ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როგორ ცხოვრობს მოხუცი და მძიმედ ავადმყოფი „ძუ მგელი“

„თუ სიარული ვეღარ შევძელი, მუხლებზე ხოხვაც რომ მომიწიოს, ჩემს შვილიშვილებს არ მივატოვებ! არ დავუშვებ, რომ ცუდად იყვნენ! მე მათ არ დავტოვებ! უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მათ გვერდით ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მარტო არ დარჩნენ!“ 8 წლის ჯონის, 11 წლის ლუკას და 12 წლის ნინოს მფარველი ანგელოზი ჰყავთ, სახელად ნუნუ. ის მათთვის ყველაფერია - დედაც, ბებიაც და მეგობარიც. მძიმე ცხოვრებაგამოვლილს და მძიმედ ავადმყოფს, მოვლა და ყურადღება თავად სჭირდება, მაგრამ მას მხრებზე მძიმე ტვირთი დააწვა - შვილიშვილების აღზრდა, რომლებსაც დედა აღარ ჰყავთ.
536.98 ₾
49
დონორები
შეგროვებულია

არა, არა! არ იდარდოთ! ბავშვების დედა არ გარდაცვლილა; ის ცოცხალია და ჯანმრთელი და ალბათ თავსაც მშვენივრად გრძნობს... მაგრამ სადღაც სხვაგან... და არა თავის შვილებთან! მან ისინი 7 წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ მისი აღარაფერი ისმის... თუმცა ჩვენი ამბავი ამაზე არ არის. ჩვენ ხალხის განსჯის უფლება არ გვაქვს...

– ნუნუ, თუ თქვენთვის რთული არ იქნება, იქნებ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ყველაფერი?

ნუნუ: ოჯახში ამ თემაზე ბავშვებთან არ ვსაუბრობთ, მათი ტრავმირება არ გვინდა; მაგრამ თქვენ მოგიყვებით! უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს - დედის შესახებ მათ არაფერი ჰკითხოთ. ამ თემაზე საუბარი არც თვითონ უყვართ; თან ის კარგად არც ახსოვთ; ძალიან პატარები იყვნენ. ნინო ოთხი წლის იყო, ლუკა - სამის, ჯონი კი რვა თვის. შვიდი წლის განმავლობაში, ლუკამ მხოლოდ ერთხელ მკითხა: „დედა სადაა? ამბობენ, რომ გარდაიცვალა. მართალია?“ თითქოს მდუღარე წყალი გადამასხეს... არ ვიცოდი, რა მეპასუხა. რთულია ბავშვისთვის იმის ახსნა, რომ დედამ ის მიატოვა. მუხლებზე დავისვი, ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ დედა ცოცხალია, უბრალოდ მან წასვლა გადაწყვიტა და ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე... (ტირის.)

– მაგრამ ასე ხომ არ ხდება?..

ნუნუ: იცით, მათ მე ვყავარ! მართალია, ავად ვარ - დიაბეტი და სიმსივნე მაქვს, მაგრამ მათთვის რკინის ქალად გადავიქცევი! თუ ფეხით სიარული ვეღარ შევძელი, მუხლებზე ვივლი; მუხლებზე სიარულსაც თუ ვეღარ შევძლებ - ხოხვას დავიწყებ, მაგრამ ჩემს პატარებს არავის დავაჩაგვრინებ! მე მათთვის ყველაფერს გავაკეთებ! 

– ძალიან გაუმართლათ, რომ თქვენ ჰყავხართ!

ნუნუ: ნეტავ სხვა რამეში გამართლებოდათ... მაგრამ უფალმა ასე განაგო! ესე იგი, ასეც უნდა ყოფილიყო!

– რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ნუნუ: გამოუვალი მდგომარეობა რომ არა, უცხო ხალხს არასდროს შევაწუხებდი. საარსებო წყაროს გარეშე დავრჩით. ბავშვების მხოლოდ სოციალური დახმარებით გამოკვებას ვერ ვახერხებ! პანდემიის გამო ჩემმა შვილმა სამსახური დაკარგა; ჩემი მეუღლე ავადმყოფი კაცია, მუშაობა არ შეუძლია.. მე კი... რა მე?... სახლში ძლივს ვმოძრაობ. ექიმთან, ქალაქში უნდა წავსულიყავი, მე კი არც გზის ფული მაქვს და არც ექიმის. 

– რომელ ექიმთან უნდა მიხვიდეთ? 

ნუნუ: როგორც გითხარით, დიაბეტი მაქვს. ინსულინზე უნდა გადავიდე, მე კი ექიმთან ვერაფრით მივდივარ. ღმერთმა ნუ ქნას, შაქარმა ამიწიოს და ლოგინად ჩავვარდე. ვინ მომივლის? შვილიშვილები? არააა! არა! არ ვარ თანახმა! 

– პირველ რიგში რა გჭირდებათ? თქვენი ცხოვრების გამარტივება რით შეგვიძლია? 

ნუნუ: ჩემთვის ყველაზე დიდი დახმარება სარეცხი მანქანა იქნება. გაზქურაც ძალიან დაგვეხმარებოდა; წამლები, სურსათი... ალბათ სულ ესაა... და თუ შეგიძლიათ, იქნებ ბავშვებიც გაახაროთ რამით... 

– რა თქმა უნდა! მათ ცალკე გავესაუბრებით. პირობას გაძლევთ, დედის შესახებ არაფერს ვკითხავ. შეიძლება დავუძახოთ?

ნუნუ: დიახ, რა თქმა უნდა! ახლავე! ნინო, ლუკა, ჯონი! მოდით, ნუ გრცხვენიათ, დეიდას თქვენთან საუბარი სურს! მოუყევით, რა კარგები მყავხართ!

ჯონი (8 წლის): მე ყველაზე კარგი და მხიარული ვარ! ყველას გამხიარულება შემიძლია და ბევრი სახალისო ამბავი ვიცი. მაშინაც კი, როცა ბებო ცუდად არის, ვეხუტები, ანეკდოტებს ვუყვები და მაშინვე კარგად ხდება! 

– ხუმრობის გარდა, კიდევ რის კეთება გიყვარს?

ჯონი: რა ვიცი, ყველაფრის კეთება მიყვარს, რაც სახალისოა. ძალიან მიყვარს ჭიდაობა და ფეხბურთის თამაში... და რომ გავიზრდები, „მოჭიდავე ფეხბურთელი“ გავხდები. (იცინის.)

ნინო (12 წლის): აი, ასეთი არასერიოზულია! ასეთ რამეს მარტო ის თუ მოიფიქრებს... მაგრამ მართლა ძალიან კარგი ბიჭია. ვერც კი ვუბრაზდებით, ისეთი ალერსიანია. მოვა, ჩაგვეხუტება და ყველა წყენა გვავიწყდება. 

– არც ლუკასთან ჩხუბობთ?

ჯონი: არააა... იცით, რა კარგი ბიჭია? ნარდს ვთამაშობთ ხოლმე და ხშირად აგებს... ჭიდაობაშიც აგებს...

ლუკა (11 წლის): დიახ, ჯონი ღირსეული მეტოქეა და არ გეგონოთ, რომ შეგნებულად ვაგებ! ზოგადად, ძალიან მაგარი ბიჭია! 

– რა კარგია, რომ ასე მეგობრობთ! ლუკა, შენ შესახებ მოგვიყევი.

ლუკა: მე კარგი ბიჭი ვარ. ბებოც ასე ამბობს და... ყველა ასე ამბობს! სწავლა მიყვარს, განსაკუთრებით ისტორია მომწონს. სულ ვფიქრობ, გამოქვაბულის ადამიანებმა საერთოდ ყველაფრის გარეშე როგორ მიაღწიეს იმას, რასაც მიაღწიეს? როგორ ააშენეს ცივილიზაცია? ეს ხომ ძალიან მაგარია! მაგრამ არ გეგონოთ, რომ მარტო წიგნებს ვუკირკიტებ! მინდა მოჭიდავე გავხდე! ისინი ისეთი ძლიერები არიან!..

– სპორტზე დადიხარ?

ლუკა: არა, ვერ ვახერხებ. ამის საშუალება არ გვაქვს. სოფელში სპორტული სკოლა არ არის, ქალაქში სიარულს და სექციის საფასურის გადახდას კი ვერ შევძლებ... მაგრამ ძალიან მინდა! მთელი გულით! 

ნინო: მე კი კარგად ვცეკვავ! და მულტფილმების ყურებაც მიყვარს! სცენაზე გამოსვლაზე ვოცნებობ, მაგრამ კაბები არ მაქვს. ხომ იცით, ქართული ხალხური ცეკვების მოცეკვავეებს რა ლამაზი კაბები აცვიათ?

– დიახ, ვიცი... ბავშვობაში ასეთ ლამაზ კაბებზე და გრძელ კიკინებზე მეც ვოცნებობდი. ვფიქრობ, ოცნებები აუცილებლად აგისრულდება! კიდევ რაზე ოცნებობთ?

ჯონი: ველოსიპედზე ვოცნებობ; ზუსტად ისეთზე, როგორსაც სხვა ბავშვები დააქროლებენ. უჰ, როგორ ვოცნებობ! 

ლუკა: მე კი ძალიან მჭირდება პლანშეტი. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ სათამაშოდ მინდა. მასში ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო პროგრამის ჩამოტვირთვა შეიძლება. 

ნინო: მე კი ბებოსთვის სარეცხი მანქანა მინდა. რეცხვისას ძალიან იტანჯება, მე კი ნებას არ მრთავს; ამბობს, რომ პატარებისთვის ცივ წყალში ფუსფუსი არ შეიძლება. მისთვის რა, შეიძლება?

– და შენთვის რა გინდა?

ნინო: ტელეფონი! ეს ჩემი აუხდენელი ოცნებაა... ლამაზ ფოტოებს გადავიღებდი: მზის ჩასვლა-ამოსვლას, ჩვენი სოფლის ლამაზ პეიზაჟებს... ვიცი, კარგად გამომივიდოდა! 

– აი, დავწერთ თქვენ შესახებ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოინდომებს თქვენთან დამეგობრებას. ნახავთ, ყველაფერი კარგად გექნებათ! 

ნუნუ: ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ასეთი მხარდაჭერისთვის! მჯერა, რომ გვერდში დაგვიდგებიან. ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს.

***

მეგობრებო, მილორავების ოჯახს კეთილი ხალხის დახმარება ძალიან სჭირდება! მათ ძალიან უჭირთ! არ შეიძლება, რომ გულგრილი დავრჩეთ და არ დავეხმაროთ! მათ სჭირდებათ: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, საწოლის თეთრეული, ტანსაცმელი, წამლები და საკვები. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან; რომ ნინო, ლუკა და ჯონი ჩვენი სისხლი და ხორცია! ისინი ხომ ჩვენი მომავალია, ჩვენი საქართველოს მომავალი! 

მეგობრებო, მოინახულეთ ისინი, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ მარტო არ არიან და ჩვენ მათ არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 

მათი მისამართია: სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნოსირი.

მილორავების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მილორავების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. 

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: