მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო!

page info icon
2022 იანვარი 3
„ზაქარია მქვია. 31 წლის ვარ. მესმის, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ ისე ვარ დამოკიდებული ახლა დედაზე, როგორც ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. მე ინვალიდი ვარ, ეს სიტყვა რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს. დიახ, ეს ასეა. უკვე 10 წელია, რაც ნახევარი ადამიანი ვარ. დედა რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წინ დავკარგავდი განძრევის უნარს. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მეუბნება: „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ შენს ნაცვლად, მე ვერ ვივარჯიშებ“. და აი, უკვე 10 წლის მანძილზე, ჩემს მძიმე ხასიათს უძლებს. ეგუება ყველა ჩემს დამარცხებას. მხოლოდ მისი დამსახურება გახლავთ თითოეული ჩემი პატარა გამარჯვება, ის, რომ დღეს ფეხზე დგომა შემიძლია, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი...
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
5,180.85 ₾
( 255 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
ასეთი ვაჟკაცური, სათნო და კეთილი! მაგრამ ამავდროულად, ძალიან უბედური! 
 „ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ დედა, როგორც ჩვილს ისე მივლის“
 „ზაქარია მქვია. 31 წლის ვარ. მესმის, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ ისე ვარ დამოკიდებული ახლა დედაზე, როგორც ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. მე ინვალიდი ვარ, ეს სიტყვა რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს. დიახ, ეს ასეა. უკვე 10 წელია, რაც ნახევარი ადამიანი ვარ. დედა რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წინ დავკარგავდი განძრევის უნარს. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მეუბნება: „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ შენს ნაცვლად, მე ვერ ვივარჯიშებ“. და აი, უკვე 10 წლის მანძილზე, ჩემს მძიმე ხასიათს უძლებს. ეგუება ყველა ჩემს დამარცხებას. მხოლოდ მისი დამსახურება გახლავთ თითოეული ჩემი პატარა გამარჯვება, ის, რომ დღეს ფეხზე დგომა შემიძლია, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი...
 „დედა სიკვდილის უფლებას არ მაძლევს!“
დედა გახდა მისი ერთადერთი საყრდენი, ხელები, თვალები, როდესაც მან ფეხზე დგომის, დამოუკიდებლად ჩაცმის და მხედველობის უნარი დაკარგა. მან სიცოცხლე აჩუქა, და ყოველდღიურად ხელახლა ჩუქნის...
ზაქარიას არ უყვარს საკუთარ ავადმყოფობაზე მოყოლა. „შენ მოუყევი რა, დე“, - სთხოვს დედას. ყოველი მოგონება ხომ იარაზე მარილის დაყრაა. როდესაც ინსულტმა მეტყველების, სიარულის და გადაადგილების უნარი წაართვა, სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ დედამ არ მისცა სიკვდილის უფლება. ხელს არ უშვებდა და დანებების საშუალებას არ აძლევდა.
პირველმა, ახალგაზრდა მეუღლემ მიატოვა, ვერ გაუძლო, ხელი ჩაჰკიდა ერთი წლის გოგონას და წავიდა. მას კი, მისი შეჩერება არც უცდია... ყველას არ შეუძლია იმასთან შეგუება, რომ ჯანმრთელი და სიცოცხლით აღსავსე მამაკაცი ბავშვივით უმწეო გახდა. კარგად ესმოდა, რომ ჯვრისწერის დროს მიცემულ ვეღარც ერთ პირობას ვერ შეასრულებს. გაუშვა.
შემდეგ მამამ მიატოვა... გულმა შვილის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო და გაჩერდა. მეგობრები, ვინც პირველი წლების მანძილზე მხარში ედგა და ერთგულებას ეფიცებოდა, ასევე დაიკარგნენ... „მარტომ ავღნიშნე ჩემი დაბადების დღე. სამაგიეროდ, დედა იყო ჩემს გვერდით მთელი დღე“. - სევდიანად ამბობს ზაქარია და დედას სთხოვს, რომ ეტლით სხვა ოთახში გაიყვანოს.
 „დედა როგორც ჩვილს ისე უვლის და ზაქარია ამას ძალიან განიცდის“
- მაია, გვიამბეთ, თქვენს შვილს რა შეემთხვა?
მაია: ინსულტმა დაარტყა. ოპერაცია გაუკეთდა - თავის ქალის ტრეპანაცია. როგორც შემდგომში გაირკვა, თავის ტვინის გულსისხლძარღვთა დაავადება ჰქონდა. 21 წლის იყო. წარმოგიდგენიათ, მაშინ რას გრძნობდა? სიცოცხლე აღარ უნდოდა. თითქოს მოწყდა ამქვეყნიერებას.
- კი, მაგრამ ცოლ-შვილი?
მაია: 19 წლის იყო, ცოლად, სამი წლით უმცროსი გოგონა რომ მოიყვანა. ბავშვები იყვნენ... სამ წლის შემდეგ კი, ასე დაემართა. იმან ერთი წელი უყურა ქმრის ტანჯვას, ვეღარ აიტანა და წავიდა. ახალგაზრდა იყო და  მესმის მისიც. დედა კი არასდროს მიატოვებს. დედა მუდამ გვერდით ეყოლება. ზაქარია ძალიან დარდობდა, მაგრამ შეეგუა, დროთა განმავლობაში.
- რამდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა?
მაია: ვაიმე, თითქმის სრულიად პარალიზებული იყო. მეტყველების, ჭამის, განძრევის უნარი დაკარგა. მეც ვერ მცნობდა. და სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება. მილიონჯერ ვეკითხებოდი: „ვინ ვარ? ვინ?... შვილო, გამიხსენე, გთხოვ“. რაც კი ფასეული რამ გაგვაჩნდა, გავყიდეთ. ყველაფერი გავყიდეთ. მთელი ფული შვილის რეაბილიტაციას მოვახმარეთ: მასაჟი, ვარჯიში, ფსიქოლოგიური დახმარება. როცა იმედი გაგვიჩნდა და წინსვლა შევატყვეთ, ფული გათავდა.
 „ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი უნარშეზღუდული დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ იმის გამო, რომ სახსრები არ გაგვაჩნია“
- რეაბილიტაცია რამდენად დაეხმარა თქვენს შვილს?
მაია: თანდათანობით მეხსიერება დაუბრუნდა, ხელის განძრევა შეძლო, წამოჯდომა. ყველაზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი იყო ის მომენტი, როდესაც მითხრა: „შენ როგორ დაგივიწყებ, დედა?“, მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ არ შეწყვიტოს ვარჯიში. ყველაფრისთვის ვარ მზად! მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ძალა გამომეცალა. ის ხომ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევდა. ჩემი ბიჭის წამოყენება და ეტლში ჩასმა ძალიან რთულია.  წელში გაწყდა, მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნის გამო კი, გულის პრობლემები დაეწყო. შემდეგ პერეტონიტით დაავადდა. ყველას დაგვიმალა, რომ ტკივილები და სიცხე ჰქონდა. ხელიდან გამოგვეცალა...
- მაია, ამდენი ტკივილის შემდეგ, როგორ პოულობთ ძალას საკუთარ თავში?
მაია: შვილს ვერ დავაღალატებ. უნდა გამოვაჯანმრთელო და შუა გზაში ვერ მივატოვებ. ვიცი, რომ საკუთარი ფეხით გავლას ნამდვილად შეძლებს - ყავარჯნების, ან თუნდაც ჯოხის დახმარებით, მაგრამ ის ფეხზე აუცილებლად დადგება. ყოველდღე ვვარჯიშობთ, ყოველდღე! 
 „ყოჩაღ შვილო. როდესაც ერთი წლის იყავი, ერთხელ უკვე გასწავლე სიარული, ახლაც გასწავლი“
- როგორია თქვენი დღის განრიგი? რას აკეთებთ დილას, შუადღეს, საღამოს?
მაია: დილის 10 საათზე, ზაქარია იღვიძებს. ვიცმევთ და პირს ვიბანთ. შემდეგ ერთი საათი ვვარჯიშობთ. ეს კი ორივეს დიდ ენერგიას გვართმევს. ვსაუზმობთ. 20 წუთი სჭირდება, საკუთარი ხელით რომ ჭამოს. მარცხენა ხელით მიირთმევს, მარჯვენა ჯერ არ ემორჩილება. შემდეგ საპიფარფარეშოში  მივდივართ. მერე კი, ისევ ეტლში ჩავსვავ, წიგნს მივცემ, მაგიდაზე ფუნთუშას და ჩაის დავუტოვებ. მე კი ბაზარში თერმოსით გავრბივარ, იქ ჩაისა და ყავას ვყიდი. სახლში, საღამოს ვბრუნდები, 8 საათზე. დღეში 5 ლარი გამომდის, ზოგჯერ 10. ხან როგორ, ხან როგორ. მომაქვს საჭმელი და წამლები. მერე კი, საღამოს რუტინა იწყება. ისევ ერთსაათიანი ვარჯიში, ჭამა, საპიფარეშოში შესვლა და ძილი. 12 საათზე უკვე ვიძინებთ.
 „ჩემი გჯეროდეს, შვილო. ერთხელ ხომ შევძელი შენი ფეხზე დაყენება, მეორედაც შევძლებ“
- სახლში მარტო როგორ რჩება? როგორ უვლის თავს?
მაია: წიგნს კითხულობს ან ტელევიზორს უყურებს. თუ ძალიან არ არის გადაღლილი, ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. ოცნებობს, ხელში აყვანილი მატაროს. მე კი ვეუბნები, რომ ჩემი ხელში აყვანა სულაც არ არის საჭირო და მის ქორწილში ცეკვა ჯობია... ვხუმრობთ, რა თქმა უნდა. ვამხნევებთ ერთმანეთს.
 „რა თქმა უნდა, ყველაზე რთულია, საკუთარ ფიქრებთან პირისპირ დარჩენა. ჰაერივით მჭირდება დედა“
 „როცა დედა სახლში არ არის, ტელევიზორის ყურებაც კი მოსაწყენია. მასთან ერთად კი, მზად ვარ, გამორთულსაც  ვუყურო“
- მაია, რისთვის მიმართეთ ჩერნოვეცკის ფონდს?
მაია: ერთადერთი თხოვნა მაქვს. შვილის რეაბილიტაციისთვის სახსრები მჭირდება. ბალნეოლოგიურ ცენტრში, 150 ლარია სრული რეაბილიტაციის ერთი დღის ღირებულება. ჩვენი პენსიისა და სოციალური დახმარების თანხა, მხოლოდ სამ პროცედურას თუ ეყოფა. ხვდებით ალბათ, რა უაზრობაა.
ვერც იმას ვახერხებ, რომ შევაგროვო! ეს პროცედურები საგრძნობლად გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას. წარმოიდგინეთ: გოგირდის წყლის პროცედურები, პროფესიონალი რეაბილიტოლოგები, მასაჟისტები, ექიმები. თუნდაც, დღეგამოშვებით რომ ივარჯიშოს, 2-3 თვის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ფეხზე!
 „ეს, მხოლოდ 15 პროცედურის შედეგი გახლავთ. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება 2-3 თვე ინტენსიურად რომ ივარჯიშოს?“
- ნუთუ, რეაბილიტაციის გარდა, სხვა არაფერი გჭირდებათ? ცივა თქვენთან. გათბობა არ გაქვთ?
მაია: გვქონდა ერთი გაზის გამათბობელი და ისიც გაფუჭდა. გათბობა... ჯერჯერობით არა უშავს, არ ვიცი, ზამთარში რა იქნება. დიახ, გაზის გამათბობელი ნამდვილად გვჭირდება. 
მხოლოდ დედის სითბო არ არის საკმარისი, ზამთრის სიცივეებს რომ გაუძლონ
***
მეგობრებო, ეს კეთილი ადამიანები აღმოჩნდნენ განსაცდელში და ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მაია, ყველას გთხოვთ თვალცრემლიანი, ნუ დარჩებით გულგრილი. სხვის გასაჭირი ხომ არ არსებობს! უფალმა ზაქარიას სიცოცხლის შანსი აჩუქა! მას ფეხზე დადგომა ძალიან უნდა! მისი დედა ნამდვილად იმსახურებს ხელში აყვანილი რომ ატარონ, მაგრამ ეს რომც ვერ მოახერხოს, ქალაქში ფეხით გასეირნება მათთვის უდიდესი საჩუქარი იქნებოდა. ფინანსურად დავეხმაროთ მათ ოცნების ახდენაში. ეს ხომ მართლა შეგვიძლია!
შეგიძლიათ ეს ოჯახი პირადად გაიცნოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: თბილისი, ფონიჭალა, ერეკლეს ქ. 20
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ საბრალო ადამიანების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, მეგობრებო - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზაქარია შაიშმელაშვილი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
ერთად, ჩვენ უკვე უამრავ გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება, თავადაც დაგვჭირდეს ოდესმე!
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help