რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

იცი, ერთხელ, სულ პატარა რომ ვიყავი, ნაყინი ვჭამე!!! დღემდე მახსოვს, როგორი ცივი და გემრიელია…

calendar იანვარი 18, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გვანცა (10 წლის): იცი, ეს როგორ მოხდა… ისეთი ბედნიერი ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა რომ ჩემი ოცნების ახდენის დღე დადგა! ლამაზი კაბა ჩავიცვი და ნაყინის საყიდლად წავედით! ნამდვილი ნაყინის! 80 თეთრი ღირდა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
იცი, ერთხელ, სულ პატარა რომ ვიყავი, ნაყინი ვჭამე!!! დღემდე მახსოვს, როგორი ცივი და გემრიელია… 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „მერე კი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი რამ მოხდა! ნაყინი დამივარდა… მე ხომ მას მთელი ზაფხული ველოდებოდი, დედამ გაჭირვებით მოახერხა ცოტა ფულის შეგროვება და მიყიდა“.
გვანცა (10 წლის): იცი, ეს როგორ მოხდა… ისეთი ბედნიერი ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა რომ ჩემი ოცნების ახდენის დღე დადგა! ლამაზი კაბა ჩავიცვი და ნაყინის საყიდლად წავედით! ნამდვილი ნაყინის! 80 თეთრი ღირდა. 

 «ამბობენ, ზოგიერთ ბავშვს ყოველდღე შეუძლია ნაყინის ჭამა. მე კი არა…“
        – და მანამდე ნაყინი არასდროს გიჭამია?
        გვანცა: ალბათ კი, მაგრამ ძა-ა-ალიან დიდი ხნის წინ. მახსოვდა, რომ ცივია და გემრიელი. და აი ისიც, ისეთი თეთრი, მოვარდისფრო, ხელში მიჭირავს! ნერწყვი მომადგა. სახლამდე ვერ მოვითმინე, ქუჩაშივე გავხსენი და დავიწყე ჭამა… დედიკოსაც შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. ამბობს, რომ არ უყვარს ნაყინი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ასე არ არის. სულ ორი ლუკმის შეჭმა მოვასწარი… ცხოვრებაში ამაზე გემრიელი არაფერი გამისინჯავს! და უცებ… საშინელება მოხდა – ნაყინი ხელიდან გამივარდა. ისე მწარედ ვტიროდი…

 „ნაყინი როდესმე დაგვარდნიათ? იცით როგორი გულსატკენია?“
– ალბათ, არის შენს ცხოვრებაში ბედნიერი მომენტებიც?
გვანცა: ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც დედიკოსთან ერთად ვარ, როდესაც მას ვეხუტები. დედას გარდა ხომ არავინ მყავს, სულ მარტონი ვართ. მას არ უყვარს ამაზე ლაპარაკი, ხშირად ტირის, მაგრამ მე ვიცი, როგორ დავამშვიდო.
– ნინო, მოგვიყევით, რატომ ხართ მარტო? რა მოხდა?
ნინო: ჩემი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. მაშინვე მივხვდი, რომ სამწუხაროდ, დიდი შეცდომა დავუშვი. მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. ჩემმა ოჯახმა აღარ მიმიღო, რადგან არჩევანი გავაკეთე, ვალდებული ვიყავი ცხოვრების ბოლომდე მომეთმინა. ბევრი წყენისა და დამცირების ატანა მომიხდა, მაგრამ წამოსვლას ვერ ვბედავდი. როდესაც გვანცა წამოიზარდა, მივხვდი, რომ მან არ უნდა უყუროს იმას, რომ დედამისს როგორც ძაღლს ისე ექცევიან, ის კი ყველაფერს ითმენს. მივხვდი, რომ რამეს თუ არ შევცვლი, ჩემი შვილიც, რომ გაიზრდება, ჩემსავით მოიქცევა. მე კი ის ტანჯვისთვის არ გამიჩენია. ღმერთს ჩემთვის შვილი ამისთვის კი არ მოუცია!

მთელი ავეჯი, ქვებისა და დამპალი ფიცრებისგან არის აწყობილი. სახლის კედლები და იატაკი კი ბეტონისაა, როგორც გამოქვაბულში

ამ აგურებს კი, ჭურჭლის შესანახად იყენებენ, მაგიდის ნაცვლად

გვანცა ცდილობს, ამ ბეტონის კედლებში სიმყუდროვე შემოიტანოს. მზეს და ყვავილებს ხატავს!
         – კი, მაგრამ, აქ პირობები საერთოდ არ გაქვთ! პირველად ვხედავ, პლასტმასის კანისტრებს, სკამების ნაცვლად რომ იყენებენ…
          ნინო: მართალი ხართ. აქ საცხოვრებლად რომ გადმოვედით, წყალიც კი არ გვქონდა. დაღამებას ველოდებოდი, ტანსაცმელი გარეთ გასარეცხად რომ გამეტანა. მეზობელს აქვს ეზოში ონკანი. ძალიან მერიდებოდა. მერე მეზობლებმა წყალი შემოგვიყვანეს. მათი წყალობით, ახლა სახლში ჭურჭლის დარეცხვა მაინც შემიძლია.
– და რა არის თქვენი შემოსავალი?
ნინო: სოციალური დახმარება, 220 ლარის ოდენობით. სხვა არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ვერ ვიმუშავებ, შვილს სახლში მარტოს ხომ ვერ დავტოვებ. ჯერ პატარაა, და თანაც, ძალიან ემოციური. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ყველაფერი დაივიწყოს, გული ძალიან სტკივა…
გვანცა: არაფერიც არ მახსოვს! შენც ნუ ტირი! დაივიწყე! კიდევ დაგიხატავ ყვავილებს. მოდი რა!!! პატარა ხომ არ ხარ?! ბუსუნა ნუ ტირი, რა! თორე ახლა მეც ვიტირებ!

როგორღაც უნდა დაამშვიდონ ერთმანეთი. ტირილი არ შეიძლება. მერე თვალები გეწვის და თავი გტკივა“
– დედას რა დაუძახე?
გვანცა: ბუსუნა! ხან მე ვეძახი ბუსუნას, ხან ის. ღმერთს ვევედრები, რომ არ იტიროს, და მეც რომ დამავიწყდეს, როგორ სცემდნენ და ამწარებდნენ დედიკოს… თითქმის აღარ მახსოვს. ღმერთს ვთხოვ, რომ მასაც ყველაფერი დაავიწყდეს და აღარ იტიროს. ამბობს, რომ ცხოვრებამ დაამახინჯა. მაგრამ, ეს ხომ ასე არ არის? ის ხომ ყველაზე ლამაზია! აი, ნახე მეც ვხატავ, როგორი ლამაზია!

 „ჩემი დედიკო პრინცესას ჰგავს, ზუსტად ვიცი, რომ პრინცესებივით ვიცხოვრებთ“

 „მიყვარხარ, დედიკო!“
         – რა ნიჭიერი ხარ! ჯადოსნური ფუნჯები რომ გქონდეს, რას დახატავდი?
         გვანცა: ადამიანებს დავხატავდი ნიღბების გარეშე! ჩემი ოცნებაა ეს ვირუსი აღარ იყოს და აღარავინ აღარ მოკლას.
– ვაიმე, რა კეთილი გოგონა ყოფილხარ! მეგონა, შენთვის იოცნებებდი რამეს…
გვანცა: მინდა ყველა კარგად იყოს. მაგრამ, ჩემთვისაც მაქვს ერთი ოცნება. ნაყინი არა, ზაფხულამდე მაგის ფულს კი შევაგროვებთ. აი პლანშეტის, ან ტელეფონის ფულს კი, ვერა. დედიკოსთვის ტელეფონის ყიდვა მინდა.
– ნინო, მესმის, რომ მთავარი პრობლემის განსაზღვრა რთული იქნება. საერთოდ არაფერი გაქვთ! მართლა, არსად მინახავს, რომ ვინმე, სამშენებლო ბლოკებს იყენებდეს ავეჯის ნაცვლად.

მაგიდის, სკამების და კარადის ნაცვლად, სამშენებლო ბლოკებს, ძველ ფიცრებსა და ცელოფნებს იყენებენ…
ნინო: რა ვქნათ, აბა? მივეჩვიეთ უკვე. ერთადერთი, რასაც ახლა ვდარდობ, შიმშილისგან და სიცივისგან არ დავიხოცოთ. ღმერთმა გაახაროს ჩვენი მეზობლები, ძველი საწოლები მოგვცეს. დიდი ბედნიერებაა,  იატაკზე რომ აღარ გვძინავს!

„სითბოს ერთადერთი წყარო – ძველი ელექტროქურაა. გვათბობს და საჭმელსაც ზედ ვამზადებთ“
– მითხარით, თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია, ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება?
ნინო: პირველ რიგში, მინდა პროდუქტი გთხოვოთ, და ჩემს გოგონას, ინტერნეტი რომ ჰქონდეს. თვეში 15 ლარს ვერ გადავიხდი, არადა, ძალიან გვჭირდება. კიდევ, პლანშეტი, გვანცასთვის. ასევე ძალიან გვჭირდება თბილი საბნები და ბალიშები. სასწაული იქნება, ერთი ოთახის გარემონტებას მაინც თუ შევძლებთ. პარკეტის დაგებას ან იატაკის დათბილვას მაინც. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ბეტონი როგორი ცივია.
– ჩემი აზრით, კიდევ გჭირდებათ სკამები, კარადა, სარეცხი მანქანა… თქვენ ხომ საერთოდ არაფერი გაქვთ!
ნინო: თხოვნას ვერ გავბედავ, ისე კი, გვჭირდება, რა თქმა უნდა.

სკამების ნაცვლად – კანისტრები, თაროების ნაცვლად კი – აგურები!
***
          ეს არის მიტოვებული და მარტოსული ადამიანების კიდევ ერთი ისტორია. საყვარელმა ადამიანებმა ხელი ჰკრეს, და მაინც სჯერათ, რომ უცხო ადამიანები გულგრილნი არ დარჩებიან, დაეხმარებიან და მხარში ამოუდგებიან მათ. ღმერთისთვის და ღვთის შვილებისთვის ხომ არ არსებობს უცხო ადამიანები და სხვისი ტკივილი. ფონდში კი, ვიცით, რომ  საოცრად იცვლება იმ ოჯახების ცხოვრება, ვის შესახებაც ჩვენ გიამბობთ, თქვენ კი კითხულობთ და თქვენს მეგობრებს უზიარებთ. ეს არ არის არც უბრალო სიტყვები, და არც თამაში, ნამდვილად ასეა. გვჯერა, რომ რამდენიმე თვეში, ანგარიშს ჩაგაბარებთ, ჩატარებულ სამუშაოსა და ამ ოჯახისთვის გაწეულ დახმარებაზე, ისინი კი, აღარ იტირებენ და ღიმილით შეგვეგებებიან თბილ სახლში, თბილ საწოლებში დაიძინებენ. ახლა კი, გავერთიანდეთ, მივენდოთ უფალს და გავაკეთოთ ის, რასაც გვკარნახობს გული!
ნინოს და გვანცას ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდებათ. ყველაფრისთვის მადლობას იტყვიან. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ პროდუქტი, ავეჯი (სკამები, კარადა, საწოლები), სარეცხი მანქანა, თბილი საბნები, პლანშეტი. და თუკი შევძლებთ, ერთი ოთახი მაინც რომ გავურემონტოთ, რომ აღარ გაიყინონ პირველყოფილურ პირობებში, მართლაც ძალიან ყოჩაღები ვიქნებით! იქნებ, ეს ისტორია იმ ადამიანებმაც წაიკითხონ, ვინც შეძლებს, რემონტის გაკეთებაში რომ დაეხმაროს? ხომ შეიძლება, ასეთი სასწაულიც რომ მოხდეს? უკვე ხომ, არაერთხელ მოხდარა…
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: გორი, ელიოზიშვილის ქ. 19
          ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ნინოს და გვანცას, რომ სასწაულები ხდება! რომ ადამიანურად ცხოვრება მათაც შეუძლიათ! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
            არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
 ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინო ძურძუკი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
            დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 თებ 21
სარეცხი მანქანა
599.00₾
2022 მარ 14
პროდუქტები
181.92₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
260.00₾
2022 მაი 10
პროდუქტები
105.77₾
2022 მაი 13
კომუნალურები-დენი
70.64₾
2022 ივლ 19
პროდუქტები
328.99₾

სულ ხარჯები:

1546.32₾

დატოვა:

0.33₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ტერმინალი
30.05.2022 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
14.05.2022 23:46:56
₾20.00
ბესიკ ხაჩიძე
14.05.2022 20:00:00
₾3.00
გურამ ფარეშიშვილი
14.05.2022 20:00:00
₾1.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
14.05.2022 20:00:00
₾0.50
რატიანი ნინო
14.05.2022 20:00:00
₾10.00
ჯაყელი რუსუდან
13.05.2022 20:00:00
₾15.00
ხურცილავა ლევან
11.05.2022 20:00:00
₾5.00
ტერმინალი
11.05.2022 20:00:00
₾3.50
არსენაძე დავით
11.05.2022 20:00:00
₾2.00
ტერმინალი
10.05.2022 20:00:00
₾4.50
დიასამიძე ნინო
10.05.2022 20:00:00
₾3.00
ჩხაიძე ლაშა
09.05.2022 20:00:00
₾30.00
მეშვილდიშვილი გიორგი
06.05.2022 20:00:00
₾20.00
აბაშიძე ნინო
06.05.2022 20:00:00
₾20.00
კეთილი გული
04.05.2022 22:06:56
₾10.00
ტერმინალი
04.05.2022 20:00:00
₾6.50
ეჟიშვილი გივი
03.05.2022 20:00:00
₾10.00
ტერმინალი
02.05.2022 20:00:00
₾6.50
გაფრინდაშვილი ნიკოლოზ
02.05.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾1,546.65

114 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,546.65

114 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება