რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ოღონდ გიორგი გადარჩეს… ოღონდ გადარჩეს…“ – პატარა გიორგის დედა ყოველდღე ლოცულობს. მას სასწაულის სჯერა! სჯერა, რომ ღმერთი მარტო არ დატოვებს და იმ ხალხს გამოუგზავნის, ვინც პატარა ქართველი ბიჭის სიცოცხლის გადარჩენაში თავის წვლილს შეიტანს. დღითიდღე ჩვენ სულ უფრო და უფრო ვცოტავდებით! ნუთუ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთ სიცოცხლე დავკარგოთ?!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ოღონდ გიორგი გადარჩეს… ოღონდ გადარჩეს…“ – პატარა გიორგის დედა ყოველდღე ლოცულობს. მას სასწაულის სჯერა! სჯერა, რომ ღმერთი მარტო არ დატოვებს და იმ ხალხს გამოუგზავნის, ვინც პატარა ქართველი ბიჭის სიცოცხლის გადარჩენაში თავის წვლილს შეიტანს. დღითიდღე ჩვენ სულ უფრო და უფრო ვცოტავდებით! ნუთუ დავუშვებთ, რომ კიდევ ერთ სიცოცხლე დავკარგოთ?!
ჩვენი დაჟინებული თხოვნით, ბავშვი თურქეთის საუკეთესო ექიმებთან იმყოფება. საქართველოში ასეთ ოპერაციებს არ აკეთებენ! თითქმის ასი პროცენტით სარწმუნოა, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდება… რომ არა ისევ ეს წყეული ფული!
მეგობრებო, ფონდის თანამშრომლებს გვჯერა, რომ მხოლოდ ღვთის რჩეულ შვილებს და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანებს ეძლევათ ნამდვილი შესაძლებლობა, ვიღაც სიკვდილს გადაარჩინონ – მით უმეტეს, ეს მშვენიერი ბავშვი!
„როცა სახეში ხელების რტყმა და ტუჩების კვნეტა პირველად დაიწყო, ვიდექი და ვტიროდი… ძალიან მეშინოდა. ის იკრუნჩხებოდა, მე კი განძრევაც კი არ შემეძლო, ვიდექი და ხმამაღლა ვტიროდი. მდუღარე ცრემლები მდიოდა და ლოყებს მიწვავდა… მაგრამ როცა პირიდან სისხლი წასკდა, მეგონა, შიშისგან მოვკვდებოდი“, – 13 წლის ლევანი ცდილობს თავი ხელში აიყვანოს და გაიხსენოს, რას გრძნობდა მაშინ, როცა გიორგის ეს საშინელება დაემართა. იმ დაავადების სახელი, რომელიც თავის ძმას უკვე ხუთი წელია ტანჯავს, მან დღემდე არ იცის, მაგრამ იცის, რომ თვითონ ამას ვერ გაუძლებდა. „გიორგი ძალიან ძლიერია! მე ალბათ დიდი ხნის წინ მოვკვდებოდი!“ – ხმა უკანკალებს ბიჭს და თვალები ცრემლით ევსება.
არავინ იცის, რა ჰქვია ამ დაავადებას, მაგრამ ეს რაღაც იშვიათი და გენეტიკურია. რა არის, რატომ ან რით არის გამოწვეული – არ იციან; მაგრამ რაც არ უნდა ერქვას, ჩვენ მას საშინელებას ვუწოდებთ.
გიორგი ცხრა წლისაა, აქედან 5 წელი სიცოცხლეს ებღაუჭება. ხუთი წელია რაც მას რაღაც წარმოუდგენელი ემართება: ხელ-ფეხი და თავი შეუჩერებლად უმოძრავებს – ზოგჯერ ისე ძლიერ, რომ ბავშვმა შეიძლება თავიც კი დაიზიანოს – იმდენი ირტყას, რომ თავი დაისისხლიანოს, წარბი გაიხეთქოს, ტუჩზე და ენაზე იკბინოს… წარმოიდგინეთ, როგორ სტკივა მას და წარმოიდგინეთ, როგორ სტკივა დედამისს, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და შვილს ვერაფრით ეხმარება.
მეგობრებო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გიორგი სიკვდილს გადავარჩინოთ! იქნებ გამოგვივიდეს?! უფალი ყოვლისშემძლეა!
დედასთან ამ თემაზე საუბარი რთული აღმოჩნდა. მან ყველაფერი დაწვრილებით გაიხსენა და ყველა ტანჯვა ხელახლა გამოიარა; მაგრამ კარგად ხვდება, რომ ამის გარეშე თავის გულის გამოძახილს თქვენამდე ვერ მოიტანს, თქვენ გარეშე კი ის უბრალოდ ვერ გაუმკლავდება! წუთების ათვლა დაიწყო და ბავშვის სიცოცხლე მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული, რომელიც, სამწუხაროდ, ოჯახს აღარ დარჩა!
– იზა, თუ შეიძლება, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით. ჯანმრთელობის პრობლემები როდის დაეწყო?
იზა: იქიდან დავიწყებ, რომ გიო ჯანმრთელი დევგმირი დაიბადა! ოთხ კილოს იწონიდა. ოჰ, რა ლამაზი და ცოცხალი ბავშვი იყო! „მომავალი სპორტსმენია“, – ამბობდა მამამისი, ლევანს კი უხაროდა და გვეკითხებოდა: „ჩემთან ერთად ფეხბურთის თამაშს მალე შეძლებს?“ მაგრამ როგორც იტყვიან, ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. 2015 წლის 16 იანვარს გიოს სიცხემ აუწია და კანკალი, კრუნჩხვა დააწყებინა, ხელ-ფეხს უცნაურად იქნევდა. ვერ ვხვდებოდით, რა დაემართა. თითქოს ეპილეფსიის შეტევას არ ჰგავდა. ვიცი, რომ მსგავსი შეტევები, უმეტესწილად, რამდენიმე წუთი გრძელდება, მაგრამ ეს შეტევა არაფრით არ ჩერდებოდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამ საშინელებამ ორი კვირა გასტანა. ბავშვს ძლიერ დამამშვიდებელ და დასაძინებელ წამლებს აძლევდნენ, რომ ძილში მაინც დაესვენა. რამდენიმე საათით ითიშებოდა და გაღვიძებისთანავე ეს საშინელება თავიდან იწყებოდა. ექიმები ხელებს შლიდნენ, ამბობდნენ, მსგავსი არაფერი გვინახავსო. მერე შეტევები ჩაცხრა და გიო ისევ ჩვეულებრივ ბიჭად „გადაიქცა“. გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. გამოკვლევა ჩავიტარეთ და ანალიზებმა აჩვენა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
– მაგრამ დედის გული რაღაც ცუდს გრძნობდა, არა?
იზა: შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ასე იოლად ვერ გამოვძვრებოდით. ჩემი შვილის ყოველ სუნთქვას შეშლილივით ვუსმენდი და ვუყურებდი, როგორ იღვიძებდა. „დე, კარგად ხარ? თავს ნორმალურად გრძნობ?“ – ვეკითხებოდი ყოველ წუთს. ასე გავიდა ერთი თვე, ცოტა დავმშვიდდი… და უცებ, ისევ სიცხე და კანკალი, ხელ-ფეხის ქაოსური მოძრაობა… ისევ სისხლი პირიდან, სასწრაფო, საავადმყოფო, რეანიმაცია… ჯოჯოხეთის ორი კვირა და კვლავ გაურკვევლობა…
– წარმომიდგენია, რას გრძნობდით. რა რჩევას გაძლევდნენ ექიმები?
იზა: ექიმებმა გვირჩიეს გამოკვლევა თურქეთში ჩაგვეტარებინა. ყველაფერი გავყიდეთ! 2017 წელს თანხა შევაგროვეთ და წავიყვანეთ, მაგრამ წესიერად არც იქ გვითხრეს რამე. გენეტიკური ანალიზის გაკეთება შემოგვთავაზეს, რაც 6000 დოლარი ღირს. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო! კაპიკი ფული აღარ გვქონდა!
– რა მდგომარეობაშია გიორგი ამჟამად?
იზა: ძალიან ცუდად არის… არ ვიცი, მისი პატარა გული ასეთ დატვირთვას კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს. 2020 წლის 8 იანვრიდან მოყოლებული, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა – ავად გახდა, სიცხემ აუწია და მორჩა! გაითიშა! კლინიკაში გადაგვიყვანეს, სადაც ექვსი თვე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. უძლიერეს პრეპარატებს აძლევდნენ, რომ შეტევა როგორმე მაინც რომ მოეთოკათ. ძილშიც კი ვერ წყნარდებოდა. ყველა კუნთი უთამაშებდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა… არც კი ვიცი, როგორ გაუძლო. თირკმლების უკმარისობა დაეწყო, ტვინში სისხლი ჩაექცა, ყბა და ყველა სახსარი ჩაეკეტა. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. 13 თებერვალს ექიმმა მითხრა, რომ შანსი აღარ იყო, მაგრამ გიორგი სიცოცხლეს მაინც ახერხებდა; რომ ის სიცოცხლის უხილავ ძაფს ეჭიდებოდა და ხელს აღარ უშვებდა. ერთი პროცენტი – ნახევარი წლის განმავლობაში ეს ციფრი ყოველდღე მესმოდა… ერთი პროცენტი! „რაღაც იმედი მაინც არის“, – ვამშვიდებდი თავს და იცით, ერთი პროცენტი იმაზე მეტია, ვიდრე არაფერი. ზოგჯერ გადასარჩენად ეს სრულიად საკმარისია… და გიოც გადარჩა!
–მერე რა მოხდა?
იზა:მერე სასწაული მოხდა! მაისში აპარატიდან მოხსნეს, დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, პალატაში გადაიყვანეს და 10 ივნისს გამოწერეს. სახლში, თანდათან, რეაბილიტაცია დავიწყეთ. გიო კონტაქტური გახდა, ხელებით გვიჩვენებდა, რა უნდოდა ან თავს როგორ გრძნობდა. წიგნებს ვუკითხავდი, ვუმღეროდი… ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გაეცინა. ისეთი ლამაზი და წკრიალა სიცილი აქვს! ხან კურდღლად გადავიქცეოდი, ხანაც მელად…
ლევანი ძალიან მეხმარება. ადრე ისე ეშინოდა, ძმას ვერც კი უყურებდა; თვალებსაც კი ხუჭავდა, როცა გვერდით ჩავლა უწევდა, მაგრამ ახლა თავად აჭმევს, ეხუტება, ბანაობაში ეხმარება…
ზოგჯერ ცრემლებს ვერ ვიკავებ და ისტერიკა მეწყება. ლევანი მოდის, მეხუტება და მეუბნება: „დე, არ იტირო! ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება! ხომ დაგპირდი, რომ მასთან ერთად ფეხბურთს ვითამაშებ…“ მესმის, რომ ძლიერი უნდა ვიყო, უნდა ვიბრძოლო, მაგრამ როცა შენი შვილის მომავალი მხოლოდ ფულზეა დამოკიდებული, ფარ-ხმალს ყრი… მაგრამ ძლიერი თუ არ ვიქნები, – დაიღუპება.
– იზა, რა არის ახლა საჭირო იმისთვის, რომ გიორგის მდგომარეობა გაუმჯობესდეს?
იზა: ერთი თვის წინ თურქეთში ვიყავით. ანალიზები ისევ გაუკეთეს და ახლა მკურნალობა უნდა დაუნიშნონ, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ძვირია… ჩვენთვის ეს უზარმაზარი თანხაა! არადა, ეს რომ არ გავაკეთოთ, გიოს გულმა მსგავს დატვირთვას შეიძლება ვეღარ გაუძლოს. შეიძლება, ფილტვების ან თირკმლების უკმარისობა დაეწყოს. ძალიან მიჭირს მისი ყურება. აბა, წარმოიდგინეთ, მისთვის როგორია და რის გადატანა უწევს ყოველდღე?!
– დაახლოებით რა ჯდება მკურნალობის კურსი და იძლევიან თუ არა ექიმები გარანტიას?
იზა: ძალიან ძვირი!ჩემი ქმარი ამბობს, რომ ამხელა თანხის შესაგროვებლად 10-15 წელი უნდა იმუშაოს. ამდენ ხანს კი ვერ მოვიცდით! ჩვენთვის ყოველი დღე გამოცდაა გამძლეობაზე! კიდევ რამდენს გაუძლებს გიოს ორგანიზმი? ან ჩვენი ნერვები? სასწორის ერთ მხარეს ჩვენი შვილის სიცოცხლე დევს, მეორე მხარეს კი თანხა, რომელიც არ გაგვაჩნია. არასოდეს მიფიქრია, რომ საკუთარი ძალებით ვერ გავუმკლავდებოდი, მაგრამ თხოვნა მომიწია… ახლა ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ელემენტარულად საფენებს და წამლებსაც კი ვერ ვყიდულობთ. თქვენს ფონდს კი ბევრი მეგობარი ჰყავს და ვიცი, რომ ჩვენი სადარდებლის და გულის გამოძახილის მათთვის მიწვდენას თქვენ შეძლებთ!
***
ძვირფასო მეგობრებო, რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ამასთან ერთად როგორ ვიცხოვროთ? ეშმაკს როგორ ვაჯობოთ? როგორ გამოვტაცოთ ეს პატარა ბიჭი კლანჭებიდან? დედას მასთან მარტო ბრძოლა არ შეუძლია, მაგრამ ერთად ჩვენ დიდი ძალა ვართ! ეს არაერთხელ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ! გიო, ჩვენ ამ უთანასწორო ბრძოლაში არ მიგატოვებთ! შენ გვერდით ვართ! წმინდა გიორგი მოგვცემს ძალას, რომ ეს ბოროტი ვეშაპი დავამარცხოთ, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევს! არ იტირო! ჩვენ მალე დაგეხმარებით! ცოტა კიდევ მოითმინე!
იზას მონახულება და გიორგის დახმარება პირადად შეგიძლიათ. მათი მისამართია: კასპი, მირიან მეფის ქ. №70
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გიორგი ტატანაშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი გიორგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
თავიდან ვსწავლობთ საუბარს, ქცევებს…
გიორგი თურქეთის კლინიკაში
ოპერაცია წარმატებით დასრულდა!
უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასო ადამიანებო!
,,გიორგის ჯანმრთელობა არის ჩვენი სიმდიდრეც და ბედნიერებაც“
სულ ხარჯები:
9634.38₾დატოვა:
0.54₾