ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველა ჩვენი "ახალი" ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!

page info icon
2021 ნოემბერი 3
page info icon
1442
მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის - მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,914.3 ₾
( 100 დონორები )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ყველა ჩვენი "ახალი" ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!

მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის - მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება...

ამიტომ იმაზე ფიქრი გიწევს, როგორ გაართო ბავშვები და როგორ გადაატანინო ყურადღება, რომ საჭმელი აღარ გაახსენდეთ. მათ ხატვა უყვართ, მაგრამ ამის კეთებაც რიგ-რიგობით უწევთ, რადგან არც ფანქრები აქვთ ყველასთვის საკმარისი და ქაღალდიც უნდა გამოიზოგონ. არადა, იცით, რა ლამაზად ხატავენ?! ან როგორ ცეკვავენ?! ან როგორი ჭკვიანები, ტკბილები, მოსიყვარულე და კარგად აღზრდილები არიან?!

და ის თუ იცით, ყველაზე მეტად რა სურთ? ისე ცხოვრება, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ!

სწორედ ეს არის ის წვნიანის ქილა, რომელმაც შვიდი ბავშვი მთელი დღის განმავლობაში უნდა „დააპუროს“!

ოჰო, რამდენი ყოფილხართ?! და ღმერთო ჩემო, ერთმანეთს როგორ ჰგავხართ?!

დათო (13 წლის): დიახ, ზოგჯერ ჩვენც ვირევით. სამნი ვართ და მერე კიდევ ორ-ორი.

ეგ როგორ?

დათო: აი, შეხედე! ახლა აქ ხუთნი ვართ, ხომ ასეა?

კი, ხუთნი ხართ...

დათო: მე უფროსი ვარ. პაატა და ლიზიც უფროსები არიან, მაგრამ ისინი ახლა ბებოსთან არიან. მალე სტუდენტები გახდებიან - ყველაზე ჭკვიანები არიან... აქ კი ხუთნი ვართ: ტყუპები - დიანა და გიო ათი წლის არიან; ლუკა და ნინიც ტყუპები არიან, რვა წლისები. მაგარია, არა? 

„ორი წყვილი ტყუპი და შუაში - მე“

არ გინდა, ტყუპისცალი და შენც რომ გყავდეს?

დათო: არა-ა-ა, დედა ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა. ისედაც ბევრნი ვართ. (ხითხითებს.)

თამარ, იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ უმკლავდებით; თანაც ასეთ პირობებში...

თამარი: პირობებზე საუბარიც კი არ მინდა... ნეტა იცოდეთ, რის გადატანა მოგვიწია და რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ...

შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენოთ? ის, რასაც სიამოვნებით დაივიწყებდით?   

თამარი: ეჰ! იყო დრო, როცა სიცოცხლე აღარ მინდოდა... ჩემი ქმარი ავარიაში მოჰყვა და მუშაობა აღარ შეეძლო; ექვსი წელი თაბაშირში გაატარა. დათო მაშინ ძალიან პატარა, - ორი თუ სამი წლის იყო. მამამისს ვუტოვებდი და უფროს შვილებთან ერთად ჯართის მოსაძებნად მივდიოდი. პაატა რვა წლის იყო, ლიზი - ექვსის. ლითონის ნაჭერს რომ ვიპოვიდით, სახლში მოგვქონდა; მამა მას პატარა ნაჭრებად პირდაპირ ლოგინიდან ჭრიდა, მე კი ამ ყველაფერს ჩანთაში ვაწყობდი და ჩასაბარებლად მიმქონდა. საშინლად მძიმე იყო, მაგრამ როგორღაც გავძელით... მერე ნაქირავები ბინიდან გამოგვყარეს და ბავშვებთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ღამესაც იქვე ვათენებდით. კოშმარი იყო! მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ეს არ არის...

„ამ ქაღალდის სახლში ნამდვილი ბავშვები ცხოვრობენ.“

ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე საშინელი რა შეიძლება იყოს…

თამარი: შვილები გყავთ?

დიახ, მყავს.

თამარი: წარმოიდგინეთ, რომ მათ გამოსაკვებად ფული არ გაქვთ, არც საცხოვრებელი გაქვთ და შვილებს გართმევენ. მათ შესახებ არაფერი იცით; არ იცით სად არიან და ვერც პოულობთ...

ამის წარმოდგენაც კი მიჭირს... გულიც კი ამიჩქარდა...

თამარი: ზუსტად ასე წაიყვანეს მიმღებ ოჯახში ჩემი ტყუპები - დიანა და გიორგი. ხომ იცით, როგორი კანონები გვაქვს? მშობლებს ეუბნებიან, რომ მათ საკუთარი შვილების მოვლა არ შეუძლიათ და ბავშვები უცხო ოჯახში მიჰყავთ, რომელსაც ფულს უხდიან. მაგის ნახევარს მაინც მშობლებს რომ უხდიდნენ, გგონიათ ისინი თავიანთი შვილებისთვის ნორმალური პირობების შექმნას ვერ შეძლებდნენ? მოდი ამაზე აღარ გვინდა... მთავარია, ახლა ყველანი ერთად ვართ და კარგად ვართ.  

მაგრამ პირობები ხომ არ შეცვლილა, არა? შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სახლი მუყაოსგან არის დამზადებული...

თამარი: დიახ, კეთილი ხალხი დაგვეხმარა: მღვდლები, მრევლი... თითო აგური და თითო ფიცარი მოჰქონდათ და ორი ოთახი შეგვიკრეს.

„ქარის შემდეგ სახლი თავიდან ასაწყობი ხდება.“

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი სახლი სისუფთავისგან ბრწყინავს. ამ შენობაში იდეალურ სისუფთავეს როგორ ინარჩუნებთ?

თამარი: სიღარიბე იმას არ ნიშნავს, რომ სიბინძურეში უნდა იცხოვრო. ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვებს ეს კარგად ესმოდეთ. ყველა მდიდარი ვერ იქნება, მაგრამ ადამიანები უნდა იყვნენ! ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ნაგავსაყრელიდან არის. ვინმე რამეს თუ გადააგდებს, ვიღებთ, ვრეცხავთ, ვაკეთებთ და აგერ - კარადა და კომოდები გვაქვს.

ლუკა (8 წლის):  იცით, ვიღაცები სათამაშოებსაც კი ყრიან. მთელი კოლექცია გვაქვს. ვიღებთ, სახლში მოგვაქვს და ისინი ჩვენთან თავს კარგად გრძნობენ.

„კარგია, რომ ხალხი სათამაშოებსაც ყრის”.

„ეს ოსკარია. მას საუკეთესო მსახიობებს აძლევენ... მაგრამ ალბათ ნამდვილი არ არის.“

ანუ თოჯინებით თამაში გიყვართ?

გიორგი (10 წლის): ჰა! ჩვენ სათამაშოების კეთებაც კი ვიცით! წამო, განახებ! აი, ეს ჩოგნები ფიცრებისგან გავაკეთეთ. პინგ-პონგის ბურთიც გვქონდა და ვთამაშობდით კიდეც, - ძალიან სახალისო იყო, - მაგრამ დაგვეკარგა, ბურთის გაკეთება კი არ გამოგვდის.

პინგ-პონგის ხელნაკეთი ჩოგნები

აბა, ახლა რას თამაშობთ ხოლმე?

ლუკა: აქტიური თამაშები გვიყვარს: ხტუნვა, ცეკვა... პარკურისტებივით ვართ. იცი ასეთები?

ვიცი, სიმაღლიდან რომ ხტებიან, ეგენი არ არიან?

გიორგი: მოდი შევეჯიბროთ, საუკეთესო ნახტომს ვინ გააკეთებს!

ლუკა: მე ყველას გაჯობებთ! დეიდა, აბა, შემოგვხედე და გვითხარი, ყველაზე მაგარი ვინ არის? სურათებიც გადაგვიღე, კარგი? ნახტომში, თითქოს ჰაერში ვართ!

„ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ კონკურსს „ყველაზე მაგარი ნახტომი“

კარგი, ბატონო! სამამდე დავითვლი და გადმოხტით!  

ნინი (8 წლის):  მე დავითვლი! ერთი, ორი და სამი-ი-ი!

დათომ ათი ქულა მიიღო!

დიანასაც 10 ქულა აქვს!

ლუკამ კი ისე მოინდომა, რომ კოპი დააჯდა... მაგრამ მას არც კი უტირია. ამბობს, ნამდვილი კაცები ტკივილს ვერ გრძნობენო.

დასივებული ტუჩი მალე დაცხრება. მთავარია, ბავშვებს „კოპი“ გულზე არ დავასვათ!

„ნამდვილი კაცი ძლიერი უნდა იყოს, რომ ოჯახი და სუსტები დაიცვას!“

გულწრფელად გეტყვით, ასეთი მაგარი ბიჭები ჯერ არ შემხვედრია!

ნინი: არ გეგონოს, რომ მარტო სიგიჟეების კეთება ვიცით. ხატვაც გვიყვარს და ახლა მინდა, რომ დაგხატო.

ბიჭებო, ჩემი დახატვა თქვენც ხომ არ გინდათ?

დათო: რცხვენიათ, მაგრამ ახლავე ყველა დაგხატავთ!

„ნუ მიყურებ! მერე გაჩვენებ...“

„მგონი, ძალიან მაგარი გამოვიდა!“

„და მგონი, ძალიან მგვანან.“

ძალიან მომწონს! ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარია!

დიანა: სხვებსაც აჩვენებ? მართლა მოგეწონა?

ყველას ვაჩვენებ და ვეტყვი, რა ჭკვიანები ხართ, ამ ნახატებს კი ყველასთვის დასანახ ადგილას ჩამოვკიდებ.

დიანა: იცი, როგორ გამახარე?! (მოდის და მეხუტება.)

გიორგი: წამო, ჩემს სხვა ნახატებსაც გაჩვენებ!

„ეს ყველაზე მეტად მომწონს!“

თამარ, ახლა კი კარგად მესმის, რა გაძლევთ ძალას, ყველა თქვენი პრობლემის მიუხედავად. ეს ბავშვები კი არა, ბედნიერებაა!

თამარი: დიახ! მათთვის უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ... და არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ: „ღარიბები თუ არიან, რას აჩენდნენ?“ დიახ, ფული იმისთვისაც კი არ გვაქვს, რომ ნორმალურად ვიკვებოთ, მაგრამ მითხარით, რომელი არ უნდა გაჩენილიყო? რომელია ზედმეტი?

ისინი ნამდვილი ანგელოზები არიან!

თამარი: სამწუხაროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. ზოგჯერ თავსაც კი გვარიდებენ; ზოგჯერ ბავშვებს მათთან თამაში არ უნდათ... ყველაფერი ხდება... მაგრამ მე მათ სულ იმას ვეუბნები, რომ გული არ უნდა გაიტეხონ, რადგან ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ჩვენ ყველაზე მეგობრული და მხიარული ოჯახი ვართ... და მაშინაც კი, როცა ძალიან გვშია ან შიმშილისგან მუცელი გვტკივა, მუსიკას ვრთავთ და ვცეკვავთ!

„ვცეკვავთ, რომ შიმშილზე აღარ ვიფიქროთ.“

  როგორც არ უნდა იცეკვონ, როგორი კარგები და პოზიტიურებიც არ უნდა იყვნენ, ფაქტი ფაქტად რჩება - მრავალშვილიანი ქართული ოჯახი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. ისინი მუყაოს სახლში ცხოვრობენ, ავეჯი აღარაფრად ვარგა, ტექნიკა კი არ აქვთ... და ყველაზე მთავარი - სამი ლიტრი წვნიანი შვიდ ბავშვს უნდა ეყოს!

„ამბობენ, პიცა ძალიან გემრიელიაო.“

როცა ბავშვებს მათი სანუკვარი ოცნებების შესახებ ვკითხე, პატარა ნინომ ჩურჩულით მიპასუხა: „პიცა შეიძლება? ამბობენ, ძალიან გემრიელიაო.“

გგონიათ, პიცის გარდა ბავშვებს სხვა ოცნებები არ აქვთ?! აქვთ, უბრალოდ თხოვნა ძალიან რცხვენიათ. „ბევრნი ვართ“, - ამბობს დავითი. – „ყველა სურვილისთვის ყველა კეთილ ადამიანსაც კი არ ეყოფა ფული.“

ჩვენ მაინც ვეცდებით, დავით! ძალიან ვეცდებით, რომ გვეყოს: ველოსიპედზეც, კომპიუტერზეც, ტელეფონზეც, ახალ ტანსაცმელზეც... მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ამტკიცებენ, ახალი ტანსაცმელი არ გვჭირდებაო და ძველშიც მშვენივრად გრძნობენ თავს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ვიცით და ვგრძნობთ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სიყვარული მათაც იგრძნონ!

***

  მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ამ ოჯახს გასაჭირში ნუ მივატოვებთ! თამარს და მის მშვენიერ შვილებს ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით კი საკვები. ასევე, ოჯახს სჭირდება: საწოლები, საწოლის თეთრეული და ტანსაცმელი; მაცივარი და გაზქურა კი მათ ყოფას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.

შეიძლება ველოსიპედი და ტელეფონი თქვენი ოჯახისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ გვერწმუნეთ, ამ ბავშვებს ეს სიხარული არასოდეს დაავიწყდებათ.

ასევე, მივმართავთ სამშენებლო მასალების მაღაზიების მფლობელებს - იქნებ მათ ნორმალური სახლის აშენებაში დავეხმაროთ?

ოჯახის მონახულება და პირადად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, დელისის მე-3 ჩიხი, სახლი №24

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: თამარ ბიძინაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: