ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს ბავშვი სიმსივნით რომ მოკვდეს, ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ!

დიდი ხნის ნანატრმა, უფლისგან ბოძებულმა 3 წლის საბამ მშობლები შეიძლება ნებისმიერ დროს დატოვოს. ჰემანგიომა, იგივე კიბო, რომელიც ყოველ წუთს ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საფრთხეს ქმნის! ასეთი განაჩენი გამოუტანეს ბავშვს ექიმებმა დაბადებისთანავე.
1,846.91 ₾
140
დონორები
შეგროვებულია

დიდი ხნის ნანატრმა, უფლისგან ბოძებულმა 3 წლის საბამ მშობლები შეიძლება ნებისმიერ დროს დატოვოს. ჰემანგიომა, იგივე კიბო, რომელიც ყოველ წუთს ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდის საფრთხეს ქმნის! ასეთი განაჩენი გამოუტანეს ბავშვს ექიმებმა დაბადებისთანავე.

სამი წლის შემდეგ ისინი მხოლოდ ხელებს შლიან: დახმარება კი უნდათ, მაგრამ რა ფულით?

„ქირურგიული ჩარევაა საჭირო. სხვაგვარად შეიძლება გართულებები განვითარდეს; მაგრამ სამწუხაროდ, მე და ჩემს მეუღლეს ოპერაციის ფული არ გვაქვს და ეგ მკლავს!“ – 43 წლის დედა, მაია, ღამეებს ტირილში ათენებს. მის პატარა ანგელოზს უმძიმეს დაავადებამდე და შესაძლოა, თვით ნაადრევი სიკვდილისგანაც კი, ერთი ნაბიჯი აშორებს, მაგრამ ქალს დაძინებაში ხელს მხოლოდ ეს უშლის... მას საჭმელი არ აქვს, შვილი რომ გამოკვებოს; არც ტანსაცმელი აქვს მისთვის და არც საბანაო ადგილი... განა ეს ცხოვრებაა?!  

„ჩემი ქმარი ყველგან ვერ იმუშავებს, რადგან ეპილეფსიის შეტევები აქვს და მუდმივად წამლები უნდა სვას; მაგრამ საკუთარ თავზე უკვე აღარ ფიქრობს; ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა, რადგან სასწორზე ჩვენი შვილის სიცოცხლეს დევს. ბავშვი შეიძლება როგორც თანდაყოლილი დაავადებით, ისე ცხოველური შიმშილით მოკვდეს.“

უფლისა და კეთილი ხალხის გარდა, სხვა აღარაფრის იმედი გვაქვს! გვჯერა, რომ ისინი ოჯახს გასაჭირში არ მიატოვებენ!

მაია, თუ შეიძლება, თქვენი შვილის შესახებ მოგვიყევით. რა სჭირს?

მაია:საბა დიდი ხნის ნანატრი შვილია. მის დაბადებამდე სამჯერ ვიყავი ორსულად, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთი მივიყვანე. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ ვდარდობდი. მეგონა შვილის ყოლას ვერასდროს შევძლებდი... მერე კი ჩემი ბიჭი დაიბადა. მე და ჩემს მეუღლეს ისე გვიხაროდა! ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ჩვენთვის რამხელა ბედნიერება იყო! მაგრამ მის ხელზე რაღაც ლაქები მაშინვე შევამჩნიეთ. ექიმების თქმით, ბავშვს თანდაყოლილი ჰემანგიომა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება სიმსივნურ წარმონაქმნს მიეკუთვნება, მაინც კეთილთვისებიან სიმსივნედ ითვლება, თუმცა მისი უყურადღებოდ დატოვება არაფრით შეიძლება. ქირურგიული ჩარევაა საჭირო. სხვაგვარად შეიძლება გართულებები განვითარდეს; მაგრამ სამწუხაროდ, მე და ჩემს მეუღლეს ოპერაციის ფული არ გვაქვს და ეგ მკლავს! ახლა ჩემი ბიჭი სპეციალურ წამლებს სვამს, რომ ჰემანგიომის ზრდა შევაჩეროთ; მაგრამ ხშირად, წამლების ფულიც კი არ გვაქვს...

რა სახსრებით ცხოვრობთ? რა შემოსავალი გაქვთ და თუ გყოფნით?

მაია:სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 200 ლარს. სულ ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი. აღარ ვიცი, ეს ფული როგორ გავანაწილო: საჭმელი ვიყიდო თუ წამლები? რა უფრო საჭიროა? პანდემიამდე ჩემი ქმარი შეძლებისდაგვარად მუშაობდა, მაგრამ მერე სამსახური დაკარგა; ახლა კი რამის შოვნა ძალიან ჭირს. თან ჩემი ქმარი ყველგან ვერ იმუშავებს, რადგან ეპილეფსიის შეტევები აქვს და მუდმივად წამლები უნდა სვას, მაგრამ საკუთარ თავზე უკვე აღარ ფიქრობს; ნებისმიერ სამსახურზე თანახმაა, ოღონდ ცოტაოდენი ფული მაინც იშოვოს. ძალიან მეშინია! მასზეც ვდარდობ და შვილზეც!.. (ტირის.)

– მაია, გვესმის თქვენი ტკივილი და ძალიან თანაგიგრძნობთ! მგონი აჯობებს იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე...

მაია:ერთმანეთი მეგობრებმა გაგვირიგეს. როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიგრძენი, როგორი კეთილი იყო! და არც შევმცდარვარ! მალევე დავქორწინდით და უკვე შვიდი წელია ერთად ვართ. ჩემი ელდარი არაჩვეულებრივი ადამიანი, საოცარი მამა და შესანიშნავი მეუღლეა!

რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

მაია:მე, პირველ რიგში, შვილზე ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ ჩემი ბიჭი გამოჯანმრთელდეს; მაგრამ ფული არ გვყოფნის! ზოგჯერ მგონია, რომ მუდმივად იმაზე ფიქრით, ფული სად ვიშოვო, მალე გავგიჟდები... როგორ გავანაწილო თვეში 200 ლარი: საჭმელიც ვიყიდო, წამლებიც და ტანსაცმელიც? კი მაგრამ, როგორ? აგერ, ძროხა და ქათმები შევიძინე, მაგრამ ოჯახის სარჩენად მაინც ცოტაა...

შვილს რას აჭმევთ?

მაია:ძირითადად წვნიანებს და მაკარონს... მაგრამ ბავშვს სრულფასოვანი კვება სჭირდება. მისთვის ტკბილეულსაც კი ვერ ვყიდულობ, ყოველ კაპიკს ვითვლი, რომ ზედმეტი არ დავხარჯო. ასე ვცხოვრობთ დახმარებიდან დახმარებამდე... ამას ჩვენი საცხოვრებელი პირობებიც ემატება - ეს ყველაფერი უბრალოდ გაუსაძლისია!..

მაია, იმ ადგილის შესახებ მოგვიყევით, სადაც ახლა ცხოვრობთ. საცხოვრებლად გამოსადეგი ოთახი რამდენია?

მაია: სახლი საცხოვრებლად მთლიანად უვარგისია, მით უმეტეს, როცა ბავშვი გყავს. სახლში ნესტი და სიცივეა, სახურავიდან წყალი ჟონავს, იატაკი არაა, ბეტონზე დავდივართ. სამი ოთახი გვაქვს: ერთში ყველას ერთად გვძინავს, მეორე შემოსასვლელი ოთახის მსგავსია, მესამეში კი ნივთებს ვინახავთ; წყალს ჭიდან ვეზიდებით, საპირფარეშო გარეთაა, სახლში, ტაშტში ვბანაობთ... ზოგჯერ მგონია, რომ ჭერი ჩამოინგრევა და მერე... ღმერთო ჩემო! ცხოვრება კი არა, ჯოჯოხეთია!

– რა სახის დახმარება გჭირდებათ ახლა?

მაია: პირველ რიგში, ბავშვისთვის წამლები, საფენები და საკვები გვჭირდება. მე და ჩემი ქმარი საკუთარ თავზე უკვე აღარ ვფიქრობთ, მთავარია ჩვენს შვილს საკმარისი საკვები ჰქონდეს! როცა ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობ, ტანსაცმელი ხშირად ჭუჭყიანდება; მაგრამ სარეცხი მანქანა არ მაქვს - ყველაფერს ხელით ვრეცხავ. ძალიან მიჭირს, განსაკუთრებით ზამთარში! ძალიან გვჭირდება მაცივარი და ტელევიზორი. კი გვაქვს, მაგრამ მუდმივად მწყობრიდან გამოდის. გავაკეთებთ და მაშინვე ისევ ფუჭდება... ეს რა ცხოვრებაა?! ყველაფერი თითქოს ჯიბრზე ხდება!.. საბას სათამაშოები არ აქვს; ტელევიზორი რომ ჰქონდეს, მულტფილმებს მაინც უყურებდა. საწოლებიც არ გვყოფნის. სახლში ძველი, რკინის ბადიანი, უკვე დაჟანგული საწოლები დგას. მათზე ძილი უბრალოდ შეუძლებელია!

გვერდში არავინ გიდგათ? იქნებ ნათესავები გეხმარებიან?

მაია:სამწუხაროდ, არა! დედაჩემი გარდაცვლილია, მამა შორს ცხოვრობს; პენსიონერია, რომელსაც პენსია წამლებზე ძლივს ჰყოფნის. მე როგორ დამეხმარება? პირიქით, როგორც შვილი, ვალდებული ვარ, მე დავეხმარო, მაგრამ სამწუხაროდ, შესაძლებლობა არ მაქვს. ძმებიც მყავს, მაგრამ მათაც თავიანთი ოჯახები ჰყავთ და თავადაც ურთულეს პირობებში ცხოვრობენ. ჩემი ქმრის ოჯახშიც იგივე ვითარებაა, ყველას უჭირს. მათთვის დახმარების თხოვნა ძალიან მრცხვენია!

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

მაია:არაერთხელ მიმიმართავს, უამრავი განცხადება დამიწერია, მაგრამ აზრი? არ გვეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახის შესახებ იციან. დახმარების თხოვნით დავიღალე! ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ!

მაია, ჩვენს ფონდს რატომ მიმართეთ?

მაია: გამიგია და წამიკითხავს, რომ ბევრ სიკეთეს აკეთებთ და უამრავ ხალხს დახმარებიხართ! იცით, რაღაც მომენტში იმედიც კი დავკარგე, მაგრამ ის თქვენ დამიბრუნეთ!

რის გწამთ?

მაია:უფლის და სიკეთის! მჯერა, რომ გულისხმიერი, მზრუნველი ხალხი არ მიგვატოვებს და ფეხზე დადგომას შევძლებთ. უკვე ვგრძნობ, რომ ჩვენი ოჯახი მარტო აღარაა!..

***

  მეგობრებო, იზორიების ოჯახს კეთილი ხალხის დახმარება ძალიან სჭირდება! ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. არ შეიძლება, რომ გულგრილი დავრჩეთ და არ დავეხმაროთ! მათ სჭირდებათ: საოჯახო ტექნიკა, ტანსაცმელი, წამლები და საკვები. პატარა საბა მუდმივად არასათანადოდ იკვებება, მაგრამ ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ! წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენი შვილია! მოდი მხარი დავუჭიროთ, გულმოწყალება გამოვიჩინოთ და დავეხმაროთ ამ საბრალო ოჯახს!

მეგობრებო, ეწვიეთ იზორიების ოჯახს, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფ. კირცხი, საიზორიოს უბანი.

იზორიების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას! აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: იზორიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: