რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„დე, მშია!“ – ეს ჩემთვის ყველაზე საშინელ სიტყვებად იქცა…

calendar ივნისი 7, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„საბავშვო ბაღში სიარული მიყვარს იმიტომ, რომ იქ საჭმელია!“ – ამბობს 5 წლის ულამაზესი თამარი და თვალებში გულუბრყვილოდ შემომცქერის. ეს მშვენიერი, ცისფერთვალება გოგონა პირველი გამოხტა უბადრუკი ქოხის ზღურბლზე, რომ ჩვენ შეგვგებებოდა. ჯერ კიდევ პატარა, ვერ ხვდება, რომ მისი სიტყვებისგან გული გეფლითება და თვალებზე ცრემლი გადგება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„საბავშვო ბაღში სიარული მიყვარს იმიტომ, რომ იქ საჭმელია!“ – ამბობს 5 წლის ულამაზესი თამარი და თვალებში გულუბრყვილოდ შემომცქერის. ეს მშვენიერი, ცისფერთვალება გოგონა პირველი გამოხტა უბადრუკი ქოხის ზღურბლზე, რომ ჩვენ შეგვგებებოდა. ჯერ კიდევ პატარა, ვერ ხვდება, რომ მისი სიტყვებისგან გული გეფლითება და თვალებზე ცრემლი გადგება.

“ჩემი საწყალი შვილები ნახევრად მშივრები არიან! ცარიელი პური და უშაქრო ჩაი მათთვის ჩვეულ საკვებად იქცა“, – ცრემლებს იწმენდს მზრუნველი დედა, მაკა. – „მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი ავად გახდა და უსამსახუროდ დარჩა, ისღა დამრჩენია, რომ ვილოცო. დღედაღამ მოსვენებას არ მაძლევს კითხვა: „რა ვაჭამო მათ ხვალ?“

ახალგაზრდა, ნამტირალევი ქალი და მისი სამი შვილი: 2 წლის მერაბი, 5 წლის თამარი და 8 წლის გიორგი, რომლებიც ნახევრად დანგრეულ სახლში დედას ბარტყებივით ეხუტებიან, მართლაც რომ საშინელი სანახავია!

ნუთუ ქართველი ბავშვები ასე უნდა ცხოვრობდნენ –  ოცნებობდნენ საჭმელზე, ნორმალურ ტანსაცმელზე, სითბოსა და სიმყუდროვეზე?! ამ დროს კი უბედურ დედას მთელი ღამე არ სძინავს, ცრემლებად იღვრება და თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, თუ რა აჭამოს შვილებს ხვალ.

მაკა, თუ შეიძლება მოგვიყევით, რა გასაჭირმა მოგიყვანათ ჩვენთან?

მაკა: იცით, მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ ადრე თავი რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა, ახლა კი… დახმარებიდან დახმარებამდე რომ გადავრჩეთ, არაადამიანური ძალისხმევა გვჭირდება. ჩემი შვილები მუდმივად ნახევრად მშივრები არიან, სახლში ცივა, ჭერიც სადაცაა თავზე დაგვემხობა… წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. ადრე ჩემი ქმარი თევზს ყიდდა და სახლში ორიოდე კაპიკი მაინც შემოჰქონდა, მაგრამ მერე ყველაფერი დაიხურა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უფსკრულისკენ მივექანებით. ჯანდაბას ჩვენი თავი, მაგრამ ბავშვები? „დე, მშია!“ – ამ სიტყვების მოსმენა აღარ შემიძლია! ჩემმა მეუღლემ არაერთხელ სცადა სოფელში რამე დამატებითი სამსახური ეშოვა, მაგრამ ამაოდ.

ახლა რა შემოსავალზე ცხოვრობთ?

მაკა:სოციალური დახმარება ჩვენი ერთადერთი შემოსავალია. 320 ლარი! ეს თანხა იმდენად მწირია, რომ ვერაფრით ვახერხებ მთელ თვეზე გადავანაწილო. კიდევ კარგი, მაღაზიაში სურსათს ვალად მაინც გვაძლევენ, თორემ წარმოდგენა არ მაქვს, რას ვიზამდით.

შეგიძლიათ დაწვრილებით მოგვიყვეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ გაიცანით თქვენი სიყვარული, რა გეგმებს აწყობდით, რაზე ოცნებობდით?

მაკა: მე თვითონ წარმოშობით კახეთიდან ვარ, აქედან საკმაოდ შორია… დავითი თბილისში გავიცანი, როცა მეგობართან ვიყავი სტუმრად. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. მართალია, ერთმანეთის ნახვას ხშირად ვერ ვახერხებდით, მაგრამ მანძილი სიყვარულში დაბრკოლებას არ წარმოადგენს. (ჩვენი საუბრის განმავლობაში ქალს პირველად გაეღიმა.) დავითი სამსახურიდან თავის დაღწევას და ჩემს ნახვას მაინც ახერხებდა. მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო და დავქორწინდით. იცით, სიმდიდრეზე მართლა არასოდეს გვიოცნებია. მხოლოდ ძლიერ ოჯახზე და ჯანმრთელ შვილებზე ვოცნებობდით, მაგრამ აქაც გამოცდა გველოდა. პატარა მერაბი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა: ჰიპოქსია, მენინგიტი, თვე-ნახევარი რეანიმაციაში იწვა… ღმერთო, ეს რა გამოვიარეთ!.. ახლა, მადლობა ღმერთს, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ნევროპათოლოგთან გვყავს მისაყვანი, საჭირო თანხას კი ვერა და ვერ მოვუყარეთ თავი. ფული საჭმელზეც კი არ გვყოფნის…

საერთოდ არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

მაკა: ჩემი მშობლები პენსიონერები არიან, სოფელში ცხოვრობენ; დახმარება თავად მათ სჭირდებათ, მაგრამ ზოგჯერ რაღაც სურსათ-სანოვაგის გამოგზავნას მაინც ახერხებენ. დაც მყავს, მაგრამ ოჯახში ბევრნი არიან და ისიც ძლივს უმკლავდება. ჩემი დედამთილი მოხუცი, ავადმყოფი ქალია, მუდამ წნევები აწუხებს, ცუდად ხედავს და ძლივს დადის. ჩვენ როგორ დაგვეხმარება? მთელი მისი პენსია წამლებზე იხარჯება და ეგეც არ ჰყოფნის. მხოლოდ ღმერთის იმედად ვარ. დღედაღამ ჩემი შვილებისთვის ვლოცულობ!

ალბათ სწორედ რწმენა არ გაძლევთ სასოწარკვეთის საშუალებას, არა? ეკლესიაში დადიხართ?

მაკა: დიახ, რა თქმა უნდა! მაგრამ ახლა ეს ცოტა პრობლემურია – უმცროსი ბიჭი, მერაბი, ისეთი ხულიგანია… თან ბავშვებს ფეხსაცმელებიც არ აქვთ, ამიტომ ცუდ ამინდში სახლში ჯდომა უწევთ… მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობ ეკლესიაში ვატარო და ვაზიარო.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

მაკა: რა თქმა უნდა! მაგრამ როდემდე ვწერო განცხადებები, რომლებსაც არვინ კითხულობს? მესმის, რომ მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, სოფელი ძალიან ღარიბია, სამუშაო არაა… მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფიქრებს ჩემთვის შვება არ მოაქვს. ბავშვები ძველებურად ჭამას ითხოვენ, სცივათ, სკოლაში ჩასაცმელი არაფერი აქვთ… რვეულების და ფანქრების საყიდელი ფულიც კი არ გვაქვს!

თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით: პანდემიის პირობებში სწავლას თავს როგორ ართმევდით? რა უყვართ? გულს განსაკუთრებით რით გიხარებენ?

მაკა: რა თქმა უნდა, მსოფლიოში საუკეთესო შვილები მყავს, როგორც ნებისმიერ დედას! (იცინის.) უფროსი ბიჭი, გიორგი, გაკვეთილებს ძველი ტელეფონის საშუალებით ესწრებოდა, რომელიც ძლივს მუშაობს. ხშირად საერთოდ გაცდენა უწევდა! თამარი საბავშვო ბაღში დადის. ბაღი რომ დაიხურა, ბავშვები ძალიან ენატრებოდა, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, იქ ცოტა სურსათს მაინც გვირიგებდნენ და ეგეც დიდი დახმარებაა… ისეთი გულღია გოგო მყავს, მღერის, ცეკვავს… კარგი იქნებოდა, წრეზე შემეყვანა, მაგრამ მისი სადმე ტარების არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს.

მაკა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

მაკა:იცით, გათხოვებამდე სულ ვმუშაობდი, ფარმაცევტულზე ვსწავლობდი. სპეციალობით დასაქმება ვერ შევძელი, ამიტომ მაღაზიებში მოლარედ და კონსულტანტად მომიწია მუშაობა. ახლა, სანამ ბავშვები პატარები არიან, სახლში ვზივარ. არადა, მე და ჩემი ქმარი სულ სხვა რამეზე ვოცნებობდით! გვეგონა ორივე ვიმუშავებდით და შვილებისთვის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფას შევძლებდით. რთულია იმის თქმა, ახლა რაზე ვოცნებობ; ალბათ მშვიდ ცხოვრებაზე, რომ აღარ ვიღვიძებდე შიშით და კითხვებით: რა ვაჭამო დღეს ბავშვებს? როგორ მივატანოთ თვის ბოლომდე? ან, საერთოდ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება? რომ უბრალოდ ვმუშაობდეთ და ვიცოდეთ, რომ ბავშვები დანაყრებულები, ჩაცმულები არიან და არაფერი სჭირდებათ.

თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. რაზე ოცნებობ, გიორგი?

გიორგი (8 წლის):მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მრბოლელი გავხდები და მედალს მომცემენ! დედა, მამა, და, ძმა და ბებია – ყველა ჩემით იამაყებს! ბევრ ფულსაც ვიშოვი და ყველაფერს ვუყიდი, რასაც მოისურვებენ.

შენთვის რას იყიდდი?

გიორგი: რა თქმა უნდა, ლამაზ და ყველაზე სწრაფ მანქანას! ჩემს და-ძმას კი ტკბილეულს და სათამაშოებს ვუყიდდი. მანქანა ძალიან მინდა, თუნდაც სათამაშო; ისეთი, რომელშიც ჯდომა შეგიძლია…

თამარი (5 წლის): მე კი გიორგი თოჯინას მიყიდის, როცა ბევრი ფული ექნება. პრინცესა ელზას! ის ყველაზე ლამაზია!

თამარ, საბავშვო ბაღში სიარული გიყვარს?

თამარი:დიახ! იქ ბევრი სხვადასხვა გემრიელი საჭმელია!

და სახლში რას ჭამთ?

თამარი: ხან კარტოფილს, ხან ლობიოს. როგორც წესი, დედა ამას აკეთებს ხოლმე.

მაკა: სრული სიმართლეა, ძალიან მოკრძალებული მენიუ გვაქვს. ან კარტოფილს ვწვავ, ან ლობიოს ვხარშავ. ბაღში მათ კარაქიან პურს და ჩაის აჭმევენ, სახლში კი ცარიელ პურს ჭამენ. ზოგჯერ შაქარიც კი არ გვაქვს.

გულწრფელად თანაგიგრძნობთ, მაკა. თქვენი აზრით, სახლში ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

მაკა:სურსათი, სურსათი და კიდევ ერთხელ, სურსათი! ღამეები არ მძინავს, განვიცდი, რომ ბავშვები ნორმალურად ვერ იკვებებიან, არადა ისინი ხომ ჯერ კიდევ იზრდებიან! ღმერთო, იმდენი რამ გვჭირდება, მაგრამ ძალიან მერიდება, თქვენი შეწუხება რომ მიწევს.

გვითხარით, ნუ გერიდებათ! აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ!

მაკა:ბავშვებს არც ნორმალური ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. თანატოლებთან რცხვენიათ! ჩვენი გაზქურა არაფრად ვარგა, ძველია, სუნიც ხშირად იგრძნობა. საშიშია! არც მაცივარი გვაქვს და ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა. საბავშვო ბაღში ცოტა რძეს და ყველს გვაძლევენ, მაგრამ სად შევინახო? ორი დღის საკმარ წვნიანსაც კი ვერ ვაკეთებ. მართლა ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს…

უცხო ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

მაკა: რა თქმა უნდა! თქვენს პოსტებს სულ ვკითხულობ და ვხედავ, როგორი გაერთიანებულია ჩვენი ქვეყანა; როგორ მზად არის ხალხი მოძმის ან თუნდაც უცნობის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს. მჯერა, რომ ვინმეს ჩვენი გასაჭირიც მოხვდება გულზე. ხედავს ღმერთი, რომ დახმარებას მხოლოდ ჩემი შვილების გამო ვითხოვ!

***

  მეგობრებო, კევლიშვილების ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამ პატარა ბავშვს (8 წლის გიორგის, 5 წლის თამარს და 2 წლის მერაბს) თავი წყალსა და პურზე გააქვს. მათ ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ, ტკბილეულზე და სათამაშოებზე კი მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ!

  ოჯახი ყოველთვის ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვები, სხვა თუ არაფერი, არ შიმშილობდნენ მაინც. ის სირთულეები, რომლებსაც ახლა მთელი ჩვენი პლანეტა ებრძვის, ასეთი გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაულახავია. ისინი, ფაქტობრივად, სიკვდილის პირას არიან!

  კევლიშვილების ოჯახს ჰაერივით სჭირდება: საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ყველაზე ელემენტარული – მაცივარი და გაზქურა. 

  კევლიშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხანდაკი.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:კევლიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი კევლიშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

უფალმა დაგლოცოთ ჩემი შვილების გახარებისთვის!


კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მას შემდეგ, რაც გამოვაქვეყნეთ პოსტი ამ საოცარი ქართველი ბავშვების საშინელი შიმშილის შესახებ, მათ ოჯახში, დადგა ნამდვილი დღესასწაული! ჩვენი ფონდის მეგობრების დამსახურებით, მათი ცხოვრება შეიცვალა, ბედნიერი, და რაც მთავარია, უსაფრთხო გახდა. „დე, მშია!“ – ეს ჩემთვის ყველაზე საშინელ სიტყვებად იქცა…“ – ასეთი იყო სტატიის სათაური. (გადადით ბმულზე და თქვენი სული განთავისუფლდება სხვა პრობლემებისგან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/740-kevlishvili/ )

„ეს თამარის, ეს გიორგის, ეს ორი ცალი კი – მე“, – ანაწილებს გემრიელ ორცხობილებს სამი წლის მერაბი. ძალიანაც სამართლიანია, ის ხომ ყველაზე პატარაა და მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაკლები გემრიელობა აქვს ნაჭამი, ვიდრე მის და-ძმას. ისინიც წინააღმდეგი არ არიან. ბავშვებმა იციან, რომ ყველას ეყოფა. და რომც არ ეყოთ, უცხო ადამიანების მხრიდან უკვე იმდენი სიკეთე დაინახეს, რომ აღარაფერი აქვთ სადარდებელი. მთავარია, ძალიან მოინდომო და ყველაფერი იქნება!

თამარი ლამაზ გაზქურასთან ფუსფუსებს! ძველში კი, უკვე თაგვები გადასახლდნენ,
რომლებიც ადრე ძველ მაცივარშიც ხოვრობდნენ. გაზით მოწამვლის საშიშროებაც,
უკვე აღარ არის

თამარი (6 წლის): წამოდი, გაჩვენო რაღაც! გახსოვს, ძველი, დანგრეული ქურა რომ გვედგა, აი ის, საშინელი სუნი რომ ჰქონდა!
– გაზქურას გულისხმობ? აბა, მაჩვენე!
თამარი: კი-ი-ი! მყრალი გაზქურა! დედას მისი ანთების ეშინოდა და ოთახიდან გვყრიდა ხოლმე. აი ნახე, ახლა აქ როგორი სილამაზე გვაქვს! მეც კი შემიძლია, აქ საჭმელი რომ გავაკეთო!
გიორგი (8 წლის): მოდი, კიდევ რაღაცა განახო, ჩქარა, ჩქარა! ბავშვებო, მოდით, ერთი, ორი და სამი!

მფრინავი ხალიჩა დასაშვებად ემზადება


ნელა!
ოჰ ეს ბიჭები!“


მოდი,
შენც დაწექი,
ერთად გავფრინდეთ


– ბავშვებს ვეღარ ვცნობ, მაკა! ძალიან შეიცვალნენ! გვიამბეთ, რა მოხდა იმის შემდეგ, რაც თქვენი ოჯახის შესახებ დავწერეთ?
მაკა: ბავშვები უბრალოდ ვერ უმკლავდებიან საკუთარ ემოციებს. მეკითხებიან: „რატომ გვეხმარება ყველა? მართლა ასეთი კარგები ვართ?“
ნეტავ განახათ, როგორ უხაროდათ, ძველი გაზქურა ახლით რომ ჩავანაცვლეთ. ის ხომ უბრალოდ გვწამლავდა! მაცივარი? ძველს ძირი დაუჟანგდა და დაულპა, ნახვრეტებიდან კი, შიგნით თაგვები ძვრებოდნენ. ძალიან გაგვახარეთ.

ჰეი,
წრუწუნებო, სად ხართ? გაიყინენ,
ალბათ. აქ ცივა, ძველ მაცივარში კი სითბო იყო


– მთელი საქართველო წაიკითხავს ამ სტატიას. ვინც დაგეხმარათ და ასევე ისინი, ვისაც უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. რას ეტყოდით მათ? 
მაკა: ჩემი აზრით, მთელი საქართველო გვეხმარებოდა! საახალწლოდ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვინახულა და უამრავი ტკბილეული მოუტანეს ბავშვებს.
მეწარმე ქალბატონისგან, რომლის სახელი არის კენზა ჰამადი, საბანი და ხალიჩა მოგვიტანეს. აუცილებლად გადაეცით, რომ მისი ძალიან მადლობელი ვარ! ბავშვებს უზომოდ გაუხარდათ! თქვენი თანამშრომელი ნანა, ძალიან ყურადღებიანი და თბილი გოგონა, ბავშვებს თავი ძალიან შეაყვარა. ხშირად გვირეკავს, გვეკითხება ჩვენი მდგომარეობის შესახებ.

ოჰ,
რა რბილად ვწევარ! მოდი,
ჩვენთან ერთად იკოტრიალე!“


– მაკა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
მაკა: არა, ადგილობრივი მმართველობიდან არანაირი თანაგრძნობა, არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მაგრამ, არც ველოდებოდი.
– იციან თქვენი მდგომარეობის შესახებ?
მაკა: დიახ, სოფლის მმართველობამ იცის ჩვენი ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ. მაგრამ, არავინ არ დაგვიკავშირდა, არავინ არ დაინტერესებულა, რა გვაწუხებს. არც ჩვენი ჯამრთელობის, არც ბავშვების საჭიროებების შესახებ არავის არაფერი უკითხავს.
– მაკა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
მაკა: პირველ რიგში, ეს არის იმედი იმისა, რომ მარტო არ ვართ, პირისპირ ჩვენს გასაჭირთან. ვგრძნობ, რომ ჩვენზე ზრუნავენ. თქვენი ფონდი მხსნელად მოგვევლინა. დღე აღარ იწყება იმაზე ფიქრით, სამ ბავშვს რა ვაჭამო, როგორ გავათბო ცივი სახლი, როგორ მოვამზადო მოკრძალებული სადილი მაინც, ბავშვები გაზის გაჟონვის გამო არ მოიწამლონ, ახალ თანამედროვე მაცივარსა და გაზქურაზე ხომ ვერც ვიოცნებებდი, მართლა. მხოლოდ სასტიკ შიმშილს ვებრძვით ყოველდღიურად. დანარჩენი კი, ჩვენთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა, კეთილი ადამიანების დახმარება რომ არა. ოჯახისთვის აუცილებელ ნივთებს, ვერანაირად ვერ შევიძენდით. მადლობას გიხდით, ჩვენთან, ნამდვილად, უფალმა გამოგგზავნათ!

სამართლიანადგავყავიყველაფერი!
შევექცეთ!“


– გიორგი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
გიორგი: ხალიჩა ყველაზე მაგარია! ზედ ვარჯიშიც შეიძლება, თუ მოგინდება. შეხედეთ, სახლიც როგორ გალამაზდა! დედიკოც უფრო მხიარულია.
– გიორგი, სკოლა მოგენატრა? როგორ სწავლობ?
გიორგი: კი, სკოლა მომენატრა, სწავლა ძალიან მაინტერესებს. მაგრამ ონლაინ-გაკვეთილებს, თითქმის ყოველთვის ვაცდენ. დედას ტელეფონი გაფუჭებულია, საკუთარი კი არ მაქვს. აი, ტელეფონი, ან პლანშეტი რომ მქონდეს, აუცილებლად კარგად ვისწავლიდი. გული მწყდება, მასწავლებლები ხომ, იმდენ საინტერესო რამეზე გვიყვებიან, მე კი ვერ ვუსმენ.
– გიორგი, ტელეფონის გარდა, კიდევ რას ისურვებდი?
გიორგი: ტელეფონი აუცილებლად მჭირდება სწავლისთვის. კიდევ, ძალიან მინდა ველოსიპედი, ყველა ჩემს თანაკლასელს ახალი ველოსიპედები აქვს. ჩემი მშობლები კი, ვერ მყიდულობენ.


მერაბიკო (3 წლის): მე პულტიანი მანქანა მინდა. თამარის კი, ძალიან უნდა თოჯინა – ელზა. პეჩენიები კი იმდენი გვაქვს, რომ ასი წელი გვეყოფა!
– მაკა, ალბათ, კიდევ გაქვთ პრობლემები?
მაკა: მართლაც ასეა, მაგრამ ძალიან მერიდება კვლავ სირთულეებზე საუბარი. მთავარია, ბავშვები არ იყვნენ მშივრები, არ სციოდეთ. მიუხედავად გაჭირვებისა კეთილი ახლობლები ცდილობენ, დაგვიდგნენ მხარში: მეზობელი ტანსაცმელს გვაძლევს, ხშირად ცხელ საჭმელსაც გვაწვდის. გული მიკვდება ბავშვების სველ, გაყინულ ფეხებს; დაპატარევებული ფეხსაცმელის გამო, დასისხლიანებულ თითებს, დამოკლებული ქურთუკის, გაცვეთილ სახელოებს, რომ ვუყურებ. იქნებ ვინმემ გვაჩუქოს, ნახმარი ტანსაცმელი, რომელიც დახეული არ იქნება.
ბავშვების ტაძარში ტარება მინდა. მინდა უფლის მადლს ვაზიარო, მაგრამ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის არქონის გამო, ვერ გამყავს გარეთ ცუდ ამინდში. გიორგის გამონაცვალს, გაცვეთილს და შელახულს მერაბის ვაცმევ, თამარს არ ვიცი, რა ვუყო. უკვე დიდი გოგოა, სამზარეულოში ტრიალი უყვარს. თან პრანჭიკელაა, ლამაზი, ფრიალა კაბები მოსწონს.  ყველაფერს მოკლებულია, ყველაფერზე წყდება გული. თან წელს სკოლაშიც მიდის. არ ვიცი, როგორ შევძლებთ ორი მოსწავლის სასკოლოდ მომზადებას.
– დიახ, ვფიქრობ თამარი ნამდვილი პრინცესა უნდა იყოს! ულამაზესია!
თამარი: კი, ძალიან მინდა ლამაზი კაბა! შენ სწორად გამოიცანი! მაგრამ თბილი საბანი ჯობია, თორემ რომ გვძინავს, ვიყინებით!
***
კეთილო ადამიანებო, იმედია, თქვენი დახმარებით, ამ ოჯახს წინ კიდევ მრავალი გამარჯვება ელოდება. იმედია, ხალხის სიყვარულით და თანადგომით ყველანაირ სირთულეს დაძლევენ. შემდეგ კი, გაძლიერდებიან და გაათმაგებულად დააბრუნებენ სიკეთეს – მხარში ამოუდგებიან გაჭირვებაში ჩავარდნილებს, კედლად აეფარებიან სუსტებს, ანუგეშებენ ავადმყოფებს, უპატრონებენ მიუსაფრებს.
მაგრამ, ამ ბავშვებს, შიმშილი და სიცივე ჯერ ბოლომდე არ დაუმარცხებიათ, ჯერ პატარები არიან. დავანახოთ, რომ ბოროტებას ყოველთვის სიკეთე ამარცხებს, უკუნეთ წყვდიადს კი სინათლე.
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა იმის, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ ყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კევლიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 04
მაცივარი
685.00₾
2021 აგვ 24
გაზქურა
650.00₾
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
330.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
140.00₾
2022 მაი 25
ავეჯი
570.00₾

სულ ხარჯები:

2375.00₾

დატოვა:

0.15₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
14.05.2022 23:59:56
₾30.00
დავით ყეინაშვილი
27.04.2022 20:00:00
₾10.00
გურამ ჭაფოძე
25.04.2022 20:00:00
₾1.00
გიგა არჩვაძე
25.04.2022 20:00:00
₾1.00
გიორგი ოთარაშვილი
25.04.2022 20:00:00
₾15.00
ანა ონიანი
21.04.2022 20:00:00
₾3.00
თორნიკე მეფარიშვილი
21.04.2022 20:00:00
₾10.00
ლიზა ცინცაძე
21.04.2022 20:00:00
₾10.00
ჯონი მალანია
21.04.2022 20:00:00
₾10.00
ფატი ძოწენიძე
19.04.2022 20:00:00
₾10.00
კაპაიანიდუ ჟანა
18.04.2022 20:00:00
₾5.00
სესიტაშვილი ზაზა
18.04.2022 20:00:00
₾5.00
ბოჭორიშვილი სალომე
17.04.2022 20:00:00
₾3.00
ბაფხოშვილი ცირა
17.04.2022 20:00:00
₾10.00
ძაძამია ოლეგი
14.04.2022 20:00:00
₾3.00
ჩხიკვიშვილი მალვინა
14.04.2022 20:00:00
₾10.00
პირველაშვილი თეიმურაზ
13.04.2022 20:00:00
₾15.00
ხარაბაძე მერაბ
28.03.2022 20:00:00
₾50.00
სახვაძე ზურაბ
26.03.2022 20:00:00
₾1.00
ბესიკ კარბელაშვილი
23.03.2022 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾2,375.15

165 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,375.15

165 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება