ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ საბრალო ოჯახს ყოველგვარი სენი, სიღარიბე და ტანჯვა ზვავივით მოაწყდა...

„მე სიკვდილის არ მეშინია; მე მხოლოდ ჩემს გოგონაზე და ჩემს მეუღლეზე ვდარდობ, რადგან ისინი ავად არიან და ჩემ გარეშე თავს ვერ გაართმევენ!“ - ტირის ლელა. ერთი წლის წინ, მას ბოლო სტადიის სიმსივნე აღმოუჩინეს. ერთი შეხედვით, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, არა? მაგრამ ეს მხოლოდ მცირედია იმ ჭირ-ვარამისა, რაც ამ კეთილ, ქართული ოჯახს ხვდა წილად.
4,728.61 ₾
353
დონორები
შეგროვებულია

„ჩემი გოგონა, ლეილა, მხოლოდ 14 წლის არის, მაგრამ მან  უკვე ოთხი ოპერაცია გადაიტანა ნაწლავებზე. ის, მთელი ცხოვრება, საშინელი სენით იტანჯება... ჩემს მეუღლეს ზურგის თიაქარი უკვე ორჯერ ამოჰკვეთეს... უფალო, მიეცი მათ ჯანმრთელობა და ტანჯვა შეუმსუბუქე! - ლოცულობს სიკვდილის სარეცელზე მყოფი, საბრალო, სნეული ქალი. - ჩვენ ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. მკურნალობის მიზნით, ყველაფერი გავყიდეთ და ფული ყველასგან ვისესხეთ, ვისგანაც კი შეიძლებოდა... ახლა ჩვენ მათხოვრები ვართ! სნეულებებს კი უკან დახევა არ სურთ...“

  გაიცანით, მეგობრებო: ლელა (46 წლის), მერაბი (63 წლის) და მათი 14 წლის ქალიშვილი, ლეილა. სამივე ავად არის, მაგრამ ფული მათ საკვებისთვისაც კი არ აქვთ, არათუ მკურნალობისთვის. საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ამდენი მწუხარება ერთ ოჯახს დაატყდა თავს - საშინელი სნეულებები, სიღარიბე... მაგრამ ჩვენ ხომ ასეთ გაჭირვებას გვერდს არ ავუვლით და მათი ტანჯვის შემსუბუქებას ხომ შევეცდებით?

ლელა:ღმერთო, კიდევ რამდენი ტკივილი, რამდენი? მე უკურნებელი სენით ვარ ავად, ჩემს მეუღლეს ორი ოპერაცია გაუკეთეს... მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ჩვენი ერთადერთი გოგონა, ლეილა, დაბადებიდან ნაწლავის დაავადებით იტანჯება, რომელსაც ჰირშპრუნგის დაავადება ჰქვია. ის სულ რაღაც ერთი კვირის იყო, როდესაც პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, ყოველი მომდევნო კი - რამდენიმე თვის ინტერვალით... ერთი წლის რომ იყო, მას ნაწლავის სტომა გაუკეთეს - ნაწლავი მუცლის ღრუდან გვერდზე გამოუტანეს. ოთხი წელი ვიტანჯეთ... მაგრამ პრობლემა მაინც არ მოგვარდა! მან, მთელი ცხოვრება, დიეტა უნდა დაიცვას და წამლები სვას. დღემდე, ნაწლავების გაუვალობით, მუდმივი ტკივილებით და დისკომფორტით იტანჯება. ორი თვის წინ, მას საკვერცხის კისტა ამოაჭრეს და ქირურგმა გვითხრა, რომ მის ნაწლავების მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებდა. ეს უკურნებელი სენია და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. საშინელებაა, როდესაც შენი შვილი იტანჯება, შენ კი მას ვერაფრით ეხმარები... და ამ ტანჯვას ბოლო არ უჩანს... მე კი, ამ გაზაფხულზე, სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, მეოთხე სტადია; ოპერაცია გამიკეთეს, ლოგინად ჩავვარდი და ჩემი მოვლა ლეილას დააწვა მხრებზე. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რასაც ვგრძნობ!

როგორ გაიგეთ, რომ ავად იყავით?

ლელა:საერთოდ არაფერი მტკიოდა, არაფერი მაწუხებდა. საქმე იმაშია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, წონის მკვეთრი კლება დამეწყო. ჩვეულებრივ ვჭამდი, მაგრამ კილოგრამები მაკლდებოდა. ამან საგონებელში ჩამაგდო, 35 კილოგრამი დავიკელი! ექიმთან ალბათ არასდროს მივიდოდი... ხომ იცით, ოჯახი, სამსახური, საკუთარი თავისთვის არასდროს გცალია; მაგრამ ჩემს დას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და მთხოვა, გამოკვლევაზე მასთან ერთად წავსულიყავი, მე კი გადავწყვიტე, გამოკვლევა თავადაც გამეკეთებინა. ანალიზები ჩავაბარე, გავიკეთე ულტრაბგერითი გამოკვლევა... ექიმებმა საშინელი განაჩენი გააჟღერეს: სიმსივნე, მეოთხე სტადია. სანამ გონს მოვეგებოდი, უკვე საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი! ამიხსნეს, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო და დროის დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა... ამომკვეთეს საშვილოსნო, საკვერცხეები და ნაწლავის ის ნაწილი, რომელზეც მეტასტაზები იყო გადასული. ჩემი ცხოვრება გაუთავებელ ტანჯვად იქცა: ქიმიოთერაპია, ჯოჯოხეთური ტკივილები... და შიში, შიში იმისა, რომ ჩემი მეუღლე და გოგონა მარტო დარჩებიან, ჩემ გარეშე, ორივე სნეული... არადა, მათ ჩემი მხარდაჭერა, ზრუნვა ძალიან სჭირდებათ, მე კი საწოლიდანაც კი ვერ ვდგები.

– რას გეუბნებიან ახლა ექიმები?

ლელა:ამაზე ფიქრი არ მინდა. მე ყველაფერი მესმის... და წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდები, გადარჩენის შესაძლებლობის ერთ პროცენტს. მე დღედაღამ ვლოცულობ, ჩემი გოგონა ეკლესიაში დადის... ვცდილობთ, სულით არ დავეცეთ... ხომ იცით, ადამიანი იმ იმედს არასდროს კარგავს, რომ იღბლიანთა შორის აღმოჩნდება, მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.

ლელა, თქვენს მეუღლეს რა სჭირს?

ლელა:მრავალი წლის განმავლობაში, მერაბი მშენებლობაზე მუშაობდა და მძიმე ტვირთს ეზიდებოდა - აქედან დაეწყო ხერხემლის პრობლემები. 2014 წელს, ზურგის არეში ტკივილი აუტანელი გახდა და გაირკვა, რომ მას ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი ჰქონდა. ოპერაცია გაუკეთეს, რამაც უშველა, მაგრამ დროებით. მეორე გაჩნდა. ახლახან, სექტემბერში, ისევ ოპერაციის გაკეთება მოუწია... ღმერთმა ქნას, უკანასკნელად. მაგრამ ზურგი მაინც სტკივა, მუდმივად წამლები უნდა სვას, მუშაობა არ შეუძლია, მით უმეტეს - ფიზიკური შრომა. უკვე ექვსი წელია, რაც ჩემი მეუღლე მუდმივად დამატებითი სამუშაოს ძიებაშია; მაგრამ თქვენც კარგად იცით, რომ ქვეყანაში ამ მხრივ რთული ვითარებაა. მით უმეტეს, ჩემი მეუღლე უკვე 63 წლის არის.  

გასაგებია, რომ ეს მკურნალობა დიდძალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გამკლავებას როგორ ახერხებთ?

ლელა:საქმეც მაგაშია, რომ ვერ ვახერხებთ... ჩვენი მდგომარეობა უბრალოდ საშინელია! ჩემი გოგონას მკურნალობის უმეტეს ნაწილს სახელმწიფო იხდიდა, რაღაცას მე და ჩემი მეუღლეც ვამატებდით, მაგრამ მაშინ, ორივე ვმუშაობდით, ახლა კი... როდესაც სასწრაფოდ მკურნალობა დამჭირდა, ყველაფრის, სრულიად ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაინც გვქონდა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, კომპიუტერი... ეს ყველაფერი, როგორც მეორადი საქონელი, გროშის ფასად გავყიდეთ. წყლის გამაცხელებელიც კი! ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი პენსიაა, ეს კი არაფერზე გვყოფნის, ყელამდე ვალებში ვართ ჩაფლული! რადგან 46 წლის ვარ, სახელმწიფო ქიმიოთერაპიის ღირებულების მხოლოდ ნახევარს აფინანსებს, ჩვენ კი, ყოველთვიურად, დამატებით თითქმის 100 ლარს ვიხდით. გარდა ამისა, ჩემთვის, ჩემი მეუღლისა და გოგონასთვის წამლებია საჭირო... ჭამაც ხომ გვინდა, არა?! არაფერზე გვყოფნის, საერთოდ არაფერზე! (სლუკუნებს საბრალო ლელა.)

ავადმყოფობამდე სად მუშაობდით?

ლელა:სად აღარ ვმუშაობდი! მე თვითონ სამეგრელოდან, მარტვილიდან ვარ. იქ გავიზარდე, საშუალო სკოლა და ტექნიკური სასწავლებელი იქ დავამთავრე. დიდი ხნის განმავლობაში, საბავშვო ბაღში, ძიძად ვმუშაობდი. ბავშვები ძალიან მიყვარს! მემანქანედაც ვმუშაობდი, სპეციალური კურსებიც კი გავიარე... ბოლო წლებში, დიდ სუპერმარკეტში დამლაგებლად ვმუშაობდი. ხელფასი მწირი იყო, მაგრამ არ ვჩიოდი. სულ არაფერს კი სჯობდა და კოლექტივიც  შესანიშნავი, მეგობრული მყავდა...

ქუთაისში როგორ აღმოჩნდით?

ლელა:მე და დედაჩემი ნათესავებთან სტუმრად ჩამოვედით, პურმარილის დროს კი ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი... ალბათ არც დაიჯერებთ, მაგრამ ერთმანეთი ერთი ნახვით მოგვეწონა... ძალიან მალე, მერაბმა ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. იცით, არასდროს მინანია! ჩემი მეუღლე მშვენიერი ადამიანია, მგრძნობიარე, მზრუნველი. ყველა სირთულე ერთად გადავლახეთ, შვილის ავადმყოფობას ერთად ვუმკლავდებოდით, ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით...

ახლობლები, ნათესავები თუ გყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდით?

ლელა:ჩემი მშობლები გარდაცვლილები არიან. მამა, მე რომ მერვე კლასში ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა თავის დაზიანების შედეგად; დედა კი რამდენიმე წლის წინ - კუჭის სიმსივნით. ბოლო სტადიაზე იყო, რომ აღმოუჩინეს, 6 თვეში მიილია... ღმერთო, როგორ იტანჯებოდა, საწყალი. გახსენებაც კი მზარავს! დები მყავს, მაგრამ არც მათი ფინანსური მდგომარეობაა ჩვენზე უკეთესი... ვისგანაც შეგვეძლო, ფული ყველასგან ვისესხეთ. სხვა არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავდით.

და სახელმწიფო არანაირად არ გეხმარებათ?

ლელა:როგორც გითხარით, ჩემი მკურნალობა მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება, იძულებულები ვართ, ყველა წამალი თავად ვიყიდოთ. ჩემი გოგონას ოპერაცია რომ დააფინანსეს, ამისთვისაც მადლობელი ვარ. დახმარების სახით 230 ლარს გვაძლევენ, მე კი 140 ლარს ვიღებ, როგორც ონკოლოგიური პაციენტი. სულ ეს არის. ბინის მისაღებად განაცხადი არაერთხელ დავწერეთ, მაგრამ უშედეგოდ... ახლა, კიდევ ერთხელ გვინდა, რომ მივმართოთ, თუმცა შანსი იმისა, რომ დაგვეხმარებიან, ძალიან მცირეა...

ამ შენობაში როგორ აღმოჩნდით?

ლელა:აქ, ადრე რაღაც დაწესებულება იყო, მერე კი დაბალშემოსავლიანი ოჯახები შესახლდნენ. უკვე 15 წელია, რაც ამ ოთახში ვცხოვრობთ. თქვენც კარგად ხედავთ, რა პირობებია: არანაირი კეთილმოწყობა, საშინელი აბაზანა... მაგრამ რას ვიზამთ? თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს...

უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

ლელა:როგორ არ უნდა მჯეროდეს? როგორც გითხარით, მე შესანიშნავი კოლექტივი მყავდა. როდესაც მათ ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყვეს, მცირეოდენი თანხა შემიგროვეს და დამეხმარნენ... მათი ისეთი მადლიერი ვარ! მეზობელმა თავისი ძველი მაცივარი მოგვცა, რადგან წამლებს ვერსად ვინახავდი. მართალია, ცუდად მუშაობს, თავისით ითიშება ხოლმე, მაგრამ მაინც... ზოგჯერ, უბრალო ნაცნობები უფრო ადრე მოდიან დასახმარებლად, ვიდრე ნათესავები. ასეც ხდება ხოლმე, მით უმეტეს, რომ საქართველოში ასე თუ ისე, ყველა ერთმანეთის ნათესავია. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ ხალხი გულისხმიერი, დიდსულოვანი გვყავს...

ძალებს რა გმატებთ, რა არ გაძლევთ დანებების საშუალებას?

ლელა: რწმენა, მხოლოდ უფლის რწმენა და სხვა არაფერი. ჩემი გოგონა ავად არის, მე მისთვის ყოველთვის ვლოცულობდი და ვლოცულობ. უფალს ვთხოვ, რომ მას ჯანმრთელობას მისცეს და ამ მძიმე სენისგან განკურნოს... ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, მაგრამ ახლა, აღარ შემიძლია. ახლა, ტაძარში ლეილა დადის და ჩემთვის ლოცულობს, სახლში, ხატებთან, სანთლებს ანთებს და ლოცვებს კითხულობს. ვიცი, ის უფალს იმას სთხოვს, რომ მან მას დედა არ წაართვას...

თქვენი გოგონას შესახებ მოგვიყევით. როგორ აისახა ავადმყოფობა ლეილას ყოველდღიურ ცხოვრებაზე? ალბათ ხელს უშლის, არა?

ლელა:მერე და როგორ?! 6 წლამდე, მან სამი ოპერაცია გადაიტანა. სტომა მანამდე მოაცილეს, სანამ ის სკოლაში წავიდოდა. ეს ყველაფერი მას ბუნდოვნად ახსოვს - გაუთავებელი საავადმყოფოები, ექიმები... იქიდან გამომდინარე, რომ მისი განკურნება ბოლომდე ვერ მოხერხდა, ის მუდმივად ნაწლავის გაუვალობით იტანჯება, სულ მუცელი სტკივა... ეს მას ნორმალურად სწავლაში, მეგობრებთან ურთიერთობაში ხელს უშლის. ახლა, ის სახლიდან თითქმის აღარ გადის, ჩემზე ზრუნავს, ჩემს საწოლს თითქმის არასდროს სცილდება. ეს ონლაინ სწავლაც დაგვემატა... კომპიუტერი გავყიდეთ, გაკვეთილებს როგორ დაესწროს? თანაკლასელების შეწუხება უწევს, მას კი თან ერიდება, თან ჩემი უყურადღებოდ დატოვებაც არ სურს. ჩემზე ჩემი მეუღლე ზრუნავს, მაგრამ ხომ გესმით, არის გარკვეული მომენტები, როდესაც შვილს უფრო ადვილად მიმართავ... ლეილა შესანიშნავი, კეთილი გოგოა. ღმერთო, მიეცი მას ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს!

თუ შეიძლება, თქვენს გოგონასაც დაველაპარაკები. ლეილა, შეიძლება, ვისაუბროთ? ცოტა რამ შენ შესახებ მოგვიყევი. როგორ მიდის საქმეები სკოლაში? რა გიტაცებს? რა სამომავლო გეგმები გაქვს?

ლეილა (14 წლის): ყოველთვის ვცდილობდი, კარგად მესწავლა... მიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა... ახლა, დედაჩემს ჩემი ყურადღება ძალიან სჭირდება და მეც სულ მის გვერდით ვარ... სწავლას რაც შეეხება, გაკვეთილების გამოტოვება მიწევს. ვცდილობ, სახლში ვიმეცადინო.

მომავალი პროფესია უკვე შეარჩიე?

ლეილა:მინდა, ვიზაჟისტი გავხდე და ლამაზი მაკიაჟის გაკეთება ვისწავლო... ქალისთვის ხომ მნიშვნელოვანია, რომ ლამაზი იყოს?! ეს მას მეტად ბედნიერს ხდის, კარგ ხასიათზე აყენებს. ვფიქრობ, გამომივა. მე კარგად ვხატავ, პროფესიონალური მაკიაჟი კი - ესეც ერთგვარი ხელოვნებაა! 

ლეილა, მესმის, რომ თქვენს მდგომარეობაში, კითხვა შეიძლება სულელურად გეჩვენოს, მაგრამ მაინც: რაზე ოცნებობ?

ლეილა:მინდა, რომ დედა გამოჯანმრთელდეს, რომ ტკივილებით აღარ იტანჯებოდეს და გვერდით მყავდეს... (ლეილას ხმა აუკანკალდა). მაპატიეთ... (გოგონა წამოხტა და ოთახიდან ელვის სისწრაფით გაიქცა, რომ ცრემლები დაემალა. ვინანე, ეს კითხვა რომ დავუსვი.)

ლელა, თქვენ? თქვენ რაზე ოცნებობთ?

ლელა:დიდი ხანია, უფალს ჩემთვის აღარაფერს ვთხოვ.... მხოლოდ იმაზე ვოცნებობ და ვლოცულობ, რომ ჩემმა მეუღლემ და ჩემმა შვილმა ჩემ გარეშე შეძლონ თავის გართმევა; რომ ჩემი ლეილა გამოჯანმრთელდეს... მე მხოლოდ ის მინდა, რომ ისინი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ჯანმრთელები იყვნენ და თავს ზემოთ ჭერი, სითბო და სიმყუდროვე ჰქონდეთ!

***

  მეგობრებო, ჩვენს თანამემამულეებს - კვიციანების ოჯახს თავს ათასი უბედურება და საშინელი სენი დაატყდა! მათი მდგომარეობა უბრალოდ საშინელია! უამრავი საშინელი დიაგნოზი, სიღარიბე, ტკივილი, უიმედობა... განგებამ ისინი არ დაინდო და მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ! ლელა (46 წლის) სიკვდილის პირას იმყოფება. მას ბოლო სტადიის სიმსივნე აქვს. მას სიკვდილი არ აშინებს, მაგრამ აშინებს ის, რომ მძიმედ ავადმყოფ მეუღლესა და ქალიშვილს ის მარტო ტოვებს... ლეილა (14 წლის) მთელი ცხოვრება ნაწლავის საშინელი დაავადებით იტანჯება, მან ოთხი ოპერაცია გადაიტანა! მერაბსაც (63 წლის) ორი ოპერაცია აქვს გადატანილი ხერხემალზე! როგორ გაუმკლავდნენ ისინი ამ ყველაფერს ჩვენი დახმარების გარეშე?

    კვიციანების ოჯახს ნებისმიერი დახმარება ესაჭიროება. მათ სჭირდებათ: საკვები, წამლები, ძირითად საყოფაცხოვრებო ტექნიკა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, 14 წლის ლეილას კი სწავლისთვის ძალიან სჭირდება კომპიუტერი.

  შეგიძლიათ, კვიციანების ოჯახი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ: მათი მისამართია: ქუთაისი, შერვაშიძის ქ. 57, კორპ. 3, ბ. 25 (მიტოვებული სახელმწიფო შენობა)

  ან დაურეკეთ ლელას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 595 03 60 32.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთებათავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:კვიციანების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, კვიციანების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: