რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბიჭიაშვილების პატარა ოჯახში სულ სამი ადამიანია, აქედან ორი – დაბადებიდან ინვალიდია. დედა-შვილი საშინელი გენეტიკური დაავადებისგან იტანჯებიან, რომელიც ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფრო მეტად ზღუდავს ფეხის კუნთების მოძრაობას, ახდენს მათ დეფორმირებას და ართმევს მოძრაობის უნარს… და თუ შვიდი წლის ნიკოლოზს დამოუკიდებლად სიარული გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლია, მის დედას, 28 წლის მაკას, ხელჯოხი და სხვების დახმარება სჭირდება.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
დაწყევლილები …!!!!!!!!!!!!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
ბიჭიაშვილების პატარა ოჯახში სულ სამი ადამიანია, აქედან ორი – დაბადებიდან ინვალიდია. დედა-შვილი საშინელი გენეტიკური დაავადებისგან იტანჯებიან, რომელიც ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფრო მეტად ზღუდავს ფეხის კუნთების მოძრაობას, ახდენს მათ დეფორმირებას და ართმევს მოძრაობის უნარს… და თუ შვიდი წლის ნიკოლოზს დამოუკიდებლად სიარული გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლია, მის დედას, 28 წლის მაკას, ხელჯოხი და სხვების დახმარება სჭირდება.
სახლში არსებული რთული ვითარება და დედა-შვილის სრული უმწეობა ოჯახის მამას იძულებულს ხდის, რომ სულ მათ გვერდით იყოს, რაც მას მუშაობის და ორიოდე კაპიკის შოვნის შესაძლებლობას ართმევს. ჰოდა, გამოდის, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ორი ინვალიდობის პენსიაა, საიდანაც, ბინის ქირის და ოდესღაც მკურნალობისთვის აღებული „უსასრულო“ კრედიტის გადახდის შემდეგ, მხოლოდ 225 ლარი რჩება. ამ თანხაზე როგორ უნდა იცხოვრონ?!
25 კილოგრამიანი ფქვილის ტომარა, რომლის ყიდვაც ოჯახს თვეში ერთხელ შეუძლია, მათთვის ერთადერთი ხსნაა შიმშილისგან და იმედი იმისა, რომ ხვალინდელი დღე კვლავ დადგება; მაგრამ როგორი იქნება ის ამ უსაშველობის ჩაკეტილ წრეში, კაცმა არ იცის.
“ერთმანეთს ვეყრდნობით და ნელ-ნელა წინ მივდივართ!“
შვიდი წლის ნიკოლოზი, რომელიც ზღურბლთან გვეგებება, დედის ხელს მაგრად არის ჩაჭიდებული. ქალს მის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლია, რადგან დაავადებისგან სამუდამოდ გამრუდებული ფეხები აღარ ემორჩილება. „შემოდით, გთხოვთ! სახლს მე დაგათვალიერებინებთ, თორემ დედას აღარ შეუძლია, სიარული ძალიან უჭირს“, – მტკიცედ და დიდი ადამიანივით გვეუბნება პატარა ბიჭი. მაშინვე ჩანს, რომ ის ნამდვილი კაცი იზრდება, მშვენიერი ქართველი კაცი! თუმცა შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, რომ გადაადგილება თავად ნიკოლოზსაც უჭირს, რადგან გენეტიკურმა დაავადებამ მისი ფეხებიც შებოჭა და დროთა განმავლობაში მათ კიდევ უფრო დააზიანებს.
„ეს დაავადება ოჯახურ წყევლას ჰყავს… მან არც ჩემი შვილი დაინდო.“
– მაკა, მოგვიყევით, რა გჭირთ ფეხებზე?
მაკა: ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც მამაჩემისგან გადმომეცა მემკვიდრეობით, მას კი – ბაბუისგან და დიდი პაპისგან. როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მხოლოდ იმაზე ვლოცულობდი, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი ყოფილიყო, მაგრამ არც მას გაუმართლა… სამწუხაროდ, ეს უკურნებელი სენია და ვერაფრით დაგვეხმარებიან, – არც წამლები არსებობს და არც სხვა საშუალებები. მხოლოდ ის მიხარია, რომ არაფერი გტკივა, უბრალოდ სიარული გიჭირს. მეშინია, დროთა განმავლობაში, დამხმარე ეტლში ჩაჯდომა არ მომიწიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვეღარაფრით დამეხმარებიან, მაგრამ ჩემი ბიჭის გამო ძალიან ვდარდობ და იმედი მაქვს, რომ სანამ გაიზრდება, რამე ახალს გამოიგონებენ და განიკურნება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ეს ერთადერთი პრობლემა არაა, რომელიც გვტანჯავს და გვაწამებს.
– საცხოვრებელ პირობებს გულისხმობთ?
მაკა: დიახ, სწორად შენიშნეთ! სახლში ყველაფერი გატეხილია, იატაკზე ორმოები და ბზარებია, კედლები კი სულ მთლად ჩამოიშალა და დალპა. ფეხი რომ არ წამოვკრათ და არ წავიქცეთ, რაც ვიპოვე, ყველაფერი ძირს დავაგე: ლინოლეუმის ნაჭრები, ძველი ხალიჩა, ფირფიცრები… რაღაც სიმყუდროვე მაინც რომ შემექმნა, კედლებზე მუშამბა („კლიონკა“) ავაკარი და რბილი სათამაშოებით გავაფორმე. ძალიან მინდა, გარშემო რაღაც სილამაზე რომ იყოს და ამ ყველაფრის ყურება ოდნავ მაინც რომ გვსიამოვნებდეს… მაგრამ ნეტა ვის ვატყუებ?! ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ სიღარიბის ჩაკეტილი წრიდან ვერაფრით გამოვდივართ, ვერაფერს ვცვლით, რომ რაღაც სიმყუდროვე მაინც შევიქმნათ.
„დედაჩემი ნამდვილი დიზაინერია! მან კედელი მუშამბით და რბილი სათამაშოებით მორთო და ახლა უფრო მხიარულები ვართ.“
– ამ სახლს ქირაობთ?
მაკა: დიახ, ყოველთვე ქირაში 100 ლარს ვიხდით. უკეთესი საცხოვრებლის შოვნის იმედიც კი არ გვაქვს, – ვერ გავწვდებით. მთელი ჩვენი შემოსავალი ჩემი და ჩემი ბიჭის პენსიაა, – 250 ლარი თითოზე. ჯამში, თვეში 500 ლარი გამოდის. ქირის გარდა, 145 ლარს ბანკი გვართმევს, რომ 2027 წლამდე სესხი დავფაროთ, რომელიც თავის დროზე ბავშვის სამკურნალოდ ავიღეთ. თავის გასატანად 255 ლარი გვრჩება, რაც მხოლოდ ფქვილზე და მაკარონზე გვყოფნის.
– თქვენი ქმრის შესახებ მოგვიყევით. მუშაობს?
მაკა: იურა ძალიან კარგი, მზრუნველი მამა და ქმარია. ძალიან უნდა, რომ არსებულ ვითარებაში რამე შეცვალოს და ყველანაირად ცდილობს, მაგრამ მე და ნიკოლოზი სრულიად უმწეოები ვართ, ჩვენით ვერაფერს ვუმკლავდებით და სახლში ჩვენი მარტო დატოვება არ შეიძლება. იურა იძულებულია სულ ჩვენ გვერდით იყოს და ყველაფერში გვეხმარებოდეს. ასევე, მას ხერხემლის სერიოზული პრობლემები აქვს, მძიმე სამუშაოს შესრულება არ შეუძლია, აქ კი მსუბუქ სამუშაოს ვერსად იშოვი.
– თვეში 255 ლარი რანაირად გყოფნით?
მაკა: ჩემთვის მთავარია, რომ როგორც კი პენსია დაირიცხება, მაშინვე ტომარა ფქვილი ვიყიდო. (25 კგ. ფქვილი 35 ლარი ღირს.) ამის მერე შემიძლია მშვიდად ვისუნთქო. შემდეგ პენსიამდე ბავშვს პური აუცილებლად ექნება და შიმშილისგან გული მაინც არ წაუვა. არადა, ასეთებიც მომხდარა… ვინც იცის, შიმშილი რა არის, ის გამიგებს.
„არც სირბილი შემიძლია და არც ხტუნაობა, მაგრამ ამბობენ, რომ პლანშეტში ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლება.“
ნიკოლოზი (7 წლის): გეფიცებით, არ ვშიმშილობ! მაგრამ იცით, ყველაზე მეტად რა მინდა? ბევრი მეგობარი! მეგობრები არ მყავს იმიტომ, რომ საერთოდ არაფრის თამაში შემიძლია. ვერც ფეხბურთს ვთამაშობ, ვერც დავრბივარ… ამიტომ პლანშეტზე ვოცნებობ. იქ ვირბენდი, ვიხტუნავებდი და ბევრ ახალ მეგობარსაც შევიძენდი… მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პლანშეტი არასდროს მექნება…
– ასე რატომ ფიქრობ?
ნიკოლოზი: იმიტომ, რომ ღარიბები ვართ. კარგად მესმის, რომ დედას კანფეტის ყიდვაც კი არ შეუძლია… მაგრამ კანფეტები კი არა, ვერასდროს მიხვდებით, კანფეტებზე მეტად რა მიყვარს.
– ვეცდები გამოვიცნო. ალბათ ნაყინი, არა?
ნიკოლოზი: არა-ა-ა. მე რაც მიყვარს, ტკბილი არაა.
– ყველი?!
ნიკოლოზი: არა-ა-ა… მაგრამ ყველიც კაი რამეა. კაი, ნუღარ იტანჯები! ძეხვი მიყვარს, კვერცხთან ერთად. ოჰ, როგორ მიყვარს! განსაკუთრებით – კვერცხი. შემიძლია ათი ცალიც კი შევჭამო!
– ერთ ჯერზე ოდესმე ამდენი გიჭამია?
ნიკოლოზი: არა. ამდენი საიდან? დედა თითო-თითოს ყიდულობს.
მაკა: დიახ… სამწუხაროდ, სხვანაირად არ გამოდის. რძის პროდუქტები და ხორცი კი ჩვენთვის საერთოდ არ არსებობს. ბაზარში მხოლოდ ყველაზე იაფ პროდუქტებს ვყიდულობ.
– მაკა, თქვენ თუ გაქვთ სანუკვარი ოცნება?
მაკა: დიახ, ერთი ოცნება მაქვს, მაგრამ ეს უფრო არარეალურია, ვიდრე პლანშეტი ნიკოლოზისთვის. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და საკუთარ სახლს წარმოვიდგენ ხოლმე, – პატარას, პაწაწინას. წარმომიდგენია, როგორი ფარდები კიდია ფანჯრებზე, როგორი სითბო და სიმყუდროვეა შიგნით, როგორ ვსხედვართ სამივე ერთად რბილ დივანზე და ტელევიზორში ფილმს როგორ ვუყურებთ. ეჰ, ახლა მართლა ავტირდები… მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ…
ოცნებები ბეტონის იატაკზე და დამპალ კედლებზე იმსხვრევა
– კარგი, გვითხარით, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ და ცხოვრებას რა გაგიმარტივებდათ?
მაკა: ძალიან მჭირდება სარეცხი მანქანა. მის გარეშე, ზამთარში, უბრალოდ ვეღარ გავუმკლავდები. ჩემს მდგომარეობაში ხელით რეცხვა ძალიან რთული პროცესია, თითქმის შეუძლებელი. ტელევიზორიც ძალიან მინდა. ტანსაცმელთან და ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემები გვაქვს…
ნიკოლოზი: დე, ამდენს ნუ ითხოვ!
– და შენ რას ისურვებდი, ნიკა? შენს სურვილებს ცალკე ჩავიწერ.
ნიკოლოზი: ძალიან მჭირდება სასკოლო ნივთები: ჩანთა, რვეულები, კალმები და ეგეთი რაღაცები. ასევე, ძალიან მინდა საწერი მაგიდა, – არ გვაქვს და მეცადინეობა ძალიან მიჭირს. კიდევ ერთი ოცნება მაქვს… მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ გამიგია, რომ არის ისეთი მანქანები, რომლებიც ნამდვილს ჰგავს, ოღონდ ბავშვებისთვისაა. შეგიძლია მასში ჩაჯდე და ატარო კიდეც. იცით ასეთები? ყველაზე მეტად მაგაზე ვოცნებობ! მაგრამ ეს ძალიან ძვირი ოცნებაა და ვიცი, რომ არასდროს ამიხდება.
„რა უნდა გავაკეთოთ, რომ ოცნებები აგვიხდეს?“
***
მეგობრებო, თქვენ რა სანუკვარი ოცნება გაქვთ? ზუსტად ვიცით, რომ როგორც კი
ეს სტატია წაიკითხეთ, მაშინვე იმაზე დაიწყეთ ოცნება, რომ ჩვენს ლამაზ საქართველოში
მშიერი ბავშვები აღარ იყვნენ; რომ ასეთი მარტივი ბავშვური ოცნებები ძვირი და აუხდენელი
კი არ იყოს, არამედ რეალობად იქცეს, რაც სიხარულს და დაუვიწყარ წუთებს შესძენს მათ
ბავშვობას! თქვენ ჩვენი ფონდის მეგობრები ხართ, ყველაზე კეთილი ადამიანები, ამიტომ
თქვენთვის ამ ამბების მოყოლით არასოდეს ვიღლებით – ამბების, რომელთა წაკითხვაც ძალიან
მტკივნეულია, მაგრამ მათ შესახებ რომ არ იცოდეთ – დანაშაულია!
მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, დაეხმარეთ ამ
საბრალოებს! მათ სჭირდებათ: საკვები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, სარეცხი მანქანა,
ტელევიზორი, პლანშეტი და საწოლები. მათი გაცნობა შეგიძლიათ პირადად, მისამართზე: წნორი, სოფ. საქობო, გამარჯვების ქ. №9.
ყოველ ჯერზე,როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ
გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!
მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ
პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი
სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი
ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს
– თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ
გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბიჭიაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა
შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ
ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ
გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად
უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს!
ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901200270 შეუძლია ვიღაცის
სიცოცხლე გადაარჩინოს!
დალოცვილები ყოფილიყავით!
ვგრძნობთ, როგორ შეგვიყვარა ხალხმა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ოხ როგორ შეგახრამუნებთ, ჩემო გემრიელებო!“
„რა კარგია, სახლში ამდენი გემრიელობა რომ გვაქვს!“
„ხომ გალამაზდა ჩვენი სახლი?“
„საწოლი ისეთი უზარმაზარია, რომ რამდენიმეჯერ შემიძლია გადავკოტრიალდე“
„კარადა არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს!“
„ჩემი მანქანა ყველგან გაივლის – ტალახშიც და ფოთლებზეც“
„პლანშეტით ორივე ვერთობით“
სარეცხი მანქანა სახლის საქმეს ძალიან ამარტივებს
„ძალიან მინდა, მე და დედიკომ კარგად სიარული რომ შევძლოთ“
სულ ხარჯები:
13872.17₾დატოვა:
0.18₾