ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიკვდილის პირისპირ!

page info icon
2021 აპრილი 9
page info icon
1362
კიბო! ამაზე საშინელი სიტყვა არსებობს?.. ყველაფერი პატარა და ერთი შეხედვით უვნებელი მუწუკით დაიწყო; ორი თვის შემდეგ კი 46 წლის ხვიჩას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დიაგნოზი - მეოთხე სტადიის რბილი ქსოვილების სარკომა!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
5,400.81 ₾
( 348 დონორები )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

„მორფინი დაუნიშნეს, მაგრამ იშვიათად; მხოლოდ მაშინ, როცა ჭრილობები ეხსნება და სისხლდენა ეწყება. „ტორადოლიც“ სჭირდება, მე კი ბინტს და სტერილურ ხელსაწმენდებსაც კი ვერ ვყიდულობ... ბავშვის მაისურები დავხიე...“ ელმირა, ჩვენი უბედური გმირის მეუღლე, კედელს უხალისოდ შეჰყურებს. მათი ბედი წინასწარაა განსაზღვრული და იმედის წვეთიც კი აღარ დარჩათ... 

ოდნავი მოძრაობა და სახეზე უზარმაზარი სიმსივნე მაშინვე სისხლდენას იწყებს. უწინ მხიარული და მზრუნველი მამა თავის ორ მშვენიერ შვილთან ერთად უკვე ვეღარ თამაშობს, რადგან ახლა თავის ყოველი მობრუნება და - მწვავე ტკივილი ეწყება, დამახინჯებული სახიდან კი სისხლი და ჩირქი სდის. 

„დიახ, სისხლი! წითელი! დედას ვეძახი „დედა, დედა!“ ის კი მოსაწმენდად მაისურებს გვაძლევს. საწყალი მამა! ძალიან სტკივა...“ - გვიყვება პატარა ალექსანდრე, რომელიც ამ რთულ გზას საყვარელ მამასთან ერთად გადის. ყოველი დღე გმირობის ტოლფასია; ყოველი დღე თითქოს უკანასკნელი შესაძლებლობაა, რომ მამასთან საუბრით და ჩახუტებით გული იჯეროს და უთხრას: „მიყვარხარ, მამა!“

„ჩემს ქმარს ძალიან ცოტა დრო დარჩა და უნდა უკანასკნელი დღეები შვილებთან ერთად გაატაროს... ღმერთო, მოგვეცი ძალა, რომ ამ ყველაფერს გავუძლოთ!“

მეგობრებო, რა იქნება შემდეგ? რა დაემართებათ ელმირას, პატარა ალექსანდრეს და ელენეს, როცა ისინი მარტო დარჩებიან?

ელენე (9 წლის): მამიკო სულ მოწყენილი ზის. ერთხელ დავინახე, როგორ ტიროდა, მაგრამ მითხრა, არ ვტირი, უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდაო...

– მამა ადრე როგორი იყო?

ელენე: ოო, ყველაზე კეთილი და ხალისიანი! ისე კარგად გვეთამაშებოდა, ძალიან ბევრს ვცეკვავდით... ვალსის ცეკვასაც მასწავლიდა; ამბობდა, რომ გაიზრდები, შენს ქორწილში ვიცეკვებთო. ახლა კი აღარ შეუძლია. ძალიან სტკივა... და ზოგჯერ თავი თუ მოაბრუნა ან დაახველა, სისხლი სდის. 

ალექსანდრე (4 წლის): დიახ, სისხლი! წითელი! დედას ვეძახი „დედა, დედა!“ ის კი მოსაწმენდად მაისურებს გვაძლევს. საწყალი მამა! ძალიან სტკივა...

– ელმირა, მოგვიყევით, ეს ყველაფერი როგორ მოხდა? ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს...

ელმირა: ოჰ, არ თქვათ... ეს ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო! როგორც ბავშვებმა თქვეს, ხვიჩა საუკეთესო მამა იყო! და არა მხოლოდ მამა. ის საუკეთესო ადამიანი და შესანიშნავი მეუღლეა... ყველას ხელის გულზე გვატარებდა, სიურპრიზებს გვიწყობდა; მასთან ერთად სასეირნოდ ხშირად დავდიოდით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით... უბედურება მოულოდნელად გვეწვია! 

– ხვიჩას ავად გახდომამდე როგორ ცხოვრობდით? როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

ელმირა: ბედნიერად ვცხოვრობდით, არაფერი გვაკლდა. ვერ ვიტყვი, რომ თავზე გადაგვდიოდა, მაგრამ ბედნიერებისთვის ყველაფერი გვქონდა! ერთი წლის წინ ხვიჩას სახეზე რაღაც გამოუვიდა. არ სტკიოდა, ამიტომ ყურადღება არ მიუქცევია; თან ექიმმაც - საშიში არაფერია, თუ შეგაწუხებს, მერე მოგაცილებო... დროთა განმავლობაში, ამ „არა საშიშმა“ რაღაცამ ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა. ონკოლოგს მივმართეთ, რომელმაც განაჩენი გამოგვიტანა: რბილი ქსოვილების სარკომა, მეოთხე სტადია, უკურნებელი. (ტირის.)

ელენე: აი, ატირდა! ხომ ამბობ, რომ საშიში არაფერია და მალე გაუვლის? დე, არ იტირო, რა! დეიდას ნუ აშინებ!.. პატარა ბავშვივით ნუ იქცევი! 

– დედა ხშირად ტირის?

ელენე: არა-ა, ზოგჯერ... ამბობს, რომ რაღაც ცუდი გაახსენდა... მაგრამ მტირალა არაა! მე და სანდრიკოს სამ წამში შეგვიძლია გავაცინოთ! ისიც და მამაც!

ელმირა: ცხოვრების გაგრძელების და ბრძოლის ძალას სწორედ ესენი გვაძლევენ! თორემ კი ხედავთ - არც ისე მარტივი მდგომარეობაა. როცა სახსრების გარეშე დავრჩით, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. მეუღლისათვის ტკივილგამაყუჩებლები რომ მეყიდა, ყველაფერი გავყიდე, რაც რამ ძვირფასი გვებადა. ბინის მეპატრონემაც ქუჩაში გამოგვყარა; გვითხრა, არ მსიამოვნებს ჩემს ბინაში ავადმყოფი რომ ცხოვრობს და რამე რომ დაგემართოთ, მერე ბინის გაყიდვას ვეღარ შევძლებო... წარმოგიდგენიათ?  სახსრების გარეშე, ავადმყოფ ქმართან და ორ შვილთან ერთად, ეს ოთახი ძლივს ვიპოვე; 160 ლარს ვიხდით. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარებაა - 250 ლარი. დარჩენილი თანხით ბურღულეულს, მაკარონს და ორიოდე კილოგრამ ბოსტნეულს ვყიდულობ... აბა, რა ვქნა? ბავშვებს ხომ უნდა ვაჭამო? სამაგიეროდ, წამლებს ვერ ვყიდულობ. ხვიჩას ტკივილის ატანა უწევს! რკინის ნერვები და ყველაზე კეთილი გული აქვს. ასეთი ტანჯვა რით დაიმსახურა, არ ვიცი...

– რა წამლები სჭირდება?

ელმირა: მორფინი დაუნიშნეს, მაგრამ იშვიათად; მხოლოდ მაშინ, როცა ჭრილობები ეხსნება და სისხლდენა ეწყება. „ტორადოლიც“ სჭირდება, რომელიც ძვირადღირებული ტკივილგამაყუჩებელია, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს;  ბინტს და სტერილურ ხელსაწმენდებსაც კი ვერ ვყიდულობ... ბავშვის მაისურები დავხიე... იწმენდს და მერე ვრეცხავ, ვხარშავ... აბა, რა ვქნა?

– რა საშინელებაა, სიტყვები არ მყოფნის... არავინ გეხმარებათ?

ელმირა: ხვიჩას მშობლები დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. არაჩვეულებრივი და ჰყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, 2 წლის წინ ისიც გარდაიცვალა... ჩემი საყვარელი ხვიჩა ისე განიცდიდა... ჩემი მშობლები მოხუცები არიან, მაგრამ ზოგჯერ პენსიით გვეხმარებიან. ხომ ვამბობ, ბავშვები რომ არა, მე და ხვიჩა ალბათ გულზე ხელებს დავიკრეფდით.

ალექსანდრე: რას დაკრეფდით? ხელებს თუ ყვავილებს? 

– აბა, ბავშვებო, გავისაუბროთ?

ელენე (9 წლის): დიახ, ასე აჯობებს! რამე მხიარულს მოგიყვებით. ნახეთ, მამას როგორ ვეხმარები! ჩაის ვუკეთებ; ვიცი, როგორი უყვარს -  დილას ტკბილი, საღამოს კი არც ისე ტკბილი! იცით, ერთხელ მკითხეს, ვინ უფრო ძალიან მიყვარს - დედა თუ მამა? რა სულელურ კითხვებს სვამს ეს ხალხი!

ალექსანდრე (4 წლის): მეც მკითხეს! 

– და რა უპასუხე?

ალექსანდრე: ჩემი და, რა თქმა უნდა! ყველაზე ძალიან ის მიყვარს! საუკეთესო და მყავს! 

– არ გაბრაზებს ხოლმე? ზოგჯერ უფროსები უმცროსებს ჩაგრავენ...

ალექსანდრე: კი, ასეა, მაგრამ არ მწყინს! 

– სუპერბავშვები ხართ! ყველაზე მეტად რა გინდათ, რაზე ოცნებობთ? 

ელენე: მამა დამპირდა, რომ პატარა სასწავლო მაგიდას მიყიდის. აი, ისეთს... სპეციალური მაგიდაა, რომელთანაც არ ჭამენ; მხოლოდ მეცადინეობენ... ხომ იცით, როგორია? სწორედ ეგეთზე ვოცნებობ. სხვა არაფერზე. 

ალექსანდრე: მე კი... მე... იმაზე, რომ მამასთან თამაში ისევ შევძლო... და ერთი პატარა მანქანა მინდა! სულ ესაა! 

– ახლა დედას ვკითხოთ, რა სჭირდება ყველაზე მეტად...

ელმირა: მეუღლისთვის რძის პროდუქტები ძალიან მჭირდება, რადგან ის მაგარ საჭმელს ვერ ღეჭავს. ტკივილგამაყუჩებლებიც და ჰიგიენური საშუალებებიც გვჭირდება. ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, სარეცხი მანქანა, პატარა მაცივარი და დივანიც რომ გვქონდეს.

ელენე: ტელევიზორიც შეიძლება? სულ პაწაწინა! აი, ასეთი, პაწაწკუნტელა! შეიძლება? 

– თქვენთვის ყველაფერი შეიძლება! საოცარი ბავშვები ხართ! ვფიქრობ, თქვენს გაცნობას ფონდის ძალიან ბევრი მეგობარი მოინდომებს! 

ელენე: ძალიანაც კარგი! მეგობრები ძალიან გვიყვარს! მეგობრები კარგია! 

***

რაღა უნდა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? ამ ოჯახს გვერდში როგორ დავუდგეთ და მათი ტანჯვა როგორ შევამსუბუქოთ? ხვიჩასთვის ჯანმრთელობის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ, მაგრამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად შეგვიძლია. იქნებ ყველამ ერთად, ერთობლივი ლოცვებითა და ფინანსებით, სასწაულის მოხდენა შევძლოთ? ამის ხომ გჯერათ? ჩვენ გვჯერა! 

ოჯახს ესაჭიროება: სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, წამლები და ჰიგიენური საშუალებები; ასევე, დივანი და სამეცადინო მაგიდა. 

ესტუმრეთ ელმირას, გაესაუბრეთ ბავშვებს! გვერწმუნეთ, მათი სითბოთი და უზომო სიყვარულით აღფრთოვანებულები დარჩებით! 

მისამართი: თბილისი, ზაქარია მხარგრძელის ქ. № 17

მეგობრებო, ამ მშვენიერი ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად უფალი დაგლოცავთ! 

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მელიქსეტოვების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: