადლობას უხდიან მამა ლევანს, დეპუტატ ბეჟან წაქაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიკეთისა და ადამიანობისთვის!

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი,

ევგენია მელგუნოვა

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ერაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/671-eradze

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 17
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2345.00₾
2021 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
860.00₾
2021 მაი 06
პლანშეტი
1100.00₾

სულ ხარჯები:

4305.00₾

დარჩა:

0.48₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 16:05:35
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2021 20:16:03
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.02.2021 08:35:22
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2021 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾4,305.48

267 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,305.48

267 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება