რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დაიძინე, გენაცვალე, დაიძინე, მე აქ ვარ, შენ გვერდით! ნუ გეშინია! მშვიდად ისუნთქე, მე დაგეხმარები… რომ შემეძლოს, შენ ნაცვლად ვისუნთქებდი; რომ შემეძლოს, შენთან ერთად კი არა, შენ ნაცვლად დავიტანჯებოდი! დედა, შენ ხარ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი. არ დამტოვო!“ – 33 წლის ბაჩო ამ სიტყვებს ლოცვასავით იმეორებს და მძიმედ ავადმყოფ დედას სულის ხუთვის შეტევების დროს თვალებში შეჰყურებს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270კაცი თვალს ვერ ხუჭავს, რადგან ძილი შეიძლება მისი ყველაზე ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს. დედამისს ხომ სულის ხუთვის შეტევები აქვს და ის შეიძლება ნებისმიერ დროს გაიგუდოს. რა მოხდება, თუკი ბაჩოს ამ დროს ეძინება? თუკი მან დედის დროულად ხელში აყვანა და სასწრაფოს გამოძახება ან ფანჯრის გამოღება და მისთვის სუფთა ჰაერის მიწოდება ვერ მოასწრო? ამ ტვირთით როგორ იცხოვროს? უფალს რა უნდა უთხრას? რომ დედაზე ზრუნვა ვერ შეძლო? ის ხომ ამას საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებს?!
სწორედ ამიტომ, ჩვენი საუბრის დროსაც, ის დედის გვერდით იჯდა, მისი ხელი ხელში ეჭირა და მის სუნთქვას უსმენდა.
– ბაჩო, მოგვიყევით, რა გასაჭირმა გაიძულათ დახმარებისთვის მიგემართათ?
ბაჩო: ჩვენი მდგომარეობა უბრალოდ სავალალოა… დედა ძლიერ არის ავად, საწოლიდან თითქმის არ დგება, არ შეუძლია. მე კი მას გვერდიდან არ ვშორდები. მისი მარტო დატოვება არაფრით შეიძლება, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება შეტევები დაეწყოს და თუკი გვერდით არავინ აღმოჩნდა, ეს გამოუსწორებელი შედეგით დასრულდება. მამაჩემი 8 წლის წინ გარდაიცვალა… მას შემდეგ, მე და დედა სრულიად მარტო ვართ, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს. მე სხვა საზრუნავი არავინ მყავს.
– დიდი ხანია, რაც დედათქვენი ასეთ მდგომარეობაშია? რა დაემართა?
ბაჩო:ჩვენ ლტოლვილები ვართ. მას იმდენი რამის გადატანა მოუწია… როდესაც აქ, მარტვილში ჩამოვედით, თავიდან საერთოდ ფარდულში ვცხოვრობდით. ფული რომ ეშოვათ, დედ-მამა თავდაუზოგავად შრომობდა, თოხს და ნიჩაბს ხელიდან არ აგდებდა. როგორც ჩანს, დედა სწორედ მაშინ გაცივდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია… ექიმებმაც იგივე თქვეს: მიშვებული ფილტვების ანთების შედეგები. თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არ იქნებოდა. მან იმდენი რამ გადაიტანა: ოჯახური ბუდის, სახლის, ყველაფრის დატოვება მოუწია, რაც მძიმე შრომით ჰქონდა მოპოვებული. ნამცეცა შვილის სიკვდილი, აქაც უწყვეტი ტანჯვა, ბრძოლა გადარჩენისთვის, მამაჩემის ავადმყოფობა და სიკვდილი. ის უბრალოდ ავად კი არა, მორალურად არის განადგურებული… ზოგჯერ უბრალოდ წევს და ჩუმად ტირის. რა ვქნა? რით დავეხმარო? ფიზიკური და სულიერი ტკივილი რით შევუმსუბუქო? ღამით განსაკუთრებით გვიჭირს, რადგან მას ხუთვები აწუხებს. ზოგჯერ, გათენებამდე ვერ ვიძინებ, ფანჯრამდე მიმყავს, რომ ისუნთქოს. კვირაში 2-3-ჯერ ჩვენთან სასწრაფო დახმარების მანქანა მოდის.
–შეგიძლიათ, დაავადების შესახებ ცოტა მეტი გვიამბოთ? რა დიაგნოზი დაისვა?
ბაჩო:დედა ჰაერის უკმარისობას და მუდმივ სისუსტეს ხშირად უჩიოდა, მერე კი ხუთვის ხშირი შეტევები დაეწყო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ადგილობრივმა ექიმებმა თავი ვერ გაართვეს და ქუთაისში გაგვგზავნეს, სადაც გაირკვა, რომ სასწრაფო ფილტვების ოპერაცია იყო საჭირო. ძალიან დიდხანს, დედა მხოლოდ დამხმარე აპარატის საშუალებით სუნთქავდა. მას ოპერაცია გაუკეთეს, ფილტვებიდან კრისტალიზებული ჩირქი ამოუღეს. სამი თვე ფაქტობრივად ქუთაისის საავადმყოფოში ვცხოვრობდი. ვერ ვიტყვი, რომ მისი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. ერთადერთი – სულის ხუთვის შეტევები ოდნავ იშვიათი გახდა, კვირაში 2-3ჯერ, როცა მანამდე, დღეში ეს რამდენჯერმე ხდებოდა.
– ნუთუ მისი დახმარება არაფრით შეიძლება?
ბაჩო: სასწრაფო დახმარების ექიმებმა პატარა, ხელით ადვილად სატარებელი ინჰალატორის ყიდვა გვირჩიეს. ეს ერთადერთია, რასაც მისი მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია. ინჰალატორები ძვირი ღირს, ჩვენ კი მათი შეძენის საშუალება არ გვაქვს. გარდა ამისა, დედას მუდმივად წნევის წამლები და დამაწყნარებლები სჭირდება. საწყალი დედაჩემი, მთელი მისი ცხოვრება ერთი გაუთავებელი ტანჯვაა…
– ბაჩო, ვხედავ თქვენ და დედათქვენს ბევრი გასაჭირის გადატანა მოგიწიათ. თუ შეიძლება, თქვენი ტკივილი და მოგონებები გაგვიზიარეთ.
ბაჩო: აქ, დედ-მამასთან ერთად, ლტოლვილთა პირველ ნაკადთან ერთად ჩამოვედი. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მამაჩემი ტყვედ ჩაიგდეს და ღამით პირდაპირ სახლიდან წაიყვანეს. ერთი თვე ისიც კი არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ მკვდარი… ის ჯანმრთელი, ძალიან ძლიერი კაცი იყო, მაგრამ რომ დაბრუნდა, მისგან მხოლოდ ნახევარიღა დარჩა. მხოლოდ უფალმა უწყის, მან იქ რა გადაიტანა… მას სასტიკად სცემდნენ, არ აჭმევდნენ, პატიმართა გაცვლის წყალობით სასწაულად გადარჩა. მალე მთელი ჩვენი სოფელი სახლებიდან გამოყარეს, ავტობუსში ჩასვეს და გამოსაცვლელი ტანსაცმლით სავსე მხოლოდ ერთი ხელჩანთის წაღების უფლება მისცეს. გზაში ჩემი და გაცივდა და გარდაიცვალა. ის მხოლოდ 7 თვის იყო. დედას პირდაპირ ხელებში ჩააკვდა, უბრალოდ სუნთქვა შეწყვიტა. დღემდე, ეს რომ ახსენდება, დედაჩემი მწარედ ტირის და მოსთქვამს. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვერაფრით შეეგუა… ადლერში რომ აღმოჩნდნენ, შიშით გაგიჟებულმა ხალხმა გემი „კომეტა“ ძალით დაიკავა და აჭარაში ამ გემით ჩამოვცურეთ.
–აქ როგორ აღმოჩნდით?
ბაჩო:არც კი ვიცი, მარტვილამდე როგორ მოვაღწიეთ. წარმოშობით მამა ამ სოფლიდან იყო. საშინლად ვცხოვრობდით, რაღაც ფარდულში. მშობლები ლუკმაპურის ფულს უმძიმესი შრომით შოულობდნენ. მალე, მამაჩემს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დაეწყო, ჯოჯოხეთური მუცლის ტკივილები ჰქონდა. აქ მაშინ ახალი შემოსახლებულები ვიყავით. ეს ავარიული შენობა იყო, რომელიც სახელმწიფომ გაარემონტა და ლტოლვილებს გადასცა, ჩვენ კი ერთი ოთახი გამოგვიყვეს… ოპერაციის გაკეთება მოგვიწია… ის პირდაპირ ქირურგების მაგიდაზე გარდაიცვალა, რომლებიც მერე იხსენებდნენ კიდეც, რა მდგომარეობაში იყო მისი შინაგანი ორგანოები… ძველი, მრავალრიცხოვანი დაჟეჟილობები და იარები, მთლიანად დამპალი ნაწლავები… ბოდიშს გიხდით ასეთი დეტალებისთვის…
– მშობლიური სახლი თავად თუ გახსოვთ, ან იქიდან როგორ გამოიქეცით?
ბაჩო:მე მაშინ მხოლოდ 4 წლის ვიყავი. ცოტა რამ მახსოვს, მაგრამ ეს შიშის, ტკივილის და განგაშის გრძნობა ტვინში მაქვს გამჯდარი. მშობლიური სახლი ნაწყვეტებად მახსოვს: ჩვენი ბაღი, აივანი, რომელზეც თამაში მიყვარდა… მახსოვს, როგორ მეძახდა დედა „ლიმპოპოს“ საყურებლად – საბავშვო გადაცემა იყო ასეთი. ბევრს გავიღებდი, იქ დაბრუნება რომ შემეძლოს… ეს ჩემი ოცნებაა. იქნებ ჩვენი სახლი უკვე დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ეს მოგონებები გულს მითბობენ… (ბაჩო დაბინდულ მზერას მარიდებს და მწარედ ოხრავს.)
– ძალიან თანაგიგრძნობთ, ბაჩო. ნათესავებიდან არავინ დაგრჩათ?
ბაჩო:ბიძა და ბიძაშვილები მყავს, მაგრამ ისინი თვითონაც ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ არა მგონია, ვინმეს დახმარება შეძლონ. ბიძაჩემმა ორი გულის ოპერაცია გადაიტანა, მის ბიჭს კი ტვინში სისხლი ჩაექცა და მის სამკურნალოდ დიდძალი ფული დასჭირდათ, ვალების აღება მოუწიათ…
– არ გიცდიათ დახმარების თხოვნით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიგემართათ?
ბაჩო:რამდენჯერ! რამდენი განცხადება დავწერე… ერთჯერადი დახმარება – 100 ლარი წელიწადში ორჯერ – სულ ეს არის, რის მიღწევაც შევძელი. ისიც, ყოველ ჯერზე მიწერა და თავის შეხსენებაა საჭირო.
– ბოდიშს გიხდით პირადი შეკითხვისთვის, თუ არ გსურთ, ნუ გვიპასუხებთ. როგორ მოხდა, რომ საკუთარი ოჯახი არ გყავთ? იმ ერთადერთს არ შეხვედრიხართ?
ბაჩო: არა, რატომ? გიპასუხებთ. ახალგაზრდობაში დიდი, ნამდვილი სიყვარული მქონდა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა… ერთმანეთს სამი წელი ვხვდებოდით, მაგრამ საყვარელმა გოგონამ სხვაზე შეაჩერა არჩევანი. ასე ვთქვათ, მატერიალური კეთილდღეობა არჩია. მე რის მიცემა შემეძლო მისთვის? ლტოლვილი ვარ, არც ქვაბი მაქვს, არც ქოთანი. უნივერსიტეტში სწავლა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა, სოფლის მეურნეობაში უნდა მემუშავა და საარსებო ფული უნდა მეშოვა. სწორედ მაშინ, მამაჩემის ჯანმრთელობაც გაუარესდა. რომ დავკრძალეთ, მერე დედა გახდა ავად და ყველა ეს პირადი განცდა მეორეხარისხოვანი გახდა. გარდა ამისა, მე და დედა ამ პატარა ოთახში მარტო ვცხოვრობთ. მე მუშაობა არ შემიძლია, მასაც ვერავის ვუტოვებ, თავი ჩვენ თვითონ ძლივს გაგვაქვს და რა ქორწინებაზეა საუბარი? ამის გამო, ის კიდევ უფრო განიცდის, უნდა ბედნიერი ვიყო, შვილიშვილებზე ოცნებობს…
– რა სახსრებით ცხოვრობთ?
ბაჩო:ჩვენ სოციალურ დახმარებას – 100 ლარს და დედას პენსიას – 250 ლარს ვიღებთ. სულ ეს არის. თითქმის ნახევარი წამლებზე იხარჯება, მეორე ნახევარს კი მაშინვე სურსათის მაღაზიაში ვაძლევ, სადაც მუდმივი ვალები გვაქვს. ფულს ყოველთვის თვის ბოლოს ვაძლევ, შემდეგ კი ისევ ვალი გროვდება. მადლობელი ვარ, ჩვენს მდგომარეობაში რომ შედიან და მაცდიან.
– საერთოდ არ მუშაობთ?
ბაჩო:ზოგჯერ ვახერხებ, რომ სოფელში დროებითი სამსახური ვიშოვო და სახლში მცირეოდენი ფული შემოვიტანო, მაგრამ იშვიათად. ნებისმიერ წუთს შეიძლება დედა ცუდად გახდეს. ხშირად, სახლში დაბრუნებულს, კართან სასწრაფო დახმარების მანქანა დამხვედრია. ან საერთოდ, მეზობლებმა თუ დარეკეს, ყველაფრისთვის თავის დანებება და სახლში გამოქცევა მიწევს. უნდა ვაღიარო, მეშინია. მისი დაკარგვის მეშინია. დედა ჩემი ერთადერთი ახლობელი ადამიანია. ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ ჩემს არყოფნაში მას შეიძლება რამე დაემართოს… მე კი ვერ მივუსწრებ…
– და საერთოდ არავინ გეხმარებათ?
ბაჩო:ამ შენობაში მხოლოდ ლტოლვილები ცხოვრობენ. ჩვენსავით გაჭირვებული ხალხი, რომლებიც იძულებულები გახდნენ, მშობლიური ადგილები მიეტოვებინათ და რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, ჭერის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, გასაჭირმა დაგვაახლოვა და ყველანი ვცდილობთ ერთმანეთს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. გასვლა თუ მომიწია, მეზობელი მთანხმდება, რომ დედაჩემს მიხედოს. სულ ახლახან, მეორე მეზობელმა ახალი გამათბობელი იყიდა და თავისი ჩვენ მოგვცა. ახლა, მისი წყალობით, ჩვენთან ასე თუ ისე თბილა, ცხელი წყალიც გვაქვს და ეს უკვე დიდი შვებაა!
– ბაჩო, უფლის გწამთ?
ბაჩო:დიახ, ჩვენ მორწმუნე ოჯახი ვართ. ადრე, კვირაობით, ეკლესიაში სიარულს უფრო ხშირად ვახერხებდი. ცოტა ხნით დედაჩემის მეზობელთან დატოვება თუ მოვახერხე, ახლაც ვცდილობ, რომ ვიარო. ჩვენ სახლში ვლოცულობთ და სანთლებს ვანთებთ. დედა გამუდმებით ლოცვებს ბუტბუტებს…
– რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? პირველ რიგში რა გჭირდებათ?
ბაჩო: პირველ რიგში, დედაჩემისთვის ინჰალატორი მჭირდება, ეს მის მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებს. ყოველ ჯერზე, სასწრაფოს გამოძახება აღარ მომიწევდა, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ვეღარც მოუსწროს…
დახმარების თხოვნა ძალიან მერიდება, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ნამდვილად გამოუვალია. სოციალურ ქსელებში თქვენი პოსტები ვნახე და იმედი მომეცა, რომ დედაჩემის დახმარებასაც შეძლებენ. მე თვითონ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.
დედასაც ვუვლი და მეურნეობაც მთლიანად ჩემს კისერზეა: ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ, ხელით ვრეცხავ… ძალიან გვჭირდება მაცივარი – ჩვენი კერძები უბრალოა, მაგრამ ორიოდე დღის საკმარი საჭმლის მომზადება შეუძლებელია, ყველაფერი მჟავდება. სარეცხიც ბევრი გროვდება და ესეც პრობლემურია. სარეცხი მანქანა დიდი დახმარება იქნებოდა. თუმცა, რაზე ვსაუბრობ… ჩვენი შემოსავლით ამაზე ვერც კი ვიოცნებებთ. ძალიან გვჭირდება საკვები, წამლები. ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს. დედაჩემი ძალიან ბედნიერი იქნებოდა, ეს მას სიცოცხლეს ბევრად გაუხანგრძლივებდა…
– მინდა, კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვათ, რომელიც შესაძლოა უადგილოდ გეჩვენოთ, მაგრამ მაინც: რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
ბაჩო: დღეს მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ დედაჩემი ჩემ გვერდით უფრო დიდხანს იყოს. პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ ასაკში, დედა ყველაზე ახლობელი, ყველაზე საყვარელი და ყველა ძვირფასი ადამიანია. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, რომ დედამ დიდხანს იცოცხლოს და მისი ტანჯვა ოდნავ მაინც შემსუბუქდეს.
***
მეგობრებო, ჩვენს თანამემამულეებს – ბაჩო ჯოჯუას და დედამისს, ლუიზას ხვედრად მრავალი ტკივილი და გასაჭირი ერგო. საბრალო ქალს ტანჯვისა და დანაკარგების გარდა აღარაფერი ახსოვს, ახლა კი მას საშინელი სენი აწუხებს და მოსვენებას არ აძლევს. ბაჩომ თავისი თავი მასზე ზრუნვას მიუძღვნა და კაცი, რომელმაც მამა დაკარგა, ახლა ერთადერთი ახლობელი ადამიანის გადარჩენას ცდილობს.
ლუიზა ჯოჯუას ძალიან სჭირდება ინჰალატორი. ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება მისი მდგომარეობა შეამსუბუქოს. ბაჩომ არამხოლოდ სნეული დედის მოვლა, არამედ ყველა საშინაო საქმეც იტვირთა. მაცივარი და სარეცხი მანქანა მას დიდ დახმარებას გაუწევდა. ასევე, მათ ძალიან სჭირდებათ საკვები და წამლები.
ჯოჯუების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: მარტვილი, ლტოლვილთა დასახლება, მშვიდობის ქ. 114, ბ.5
ან დაურეკეთ ბაჩოს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ჯოჯუების ოჯახი).
თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენივებ-გვერდისმეშვეობითაც.
თანხისჩარიცხვაასევეშესაძლებელიაNovaTechnology, TBCpay, ExpressPayტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება-მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ბაჩოს და დედამისს, ლუიზასაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
ღმერთმა ქნას, თქვენი სიკეთე სიკეთით გადამეხადოს!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
ლუიზა ჯოჯუა და მისი შვილი, ბაჩო – წინა ჯერზე ჩვენი ამბავი იმ უბედურებას და გასაჭირს ეხებოდა, რომელიც ამ ოჯახს ერგო წილად: აფხაზეთიდან გამოძევება, პირადი დანაკარგები, დედის საშინელი ავადმყოფობა… მაშინ ისინი დამძიმებული გულით დავტოვეთ, ჩვენს მკითხველებს და მთელ საქართველოს კი მათი დახმარებისკენ მოვუწოდეთ.
მაგრამ ჩვენ ყოველთვის სასიხარულო ამბით ვბრუნდებით. ვბრუნდებით დამცავი ფარით! ერთად ჩვენ სასოწარკვეთილება და ტანჯვა დავძლიეთ! შეხედეთ ქალბატონი ლუიზას ღიმილს! ის ფასდაუდებელია, როცა იცი, რის გავლა მოუწია ამ შესანიშნავ ქალს. ეს ღიმილი ყოველი თქვენგანის პირადი დამსახურება და პირადი მედალია! ყოჩაღ, მეგობრებო!
ბაჩო და მისი დედა, ლუიზა, მარტო აღარ არიან. ახლა, თქვენი წყალობით, საშინაო საქმეების საკეთებლად და დედის მოსავლელად ბაჩოს ბევრად მეტი დრო და ენერგია აქვს. „სასწაული მოხდა! თქვენი წყალობით, ყველაზე მთავარი ოცნება ავისრულე“, – ამბობს ბაჩო და დედას მაგრად ეხუტება. – „იქნებ კიდევ გადმომხედოს უფალმა, მე მისი მჯერა!“
„ისე გაგვახარეს, რომ ყველანაირი სატკივარი დამავიწყდა. სავსე მაცივარი გვაქვს და ცოცხლები ვართ!“
– ბაჩო, როგორც ჩანს, ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი რამ მოხდა. მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
ბაჩო: დღემდე, ხშირად, ცრემლებს ვერ ვიკავებ. რთულია იმ მადლიერების სიტყვებით გადმოცემა, რასაც მე და დედაჩემი განვიცდით. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერება იყო, როცა მაცივარი და სარეცხი მანქანა მოგვიტანეს. ადრე საჭმელს ვალად ვყიდულობდი, მაგრამ დიდხანს ვერსად ვინახავდი – მალე ფუჭდებოდა. როცა საჭმლის გადაყრა მიწევდა, ლამის მეტირა. განსაკუთრებით ზაფხულში გვიჭირდა. მე და დედაჩემი ხშირად ვშიმშილობდით. საკვების ყოველდღიურად ყიდვის ფუფუნება ნამდვილად არ გვქონია. საოჯახო საქმეებსაც დიდ დროს ვუთმობდი. აბა, როგორია კაცისთვის მუდამ სამზარეულოში ტრიალი, საჭმლის კეთება, რეგულარულად რეცხვა და დალაგება?
მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და დაგვეხმარა. მესმის, რომ ვიღაცამ ეს ფული საკუთარ ოჯახს მოაკლო. ამ ხალხსაც აქვს პრობლემები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს, ისინი კი იმდენად კეთილები არიან, რომ სხვებს ეხმარებიან. ღმერთმა ქნას, ამ ხალხისთვის სიკეთე მეც იგივე სიკეთით და სიყვარულით გადამეხადოს!
„ყველა საოჯახო საქმე ჩემი ბიჭის კისერზეა. ბაჩოსთვის ეს დახმარება ნამდვილი ხსნაა!
– პუბლიკაციის შემდეგ თქვენმა ოჯახმა ახალი ოჯახი შეიძინა. ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?
ბაჩო: გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერის სიტყვებისთვის მინდა ყველას წინაშე ქედი მოვიხარო. განსაკუთრებული მადლობა ადამიანს, რომელმაც დედაჩემს ინჰალატორი გამოუგზავნა. ახლა, გარკვეული დროის განმავლობაში, დედას საშინელი ხუთვების აღარ შეეშინდება. ხედავს ღმერთი, მისი მდგომარეობა ბევრად შემსუბუქდა. სამწუხაროდ, ამ ადამიანის სახელს საჯაროდ ვერ დავასახელებ, მაგრამ მისი სახელი ღმერთმა იცის და მას ამ სიკეთისთვის აუცილებლად გადაუხდის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დღეს ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამშობლოში დარჩენილ დედამისს კი ასთმა აწუხებს. ჩვენი პრობლემები მისთვის უცხო არაა. სხვათა შორის, თქვენი პოსტიც ამერიკაში წაიკითხა და მაშინვე გამოგვეხმაურა – ინჰალატორი გამოგვიგზავნა. როცა გავიგეთ, რომ მას მალე ქუთაისიდან ჩამოგვიტანდნენ, ნეტა იცოდეთ, როგორ გაგვიხარდა! ნეტა იცოდეთ, ეს ჩვენთვის რამხელა საჩუქარი და შვება იყო, რადგან ყოველ ჯერზე, როცა დედა ხველებისგან იხრჩობოდა, შიშისგან სუნთქვა მეკვროდა! ახლა მშვიდად მაინც მძინავს და იმის დროც გამომიჩნდა, რომ ხანდახან წავიმუშაო და დამატებითი შემოსავალი ვიშოვო.
– გვითხარით, როგორ გამოეხმაურა თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება?
ბაჩო: არც არანაირად. მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ჩვენი პატარა, 35 კვ.მ ბინა დაგვეკანონებინა და ამისთვისაც მადლობა… მას შემდეგ ჩვენი არც ავი იციან, არც კარგი. ალბათ ჩათვალეს, რომ ამით ყველაფერი მოგვარდა და უბრალოდ დაგვივიწყეს. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ თქვენი სტატია წაიკითხეს. რაზე უნდა გვეყოს 100 ლარიანი სოციალური დახმარება? ამ თანხით რა საკვების ყიდვა შეიძლება? ან რა წამლები ვუყიდო ავადმყოფ დედას?
– არც არჩევნებამდე გამოჩენილან?
ბაჩო: ამჯერად თავი დიდად არავის შეუწუხებია. (ბაჩო სკეპტიკურად იღიმის.) ადრე ზერელედ მაინც გვპირდებოდნენ რაღაცას და ფორმალურად, რაღაც მიზერულ თანხას მაინც გვაძლევდნენ, მაგრამ ახლა ეგეც დაეზარათ – არავინ მოსულა… და უკვე აღარც ჩვენ გვჯერა მათი. ჩვენთვის უბრალო ხალხის დახმარება და თქვენი ფონდის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია.
– ჩვენს მკითხველებს ძალიან ესიამოვნებათ იმის მოსმენა და ცოდნა, რომ მათმა ძალისხმევამ ოდნავ მაინც გაგაბედნიერათ…
ბაჩო: თქვენ ხალხს რეალურად ეხმარებით, – სიტყვით კი არა, საქმით. დედაჩემის სიტყვებით გიპასუხებთ, იმ სიტყვებით, რაც მაცივრის და სარეცხი მანქანის ჩუქების შემდეგ მითხრა მეგრულად: „შვილო, როგორ შეწუხებულა ამდენი ხალხი, სად უნდა წავიღოთ ამდენი რამ? საიქიოში თან ხომ არ წავიღებ? შენ უნდა მოიხმარო სიკეთეში! და რამდენჯერაც ამ ყველაფერს შეხედავ, არასოდეს დაგავიწყდეს ის ადამიანები, რომლებმაც ეს ბედნიერება გაჩუქეს და არასოდეს დაგეზაროს სიკეთის კეთება.“
დედამ დამარიგა: „გახსოვდეს და სიკეთით გადაუხადე ყველას“.
– შესანიშნავი დედა გყავთ! ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე, ძალა და ჯანმრთელობა მისცეს!
ბაჩო: მის გამო ძალიან ვდარდობ. რაც თქვენ გააკეთეთ, ეგ საჩუქარი კი არა, მის ცხოვრებაში შეტანილი წვლილია. როცა ხედავ, როგორ იგუდება დედაშენი, ხელებს ყელზე იკიდებს და შენ თვალწინ ლურჯდება, შენ კი ამ დროს ვერაფერს აკეთებ მისთვის, ჭკუიდან გადასვლა შეიძლება! სასწრაფოს იძახებ და გულის ფანცქალით ითვლი წუთებს და წამებს, სანამ ექიმები მოვლენ. ამ დროს დედა გაშმაგებით ცდილობს ჰაერი ჩაისუნთქოს, შენი ხელი უჭირავს და ჩამქრალი მზერით გიყურებს თვალებში, შენ კი უმწეო ხარ, ცრემლები გახრჩობს, მაგრამ მას ვერაფრით ეხმარები, რადგან წამლები არ გაქვს. აი, რა ხდებოდა ჩვენს თავს!
მადლობა ღმერთს და იმ კეთილ ადამიანს! ახლა დედას შეუძლია საკუთარ თავს თვითონ მიხედოს ინჰალატორით. სასწრაფოს გამოძახება თუ გვიწევს, მის მოსვლამდე შედარებით მშვიდადაა. საოჯახო საქმეებს რაც შეეხება, – კი იცით, ეს ყველაფერი როგორი დამღლელია. დედა სახლში ვერაფერს აკეთებს, ის მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. ადრე იმის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენ დროს ზოგავს სარეცხი მანქანა, ახლა კი გამოთავისუფლებულ დროს მთლიანად დედას ვუთმობ, მიუხედავად მისი სურვილისა, რომ საკუთარი ცხოვრება მოვიწყო.
– თქვენ რას ფიქრობთ? თქვენს პირად ცხოვრებაში რამე ხომ არ შეცვლილა, ბაჩო?
ბაჩო: ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. უფლის წყალობის იმედად ვარ ამ საკითხში. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, – მისი ნებაა.
ისევე, როგორც თქვენი ფონდის გამოჩენა. თქვენ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოხვედით დასახმარებლად და ამას არასდროს დავივიწყებ. ეს ღვთის წყალობის გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფალმა ჩემი ლოცვები შეისმინა. აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ირგვლივ ამდენი კეთილი ადამიანია. ეს ნამდვილი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელიც უფალმა მასწავლა!
– ბაჩო, რას ეტყოდით გაჭირვებულ ადამიანებს, ვისაც საკუთარი ცხოვრება, სხვადასხვა მიზეზით, ჯოჯოხეთს აგონებს?
ბაჩო: ვინმესთვის დახმარების თხოვნა თავიდან მეც მეხათრებოდა, მაგრამ მესმოდა, რომ ჩემი ვალია დედის სიცოცხლე გადავარჩინო. ამიტომაც მოგწერეთ და ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ შევმცდარვარ. ჩვენს პატარა ბინაში იმედმა დაისადგურა, რომ მარტო აღარ ვართ. გავაცნობიერებთ, რომ გვყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან დასახმარებლად და რომლებიც უკვე რეალურად დაგვეხმარნენ! ამიტომაც მინდა ყველას ვუთხრა, ვინც, ჩემი და დედაჩემის მსგავსად, გასაჭირში იმყოფება, – გჯეროდეთ, იმოქმედეთ, იმედს ნუ დაკარგავთ და ფარ-ხმალი არ დაყაროთ! ღმერთი თქვენს თხოვნას აუცილებლად შეისმენს!
– ბაჩო, კიდევ რა სახის დახმარება გჭირდებათ თქვენ და დედას? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ და რაზე ოცნებობთ? კარგად გვესმის, რომ დედის ავადმყოფობა არასად წასულა და ხვალ შეიძლება ახალმა პრობლემებმა იჩინოს თავი. მოდი ვცადოთ და ისინი ერთად გადავჭრათ.
ბაჩო: უღრმესი მადლობა! ამაზე საუბარი ძალიან მერიდება, თუმცა პრობლემები ნამდვილად არსად გამქრალა, განსაკუთრებით კი ფინანსური სირთულეები. ძალიან მიჭირს 100 ლარიანი სოციალური დახმარებიდან რაიმე თანხის გამოყოფა დედის წამლებისთვის. არადა, მას სუნთქვის გამაუმჯობესებელი და წნევის დამარეგულირებელი წამლები სჭირდება, რაც ძალიან ძვირი ღირს. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც რეალურად შველის და მის მდგომარეობას აუმჯობესებს. ვიცი, რომ მალე ისევ მის საწოლთან მომიწევს ღამის გათენება, რომ შეტევები არ გამომეპაროს… და ისევ მისი ხელი მეჭირება… და ღმერთმა არც გამაშვებინოს!
კომუნალურების გადახდაც ძალიან მიჭირს, მაგრამ ამ საკითხს როგორმე მოვაგვარებ. ელექტრობას და წყალს მაქსიმალურად ვიზოგავთ. თუ დედას წამლები ექნება, სამუშაოდ მეტი დრო მექნება და მეტის შოვნასაც შევძლებ. პირადი ცხოვრების მოწყობაც საჭიროა, რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს, უკვე 33 წლის ვარ. დედას ისე უნდა, რომ შვილიშვილებს მოესწროს… (ბაჩო იღიმის.) მე კი დღეები ვერ ვშორდები გვერდიდან, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის დედა წმინდათაწმინდაა!
„თქვენთვის მოწერა სწორი გადაწყვეტილება იყო. თქვენ დედაჩემი გადაარჩინეთ!“
***
მეგობრებო, მოდი ერთად დავეხმაროთ ჯოჯუების ოჯახს და არ მივცეთ სნეულ ლიზას და მის მზრუნველ შვილს, ბაჩოს, ცხოვრებისეულ პრობლემებთან მარტო დარჩენის საშუალება! ავადმყოფ ქალს ძვირადღირებული წამლები ჯერ კიდევ სჭირდება, მის შვილს კი სიმშვიდე სჭირდება, რომ დედის ჯანმრთელობაზე აღარ იდარდოს და მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს. ისინი ღმერთს ევედრებიან და დახმარებას ითხოვენ!
ამიტომ, ისევ და ისევ, გავერთიანდეთ სიყვარულით და დავეხმაროთ ჯოჯუების ოჯახს!
შეგიძლიათ ბაჩოს თავად დაურეკოთ ან მოინახულოთ ისინი მარტვილში, ლტოლვილთა დასახლებაში, მშვიდობის ქ. №114, ბინა 5.
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯოჯუების ოჯახი)
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/689-jojua/reports/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
დაურეკეთ მათ! ტყუილად არ ამბობენ: ცვარი ცვარს მიუმატე – ზღვად იქცევაო!
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
1632.04₾დატოვა:
0.26₾