რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დეიდა, ჩემს მუცელში ისეთი საშინელი ხმებია! მომადე ყური, მოუსმინე შენ თვითონ!

calendar იანვარი 11, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თქვენც საშინელი ხმები გაქვთ მუცელში? თუ სიჩუმეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაჭამი ხართ, თუ საშინელი ხმაური, იმას, რომ გშიათ.
ექვსი წლის სოფიას და მის სამი წლის ძმას ანდრიას, მუცელში ხშირად აქვთ მსგავსი ხმაური. მათი მამა ძალიან ავად არის, – ხუთი წლის წინ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მოგვიანებით გიამბობთ ამ ისტორიას. იმასაც, თუ როგორ აქცია ერთმა უბედურმა შემთხვევამ, ბედნიერი ოჯახის უდარდელი ცხოვრება ჯოჯოხეთად. არა, არა, არ გაშინებთ; უბრალოდ ვცდილობთ, გამოგაფხიზლოთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დეიდა, ჩემს მუცელში ისეთი საშინელი ხმებია! მომადე ყური, მოუსმინე  შენ თვითონ! 
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, პატარა სოფიას და მისი 5 წლის ძამიკოს ჭიკჭიკი!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
 „გემრიელ“ დედიკოს რომ ჩაეხუტები, იმდენად აღარ გშივდება“
თქვენც საშინელი ხმები გაქვთ მუცელში? თუ სიჩუმეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაჭამი ხართ, თუ საშინელი ხმაური, იმას, რომ გშიათ.
ექვსი წლის სოფიას და მის სამი წლის ძმას ანდრიას, მუცელში ხშირად აქვთ მსგავსი ხმაური. მათი მამა ძალიან ავად არის, – ხუთი წლის წინ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მოგვიანებით გიამბობთ ამ ისტორიას. იმასაც, თუ როგორ აქცია ერთმა უბედურმა შემთხვევამ, ბედნიერი ოჯახის უდარდელი ცხოვრება ჯოჯოხეთად. არა, არა, არ გაშინებთ; უბრალოდ ვცდილობთ, გამოგაფხიზლოთ. 
ბავშვებს ჯანსაღი საკვების მიღების უფლება რომ  აქვთ, საქართველოში გამონაკლისია. ეს არ არის შეცდომა, ეს მწარე რეალობაა. უამრავ  ქართულ ოჯახში, ბავშვები საერთოდ არ ჭამენ, ან თუ ჭამენ, მხოლოდ მაშინ, როცა მოუხერხდებათ, ნორმალურ კვებაზე კი საუბარიც ზედმეტია – დედა კი ცდილობს როგორღაც გამოიზოგოს სოციალური დახმარების მცირედი თანხა. დიახ, ეს პოსტიც, როგორც ჩვენი პოსტების უმრავლესობა, ეხება შიმშილს… კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ბავშვები ასეთ გაჭირვებაში არ უნდა ცხოვრობდნენ! ისინი არ უნდა იტანჯებოდნენ შიმშილით! 
   
ისევ კარტოფილის წვნიანი…
– ნინო, როგორ ძლებთ ასეთ პირობებში?
ნინო: ამას გაძლება თუ ჰქვია! რაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საჭმელი არ არის და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, კიდევ რა შეზღუდო, პურის ყიდვა მაინც რომ შეძლო? ასეთია ჩვენი ცხოვრება. პირობებზე აღარაფერს ვამბობ, აქ ხომ დროებით ყოფნაც კი საშიშია… თანაც 300 ლარს ქირაში ვიხდით. 
სამ გოჭს, ზღაპარში უკეთესი სახლები ჰქონდათ!
საწოლები  არ აქვთ, ამიტომ, ბავშვებს ძირს სძინავთ დედასთან ერთად 
სახლში ტექნიკიდან არაფერი აქვთ! სარეცხი მანქანის ტუმბო-კარკასი, მხოლოდ „სილამაზისთვის“ დგას!
– ნინო, როგორც თქვით, 300 ლარს ქირაში იხდით. რა არის თქვენი საარსებო წყარო? შემოსავალი?
ნინო: 500 ლარის ოდენობით ვიღებთ სოციალურ დახმარებას. ესაა მთელი ჩვენი შემოსავალი! 300 ლარს ვიხდით იმაში, რომ თავზე ჭერი გვქონდეს, 200 ლარი კი საჭმელზე უნდა ვიმყოფინოთ. ამიტომაც, ბავშვებს კარტოფილის დანახვაც აღარ შეუძლიათ. პური, კარტოფილი და მაკარონი – ეს არის ერთადერთი საკვები, რის ყიდვის საშუალებაც გვაქვს. აი, ზეთიც თუ ვიყიდე, ეგ ნიშნავს იმას, რომ ერთი კვირა ძა-ა-ალიან მკაცრ დიეტაზე მოგვიწევს ყოფნა… 
– საჭმლის გარდა, სხვა ხარჯებიც ხომ არსებობს, არა?
ნინო: ეს თანხა არაფერში გვყოფნის… სწორედ ამიტომ მივმართე თქვენს ფონდს. ეს თანხა საჭმელზეც არ გვყოფნის. ჩვენ, მოზრდილები, მოვითმენთ როგორღაც, მაგრამ ბავშვები?! ისინი ტირიან შიმშილისგან, ერთმანეთს მუცელს უმოწმებენ, ვის უფრო მეტად უბუყბუყებს… ვამბობ და ყელში ბურთი მეჩხირება… 
 „შევჭამ ჩემს ხელს! ვითომ კარტოფილია!“
– თქვენი მეუღლე არ მუშაობს?
ნინო: ჩვენი შეხვედრის და სიყვარულის ისტორიას მოგიყვებით. ასე უფრო გასაგები იქნება, ახლა რატომ არ შეუძლია ოჯახის შენახვა. ერთმანეთი 2014 წელს გავიცანით. მაშინ თურქეთში დადიოდა სეზონურ სამუშაოზე – თხილის კრეფაზე. კარგი ანაზღაურებაც ჰქონდა: თავზეც არ გადაგვდიოდა, მაგრამ არაფერს ვიკლებდით… ხუთი წლის წინ კი, საშინელება მოხდა, – დამირეკეს და მითხრეს, რომ ვანოს თურქეთში გაძარცვის მიზნით დაესხნენ თავს, დანით დაჭრეს… ექვსი ოპერაცია გაუკეთდა… ამ მხეცებმა სულ დასერეს: ელენთა, ცალი თირკმელი, ნაღვლის ბუშტი და ცალი ფილტვი აღარ აქვს, კუჭიც გაკერილია… ამის შემდეგ ორი წელი იწვა; მერე გართულებები დაეწყო, – ფილტვებში წყალი ჩაუდგა. ახლა მუშაობა აღარ შეუძლია, შრომისუუნაროა… მაგრამ ცოცხალია და ესაა მთავარი. როგორც ჩვილს ისე ვუვლიდი… სიტყვებით ვერ ავღწერ, რის გადატანა მოგვიხდა. 
– პენსიას არ იღებს?
ნინო: პენსია რომ აიღოს, გვითხრეს, რომ უნდა ჩაიტაროს სრული გამოკვლევა, რომლის საფასურიც, დაახლოებით, 500 ლარია. წარმოგიდგენიათ?! საიდან უნდა მოვიტანოთ ამხელა ფული? როგორღა შევზღუდოთ ჩვენი ბიუჯეტი? გვირჩიოს ვინმემ, ძალიან მადლობელი ვიქნები!
– არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მეგობრები…
ნინო: ჩვენს ნათესავებსაც ძალიან უჭირთ… მეზობლები ძალიან გვეხმარებიან. მათი უსაზღვროდ მადლობელი ვარ! ხან საჭმელს მოგვაწვდიან, ხან ბავშვებისთვის ტანსაცმელს… ალბათ მათი დახმარების გარეშე ცოცხლებიც აღარ ვიქნებოდით!
 „კეთილი ადამიანების საჩუქრები – ერთადერთია, რაც გააჩნიათ ჩემს შვილებს“
– ხელისუფლებას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ნინო: ვაიმე, როგორ არა! რამდენჯერ უნდა მივმართო? აზრი?! სულ გვპირდებიან რაღაცას, მაგრამ ერთხელაც არ დაგვეხმარნენ. მერსაც მივმართე, გამგეობასაც…
– ნინო, პირველ რიგში, რა სახის დახმარება გჭირდებათ?
ნინო: ძალიან გთხოვთ, საკვებით დაგვეხმარეთ! სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა… მთავარია – არ დაუშვათ, რომ შიმშილით დავიხოცოთ! ღმერთო… ღმერთმა ნუ დაგანახოთ, თქვენი შვილი შიმშილით როგორ იტანჯება… ამის ხმამაღლა წარმოთქმაც მიჭირს! საშინელებაა!
– რა თქმა უნდა, მთავარი ეს არის! სახლისთვის რა გჭირდებათ? ვხედავ, რომ თითქმის არ გაქვთ, არც ავეჯი და არც ტექნიკა. 
ნინო: ძალიან გვჭირდება საწოლები. ბავშვებს იატაკზე სძინავთ. საწოლის თეთრეული გვჭირდება, სარეცხი მანქანა. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ბინის პატრონის საკუთრებაა. ტელევიზორიც ძალიან გვჭირდება, მაგრამ რანაირად გთხოვოთ?
სოფია (6 წლის): სთხოვე, დედა, სთხოვე! ტელევიზორი ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს!
– კიდევ რა უნდა ჰქონდეთ ბავშვებს?
სოფია: სასკოლო ნივთები: ლამაზი ტანსაცმელი, ლამაზი რვეულები და ბევრი ფანქარი… კიდევ თოჯინები, მაგრამ ეს სკოლისთვის არა არის.
 „ახლა სიას ჩამოვწერ, ან დავხატავ, ჯობია. მე ხომ ჯერ არ ვიცი წერა“ 
– საყვარელი თოჯინა თუ გყავს?
სოფია: წამოდი, განახებ. ასეთი თოჯინა?
 „ეს წერილი თოვლის ბაბუას გაუგზავნე, გთხოვ… უთხარი, რომ ასეთი თოჯინა მინდა, ოღონდ ლამაზი“
– გპირდები, რომ შენზე უამრავი ადამიანი წაიკითხავს და ულამაზეს თოჯინას გაჩუქებენ!
სოფია: არა-ა-ა… ისე, უბრალოდ, თოჯინას ვინ მაჩუქებს? დაბადების დღე ერთხელ უკვე მქონდა, 30 ივნისს. დედა ამბობს, რომ კიდევ მექნება და მაშინ მაინც მაჩუქებენ რამეს! ვნახოთ… დაგირეკავ, თუ მაჩუქებენ.
–კიდევ რაზე ოცნებობ, თოჯინის გარდა?
სოფია: სკოლაში მინდა წასვლა! იქ ბავშვები იქნებიან.
– შენი ძამიკოსთვის არ ითხოვ რამეს?
სოფია: სათამაშოებს… და კიდევ, საბავშვო ბაღში რომ იაროს. მასაც არ აქვს ტანსაცმელი იცი? უთხარი შენს მეგობრებს!
 „მეწყინა! არ მჯერა არავისი და აღარაფერი არ მინდა. წადით! სულ მპირდებიან და არაფერი არ მოაქვთ“
*** 
        ძვირფასო მეგობრებო, ეს არაჩვეულებრივი ოჯახი გასაჭირში აღმოჩნდა. მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. წინასაახალწლო დღეებში ბავშვები განსაკუთრებით გრძნობენ, რომ არ ჰგვანან სხვებს. ისიც, რომ საჩუქრების გარეშე დარჩნენ ძალიან აწუხებთ. პატარა ანდრია ნაწყენია. ჯერ პატარაა, მაგრამ სასწაულების სჯერა. მისი სურვილები ყოველთვის აუხდენელი რჩება… დაპირებას არავინ ასრულებდა და არაფერს ჩუქნიდა… მისი დაიკოსგან შევიტყვეთ, რომ მას ტრაქტორი უნდა და თოფი. მაგრამ თვითონ წარბები შეკრა და არაფერი გვითხრა.
   
შეგიძიათ მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება: თბილისი, გლდანის მე-7 მიკრო რაიონი, სოფელი გიორგიწმინდა, დავით აღმაშენებლის III ჩიხი, № 1
მათ სჭირდებათ ავეჯი, ტანსაცმელი, სათამაშოები და საოჯახო ტექნიკა. ნუ დავრჩებით გულგრილი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ მზრუნველობა და სიკეთე, გავუმართოთ მათ ხელი! სოფიამ და ანდრიამ აუცილებლად უნდა დაიჯერონ რომ კეთილ დეიდებსა და ბიძიებს თავიანთი დაპირებები ახსოვთ და სურვილებს ასრულებენ.
          დიდი თხოვნაა, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა!
          მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შუბითიძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
           შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დატოვა:

შემოწირულობის გაღება
თანხა

შემოწირულია:

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა: