ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გაიცანით ყველაზე ღარიბი და ყველაზე მოსიყვარულე დედა საქართველოში!

გაიცანით 36 წლის ჟუჟუნა ახალაძე: „ღამით, როცა ბავშვებს სძინავთ, რამდენჯერმე ვდგები და თითოეულ ბავშვს ყურს ვუგდებ - სუნთქავენ თუ არა, ავად ხომ არ არიან... და ვკოცნი, ვკოცნი, ვკოცნი! მათთვის სიყვარულის გარდა სხვა არაფრის მიცემა შემიძლია.“
681.64 ₾
43
დონორები
შეგროვებულია

გაიცანით 36 წლის ჟუჟუნა ახალაძე: „ღამით, როცა ბავშვებს სძინავთ, რამდენჯერმე ვდგები და თითოეულ ბავშვს ყურს ვუგდებ - სუნთქავენ თუ არა, ავად ხომ არ არიან... და ვკოცნი, ვკოცნი, ვკოცნი! მათთვის სიყვარულის გარდა სხვა არაფრის მიცემა შემიძლია.“

ჟუჟუნა - მოსიყვარულე, მრავალშვილიანი დედა, იძულებულია უკიდურეს სიღატაკეში იცხოვროს!

მისი სახლი სადაცაა დაიშლება, შეიძლება თვალის დახამხამებაში ჩამოინგრეს და მთელი ოჯახი ნანგრევების ქვეშ მოიყოლოს!

კედლები გაცვეთილია, ოთახებში ყინავს.

ჟუჟუნას ყოველღამე გული უტირის, როცა შვილებს მშივრებს აძინებს!

უცებ მეკითხება, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი დიდი ხანია იცის: „შეიძლება ადამიანი შიმშილით მოკვდეს? საინტერესოა, ჩვენს ქვეყანაში ვინმე მომკვდარა?“ დედას, ჟუჟუნას, შვილების გამო ძალიან ეშინია...

ოჯახში ექვსი ბავშვია: უფროსი ბიჭი - 18 წლის ამირანი, 14 წლის ანა, 11 წლის ანრი, 7 წლის ალექსი, 6 წლის მზიკო და 4 წლის პატარა ბარბარე, რომელსაც სახლში მოფერებით ბაბის ეძახიან.

„ბავშვები ესმით რა სიღარიბეში ვცხოვრობთ, იციან რა არის ნამდვილი შიმშილი და სიცივე. ყოველი დღე გამოცდას ჰგავს: რა ვჭამოთ, მეორე დღემდე როგორ გავატანოთ... გადარჩენას ვცდილობთ. ჩვენს ყოფას სხვას ვერაფერს ვუწოდებ“, - ტირის საბრალო ქალი.

ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. როგორ იარსებონ და შვილებს რა აჭამონ - ეს არის ჟუჟუნას და მისი მეუღლის, 40 წლის გიორგის მუდმივი საზრუნავი.  

მათ მხოლოდ კეთილი და გულისხმიერი ხალხის დახმარების იმედი აქვთ!

„მას შემდეგ, რაც თქვენი ფონდი დაგვიკავშირდა, სასწაულის მოლოდინში ბავშვებს თვალები გაუბრწყინდათ“, - გვეუბნება ჟუჟუნა.

ჟუჟუნა, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ ჯურღმულში?

ჟუჟუნა: ადრე ტყიბულში ვცხოვრობდით. ჩემი ქმარი წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. მე და ჩემი მეუღლე, მაზლის ოჯახთან ერთად, ერთ პატარა სახლში ვიყავით შეხიზნულები. ძალიან არაკომფორტული იყო, ამიტომ მე და ჩემმა ქმარმა საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა გადავწყვიტეთ. საკუთარი არაფერი გაგვაჩნდა. ცხოვრება ახალი დაწყებული გვქონდა. ჩვენმა ნაცნობმა, რომელსაც ჩვენთან ახლოს მიწის ნაკვეთი ჰქონდა, ერთი მიტოვებული სახლის შესახებ გვიამბო, რომელიც, ფაქტობრივად, არავის ეკუთვნოდა და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ! ბავშვების აღსაზრდელად არც ისე კარგი პირობებია, მაგრამ ერთადერთი დადებით მხარე ის არის, რომ პატარა ეზო გვაქვს, სადაც ბავშვებს თამაში და სირბილი შეუძლიათ. სხვა დანარჩენი, თავადაც ხედავთ, რა მდგომარეობაშია... 

რამდენი ოთახია სახლში?

ჟუჟუნა:მხოლოდ ორი - საძინებელი და სასტუმრო. ოჯახში რვა კაცი ვართ და ვცდილობთ, როგორმე მოვთავსდეთ. ასევე, აბაზანაც გვაქვს და სამზარეულოც. როცა აქ გადმოვედით, მხოლოდ ერთი ოთახი იყო - არც საპირფარეშო, არც სამზარეულო... მაგრამ ჩემმა მეუღლემ მიშენება გააკეთა, სხვაგვარად აქ ცხოვრება შეუძლებელი იყო.

ვისზეა სახლი გაფორმებული? ვის ეკუთვნის?

ჟუჟუნა:ფორმალურად სახლი არავის ეკუთვნის, მაგრამ რადგან სახელმწიფო ტერიტორიაზე დგას, გამოდის - სახელმწიფოს ეკუთვნის. ხელისუფლებამ იცის, რომ აქ ვცხოვრობთ და წინააღმდეგები არ არიან, ამბობენ, რამდენი ხანიც გინდათ, იმდენ ხანს იცხოვრეთო. ახლა ვცდილობ სახლი ჩვენს სახელზე გადმოვიფორმო, რადგან ის მაინც არავის ეკუთვნის, ჩვენ კი უკვე მრავალი წელია აქ ვცხოვრობთ. თავიდან მთავრობა უარზე იყო, მაგრამ დახმარებას მაინც დაგვპირდნენ. ერთი წელია საბუთების გაკეთებას ვცდილობ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. იცით, უბრალოდ მეშინია ქუჩაში არ დავრჩეთ. თუ სახლი არავის ეკუთვნის, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოგვყარონ. მერე სად წავიდეთ?

ჟუჟუნა, არავინ გეხმარებათ? მეგობრები, ნათესავები...

ჟუჟუნა:მეგობრები რომ არა, არც კი ვიცი, ახლა სად ვიქნებოდით. მხოლოდ მათი წყალობით ვართ ცოცხლები. საჭმელი მოაქვთ, ტანსაცმელი... და ასე ვცხოვრობთ!

ნათესავები გეხმარებიან?

ჟუჟუნა:რას ამბობთ?! როგორ დამეხმარებიან, როცა დედა ცოცხალი აღარ მყავს, მამაჩემი კი დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს; ძალიან მოხუცია და პენსიით გააქვს თავი. მას მე უნდა ვეხმარებოდე, მაგრამ როგორ? ერთი და მყავდა, მაგრამ გარდაიცვალა. რომ მახსენდება, გული მტკივა! ჩემს მეუღლეს კი მშობლები არ ჰყავს. მხოლოდ ერთმანეთი გვყავს საყრდენად.

რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რა სახსრებით ცხოვრობთ?

ჟუჟუნა:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 540 ლარს და ბავშვთა კვების ვაუჩერს - 150 ლარს. სოციალურ სასადილოშიც დავდივართ. დილით ვდგები, ვემზადები, ბავშვებს უფროს შვილს, ანას ვუტოვებ და ვეუბნები: „მალე მოვალ!“ ბავშვები კი სახლში სხედან და ელოდებიან, დედა საჭმელს როდის მოიტანს. ექვსი შვილი მყავს და მათ იმდენი რამ სჭირდებათ! სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი აცვიათ, ხშირად ცუდად იკვებებიან. ბავშვებისთვის საჭმლის გაყოფა თანაბრად მიწევს. მე და ჩემი მეუღლე ზოგჯერ მშივრებიც კი ვრჩებით, ოღონდ ბავშვები დავაპუროთ; მაგრამ იცით, რამდენჯერ ყოფილა, რომ ბავშვებს მთელი დღე არაფერი უჭამიათ, სახლში პურის ნატეხიც კი არ გვქონია. ღამე, როცა სძინავთ, მივდივარ და მათ სუნთქვას ყურს ვუგდებ. საშინელებაა! საშინელებაა იმის ცოდნა, რომ შენი შვილები შიმშილობენ, შენ კი ვერაფერს აკეთებ! (ტირის.)

ჟუჟუნა, გვესმის თქვენი მწუხარება და აქ სწორედ იმიტომ მოვედით, რომ თქვენს ოჯახს დავეხმაროთ.

ჟუჟუნა: თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ! ვიცი, რომ ჩვენს საქართველოში ბევრი კეთილი ხალხი ცხოვრობს... მაგრამ საკუთარი პრობლემების შესახებ საუბარი ძალიან მრცხვენია, რადგან ახლა ყველას უჭირს; თუმცა, დახმარების თხოვნის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ მქონდა. იცით, ბრძოლის და ცხოვრების გაგრძელების ძალა აღარ მაქვს. არადა, მე ხომ დედა ვარ? შვილებზე უნდა ვიფიქრო, მათი გულისთვის ყველანაირი სირთულე უნდა დავძლიო, მაგრამ ძალიან მიჭირს! ძალიან! ჩემი ქმარი რომ არა... ის ისე მეხმარება... (ტირის.)

ჟუჟუნა, გთხოვთ, დამშვიდდით! ნახავთ, ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ! კეთილი ხალხი არ დაგტოვებთ! თქვენი მეუღლე მუშაობს?

ჟუჟუნა:ჩემს ქმარს მუდმივი სამსახური არ აქვს, ხან სად მუშაობს, ხან სად, ნებისმიერ საქმეს ეჭიდება, ოღონდაც რამე იყოს! არც აქამდე გვილხინდა და შეიძლება, კიდევ როგორმე აგვეტანა ეს მდგომარეობა, მაგრამ ბოლო დროს უკვე ძალიან გაგვიჭირდა... თქვენს ფონდს ამიტომაც მივმართეთ. მთელ იმედებს თქვენზე და კეთილ ხალხზე ვამყარებთ!  

ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რა არის?

ჟუჟუნა: ბავშვებთან ერთად ამ ნახევრად დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ. ჩემი უფროსი ბიჭი, ამირანი, ახლა ჯარშია - შემოდგომაზე წაიყვანეს. სახლში არც გაზი გვაქვს და არც საარსებო პირობები. კეთილმოწყობაზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა და მაცივარი. ახლა კი სამზარეულოში ონკანიც გაგვიფუჭდა და უწყლოდ დავრჩით. სურსათს ხან კარადაში ვინახავ, ხან მაგიდაზე. სანამ ზამთარია, საჭმელი არ ფუჭდება, მაგრამ ზაფხულში რას ვიზამ, არ ვიცი. ტანსაცმელი გასარეცხად მეზობელთან გამაქვს. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ასე მეხმარება! თვითონაც ხუთი შვილი ჰყავს და მისი სარეცხით შეწუხება ძალიან მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა? ხელით რეცხვა არ შემიძლია, მიჭირს, განსაკუთრებით ზამთარში, ცივ წყალში... გული მეწურება, როცა ვფიქრობ, რა პირობებში ცხოვრობენ ჩემი შვილები! თუმცა მშიერი კუჭით პირობებზე ვინ ფიქრობს?

მეუღლე როგორ გაიცანით?

ჟუჟუნა:ტყიბულში ჩემს დას ვსტუმრობდი, - გათხოვების შემდეგ იქ ცხოვრობდა. ჩემი მომავალი მეუღლე კი ჩემი სიძის მეგობარი იყო და ასე გავიცანი. თურმე მაშინვე მოვწონებივარ, მე კი თავიდან ყურადღებაც კი არ მიმიქცევია. მერე არშიყობა დამიწყო... და ჩემი გული მოინადირა! მასში არ შევმცდარვარ! ის შესანიშნავი მეუღლე და მამაა. რასაც აკეთებს, ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებს! 

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?

ჟუჟუნა:არა! მე და ჩემს ქმარს შორს მიმავალი გეგმები გვქონდა. მყარი ოჯახის შექმნა გვინდოდა, ჩვენი შვილების სიყვარულსა და კეთილდღეობაში აღზრდა. სიმდიდრეზე არც მე ვოცნებობდი და არც ჩემი მეუღლე. არა! უბრალოდ ცხოვრება, მუშაობა და შემოსავალი გვინდოდა, რომელიც ჩვენს ოჯახს ეყოფოდა. მთავარია ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ; მაგრამ ცხოვრება თავისებურად წარიმართა. სოციალურ ორმოში ჩავვარდით და დამოუკიდებლად ამოსვლა არ შეგვიძლია. მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს!

დახმარებისთვის ხელისუფლებისთვის არ მიგიმართავთ?

ჟუჟუნა:დიახ! და არაერთხელ! ის, რომ ამ სახლში ცხოვრების უფლებას გვაძლევენ, უკვე რაღაცაა... მაგრამ აქ ყოფნას რამდენ ხანს შევძლებთ, არ ვიცი. სოციალურ დახმარებას და ბავშვთა კვების ვაუჩერს ვიღებთ, უფასო სასადილოშიც დავდივართ, რაც უკვე გითხარით. მეტის თხოვნის უფლებას სინდისი არ მაძლევს; თუმცა მთავრობამ იცის რა პირობებში ვცხოვრობთ!

ღმერთის თუ გწამთ?რაში ხედავთ ხსნას?

ჟუჟუნა:როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს - მწამს! ვიცი, რომ ღმერთი არ დაგვტოვებს! უფალს ყოველდღე იმას ვევედრები, რომ არ მანახოს, ჩემი შვილები როგორ შიმშილობენ. მამაზეციერს ჩემი ოჯახის კეთილდღეობას შევთხოვ!

უცხო ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

ჟუჟუნა:მე მხოლოდ მათი სიკეთის იმედი მაქვს! მჯერა, რომ ღმერთი კეთილ, გულისხმიერ ხალხს გამოგვიგზავნის. თავად ის ფაქტი, რომ თქვენი ფონდი ჩვენთან მოვიდა და ყურადღება მოგვაქცია, უკვე იმის ნიშანია, რომ ღმერთმა არ დაგვტოვა.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ჟუჟუნა:ის, რომ ჩემი შვილები არ შიმშილობდნენ და არაფერი აკლდეთ! სულ ამას შევთხოვ უფალს! ვოცნებობ, რომ ჩემმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ და თავისი გზა იპოვონ ცხოვრებაში. საკუთარ თავზე არც კი ვფიქრობ. ჩემი ოცნება ჩემი ოჯახის კეთილდღეობაა.

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

ჟუჟუნა:ყველას, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ყველას, ვინც ოდნავ მაინც თანაუგრძნობს ჩემს ოჯახს - დიდი მადლობა! ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ!

ჟუჟუნა, გაგვაცანით თქვენი მშვენიერი შვილები, ცოტა რამ მათ შესახებაც მოგვიყევით.

ჟუჟუნა:უფროსი ბიჭი, ამირანი, ჯარშია. პროფესიონალი მორაგბეა; ამბობს, რომ როცა ჯარიდან დაბრუნდება, სპორტული კარიერის გაკეთება უნდა. მთელ იმედებს მასზე ვამყარებ, რომ ამ ორმოდან ჩვენს ამოყვანას ის შეძლებს. ყველა ჩემი შვილით ვამაყობ! ანა, როგორც სახლის მეორე დიასახლისი, ყველაფერს აკეთებს: პატარა ბარბარესაც უვლის და საჭმლის კეთებაშიც მეხმარება. ჩემი ბიჭები - ანრი და ალექსი კი - არ ვიცი, მათ გარეშე რას ვიზამდი. ძალიან კარგი შვილები მყავს, ყოველთვის ყველაფერში მეხმარებიან. ეზოში პატარა ბოსტანი გვაქვს. გგონიათ, ბავშვები რამის კეთებას მაცდიან? არა! ხელებში მვარდებიან, დახმარებას ცდილობენ, ამბობენ: „დედა, ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. შენ ისედაც ბევრი საქმე გაქვს.“ მათით როგორ არ უნდა ვიამაყო?!

ბავშვებს რას აჭმევთ?როგორია მათი რაციონი?

ჟუჟუნა:სამწუხაროდ, ფინანსური რესურსები მათთვის სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფის საშუალებას არ გვაძლევს. ხორცი, თევზი, ხილი და ტკბილეული ბავშვებს დიდი ხანია არ უჭამიათ. სუფრაზე ხშირად წიწიბურა ან უფასო სასადილოდან მოტანილი საჭმელი გვაქვს. იაფი პროდუქტებით გაგვაქვს თავი - ბურღულეულით, მაკარონით, ზაფხულში კი იმითაც, რასაც ბოსტანი მოგვცემს.  

თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. ანა, როგორც ყველაზე უფროსი, შენგან დავიწყოთ! დედამ თქვა, რომ ძალიან ეხმარები. თავისუფალი დრო თუ გრჩება, რომ მეგობრებთან ერთად გაისეირნო?

ანა (14 წლის): არც ისე ბევრი, მაგრამ არაუშავს. ოჯახი ხომ ყველაზე მთავარია. დედა ძალიან იღლება. ჩვენ ბევრნი ვართ, ის კი ერთია. მშობლები ძალიან მეცოდებიან. ჩვენთვის ყველაფერს აკეთებენ, რომ კარგად ვიყოთ, ამიტომ მინდა მათთვის საყრდენი ვიყო. მით უმეტეს, რომ ჩემი უფროსი ძმა ახლა ჯარშია. ადრე ძალიან გვეხმარებოდა! მისით ძალიან ვამაყობ! ვიცი, რომ გამოჩენილი სპორტსმენი გახდება, მთელ მსოფლიოს შემოივლის და ჩვენც წაგვიყვანს.

რა ინტერესები გაქვს?

ანა:ძალიან მომწონს ბუნებათმცოდნეობა, სკოლაში ჩემი საყვარელი საგანია. ყველაფერი მიყვარს, რაც ბუნებას უკავშირდება.

ანუ, ბუნების მკვლევარი გინდა გამოხვიდე?

ანა: (იცინის.) არა, სტომატოლოგობაზე ვოცნებობ. მომწონს ეს პროფესია და მინდა ხალხს დავეხმარო, კბილებზე ვუმკურნალო. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროფესიაა!

მშვენიერი არჩევანია! თუ რამე, ხომ შეიძლება მიღებაზე მოვიდე შენთან?

ანა:დიახ, რა თქმა უნდა! კარგი სტომატოლოგი ვიქნები! ბავშვებსაც ვუმკურნალებ ხოლმე. ბავშვებს სტომატოლოგთან მისვლის ეშინიათ, მე კი მათთან მოპყრობა ვიცი, რადგან ამდენი და-ძმა მყავს! ასე რომ, ბავშვებს ჩემი არ შეეშინდებათ.

ანა, ოდესმე საკუთარი ოჯახი შენც გეყოლება. რამდენი შვილი გინდა? როგორი ქმარი წარმოგიდგენია შენ გვერდით?

ანა: იცით, აქამდე ამაზე არ მიფიქრია... (დაირცხვინა.) მაგრამ რაკი მეკითხებით... ბევრი შვილი მინდა, რომ სახლში ყოველთვის მხიარულება იყოს და ბავშვების სიცილი ისმოდეს. ქმარი კი მინდა მამაჩემივით მზრუნველი და მოსიყვარულე იყოს, არ მაბრაზებდეს და ოჯახს იცავდეს.

„მეც დაგიცავ. მე ხომ კაცი ვარ!“ - საუბარში ერთვება 11 წლის ანრი.

ალექსი (7 წლის): მეც ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები!

– როგორი დამცველები გყოლია, ანა! ბიჭებო, სპორტით ხომ არ ხართ დაკავებული?

ანრი: მე სპორტსმენი გავხდები - მორაგბე, ჩემი ძმასავით, ან ფეხბურთელი. ეს ჩემი ოცნებაა!

– ანრი, ვარჯიშობ სადმე?

ანრი: არა, ზოგჯერ სახლში ან ეზოში ვვარჯიშობ. მშობლებს იმის ფული არ აქვთ, რომ სპეციალურ გაკვეთილებზე მატარონ, მაგრამ ოდესმე სპორტსმენი გავხდები, გავმდიდრდები და მშობლებსაც და ჩემს და-ძმებსაც დავეხმარები. 

მზიკო (6 წლის): მე კი ექიმობა მინდა. ხალხს ყველა დაავადებისგან განვკურნავ, რომ ავად აღარავინ ხდებოდეს.

ალექსი:მე კი ველოსიპედი მინდა, რომ ვისეირნო და ვიმოგზაურო, შორეული და საინტერესო ადგილები მოვინახულო... როცა ველოსიპედი მექნება, ჩემს და-ძმებსაც გავასეირნებ. კიდევ იცით, რა მიყვარს? ჭამა მიყვარს! მაგრამ საჭმელი ყოველთვის არ გვაქვს...

ალექს, გემრიელი საჭმელებიდან ყველაზე მეტად რა გიყვარს?

ალექსი:ყველაფერი მიყვარს: ძეხვი, ხინკალი, შოკოლადები... მაგრამ მათი გემო უკვე დამავიწყდა...

მზიკო:ერთხელ დამესიზმრა, რომ მაგიდასთან ვიჯექი, ზედ კი ბევრი შოკოლადი და სხვადასხვა ტკბილეული ეწყო. რა ცუდია, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო...

***

მეგობრებო, როგორც ხედავთ, სახელაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. არ შეიძლება, რომ გულგრილი დავრჩეთ და არ დავეხმაროთ! მათ სჭირდებათ: საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი... მოდი დავეხმაროთ მათ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება, ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ! თითოეულმა ჩვენგანმა წარმოიდგინოს, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან, რომლებიც ცუდად იკვებებიან და ზოგჯერ მშივრებიც კი რჩებიან.

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ამ საბრალო ოჯახს მხარი დავუჭიროთ! ჟუჟუნას მონახულება და დახმარება თავად შეგიძლიათ! გვერწმუნეთ, მას ძალიან გაუხარდება! დაურეკეთ სახელაშვილების ოჯახს, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ დავტოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია:თბილისი, რატევანის ქ. №45.

მეგობრებო, სახელაშვილებისოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ბავშვების გარეშექვეყანას არ აქვს მომავალი! გაუფრთხილდითმომავალ თაობას! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება, რომ თავადუფალი დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: სახელაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: