რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ტკივილისგან ლამის კედლებზე გავიდე!

calendar აგვისტო 12, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

– ზლუქუნებს 53 წლის ნონა ტურაშვილი. ხმა გამუდმებით უწყდება, მთელი ძალით ცდილობს ცრემლების შეკავებას, მაგრამ, რაღაც მომენტში, საბრალო ქალი თავს ვეღარ იკავებს, სახეს ხელებში რგავს და მწარედ ტირილს იწყებს. ეჰ, რამხელა მწუხარება და ტკივილია ამ ცრემლებში! ქალი ტირილს აგრძელებს…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

– ზლუქუნებს 53 წლის ნონა ტურაშვილი. ხმა გამუდმებით უწყდება, მთელი ძალით ცდილობს ცრემლების შეკავებას, მაგრამ, რაღაც მომენტში, საბრალო ქალი თავს ვეღარ იკავებს, სახეს ხელებში რგავს და მწარედ ტირილს იწყებს. ეჰ, რამხელა მწუხარება და ტკივილია ამ ცრემლებში! ქალი ტირილს აგრძელებს…

მერე მძიმედ ოხრავს და ჩემკენ იხედება. მის მზერაში იმხელა სასოწარკვეთა და უიმედობა იკითხება, რომ გული მეწურება…

„ყოველდღე საშინელი ფეხის ტკივილები მაქვს, ზოგჯერ ღამითაც კი ვერ ვიძინებ“, – აგრძელებს ნონა. – „წამლები უნდა ვსვა, რაც ტანჯვას ოდნავ მაინც შემიმსუბუქებდა, მაგრამ წამლების ფული არ მაქვს.“

ნონა თავის ერთადერთ შვილთან – ნინოსთან ერთად ცხოვრობს. ნინოსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ვერ მუშაობს. სახლი, სადაც დედა-შვილი ცხოვრობს, საცხოვრებლად უვარგისია. პირობები, რბილად რომ ვთქვათ, საშინელია: სახურავი ჟონავს, კედლები ჩამოშლილია, იატაკი, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გეცლება; სახლში არც საკმარისი ტექნიკაა და ავეჯიც ისეთი ძველია, რომ სადაცაა დაიშლება. თავის სარჩენად დედა-შვილი ყოველდღე… მოწყალებას ითხოვს!

საშინელებაა, როდესაც ჩვენს თანამედროვე ქვეყანაში ჯერ კიდევ შეიძლება ასეთი ამბების მოსმენა! ნონა და მისი შვილი ავად არიან და თავის რჩენა არ შეუძლიათ, მაგრამ მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა და ამ საბრალო ქალების მდგომარეობის შემსუბუქება არავის უნდა. განა მათ ასეთი ცხოვრება დაიმსახურეს? რა არის ეს – დაკანონებული სიღარიბის ქვეყანა?

ნონა: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სამათხოვროდ გამიხდებოდა საქმე. მოწყალების თხოვნა ძალიან მრცხვენია. ლუკმაპურის ფულს ყოველთვის პატიოსანი შრომით ვშოულობდი, მაგრამ ახლა მე და ჩემი გოგო ისეთ პირობებში აღმოვჩნდით, რომ ხელის გაშვერისა და უცხო ხალხისთვის დახმარების თხოვნის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა.

ნონა, ასეთ პირობებში როგორ აღმოჩნდით?

ნონა: ვერ ვიტყვი, რომ ადრე მდიდრულად ვცხოვრობდი, მაგრამ მუშაობა და შვილის რჩენა მაინც შემეძლო; თუმცა ბოლო პერიოდში უკვე ძალიან გაგვიჭირდა. განსაკუთრებით – ორმხრივი ფილტვების ანთების შემდეგ. შარშან, ოქტომბერში ავად გავხდი და საავადმყოფოში მოვხვდი. მკურნალობა მძიმედ მიმდინარეობდა. გამოწერის შემდეგ უფრო ცუდად გავხდი – ძველმა ავადმყოფობამ თავი შემახსენა: ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მარცხენა მუხლზე სახსრების ოპერაცია გამიკეთეს. ინვალიდობის სტატუსიც კი მომანიჭეს. მაშინ ექიმებმა მითხრეს, ეცადე, თავს მიხედო, თორემ შეიძლება გაგიმეორდესო და ფილტვების ანთების შემდეგ ასეც მოხდა. ერთი დაავადება მეორეში გადაიზარდა, თუ რა ვიცი… მოკლედ, ექიმებთან დავდიოდი, უამრავი წამალი დამინიშნეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად ძვირია, რომ ვერ ვყიდულობ. ან ტკივილით უნდა ვიტანჯო, ან ვიშიმშილო. ამ ორს შორის არჩევანი როგორ გავაკეთო? (ტირის.)

ნონა, ძალიან გთხოვთ, ნუ ტირით. კარგად გვესმის თქვენი ტანჯვა და ტკივილი…

ნონა: ბრძოლის ძალა საერთოდ აღარ შემრჩა, გესმით? აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ან როგორ? როცა საავადმყოფოში მომათავსეს, მკურნალობისთვის ფული დამჭირდა, რომელიც არ მქონდა, ამიტომ ბანკში წავედი და სესხი გამოვიტანე. ახლა ამ სესხის ფულიც უნდა ვიხადო და როგორღაც ვიარსებო კიდეც, მაგრამ როგორ?

რამე შემოსავალი თუ გაქვთ?

ნონა: მე და ჩემს გოგოს სოციალურ დახმარებას გვაძლევენ – 120 ლარს. ინვალიდობის პენსიასაც ვიღებ – 140 ლარს, რომელიც თითქმის მთლიანად სესხის დაფარვას ხმარდება; ამიტომ  მათხოვრობის გარდა, სხვა გზა აღარ გვრჩება.

მოწყალების სათხოვნელად სად დადიხართ?

ნონა: ქალაქში ერთი პატარა საცხობია და მე და ჩემი გოგო სწორედ მის წინ ვსხდებით ხოლმე. როცა მე ვერ მივდივარ, ნინო მიდის. ყინვაა თუ ქარია – მაინც მივდივართ. ადრე დილიდან საღამომდე. ლუკმაპურისთვის და წამლებისთვის ფულის შოვნას ასე ვცდილობთ. ზოგჯერ საცხობის თანამშრომლები ხაჭაპურს მაძლევენ… კი მშია, მაგრამ არ ვჭამ, – სახლში მომაქვს, რომ საღამოს შვილთან ერთად ვჭამო.

თქვენი შვილი რატომ არ მუშაობს?

ნონა: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ვერ მუშაობს. არ შეუძლია. ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო: ჩემი ყოფილი ქმარი ბევრს სვამდა. სახლში გვიან მოდიოდა, – როცა ბავშვს ეძინა, ხმამაღლა ყვიროდა და აშინებდა. დიდხანს გაგრძელდა ასე. მერე ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები დღემდე აქვს. ადრე ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო გამოუვლინდა.

ოჯახი როგორ შექმენით?

ნონა: საწყობში ვმუშაობდით და ასე გავიცანით ერთმანეთი. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა, მაგრამ დაპირებებით მომხიბლა. მე კი, სულელი, ცოლობაზე დავთანხმდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე სმა დაიწყო. რაც სახლში გვქონდა, ყველაფერს ყიდდა, ოღონდ სასმელი ეყიდა. შვილსაც ცუდად ექცეოდა. ვეღარ გავუძელი და მივატოვე, საცხოვრებლად კი ამ სახლში გადმოვედი.

ეს სახლი თქვენია თუ ნაქირავებია?

ნონა: დიახ, ჩემია, – ჩემს მშობლებს ეკუთვნოდა. სახლის ერთი ნაწილი მე დამიტოვეს, მეორე კი ჩემს ძმას, მაგრამ ისიც, ჩემი მშობლებიც და ჩემი დაც უკვე გარდაცვლილები არიან.

ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

ნონა: ოჰ, არ მკითხოთ! ეს სიცოცხლე კი არა, გადარჩენისთვის ბრძოლაა! ზამთარში, – თოვლია თუ წვიმა, – ყველაფერი თავზე გვეცემა. სახურავი საშინლად ჟონავს, კედლებში ბზარებია, ამიტომ ყველა მხრიდან გვიბერავს. ზამთარში შეშის ღუმლით ვთბებით, მაგრამ სახლი უკვე ძველია და ზოგჯერ მილებიდან კვამლი გამოდის და გვახრჩობს. ფანჯრების და კარების გაღება გვიწევს. გააღებ და – ცივა! ავეჯიც უკვე დაძველდა, გაცვდა; ცოტაც და – დაიშლება. ნორმალურად ბანაობაც კი არ შეგვიძლია. ოთახში, რომელსაც აბაზანად ვიყენებთ, იატაკი იშლება და ერთ დღეს შეიძლება მიწაში ჩაგვიტანოს. მოსვენება არ გვაქვს!

ნათესავები არ გეხმარებიან?

ნონა: არა, არ გვეხმარებიან. ყველას თავისი პრობლემები და საზრუნავი აქვს… მე და ჩემი შვილი არავის ვჭირდებით. მათთვის რამის თხოვნა მე თვითონაც მრცხვენია.

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ნონა: რა თქმა უნდა, იყო ასეთი შემთხვევა. დახმარებისთვის მივმართე… უბრალოდ არც პასუხი გაგვცეს და არც დაგვეხმარნენ….

ახლა თავს როგორ გრძნობთ?

ნონა: ფეხი გამუდმებით საშინლად მტეხს და რაღაც მომენტში ისეთი ძლიერი ტკივილები მეწყება, რომ ყმუილი მინდება. ცოტაც და კედლებზე გავალ! ჯოხით დავდივარ და ვმოძრაობ… სხვაგვარად მიწაზე ფეხს ვერ ვდგამ. გადატანილი ფილტვების ანთებაც თავს მახსენებს. ოდნავ თუ დაუბერა, მაშინვე ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ფილტვები „მეწვის“. საშინელი ტკივილია!

ნონა, რა სახის დახმარება გჭირდებათ? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ნონა: ძალიან მჭირდება წამლები და სურსათი. ეს პირველ რიგში! ასევე, მინდა კეთილ ხალხს, რომლებიც ჩვენი პრობლემების მიმართ გულგრილები არ დარჩებიან, თხოვნით მივმართო – სარეცხი მანქანა გვჭირდება! ახლა ყველაფერს ხელით ვრეცხავ. იცით, რა საშინელებაა? ჩემი სახსრების გადამკიდე, სიმძიმის აწევა ძალიან მიჭირს, მაგრამ ტანსაცმლის გასარეცხად წყლის მოტანა და გაცხელება მიწევს. მერე კი, ღამით, ფეხი მტკივდება, თანაც ისე, რომ ლამის მოვკვდე!

ნონა, მინდა თქვენს შვილსაც გავესაუბრო. შეიძლება?

ნონა: არა მგონია დღეს ამის ხასიათზე იყოს. ზოგჯერ თავს ცოტა ურიგოდ გრძნობს… ფსიქოლოგიურად. ასეთ დღეებში საუბრის სურვილი არ აქვს.

კარგი, მესმის… რისი გწამთ?

ნონა: უფლის! სახლში ხატების კუთხეც მაქვს. ყოველთვის ბევრს ვლოცულობ და უფალს დახმარებას შევთხოვ! სხვა ადამიანებისთვისაც ბევრს ვლოცულობ, რომ ღმერთმა კეთილ ხალხი და ბავშვები სიკვდილისგან იხსნას, ჯანმრთელად ამყოფოს და ყველა ბედნიერი იყოს, რადგან მეც და ჩემი შვილიც ამ დიდი სამყაროს ნაწილი ვართ.    

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

ნონა: თავს გაუფრთხილდით და ერთმანეთს მხარში დაუდექით! საკუთარი თავის და ერთმანეთის გადარჩენას მხოლოდ ასე თუ შევძლებთ! ასევე, მინდა ყველას, ვინც ჩემი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩება, დიდი მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დაგლოცოთ!

***

მეგობრებო, ამ საბრალო ოჯახს მრავალი სიმწარე და განსაცდელი ერგო! ლუკმაპურის საშოვნელად და გადასარჩენად დედა-შვილი იძულებულია ქუჩაში გავიდეს და გამვლელებს მოწყალება სთხოვოს.

მეგობრებო, ნუ მივატოვებთ ნონას და ნინოს! დავეხმაროთ მათ, – ვისაც როგორ შეგვიძლია! ნონა ტურაშვილს ძალიან სჭირდება წამლები, რომლებიც მას ტანჯვას შეუმსუბუქებდა. ასევე, ოჯახს არ აქვს საკმარისი საკვები და სარეცხი მანქანა.

ოჯახის გაცნობა და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ქუთაისი, რაზმაძის ქ. №4

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:.

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნონა ტურაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ჩვენი ფონდის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ინსტაგრამზე https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

„ჩემი ცხოვრება ზღაპრულია მაშინ, როდესაც ყველა საჭირო წამალი მაქვს“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „კეთილი ადამიანების იმედით ვცხოვრობ, კეთილ ადამიანებს მივანდე ყოველდღიური ლუკმაპური და საერთოდ, გადარჩენა. როდესაც ქუჩაში მოწყალების თხოვნა დავიწყე და ისინი მეხმარებოდნენ, მაშინ მივხვდი, რომ ისევ არის სიკეთე ამქვეყნად. დღეს კი, თქვენი პოსტის საშუალებით, უამრავი ადამიანი გამოჩნდა, დახმარება გამიწია  და სიცოცხლე გამიხანგრძლივა… ნამდვილი ადამიანების წყალობით, ჩვენც გადავრჩებით.
        როდესაც სახლში, თუნდაც ორი დღის სამყოფი მედიკამენტები მაქვს, თავი სიზმარში მგონია. ამდენი ხნის მერე, პირველად ვიგრძენი სიმშვიდე და ჩვეულებრივ ადამიანად პირველად ვიგრძენი თავი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, დღეს მაინც გადავრჩები. 
         ფეხის ისეთი ტკივილი მაქვს, ძალიან მიჭირს მისი ატანა. წარმოუდგენელ ჯოჯოხეთს გავდივარ, ცოცხალი ადამიანი. ჩემთვის, მართლაც რომ დაუჯერებელია, თუ შეიძლება ამაზე მეტი სატანჯველი, რომ არსებობდეს. როდესაც გტკივა, ეს ტკივილი გკლავს და ვერ შველი, რა უნდა იყოს იმაზე უფრო მძიმე და მწარე? დღეს, კეთილი ადამიანების წყალობით, მაქვს ის მცირედი წამლები, რომელიც დამეხმარება, ტკივილი დროულად მაინც რომ გავიყუჩო.“ 

„ხალხის წყალობით, ახალი დივანი გავქვს“
          – ქალბატონო ნონა, იქნებ მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
         ნონა: შვილო, იცი რა მინდა გითხრა?! გარდა იმისა, რომ მატერიალურად დამეხმარეთ და შემიმსუბუქეთ ყოფა, პირველ რიგში,  თქვენ თავი მაგრძნობინეთ ადამიანად, ჩვეულებრივ, სრულფასოვან ადამიანად. კეთილმა ადამიანებმა მაჩვენეს, რომ შეიძლება სულ უცნობისთვის, ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი იყოს ჩემი ცხოვრება, ამიტომ, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. მივხვდი, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვიღაცას ვჭირდები. ხალხის დახმარებამ, ტკივილი შემიმსუბუქა.  წამლები,  რომელიც მათგან მივიღე, ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.  ტკივილის ვერ ვუძლებდი, ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს როგორია, როდესაც მგელივით ყმუილი გინდა… გინდა, საკუთარი ხორცი რომ მოიჭამო. მათი დახმარება, ნამდვილად დროული იყო. ოდნავ მაინც გამიყუჩა ეს განცდები. სახლში წესიერი დასაჯდომი ადგილი არ გვქონდა, საშინელ პირობებში გვიწევს ცხოვრება. დღეს კი, მე და ჩემს შვილს კარგი დივანი გვაქვს და არ გვჯერა, რომ ჩვენია. კეთილი ადმიანების წყალობით, ნამდვილად უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. 

„უცნაურია, მაგრამ ჩვენთვის ბედნიერებაა, როდესაც წამლები გაქვს“

         – ძალიან მიხარია, ქალბატონო ნონა, რომ ცოტათი მაინც გაგიხალისეთ ცხოვრება. მაინტერესებს, იმ ადამიანებიდან, ვინც გეხმიანებოდათ, ვის გამოარჩევდით, ვინ არის თქვენთვის განსაკუთრებული ახალი მეგობარი? 
        ნონა: ღმერთო, ყველა დალოცე და დაიფარე, მათი შვილებით და ოჯახებით! ღმერთო, გთხოვ დღეგრძელი მიმყოფე ყველა ადამიანი, ვინც ჩვენზე იფიქრა და დრო დაგვითმო. შვილო, ვერავის, ვერავის გამოვარჩევ. ყველა უზომოდ მიყვარს და ყველას მადლიერი ვარ. ასე პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ერთად დამეხმარა ამდენი ადამიანი, თან უანგაროდ. ვიცი, რომ დღეს, თითოეული თეთრი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რთული მოსაპოვებელია. და მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ჩემთვის დროისა და ყურადღების დათმობა, ამიტომ, ვერავის გამოვარჩევ. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ გულით დავლოცო ისინი და ასეც ვიქცევი სულ, ყოველ წამს. 
        – ნონა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
        ნონა: შვილო სახელმწიფო ჩვენ, მე და ჩემს გოგოს, სოციალურ დახმარებას გვაძლევს – 120 ლარს. კიდევ, ინვალიდობის პენსიას ვიღებ – 140 ლარს.  ამ თანხას ადრეც ვიღებდი, და ახლაც. მაგრამ, ეს დახმარება კი არა, ავადმყოფი ოჯახისთვის შიმშილობაა, ან წამლის გარეშე სიკვდილი. მათგან არანაირი ყურადღება არ მიგრძვნია და არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. 
       ძალიან მწყდება გული, მით უმეტეს ახლა, როდესაც თქვენი წყალობით, კიდევ ერთხელ გაიგეს ჩემი საცხოვრებელი პირობების შესახებ. ნახეს თავზე ჩამოქცეული სახლი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ყოველწუთიერად გვიწევს მე და ჩემს შვილს იმისთვის ბრძოლა, რომ უბრალოდ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე, თუ ამას  საერთოდ სიცოცხლე ჰქვია. და მაინც, ამ ყველაფრის მერეც, არ შეგვხმიანებიან, არ დაინტერესებულან ჩვენით… ეჰ, შვილო, ჩვენ რაში ვჭირდებით მათ…
         – ნონა, მიამბეთ, რას ნიშნავს ეს დახმარება თქვენთვის და თქვენი შვილისთვის?
        ნონა: რა გითხრათ აბა, მე კი მხედავთ, რომ ავადმყოფი ქალი ვარ  და  სრულიად უენერგიო. თავს ძალას ვატან, რომ ვიმოძრაო, და სულ არ წავიქცე. ამიტომ, სარეცხის რეცხვა, ჩემთვის წარმოუდგენელი სირთულეა, არც ჩემს შვილს აქვს შესაშური ჯანმრთელობა, ამიტომ, ხელით რეცხვა მასაც უჭირდა. ან, ვის არ გაუჭირდება ყინვაში ცივი წყლით რეცხვა, ხელებს რომ ყინვა გიწვავს და საშინლად გტკივა. რამდენჯერ მინატრია, თუნდაც ძველი, გადასაგდებად გამზადებული მანქანა მქონოდა სახლში, ეგეც კი, უდიდესი საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის. დღეს კი, ჩვენ გვაქვს ახალი სარეცხი მანქანა. არც კი მჯერა, რომ ეს უჩვეულო, ფუფუნების ნივთი ჩვენია და შეგვიძლია, როგორც გვინდა, ისე გამოვიყენოთ. თავი სიზმარში მგონია. დავიძინე ტკივილისგან, გაჭირვებისგან, დარდისგან დატანჯულმა და გავიღვიძე ადამიანმა, რომელსაც ახალი სარეცხი მანქანა, დივანი და ცოტა ხნის სამყოფი მედიკამენტები აქვს. შესაძლოა, თქვენთვის დაუჯერებელია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩემთვის იმისი მანიშნებელი, რომ ისევ უნდა გადავრჩე და ვიცოცხლო, ვიცოცხლო აუცილებლად. 

“ „რეცხვის დროს ხელები აღარ გაგვეყინება, ახალი სარეცხი მანქანა  გვაქვს.“

     – ქალბატონო ნონა, ძალიან მიხარია, რომ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდათ შრომა. მაგრამ ვიცი, რომ ისევ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები. იქნებ, მათ შესახებ მიამბოთ.
     ნონა: საავადმყოფოდან რომ დავბრუნდი, ეზოში ბევრი ბალახი იყო ამოსული და მისი მოთხრა დავიწყე. რა ჯანდაბა მინდოდა, გავჩერებულიყავი… მაგრამ, ვერ ვეგუები, რა ვქნა? მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ სუფთად ვყოფილიყავი, ჩემი პატიოსანი შრომით და წვალებით ვახერხებდი კიდეც. ახლა კი, აღარაფერი შემიძლია. ეს ბალახები რომ მოვთხარე, ის „საღი“ ფეხი, რომელიც მანამდე შედარებით კარგად მქონდა, ამტკივდა.  ახლა გამოდის, რომ ორივე ფეხი მტკივა და ეს ტკივილი, კიდევ უფრო დიდი ჯოჯოხეთია, ვიდრე მანამდე. ექიმთან ვერ მივდივარ, ექოსკოპია მაქვს გადასაღები. იქ ვიზიტის ფული მჭირდება, ათასი მალამო დამინიშნეს, მაგრამ არცერთი არ გამომიყენებია, ვერ ვიყიდე, შვილო. ან, როგორ მეყიდა? არ მქონდა საშუალება. სულ მეშინია სავადმყოფოში დაწოლა არ მომიწიოს. მაშინ სესხი გამოვიტანე და ისე ვიმკურნალე. ახლა რა ვქნა? ან, ვინღა მომცემს მე სესხს? ძალიან გაწვალებული ვარ, ისე მიჭირს, მეტი რომ არ შეიძლება. ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დახმარებას ხალხს ვთხოვდი, თუნდაც ქუჩაში, ან სოციალური ქსელის მეშვეობით. მაგრამ ამას, მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის გამო ვითხოვ. იმიტომ, რომ სხვა რამის კეთება ფიზიკურად არ შემიძლია. ძალიან რთულია, ხალხო, როდესაც გაუსაძლისად გტკივა და წამალი არ გაქვს, ექიმი გჭირდება და ვერ მიდიხარ…

„იმედი მაქვს, ისევ შევძლებ საჭირო წამლების მიღებას.“

***
       ადამიანებო, მეგობრებო, კეთილო ხალხო, მინდა მოგმართოთ თხოვნით: იქნებ შევძლოთ და კიდევ ერთხელ დავეხმაროთ ქალს, რომელსაც ტკივილი ტანჯავს და გამუდმებით უწევს არჩევანის წინაშე დგომა, შიმშილი აირჩიოს თუ უწამლობა. ვიცი, რომ მათი გასაჭირი გესმით და გტკივათ, გტკივათ მარტოხელა დედა-შვილის დამძიმებული ცხოვრება და ამქვეყნიური ჯოჯოხეთი. ამიტომ, იქნებ ისევ შევძლოთ და გავერთიანდეთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჯანმრთელობა შევუნარჩუნოთ და სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ ადამიანს. 
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ. 
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
        სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ტურაშვილების ოჯახი).
      ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/765-turashvili/
      თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay
ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი
ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-
მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
       სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ
მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი
ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და
ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 16
მედიკამენტები
99.99₾
2021 ოქტ 29
დივანი
315.00₾
2021 ოქტ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
290.00₾
2021 დეკ 08
სარეცხი მანქანა
620.00₾
2021 დეკ 16
მედიკამენტები
129.85₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
50.00₾
2022 სექ 16
მედიკამენტები
141.47₾
2022 სექ 16
პროდუქტები
151.14₾
2022 ოქტ 12
გამოკლევა
180.00₾
2022 ოქტ 24
პროდუქტები
114.41₾
2022 ოქტ 24
პროდუქტები
35.43₾
2022 ოქტ 24
მედიკამენტები
17.83₾

სულ ხარჯები:

2145.12₾

დატოვა:

0.50₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ბერიკა მემანიშვილი
23.10.2022 20:00:00
₾2.00
ეკატერინე ორჯონიკიძე
07.09.2022 20:00:00
₾3.00
გვანცა ხმიადაშვილი
07.09.2022 20:00:00
₾20.00
სოფიო ბაღდოშვილი
06.09.2022 20:00:00
₾5.00
მაია მარკოიძე
06.09.2022 20:00:00
₾5.00
მარიამ კაკიაშვილი
06.09.2022 20:00:00
₾10.00
ვაჟა პაპიაშვილი
06.09.2022 20:00:00
₾10.00
სოფიკო ღამბაშიძე
06.09.2022 20:00:00
₾5.00
საბა ჯოჯუა
06.09.2022 20:00:00
₾5.00
მანანა ჯანგიძე
06.09.2022 20:00:00
₾3.00
ვასილ ჭელიძე
06.09.2022 20:00:00
₾7.00
ალექსანდრე ცხაკაია
06.09.2022 20:00:00
₾20.00
გიორგი ჩიტაიშვილი
06.09.2022 20:00:00
₾5.00
თეონა შავაძე
06.09.2022 20:00:00
₾5.00
ვახტანგ ღოლიჯაშვილი
06.09.2022 20:00:00
₾1.00
ნიკა ღვინერია
06.09.2022 20:00:00
₾5.00
თორნიკე ქათამაძე
06.09.2022 20:00:00
₾2.50
ირინე ფერაძე
06.09.2022 20:00:00
₾3.00
გიორგი ტაბატაძე
06.09.2022 20:00:00
₾8.00
მადონა სარქისიანი
06.09.2022 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾2,145.62

169 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,145.62

169 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება