ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ექვსი კუბო, ექვსი საფლავი - და თითოეულ მათგანში ჩემი ნაწილია!

„ჩემი სამი თვის გოგონა საკუთარი დედის უსიცოცხლო სხეულის ქვეშ გაიგუდა...“
2,089.64 ₾
141
დონორები
შეგროვებულია

„ჩემი სამი თვის გოგონა საკუთარი დედის უსიცოცხლო სხეულის ქვეშ გაიგუდა...“

შიში გიპყრობთ და წარმოდგენაც კი გიჭირთ, ხომ ასეა? არადა, ეს მთელი ამბავი კი არა, მხოლოდ მისი სულის შემძვრელი დასასრულია. ორი წლის წინ დავითმა თავისი სამი თვის შვილი, საყვარელი მეუღლე და ბებია ერთ დღეში დაკარგა. მისი ცოლი თრომბმა სწორედ იმ დროს შეიწირა, როდესაც ქალი ბავშვს ძუძუთი კვებავდა. გოგონა საკუთარი დედის სხეულის ქვეშ გაიგუდა! და თვითონ სად იყო ამ დროს? გზაში! მას შეატყობინეს, რომ მისი ბებია საავადმყოფოში გარდაიცვალა. სრულიად წარმოუდგენელი და საშინელი დამთხვევაა, არა? ალბათ წამოიძახებთ: „ნუთუ შეიძლება, რომ ამაზე უარესი კიდევ რამე მოხდეს?!“  – შეიძლება!

ამ ყველაფერს წინ კიდევ სამი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება უსწრებდა: დავითი 10 წლის იყო, როდესაც მამამისი გმირულად დაიღუპა დავალების შესრულებისას, დედამისი გულის შეტევამ ლოგინად ჩააგდო და რამდენიმე წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა, მას კი თან მისი ძმა მიჰყვა, ღვიძლის დაავადებით.

დავითი 40 წლისაა. მთელი თავისი სიცოცხლე, 10 წლის ასაკიდან მოყოლებული, მხოლოდ კრძალავს და კრძალავს: თავის ნათესავებს, საყვარელ და ძვირფას ადამიანებს... „ექვსი კუბო, ექვსი საფლავი - და თითოეულ მათგანში ჩემი ნაწილია“, - კაცი ცრემლებს ვეღარ იკავებს და ტკივილი მდუღარე ნაკადად იღვრება თვალებიდან.

ის გლოვობს ნათესავებს და მათთან ერთად, საკუთარ თავსაც. „თვითონაც არ ვიცი, რატომ არ წამიყვანა უფალმა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ერთადერთი ახლობელი ადამიანი - ბაბუაჩემი ცოცხალია და მე მას ძალიან ვჭირდები. რამე რომ დამემართოს, ისიც დაიღუპება... არადა, ის ხომ სრულიად უმწეოა... მე შემიძლია უჭმელმა სამი დღე გავძლო და რასაც კეთილი ხალხი მაძლევს, ყველაფერს მისთვის ვინახავ. რომ მოკვდეს, მეც მის გვერდით ჩავწვები საფლავში, რადგან აქ სხვა აღარაფერი დამრჩენია!“

შეგიძლიათ ახლა სული მოითქვათ, რადგან წინ ბევრად დიდი საშინელება გელოდებათ! მოთმინება და გამბედაობა იქონიეთ, - დავითის ნაამბობის ბოლომდე წასაკითხად გამოგადგებათ!

დავითი: ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ... თუმცა, შეიძლება ვიყავი კიდეც, - ათ წლამდე... მამაჩემი ჩემთვის ნამდვილი გმირი იყო! ისე მინდოდა, რომ მას ვგვანებოდი... და წარმოიდგინეთ, როგორია 10 წლის ბიჭისთვის იმის გაგება, რომ მამამისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. მეც იმ დღეს მოვკვდი. დედაჩემი ლოგინად ჩავარდა - გულის შეტევა ჰქონდა. მას მერე 13 წელი იცოცხლა, მაგრამ ამას სიცოცხლეს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ოჯახის მარჩენალის გარეშე დავრჩით! როგორც კი შევძელი, მაშინვე მუშაობა დავიწყე, რომ დედას მივხმარებოდი, რადგან ოჯახში ავადმყოფი ძმაც მყავდა; მას წამლები სჭირდებოდა... ხან მშენებლობაზე ვმუშაობდი, ხან ასფალტს ვაგებდი... რამდენჯერმე ხერხემალიც დავიზიანე, მაგრამ გაჩერება არ შეიძლებოდა. 2005 წელს დედა გარდაიცვალა, ორი წლის შემდეგ კი ჩემი ძმაც თან მიჰყვა. მხოლოდ ბებია-ბაბუა დამრჩა. მოხუცები იყვნენ და ეს დანაკარგი ძლივს გადაიტანეს, ინსულტი ხან ერთს ემართებოდა, ხან მეორეს.

– დავით, იქნებ ოდესმე მაინც ყოფილხართ ბედნიერი? თუნდაც რამდენიმე დღით...

დავითი: ბედნიერება მაშინებს... დიახ, ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც მშვენიერ ქეთიზე ვიქორწინე და გოგონა შემეძინა. ჩემი ნიაკო, ჩემი მხსნელი... ამ ბედნიერი დღეებისთვისაც მწარედ მომეზღო. მორიგი ინსულტის შემდეგ, ბებიაჩემი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2019 წელი ჩემთვის ყველაზე ცუდი წელი იყო... მის გამო ძალიან ვდარდობდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამეზე უნდა გვედარდა. საღამოს ჩემი ცოლი ბავშვს ძუძუს აჭმევდა და თვალის დახამხამებაში თრომბმა შეიწირა. გარდაიცვალა, ბავშვს ზედ დაემხო, ქვეშ მოიყოლა და ნიაკო დედის სიმძიმის ქვეშ გაიგუდა. მე კი ამ დროს საავადმყოფოში მივდიოდი - დამირეკეს და მითხრეს, რომ ბებიაჩემი გარდაიცვალა. ერთ წამში ყველა დავკარგე! ფიქრი არ მასვენებს: სახლში რომ ვყოფილიყავი, ნეტავ თუ შევძლებდი, რომ ჩემი გოგონა მაინც გადამერჩინა?

– სიტყვები არ მყოფნის... ასეთი ტრაგედია წიგნებშიც კი არ წამიკითხავს, არათუ გამიგონია...

დავითი: მხოლოდ მე და ბაბუა დავრჩით. მასაც ინსულტი ჰქონდა. თვალებში ვუყურებ და მის თითოეულ სუნთქვას ვუსმენ. რამე რომ დაემართოს, აღარც არ ვიცი... ალბათ ყველას ვთხოვ, რომ ერთად დაგვმარხონ. აბა, აქ რა ვაკეთო? რისთვის ვიცოცხლო?

– პირველად ხდება, რომ გასამხნევებლად სიტყვებს ვერ ვპოულობ...

დავითი: ამისთვისაც მადლობელი ვარ. ახლა უკვე ვეღარანაირი სიტყვები ვეღარ გამამხნევებს. ხომ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვარ? ბაბუაჩემის პენსიაზე ვცხოვრობთ, უფრო სწორედ, ბაბუაჩემის 250 ლარიანი პენსია ამ სოროს ქირაზე იხარჯება, პურის ფული კი აღარ გვრჩება. როცა მეზობლები სადილს ამზადებენ, ზოგჯერ ჩვენთვისაც შემოაქვთ. ყველაფერს ბაბუაჩემისთვის ვინახავ, მისთვის შიმშილი არ შეიძლება. მე უკვე მივეჩვიე. შემიძლია საკვების გარეშე სამი დღე გავძლო. მუცელი ძალიან მტკივა, მაგრამ ბაბუაჩემს უჭმელს ვერ დავტოვებ. აი, ახლაც, სახლში მხოლოდ პური და ნახევარი ქილა მურაბა გვაქვს... რამდენ ხანს გვეყოფა, არ ვიცი. მერე, ალბათ, ისევ თხოვნა მომიწევს ან კეთილ მეზობლებს დაველოდები.

– სოციალურ დახმარებას არ იღებთ?

დავითი: არა, რა თქმა უნდა... მითხრეს, რომ არ გვეკუთვნის, - არ ვიცი რატომ. სიმართლე გითხრათ, ამის გასარკვევად არც დრო მაქვს, არც ენერგია და არც ფინანსები. ბაბუაჩემს მარტო ვერ დავტოვებ, სადმე ვერ წავალ და სიმართლის ძებნას ვერ დავიწყებ - ამისთვის არც ფული მაქვს და არც ენერგია. ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. სახლი დაკრძალვის გამო გავყიდეთ. ჩემი გოგონები მიწისთვის უნდა მიმებარებინა... (ტირის.)

(დავითმა საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თან სალაპარაკოც უკვე აღარაფერი იყო. მან ისედაც ყველაფერი თქვა, ოღონდ თქვა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ თვალებითაც - უსიცოცხლო ადამიანის ჩამქრალი თვალებით.)

***

მეგობრებო, დავითს და მის ბაბუას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ ჩვენ ვჭირდებით! ჩვენ გარეშე ისინი უბრალოდ დაიღუპებიან! რამდენ ხანს გაძლებს ადამიანის ორგანიზმი საკვების გარეშე? კიდევ რამდენს გაუძლებს დავითის გული? ის ჯერ ახალგაზრდაა, მხოლოდ 40 წლის და უკვე ამდენი ტრაგედია გადაიტანა. „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ექვსჯერ მოვკვდი... მეშვიდე სიკვდილს ვეღარ გადავიტან. ის ჩვენი საერთო სიკვდილი იქნება!“ - ეს სიტყვები ახლაც ყურებში ჩამესმის. სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო! ამ ხალხის სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის, დავითს და მის ბაბუას სჭირდებათ: საკვები, ჰიგიენური საშუალებები და დახმარება ბინის ქირის გადახდაში. მათ სხვა არაფერი უნდათ - ოღონდ შიმშილით არ მოკვდნენ.

მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ბათუმი, ლადო ასათიანის ქ. №4

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დავით მჟავანაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი დავითსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: