ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!

calendar ოქტომბერი 20, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, – მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა… მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ და ილოცონ… და ასეც იქცევიან, უბრალოდ ძალა თითქმის აღარ შერჩათ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„მამა არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მენატრება. ხომ მართალია, რომ მამა ყველა ბიჭს უნდა ჰყავდეს?! ასე რატომაა?“

დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, – მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა… მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ და ილოცონ… და ასეც იქცევიან, უბრალოდ ძალა თითქმის აღარ შერჩათ.

„დედას ამქვეყნად ყველაზე ალერსიანი ხელები აქვს“, – გულუბრყვილოდ გვეუბნება გაბრიელი, თითქოს იქადნება, – ალბათ იმ მწუხარებისგან რომ არ ავტირებულიყავი, რომელიც ამ ოჯახში დავინახე. – „როცა მეხუტება და მეფერება, ზოგჯერ ჩუმად ვტირი. ძალიან უხეში ხელები აქვს, – ისეთი არა, როგორიც სხვებს. შენი ხელები მანახე, აბა! რბილია… მასწავლე, რა უნდა გააკეთოს, რომ დედასაც ასეთი ხელები ჰქონდეს.“

გაბრიელი ძალიან განიცდის. მან კარგად იცის, რომ დედას კანი იმიტომ დაუსკდა და ხელებიც იმიტომ გაუუხეშდა, რომ ძალიან ბევრს მუშაობს.

„დილით ადრე გაღვიძებას ვერ ვიტან, როცა ჯერ კიდევ ბნელა. დედა ამბობს, რომ უკვე დილაა. როგორ შეიძლება, დილა იყოს, როცა ჯერ კიდევ ბნელა, როგორც ღამე?“ – აღშფოთებულია ბავშვი. სამსახურში, – თხილის პლანტაციაზე ან კარტოფილის მინდორში წასვლა რომ მოასწროს, დედა დილის ხუთ საათზე დგება, შვილს აღვიძებს და სამსახურში ერთად მიდიან ავტობუსით, რომ რვა საათამდე მიასწრონ.  

„აუ, კიდევ ცოტაც, რა… ცოტა ხნით კიდევ დავიძინებ, გეხვეწები!“ – ეს სიტყვები ქალს დანასავით უსერავს გულს, მაგრამ სხვა რა გზა აქვს? ის ხომ მისთვის ცდილობს? ხელებზე კოჟრებს იმიტომ იჩენს, რომ შვილს საჭმელი ჰქონდეს, დასაცინები არ გახდნენ და მამის სული მშვიდად იყოს ზეცაში. პატარა გაბისთვის თამარი ხომ დედაცაა, მამაც და ყველა ნათესავიც!

„აქვს თუ არა ამ ბიჭს მომავალი – თქვენი გადასაწყვეტია!“

თამარ, გაბი ძალიან განიცდის, რომ ხელებზე კანი გაგიუხეშდათ…

თამარი: ჩემი პატარა ბიჭი, ისეთი მგრძნობიარეა… ცოტა ხნის წინ ლამის მეც ავტირდი. ამის მიზეზი უხეში სამუშაოა: ან კარტოფილს ვთხრი, ან თხილს ვაგროვებ… და ხელით ვრეცხავ ცივ წყალში. სანამ ფეხზე დგომა შემიძლია, – ვმუშაობ. ჩემი შვილისთვის დედაც მეც ვარ და მამაც. 220 ლარიანი სოციალური დახმარება არაფერზე გვყოფნის. აგერ, 20 რიცხვში დამერიცხა; კომუნალურები გადავიხადე, მაღაზიაში ვალები დავფარე და 40 ლარიღა დამრჩა. ეს რაზე უნდა გვეყოს? გაბი სულ მეხვეწება, რომ ხელის კრემი ვიყიდო, მაგრამ მაგ კრემს იგივე ფასი ადევს, რაც ერთ ბოთლ ზეთს. თავს ასეთი ფუფუნების უფლება რა ნამუსით მივცე?

ასეთ მძიმე საქმეში რამდენს გიხდიან?

თამარი: გზის და კვების ფული რომ გამოვაკლოთ, ზუსტად 25 ლარი გამოვა. მინდვრები და პლანტაციები შორსაა, ავტობუსით სამი საათი უნდა იარო. მუშაობა დილით ადრე, 8 საათზე იწყება. რომ მოვასწრო, სახლიდან ხუთ საათზე უნდა გავიდე. გაბის ვერავის ვუტოვებ, ამიტომ მისი წაყვანაც მიწევს.

„სკოლა არ მიყვარს! ისეთი ტანსაცმელი არ მაქვს, როგორიც სხვებს და მრცხვენია! მარტო თამაში მიყვარს…“

ამიტომაც წუწუნებდა, რომ დილით ადრე აღვიძებთ?

თამარი: მიწევს. გული მიკვდება, როცა თვალცრემლიანი მეხვეწება, რომ კიდევ ხუთი წუთი ვაცალო ძილი. რა სასტიკი ხარო, – მეუბნება. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ ხოლმე…

მასთან ერთად მუშაობა არ გიჭირთ? გაბი ხელს არ გიშლით?

თამარი: აბა, რა ვქნა? თქვენ რას იზამდით?

გაბრიელი (7 წლის): არაფერიც! პირიქით, დედას ვეხმარები ხოლმე! იქ უფრო კარგია, ვიდრე სკოლაში! დედა ამისთვის ჩიფსებსაც კი მყიდულობს. იცით, რა გემრიელია? მაგრამ დამსახურება უნდა! 

და როგორ იმსახურებ ხოლმე?

გაბრიელი: როგორ გითხრათ? სხვადასხვანაირად! ან მეც თხილს ვაგროვებ, რაც დედას დაეყარა ძირს, ან წესიერად ვიქცევი, – გიჟივით არ დავრბივარ და არ ვყვირი! ძალიან კი ვიღლები, მაგრამ სკოლას მაინც სჯობს!

და რატომ ასე? სწავლა არ გიყვარს?

გაბრიელი: სწავლა მიყვარს, მაგრამ არ მიყვარს… არ ვიცი, როგორ აგიხსნათ… სკოლა – „ბუე-ე-ე“…

(გაბრიელი ცდილობს სახის მიმიკებით და ხმებით გამოხატოს, როგორ არ უყვარს სკოლა… და გამოუვიდა კიდეც:))

– აბა, რის კეთება გიყვარს?

გაბრიელი: სახლში ჯდომა და მანქანებით თამაში! ვჟჟჟ, ვჟჟჟ, ვითომ რბოლაა.

„წითელმა მანქანამ ყველას გადაუსწრო, მასში კი ჩვენი ჩემპიონი – გაბი იჯდა!“

როცა გაიზრდები, მაშინაც სახლში იჯდები და ითამაშებ?

გაბრიელი: ჰო! ერთი დღე პოლიციაში ვიმუშავებ, ერთი დღე – ექიმად და მერე სამი დღე სახლში ვითამაშებ. ეს ალბათ საკმარისი იქნება, არა?

რისთვის?

გაბრიელი: იმდენი ფული რომ ვიშოვო, რომ დედამ აღარ იმუშაოს და გავმდიდრდე…

არა-ა-ა, რომ გამდიდრდე, ყოველდღე უნდა იმუშაო!

გაბრიელი: ო, ნოუ! კარგი, ბევრი ფული უნდა ვიშოვო!

ბევრი ფული რომ გქონდეს, რას იყიდდი?

გაბრიელი: დედას ლამაზ სახლს, ბევრ საჭმელს, ხელის კრემს და ბევრ წამალს ვუყიდდი, თორემ როცა ცუდადაა, თავისთვის არაფერს ყიდულობს.

„ოცნებას დავხატავ და დედას ვაჩუქებ! ყველაფერი მისთვის მინდა. მას ყველაფერი მოსწონს, რასაც ვაკეთებ.“

თამარი: ოჰ, რა სასაცილოა! გაბის სულ ვეუბნები, რომ დედა იმისთვის მუშაობს, რომ ის იყო კარგად. ფულს ტანსაცმლისთვის და სკოლის ჩანთისთვის ვაგროვებ. არ მინდა, რომ ჩამოკონკილ-ჩამოფლეთილმა იაროს. მათხოვარივით მშიერმა რომ იაროს, მამამისის სული სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს… მოკლედ, ისე მოხდა, რომ თხილის კრეფის დროს თვალი დავიზიანე. დიდი ეკალი პირდაპირ თვალის კაკალში შემერჭო. ოჰ, როგორ მეტკინა და რამდენი წამალი დამჭირდა! ჯერ მარტო წვეთები ღირდა 50 ლარი. ეს ხომ საშინელებაა?! სკოლისთვის დაზოგილი ფულის მთლიანად დახარჯვა მომიწია. აი, ასეთი ამბებია!..

როგორც ჩანს, საჭმლის გარდა, ფული სხვა არაფერზე გყოფნით…

თამარი: დიახ. სახლში შიშველი კედლებია, სახურავი ჟონავს, აბაზანა არ გვაქვს. ოთახში, ტაშტში ვბანაობთ. წყალს პაწაწინა ბალონზე ვაცხელებ. მგონი, ეს ყველაზე საშინელი შენობაა საქართველოში… მაგრამ უფალს მადლობას ვწირავ, რომ ბინის ქირა მაინც არ მაქვს გადასახდელი. ეს ოთახი თვითნებურად დავიკავეთ, როგორც იმ ლტოლვილებმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ჩემი ქმარი რომ ცოცხალი იყოს, სხვანაირად ვიცხოვრებდით…

მოგვიყევით, რა დაემართა თქვენს ქმარს?

თამარი: ამაზე ბავშვის თანდასწრებით საუბარი არ მინდა, გავიდეთ… ნათესავებთან იყო, სვამდნენ. იქიდან რომ წამოვიდა, მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს, – თავი ჩამოიხრჩო… ძალიან გთხოვთ, დეტალებში ჩაღრმავება არ მინდა. უკვე 6 წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთივე რთული და მტკივნეულია… გაბი ცხრა თვის იყო…

კარგი, თემა შევცვალოთ. ახლა გაბის დავუძახოთ და ჩვენი საუბრის ყველაზე საინტერესო ნაწილი დავიწყოთ.

გაბრიელი: მგონი, უკვე ვიცი, რაზე იქნება საუბარი!

რაზე, აბა?

გაბრიელი: რა მინდა!

მართალი ხარ! ჰოდა, გვითხარი, რაზე ოცნებობ?

გაბრიელი: შემიძლია ყველაფერი ვთქვა?

მიდი!

გაბრიელი: პირველ რიგში, ჩიფსები „დორიტოსი“ მინდა! ძალიან გემრიელია, მაგრამ ძალიან ძვირია. დედა ამბობს, რომ ამ გემრიელობის ერთი შეკვრის ფასად ორი პურის ყიდვა შეიძლება… მაგრამ ძალიან გემრიელი როა? მშვილდ-ისარიც მინდა!

„მამა არ მახსოვს, მაგრამ დედა მის შესახებ სულ მიყვება და მგონია, რომ ის მიყურებს კიდეც.“

ოჰო, უცნაური ოცნებაა! ალბათ რობინ ჰუდი გიყვარს, არა?

გაბრიელი: არ ვიცი, ეგ ვინაა. სხვა რაღაცისთვის მინდა, – რომ ცუდ ხალხს ტაკოში ვესროლო!

ვაი, რა საშინელებაა! ბევრ ცუდ ადამიანს იცნობ?

გაბრიელი: ერთი-ორს ვიცნობ. ერთმა დიდი ქვა მესროლა, მეორემ კი შუშხუნებით დამაშინა. ჰოდა, ერთსაც ტაკოში ვესვრი და მეორესაც. სულ „ვაი-ვაი“-ს იძახებენ და ვეღარ დასხდებიან. ეგრეც უნდათ!

ჩემი აზრით, ეგ კარგი საქციელი არაა…

გაბრიელი: ვიცი, ვიცი, ვხუმრობ. რა იყო, ხუმრობა არ გესმით? ახლა ხუმრობის გარეშე გეტყვით, – პულტიანი მანქანა ან დრონი მინდა, რომელიც დაფრინავს. მორჩა, დავამთავრე! დედას უფრო მეტი სურვილი ექნება.

თამარ, ახლა თქვენი ჯერია. ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

თამარი: სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. ბევრის თხოვნა ძალიან მერიდება. უბრალოდ უხერხულია.

როცა ჩვენი ქველმოქმედები თქვენს ამბავს წაიკითხავენ, თქვენს დახმარებას აუცილებლად მოისურვებენ, ამიტომ მოდი მათ არჩევანი გავუმარტივოთ!

თამარი: საიდუმლოს გაგიზიარებთ: მხოლოდ ორი სკამი მაქვს და ორივე დაშლის პირასაა. არც სააბაზანო გვაქვს და არც კი ვიცი, მისი გაკეთება თუ შეიძლება. ამბობენ, შეიძლებაო, მაგრამ მე თვითონ არ ვიცი, როგორ. მაცივარი ძველია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სურსათიც არ მაქვს, რომ მასში რამე შევინახო. ოჰ, იცით, უკვე ფანტაზიაც აღარ მიმუშავებს! არ ვიცი, იქნებ ინტერნეტთან ან შეშასთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვიგვაროთ?

ამ ცარიელ სამზარეულოში ბუზიც კი არ დაფრინავს. მასში ბავშვისთვის ტკბილეული არ მოიძებნება!

„მაგიდა, ორი სკამი და ორი საწოლი – აი, მთელი ჩვენი სიმდიდრე!“

ეს პუფი, რომელიც კუთხეში დევს, თამარმა თავისი ხელებით გააკეთა ძველი, დახეული საბნისგან და კვერცხის ჩასადები მუყაოს ფირფიტებისგან

შეშის ღუმელი გაქვთ?

თამარი: ჰო, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ შეშას ვერ ვყიდულობ, – ამის ფული არ მაქვს. ყოველ დილას ზღვაზე მივდივარ და ტოტებს ვაგროვებ, რომლებიც ტალღებს გამოაქვთ ნაპირზე. გასულ ზამთარს, როცა ძალიან ციოდა, ტანსაცმლის დაწვაც კი მომიწია, რომ ბავშვი არ გაყინულიყო. ერთმანეთს ჩავეხუტეთ, საბანში გავეხვიეთ და ჩემი ძველ ნივთები დავწვით, სანამ ოდნავ მაინც არ გავთბით. აი, ასეთი ამბებია! სასწაულის მჯერა, თქვენიც მჯერა და მჯერა, რომ ჯანმრთელი და სწორი ადამიანის აღზრდას შევძლებ, უბრალოდ ახლა დახმარება მართლა ძალიან მჭირდება. ზამთრის და ყინვების მეშინია; მეშინია, რომ თავს მარტო ვერ გავართმევ…

***

მეგობრებო, სანამ პოლიტიკოსები წინასაარჩევნო დაპირებებს კანფეტებივით არიგებენ, ჩვენ ისევ მათი საქმის კეთებისკენ მოგიწოდებთ, – იზრუნეთ თქვენს მოქალაქეებზე! ძალიან გთხოვთ, სხვის გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით! ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ოდესმე სხვისი დახმარება ჩვენ თვითონ არ დაგვჭირდება.

მეგობრებო, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ და დაეხმარეთ ამ საბრალოებს. მათ სჭირდებათ: საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, პლანშეტი და სკამები.

მათი გაცნობა შეგიძლიათ პირადად, მისამართზე: ფოთი, ჯავახიშვილის ქ. №30 ა .

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ, ამიტომ ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბურნაძეების ოჯახი).

  თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!

რომ გავიზრდები, მეც თქვენსავით უნდა დავეხმარო გაჭირვებულებს…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
  ,,ვ-ვ-ვ-ვ-ვ!.. უ-უ-უ-უ!..“ – გაბი სინქრონულად ახმოვანებს თავისი ახალი სათამაშო მანქანების მოძრაობას. -,,აი, ახლა მოსახვევია, არ დავეჯახები, მოვუხვევ, ხედავთ, რა მაგარი ვარ?! ნამდვილი ავტომრბოლელი ვარ! სხვა მანქანებიც მაქვს, გაჩვენებთ.“
ხტუნვა-ხტუნვით გარბის და მოაქვს თავისი ახალი მანქანები, რომელიც ახლახან აჩუქეს. ,,კიდევ, ტანსაცმელი მაქვს, ნამდვილი სპორტულები – თინა დეიდამ გამომიგზავნა გერმანიიდან. მე და დედიკომ, ლამაზად ჩავალაგეთ იმ ,,შკაფში“, თქვენ რომ გვაჩუქეთ“ (კომოდს გულისხმობს. – რედ.) კიდევ, თინა დეიდამ სახატავი რვეულები და ფერადი ფანქრები გამომიგზავნა, ახლა დავხატავ. ჯერ პატარა ფურცლებზე. დიდი რომ გავიზრდები,  დიდ ფურცლებზე დავხატავ და კედელზე ჩამოვკიდებ!“ 
ბიჭუნას სიხარულს საზღვარი არ აქვს. მისი თვალები სავსეა ციცინათელებით. და ეს ყველაფერი, არის თქვენი დამსახურება, ჩვენი ფონდის ერთგულო მეგობრებო.

,,რომ გავიზრდები, ბევრ სათამაშოს ვუყიდი პატარა, გაჭირვებულ ბავშვებს!“

,,რამდენი საჩუქარია! თანაც, ყველაფერი ახალი. არასდროს მქონია ასეთი ახალი ტანსაცმელი“

პატარა გაბრიელი დედასთან ერთად ცხოვრობს  ფოთში,  ყოფილი სამხედრო ბაზის მიტოვებულ,  ნახევრად ჩამოშლილ შენობაში. ორი პატარა ოთახი აქვთ დაკავებული, მეხუთე სართულზე. შენობას არც ჭერი უვარგა, არც სახურავი. წვიმის გამო ჩამოშლილ ბათქაშს, ყოველ წუთს მოხვეტვა უნდა. გაბრიელის მამა, შვიდი წლის წინ გარდაიცვალა, დედას კი, მარტოს უწევს მცირეწლოვანი შვილის აღზრდა.  ეს დანგრევის პირზე მისული ბინაც კი, არ არის მათი საკუთრება. ყოველდღე, გამოსახლების შიშის ქვეშ ცხოვრობენ.
ჩვენმა ფონდმა, ბურნაძეების ოჯახის შესახებ პოსტი 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/796-burnadze/
         – გაბრიელ, როგორც ვხედავ, ბევრი საჩუქარი მიიღე და ძალიან გახარებული ხარ. რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
        გაბრიელი: ტელევიზორი მომეწონა, მულტფილმებს ვუყურებ… სათამაშოები მომეწონა. ვ-ვ-ვ-ვ-ვ… ავტომრბოლელი ვარ! (განაგრძობს თამაშს.)

,, ვაუ, რა მაგარია-ა-ა… ახლა, ყველას გავუსწრებ ამ მანქანით! ნამდვილი ავტომრბოლელი ვარ!“

,,დედიკო! მულტფილმებზე გადამირთე! ნახე, რა მაგარი პულტი აქვს!“

        – მოიცა, ხან მხატვარი ხარ, ხან ავტომრბოლელი? ადრე ამბობდი, რომ პოლიციელი და ექიმი უნდა გამოხვიდე. ბოლო-ბოლო ვინ გინდა იყო?
        გაბრიელი: ჯერ არ გადამიწყვეტია. მინდა, ვიყო კეთილი ადამიანი და დავეხმარო სხვა გაჭირვებულებს. ბავშვებს ვუყიდი ბევრ სათამაშოს, ჩიპსებს და კანფეტებს. მათ დედიკოებსაც დავეხმარები, თქვენსავით…
– ესე იგი, შენ გინდა, ქველმოქმედი რომ გახდე!
       გაბრიელი:  ა-ა-ა, ამას ასე ჰქვია? 
       – კი, ასე! როდესაც ხშირად ეხმარები გაჭირვებულებს, ქველმოქმედი ხარ! 
   გაბრიელი: მაშინ კი! მინდა!
        – სანამ გაიზრდები და დიდი ქველმოქმედი გახდები, მანამდე, შენი სათამაშოებით სხვა ბავშვებსაც ხომ ათამაშებ? 
        გაბრიელი: აუცილებლად, ყველას ვათამაშებ! მოდით, მოდით, ბავშვებო, ერთად ვითამაშო-ო-ო-ოთ… (თანატოლებს ხმამაღლა უხმობს)
 (გაბრიელის დედას მივმართავ)
         – თამარ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
         თამარი: სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე! რამდენი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. არაჩვეულებრივი საჩუქრები მივიღეთ! 
        საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძალიან ძვირი ღირს. ჩემისთანა ადამიანისთვის, წარმოუდგენელია, ასეთ ნივთებზე ოცნებაც კი. აბა, თუნდაც სარეცხი მანქანა, მე როგორ უნდა მეყიდა?  და როგორ გვჭირდებოდა?! აქამდე, ხელით ვრეცხავდი ცივ წყალში. ხელები მუდამ დამსკდარი მქონდა, გაბი სულ წუხდა იმის გამო, რომ უხეში ხელები მქონდა. ახლა, ცივ წყალში ხელით რეცხვა აღარ მომიწევს! რა ბედნიერებაა! ღმერთო! რომ დავინახე, შევკივლე სიხარულისგან. თან რა ლამაზია. ტელევიზორიც ისეთი კარგია. ახლა, გაბრიელი მულტფილმების ყურებას შეძლებს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გაგვახარეთ და რა ლამაზი დღე გვაჩუქეთ!
ალბათ, ხელებიც აღარ მექნება ასეთ მდგომარეობაში…  თან, კარტოფილის ამოღებაზეც ვმუშაობდი, დღიურად. ცივ წყალში რეცხვას, ესეც  ემატებოდა და ხელები სულ დამისკდა… ძალიან გაუხეშებული მაქვს კანი… აბა, როგორ არ წავსულიყავი, როგორ უნდა მეფიქრა კანზე, როდესაც მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად, დღიდან დღემდე, ძლივს გაგვქონდა თავი? დღიურ სამუშაოზეც ძალიან ცოტას იხდიან, თან არც არის ყოველდღე…
მიუხედავად იმისა, რომ  არაფერს ვთაკილობ, ასეთი ძვირფასი ნივთების შესაძენად საკმარის თანხას, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შევაგროვებდი. სახლში პატარა მყავს, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს. არ შეიძლება ჩემთვის დატვირთვა, მაგრამ მე ეს ვერ მაჩერებს. სადამდეც გავძლებ, გავძლებ! ორი ხელი მაქვს და ამისთვის უფალს მადლობას ვწირავ.
ძალიან ვწვალობ. ახლა, მუშაობა დავიწყე და ალბათ, სოციალურ დახმარებასაც მომიხსნიან… (ტირის) მათ ხომ არ იციან, რომ ჩემი ხელფასი, კაპიკებით მეტია ამ დახმარებაზე. მაგრამ, როდესაც ასე ძალიან გიჭირს ადამიანს, მნიშვნელოვანია ის კაპიკებიც. მე კი, ჩემი ჯანმრთელობა უნდა შევაგდო სასწორზე, იმის გამო, რომ ჩემი შვილი გამოვკვებო და მხოლოდ პურზე და წყალზე არ მყავდეს.
        – თუ შეიძლება, გვითხრათ, რა გაწუხებთ?
        თამარი: თიაქარი მაქვს. ერთი ოპერაცია უკვე გავიკეთე, მაგრამ გაფრთხილება უნდა. როგორ უნდა გავუფრთხილდე თავს? მერე, ვინ აჭმევს ჩემს შვილს? დატვირთვისა და მძიმე შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მუდამ ხელს ხომ ვერ გავიწვდი, ადამიანებს საკუთარი პრობლემებიც ბევრი აქვთ… მეორე ოპერაცია მჭირდება, მაგრამ არ აქვს აზრი მის გაკეთებას, მაინც იგივე განმეორდება… ამიტომაც, დავივიწყე ეს პრობლემა. სადამდეც გავძლებ, გავძლებ! აღარ მინდა ამაზე საუბარი…
         – ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? თავი განსაკუთრებით ვინ დაგამახსოვრათ?
        თამარი: ვენაცვალე ჩვენს ემიგრანტებს. სამშობლოდან მოწყვეტილები არიან, ბევრი აქვთ საკუთარი პრობლემებიც, და მაინც ეხმარებიან სხვა გაჭირვებულებს. ყველამ ვიცით, როგორი მძიმე შრომა უწევთ იქ, მაგრამ, არ ენანებათ ამ მძიმე შრომით ნაშოვნი ლუკმის თანამემამულეებისათვის გაყოფა. განსაკუთრებული ადამიანები არიან. უნდა დავაფასოთ და  გავუფრთხილდეთ მათ. 
ერთერთი მათგანი – უსაყვარლესი ქალბატონი, თინა, ჩემი პრობლემებითაც დაინტერესდა, შეეცოდა ჩემი ობოლი ბიჭი. ჯერ ჰიგიენური საშუალებები გამოგვიგზავნა: საპონი, ტანის და ხელის კრემები… შემდეგ კი, მთელი 20 კილოგრამიანი ამანათი, ძვირფასი სპორტული ფეხსაცმლით და ტანსაცმელით სავსე. გახარებულმა გაბრიელმა სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი რომ დაინახა, მაშინვე ჩაიცვა, თან დიდი კაცივით გვეკითხებოდა: „ხომ მიხდებაო?“ (იღიმის) ბიჭის სათამაშოებიც იყო, რამაც ძალიან გაახარა ჩემი პატარა. ხომ ხედავთ, ყველას აჩვენებს, ვინც მოდის. დიდი მადლობა ქალბატონ თინას. არასდროს დავივიწყებ მის სიკეთეს. საოცარი ადამიანია და უფალი  ყოველთვის გაუმართავს ხელს.
ერთ საოცარ საღამოს, ოთხმა ახალგაზრდა ბიჭმა მოგვაკითხა. ჩვენი სახლი დიდხანს უძებნიათ, მაინც მოგვაგნეს ბოლოს. გაბრიელს პულტიანი მანქანა მოუტანეს, რომელსაც ღამითაც არ იშორებს, თავთით უდევს. მე ხომ არასდროს მქონია იმდენი ფული, მისთვის სათამაშოები რომ მეყიდა… კიდევ, ამ ოთხმა ახალგაზრდამ სამი ტომარა შეშა, საკვები პროდუქტი და ტორტი მოგვიტანეს. გაბის ესაუბრნენ, ეთამაშეს, მოეფერნენ პატარას და დაგვემშვიდობნენ. იმ საღამოს, სითბოში დავიძინეთ…
       მათი სახელებიც კი არ ვიცი, არ უთქვამთ…  ჩემო ძვირფასებო, სულ გლოცავთ, სულ წარმატებული გზებით გევლოთ. რა კარგია, ასეთი ახალგაზრდები რომ გვყავს. სულ სხვა თაობა მოდის, გულისხმიერი…
        – თამარ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? ვინმემ დაგირეკათ? ან, იქნებ რაიმე პროგრამაში ჩაგრთეს?
 თამარი:  ადგილობრივიდან – არავინ. სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 220 ლარს, ასევე გაბრიელის ობლობის შემწეობას – 100 ლარს. სულ ეს არის. ერთხელ დამირეკეს სოციალური სააგენტოდან: „თამარ, ხომ არაფერი გჭირდებათო?“ ვეუბნები: „როგორ არ მჭირდება? ჭერი თავზე გვენგრევა. სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ლოგინის თეთრეულის რეცხვა ყოველდღე მიწევს. ჩამოცვენილი ბათქაში, ღამით ზედ გვეყრება. შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, თუ შეგიძლიათ, გვიშველეთ რამე!“ მაგრამ, აღარ შეგვხმიანებიან. იმედი მაქვს, მომავალში მაინც, მიიტანენ გულთან ახლოს ჩვენს საშინელ საცხოვრებელ პირობებს. თეთრეულის რეცხვაზე გამახსენდა და კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ მადლობა, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ!

,,სარეცხი მანქანა რომ დავინახე, გეფიცებით,  სიხარულისგან ფრთები გამომესხა“

,,აქ ნამცხვარს გამომიცხობ, არა, დედიკო? მეც მოგეხმარები!“

         – თამარ, ეს ყველაფერი, არის ფონდის ერთგული მეგობრების დამსახურება, როგორ მიმართავდით მათ?
        თამარი: უღრმესი მადლობა, ჩემო ტკბილებო, ჩემი გაჭირვება გულთან ახლოს რომ მიიტანეთ. თქვენ რომ არა, რა ეშველებოდა ერთ უსახლკარო, გაჭირვებულ, მარტოხელა დედას, რომელსაც გვერდით მდგომი არავინ არ ჰყავს, და მინდობილია მხოლოდ უფალსა და თქვენს სიკეთეზე? თითოეული ლარისთვის, თითოეული ნივთისთვის, ჩემი და ჩემი ბიჭის სიხარულისთვის, ათას მადლობას გიგზავნით. თქვენი დახმარებით, გავიხსენე ეს გრძნობა.
         – გაბრიელ, ახალი სახატავი ნივთები გაქვს, რა უნდა დახატო?
         გაბრიელი: ჩვენს სახლს დავხატავ, რომელშიც მე და დედა ვიცხოვრებთ და არავინ გაგვაგდებს იქიდან!
(თამარი ატირდა) 

,,ოცნების სახლი, საიდანაც არავინ გაგვაგდებს”

თამარი: ჩვენი არ არის ეს სახლი, უსახლკაროები ვართ. ყინვის დროს, ქუჩაში რომ არ დავრჩენილიყავით აქ, სხვა ოჯახებთან ერთად, უკითხავად შემოვედით. შვიდი წელია აქ ვცხოვრობთ. ახლა კი, „წითელ“ ზონაში მოხვდა და დანგრევას ექვემდებარება. ეს კორპუსი დგას ფოთში და არის სენაკის ბალანსზე.
ეს არის ძველი სამხედრო ბაზის შენობა. ჩვენს პრობლემას, ყველა თავიდან ირიდებს: ფოთი სენაკში გვაგზავნის, სენაკი დუმს. მოკლედ, არ ვიცით, რა გვეშველება.  საბოლოოდ, მაინც ქუჩაში დავრჩებით… ძალიან მეშინია. ღმერთს ვევედრები, ისე არ მოვკდე, რომ ჩემი შვილისთვის, ერთი პატარა, მოცუცქნული ოთახის შეძენა მაინც ვერ მოვახერხო. ვიცი, დიდი დღე არ მიწერია. მაგრამ, სანამ ვიქნები, არ შევწყვეტ არც შრომას, არც ბრძოლას. ღმერთმა, თქვენი იმედიც ნუ მომიშალოს. თქვენ ხომ ყველაზე მეტად მეხმარებით!
***
        ვეღარაფერს დავამატებ. მხოლოდ, თამარის სახელით, მოგმართავთ თხოვნით: გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, ამ სათნო და ერთგული ქალბატონისთვის, რომელსაც გაჭირვებამ წაართვა ქმარი,  კაცის და ქალის ტვირთი კი, ერთად აჰკიდა მხრებზე. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, პატარა გაბრიელისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ღრმად სწამს სიკეთისა და სიყვარულის, და უნდა, რომ დიდი ქველმოქმედი გამოვიდეს. დავეხმაროთ მას ამ დიდი მიზნის მიღწევაში!  სურვილების ასრულებაში დავეხმაროთ პატარა ბიჭუნას! დღეს, ის ხატავს სახლს, თავის ლამაზ სახლს, რომელიც არ აქვს და რომელზეც ოცნებობს. ხვალ კი, ვინ იცის, რა ვაჟკაცი გაიზრდება თავისი ქვეყნისთვის, და რამდენ სიკეთეს დათესავს?!
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა  უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
        სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბურნაძეების ოჯახი).
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/796-burnadze/.
        თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
       სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ნოე 12
პროდუქტები
201.60₾
2021 ნოე 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1198.00₾
2021 დეკ 21
პროდუქტები
200.00₾
2021 დეკ 30
პროდუქტები
299.93₾
2021 დეკ 30
ღუმელი
220.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
615.00₾
2022 იან 03
კომოდი
250.00₾
2022 იან 31
პროდუქტები
91.20₾
2022 მაი 13
მედიკამენტები
49.96₾
2022 მაი 13
პროდუქტები
300.05₾

სულ ხარჯები:

3425.74₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾3.40
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾3,425.51

245 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,425.51

245 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება