რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გემრიელობები ესიზმრებათ, ცხადში კი, მხოლოდ ბრინჯის ფაფას ჭამენ

calendar მარტი 22, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

უთი მშიერი ბავშვი და სნეული, პენსიონერი მშობლები. ლალი, მალე ჭკუიდან შეიშლება! მისი ამოცანაა, შვიდი ადამიანის მაგივრად ფიქრი. პირველ რიგში რაზე უნდა იფიქროს? დედას მეექვსე ოპერაცია სჭირდება – თიაქარი უნდა ამოკვეთონ. ფული საიდან მოიტანოს – არ იცის. მაღაზიაში ვალი არის გადასახდელი – 200 ლარი, თორემ, აღარ მისცემენ პროდუქტს. ტყუპები ნინო და ციაკო ტირიან და ბაღში ითხოვენ წასვლას, მაგრამ არ აქვთ არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, ამიტომაც, იძულებულია, სახლში რომ დატოვოს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გემრიელობები ესიზმრებათ, ცხადში კი, მხოლოდ ბრინჯის ფაფას ჭამენ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ამ ბავშვებს ნანახი აქვთ მხოლოდ სხვების ლამაზი ბავშვობა

           ხუთი მშიერი ბავშვი და სნეული, პენსიონერი მშობლები.  ლალი, მალე ჭკუიდან შეიშლება! მისი ამოცანაა, შვიდი ადამიანის მაგივრად ფიქრი. პირველ რიგში რაზე უნდა იფიქროს? დედას მეექვსე ოპერაცია სჭირდება – თიაქარი უნდა ამოკვეთონ. ფული საიდან მოიტანოს – არ იცის. მაღაზიაში ვალი არის გადასახდელი – 200 ლარი, თორემ, აღარ მისცემენ პროდუქტს. ტყუპები ნინო და ციაკო ტირიან და ბაღში ითხოვენ წასვლას, მაგრამ არ აქვთ არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, ამიტომაც, იძულებულია, სახლში რომ დატოვოს.
„ჩვენს გარდა, ყველა ბაღში რატომ დადის? – კითხულობს ნინო. – ისინი იქ თამაშობენ და ხალისობენ, ჩვენ კი – ვერა“. აცრემლებული ნინო, ლამაზი ტანსაცმლის ბებოს პენსიით ყიდვას სთავაზობს. მაგრამ, ბებოს და ბაბუს პენსია წამლებში მიდის.
 „ამ დღეს რატომ მოვესწარი? რატომ უნდა ვუყურო ასეთ საშინელებას, ასეთ გაჭირვებაში რომ უწევთ ცხოვრება ჩემს შვილიშვილებს? – კითხულობს ნანა ბებო. – გეფიცებით, სიცოცხლე აღარ მინდა ხოლმე, როდესაც ვხედავ, რას ჭამენ და რა აცვიათ… არ შეგაწუხებდით, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა უკიდურესია. ხუთი ოპერაციის შემდეგ, ადამიანად აღარ ვვარგივარ, მეუღლეც ავად მყავს. დაეხმარეთ ჩემს ლალის. ხუთი ბავშვი ყველაფერს მოკლებულია, ცხოვრება აქვთ გამწარებული“.

 „ბავშვები ბევრ რამეს არიან მოკლებული. ეს მამძიმებს ყველაზე მეტად“

– ლალი, როგორ ამშვიდებთ ბავშვებს? პატარებს ხომ ვერ აუხსნი, რომ პენსია ძალიან მცირეა და ვერაფერს ვერ იზამ ამ თანხით.
ლალი: ვაიმე, გული მეწვება, როდესაც ტირიან. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერაფერს ვაკეთებ. ვეუბნები, რომ ჩვენც გვექნება. მაგრამ, მე რაღა დამამშვიდებს? ახლა, ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს არ აქვთ არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი. ტყუპებს ნინის და ცირას, მხოლოდ თითო ხელი ტანსაცმელი აქვთ. არც საცვალი, არც ჯემპრი, არც შარვალი არ აქვთ გამოსაცვლელად. როგორ გავუშვა ბაღში? გოგონები, გარეთ რომ გადიან და სხვებს უყურებენ, მე მიწყრებიან: „ჩვენთვის რატომ არ ყიდულობ? გვიყიდე! ჩვენც გვინდა, ლამაზები რომ ვიყოთ“.
ერთხელ, ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, რომ  ხელით დავწერე განცხადებები – ბავშვის ტანსაცმლითა და პროდუქტით ვითხოვე დახმარება. წავედი ისანში და ბოძებზე გავაკარი. თქვენ წარმოიდგინეთ, გამომეხმაურნენ! ერთმა კარგმა გოგონამ დამირეკა, შეხვედრა დამინიშნა, ბავშვის ტანსაცმელი რომ მოეცა. სრულიად უცხო ადამიანები რამდენიმეჯერ დაგვეხმარნენ. ღმერთმა დალოცოს! თქვენც არ გითქვამთ უარი, თქვენს სიკეთეს არასდროს დავივიწყებ – პროდუქტითა და ტანსაცმლით დაგვეხმარეთ.
ძვირფასებო, ისევ მოგმართავთ თხოვნით. რა ვქნა? მდგომარეობა სერიოზულია. მრცხვენია, მაგრამ მორიდების დრო არ არის. დედას ოპერაცია სჭირდება, ბავშვებს ჭამა უნდათ. გთხოვთ, დამეხმარეთ, ბავშვები საბავშვო ბაღში რომ წავიყვანო. ამ ძველი სახლისა და პრობლემების გარდა, ვერაფერს ხედავენ. ბაღში ახალ სათამაშოებს მაინც ნახავენ, ნორმალურ საჭმელს შეჭამენ, გაერთობიან ბავშვებთან ერთად. თავს დაჩაგრულად გრძნობენ, იმის გამო, რომ ცუდად აცვიათ. ახლა, პროდუქტი და ტანსაცმელი, ყველაზე მეტად გვჭირდება. და კიდევ, სარეცხი მანქანის შეკეთებაში თუ დაგვეხმარებით…

ლალი: „უფალი არ მიგვატოვებს! ყოველთვის, როდესაც დაბნეულები და სასოწარკვეთილები ვიყავით, მოულოდნელად ვიღებდით დახმარებას“

– ასე, სულ მარტო რატომ წვალობთ? საერთოდ არავინ არ გეხმარებათ?
ლალი: დღევანდელ დროში, ნათესავები არც გეკითხებიან, იმის შიშით, არ გაიგონ, რომ მართლა გჭირდება დახმარება. რადგან არ რეკავენ და არ კითხულობენ, ესე იგი, თავადაც უჭირთ. ყოფილი მეუღლე კი, თვეში ერთხელ რეკავს, ბავშვებს რომ გაესაუბროს. არც დავშორდებოდით, საიმედო რომ ყოფილიყო.
– ამის გამო დაშორდით?
ლალი: კი, ამის გამო. იცით, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვოცნებობდი, დედა რომ გავხდებოდი, ყველაფერი ექნებოდათ ჩემს შვილებს. რომ მე და ჩემი მეუღლე, ერთად, ყველაფერს გავაკეთებდით ამისთვის. თავიდან, მართლაც, კარგად იყო ყველაფერი. შვილები ორივეს გვინდოდა. მაგრამ, რა ვერ გამიგია… თუკი შვილები გინდა, უნდა ეცადო და ბევრი იშრომო მათთვის. როგორც კი, დავიწყებდით საუბარს იმაზე, რომ ბავშვებს რაღაცა სჭირდებათ, იწყებოდა ჩხუბი: „შენ თვითონ იშოვე ფული! რაც გინდა, ის აჭამე“. არც უცდია სამსახურის პოვნა. კითხვაც არ უნდა დაგესვა.
აღარაფერს ვითხოვ, და აღარც ვჩხუბობთ. ახლა, ზუსტად მაინც ვიცი, რომ დახმარებას არ უნდა ველოდო. იქნებ, საცხოვრებელი ფართი მაინც მისცეს შვილებს. (დადარდიანდა და გაჩუმდა.)
– ეს თქვენი მშობლების სახლია, ლალი?
ლალი: დიახ, დიდი ხანია, აქ რემონტი არ ყოფილა. მხოლოდ ორ ოთახს ვიყენებთ, პირველ სართულზე, დანარჩენი ორი კი, მეორე სართულზე, საცხოვრებლად არ ვარგა. საჭმელს რომ ვჭამთ სამზარეულოში, ჭერიდან ბათქაში იყრება. ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, საერთოდ დაგვემხოს თავზე. 
დიდ სივიწროვეში ვცხოვრობთ, მაგრამ, სხვანაირად არ გამოდიოდა. ჯერ, ვიქირავეთ ფართი კახეთში, სოფელ არხილოსკალოში. მაგრამ, ვერ ვათბობდით და აქ გადმოვედით, ჩემს მშობლებთან. ვაიმე, ისედაც ავად არიან დედაჩემი და მამაჩემი, მე კი, პრობლემები დავუმატე.

ეს სახლი, ლალის მშობლებმა მაშინ  ააშენეს, როდესაც კარგი ცხოვრება ჰქონდათ. მაგრამ რემონტის გარეშე, ძალიან დაძველდა და ვეღარ იცავს სიცივისგან

ლალი სველ იატაკზე დგას, სარეცხს, წელში სამად მოხრილი რეცხავს 

მარი: „ქარის დროს, ეს ცელოფნის პარკი „მღერის“

 „ერთს შეაკეთებ – მეორე ფუჭდება. არაფერი არ არის მწყობრში, შეკეთება სჭირდება ყველაფერს“

– თქვენ თქვით, რომ დედას მორიგი ოპერაცია სჭირდება.
ლალი: დედა დატანჯულია, სულ დასერილია. მკერდზე გაუკეთდა ოპერაცია, ფარისებრ ჯირკვალზე, მუცლის ღრუზე, ექინოკოკი ამოაჭრეს.. ახლა, თიაქარი უნდა ამოკვეთონ.
ნანა, ლალის დედა: მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. არ გვიჭირდა მე და ჩემს მეუღლეს, ეს სახლიც ავაშენეთ. ლალის კარგი ბავშვობა ჰქონდა. ახლა კი, მაწანწალებს ჰგვანან ჩემი შვილიშვილები. ვუყურებ და ჭკუიდან ვიშლები. ვეღარაფრით ვეხმარები. ჩემს ჯანმრთელობას არასდროს ვუფრთხილდებოდი, თავს არ ვიზოგავდი. ძროხების მოსაწველად რომ მეძახდნენ, მივდიოდი. ნებისმიერ ამინდში, ქარბუქში, წვიმაში, დილის ოთხ საათზე ვდგებოდი.
ბავშვებს ყველაფერი სჭირდებათ, რვეულიც, ჩანთაც, შოკოლადიც და ტანსაცმელიც. როდესაც ვერ აძლევ, ჭკუიდან იშლები. ჩემი და ჩემი მეუღლის პენსიის ნახევარი, წამლებში მიდის. უშანგი სიარულით მალე იღლება, ზურგი სტკივა, ბოდიშის მოხდით, პროსტატის ოპერაცია გაუკეთდა.

დედა და მამა მოხუცებულები არიან. მათ სჭირდებათ ლალის მზრუნველობა და დახმარება 

– ფული საჭმელში მაინც თუ გყოფნით?
ლალი: დღეს, ბრინჯის ფაფა მოვხარშე, ბავშვებს კი, პური აქვთ. უკვე დიდი ხანია, რაც ასეთ კვებაზე გადავედით: კარტოფილის წვნიანი, წყალზე მოხარშული ვერმიშელი, უცხიმო ფაფა, ჩაი. ადრე, პური არ ღირდა ძვირი, პურით მაინც ნაყრდებოდნენ ბავშვები. ძალიან გამოგვადგებოდა პურის საცხობი, ბევრად იაფად გამოვიდოდით.

დღეს ბრინჯის ფაფა აქვთ სადილად. რა თქმა უნდა, კარაქისა და რძის გარეშე. ცუდ ამინდში კი, „საკმაზად“ ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაში აქვთ!

– სახელმწოფოსგან არ გეკუთვნით დახმარება, როგორც მრავალშვილიან ოჯახს?
ლალი: როგორც სოციალურად დაუცველები, 880 ლარს ვიღებთ. რაც არ უნდა მოხდეს, უნდა ჩავეტიოთ ამ თანხაში. ისან-სამგორის გამგეობას მივწერე, რომელსაც ამჟამად მივეკუთვნებით ტერიტორიულად (დიდი ლილოს დასახლება). რიგში ჩაგვაყენეს. შარშან ზაფხულის შემდეგ ველოდებით დახმარებას. ეჰ, სახელმწიფოც ხომ მიზეზს ეძებს, დახმარების გარეშე რომ დაგტოვოს. კახეთში ვართ ჩაწერილები. მათი თქმით, სირთულეს ეს წარმოადგენს. (დადარდიანდა, ამოიოხრა.) რატომ არის ასე რთულად ყველაფერი? ხომ შეიძლება, როგორმე დაგვეხმარონ მრავალშვილიანებს, იმედი მოგვცენ. ვერაფრით ვერ ვახარებ ბავშებს.

 „არც მაქვს რამე, მაცივარში რომ შევინახო. მხოლოდ ბურღულეულს და ბოსტნეულს ვყიდულობთ“

მარიამი (11 წლის): შენ კარგი ბავშვობა გქონდა, ხო, დე?
ლალი: ხო, სიხარულო. მოდი, მოგეფერო, ჩემო საყვარელო ყვავილო. (გულში იკრავს შვილს.) 
მარიამი: და რას აკეთებდით? როგორ ერთობოდით?
ლალი: დაბადების დღეებზე დავდიოდით, პიკნიკებს ვაწყობდით ბუნებაში, კიდევ, სამოგზაუროდ დავდიოდით.
მარიამი: და გემრიელ რამეებს ჭამდით?
ლალი: მგონი, ჯობია, არ მოვყვე არაფერი.
მარიამი: არ-ა-ა-ა, გეხვეწები რა! მინდა ვიცოდე, რას ნიშნავს კარგი ბავშვობა.
ლალი: არ ღირს მოყოლა. (მოიწყინა და ატირდა.)
მარიამი: არ მინდოდა, დედიკოს გული რომ სტკენოდა.
– მოდი, ჯერ შენ გაგესაუბრები. თქვენს შორის ვინ არის ყველაზე დამჯერი?
მარიამი: არავინ! (ამაყად განაცხადა.) ყველაზე განებივრებული კი – ომარიკო. ბებოს და ბაბუს აბრაზებს, რომ ეძახიან არ მოდის და გარბის. მაგრამ, მე თუ ვეტყვი: „მოდი ფეხბურთი ვითამაშოთ“, მოვა.

 „ცოტა ხანი ვითამაშოთ, მერე კი, ქართული უნდა ვიმეცადინო“

– შენ რა, ფეხბურთის თამაშიც იცი?
მარიამი: ჩემი ძმის, გიოს შემცვლელი ვარ. ის გარეთ თამაშობდა, წაიქცა და თავ-პირი დაიმტვრია. ამიტომ, მე ვარ მის მაგივრად. იცით, გიოსაც მე რომ ვუვლი? მალამოს ვუსმევ სახეზე. მე ხომ ექიმი უნდა გამოვიდე. არ მინდა, ვინმე ავად რომ იყოს. გიოს ვუმკურნალე, ჩემს დასაც. მაგრამ, ბებოს და ბაბუს რთული დაავადებები აქვთ. ჯერ ამბობენ: „ყოჩაღ, მადლობა, გვიშველა შენმა წამალმა“. მერე კი, ისევ ცუდად არიან და სტკივათ. (დაფიქრდა.)

ონლაინ სწავლების გამო, მარიკუნას ხშირად უწევს გაკვეთილების გაცდენა

– და გულით სად გინდა სიარული?
მარიამი: თქვენ ხომ შეგიძლიათ, წრეზე რომ შემიყვანოთ? მაშინ, ინგლისურზე მინდა. ვერ ვიგებ და გული მწყდება. უკვე, ძალიან ბევრი რამ არ მესმის. როდესაც ონლაინ იყო გაკვეთილები, ვაცდენდი.
ლალი: სამივე აცდენდნენ – მარიც, გიოც და ომარიც. ინტერნეტში საიდან უნდა შესულიყვნენ? 
მარიამი: კიდევ, ჩემი ოცნებაა, ტანვარჯიშზე ვიარო. მაგრამ, ვერსად ვერ დავდივარ. მხოლოდ ჩვენს ბაღჩაში, ჩემს მეგობარს, ნატას ვეთამაშები. წარმოვიდგენთ ხოლმე, ვითომ „ნიჭიერში“ გამოვდივართ, ვმღერით და ვცეკვავთ.

მარის ნახატი

– ტყუპებო, თქვენ სად გიყვართ სიარული?
ნინო: არსად, ბაღჩაში. ბაღისთვის ფეხსაცმელი არ მაქვს, არც მაგას. (დისკენ გაიშვირა თითი.) არც თოჯინები არ მაქვს, არც კუბიკები, არც ჭურჭელი. მომიტანე, კარგი? და კაბაც. მაშინ შევძლებ, ბაღში რომ ვიარო. და კიდევ, სპილუკასთან.
– რომელ სპილუკასთან?
ნინო: ცოცხალთან! არ მყავს ნანახი. მხოლოდ სიზმარში.  კიდევ, სიზმარში გემრიელ საჭმელებს ვხედავ.
– ესე იგი, ზოოპარკში გინდა?
ნინო: კი, კი, კი, კი!

ნინო: „ასე თამაშობენ ბავშვები ბაღში. ჩვენს გარეშე…“

ციაკო: მეც კარგი გოგო ვარ. პრინცესა ელზას ვგავარ. ახალი ტანსაცმელი მჭირდება. და სათამაშოებიც მენატრება. (გულზე იჭერს პატარა ხელებს.)
ლალი: ბავშვებს ყველაფერი ენატრებათ. ეს მამძიმებს ყველაზე მეტად.
– ლალი, თქვენთვის ბედნიერება რა იქნებოდა?
ლალი: მეკითხებით? ამ გაჭირვებიდან ამოსვლა. ჩემმა შვილებმა, ნორმალური ცხოვრება რომ ნახონ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, საცხოვრებლის გარეშე არ დარჩნენ.

 „ჩვენი ციაკო ნებისმიერ პრინცესა ელზაზე უფრო ლამაზი და მშვენიერია! ოღონდ, მისი ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი“

ციაკო ძმას ეძახის: აქ მოდი, ომარიკო. აი, ჰკითხე, სანამ გაქცეულა. (მე მეუბნება.)
– ომარიკო, დიდი რომ იყო, როგორ დაეხმარებოდი ადამიანებს?
ომარი: მათემატიკას ავუხსნიდი ყველას, ვისაც არ ესმის. მე კარგად მესმის. უკვე პირველ კლასში ვსწავლობ. ესეც ხომ დახმარებაა?
– რა თქმა უნდა! ყველაზე მეტად რა გაგახარებდა?
ომარი: ზღაპრების წიგნი, პულტიანი მანქანა და ზურგჩანთა. და კიდევ, გემრიელი საჭმელი გვაჩუქეთ. დიდი ხანია, რამე გემრიელი მინდა რომ ვჭამო, ძალიან დიდი ხანია.
     
***
ყველაზე სევდიანი სანახავია ბავშვი, რომელიც მხოლოდ წარმოსახვაში სინჯავს გემრიელ საჭმელს, ზოოპარკის სპილოს კი, მხოლოდ სიზმარში ხედავს. ყველაზე უბრალო რამეები, რაც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს: საჭმელი, ტანსაცმელი, სწავლისა და გართობის შესაძლებლობა – ამ ყველაფერს მარი, გიორგი, ომარი, ნინი და ციაკო, მხოლოდ სიზმარში ხედავენ. ამ ოჯახს ძალიან სჭირდება დახმარება: პროდუქტი, ბავშვის ტანსაცმელი, საოჯახო ტექნიკა (სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, პურის საცხობი). ამ ბავშვებს, ნანახი აქვთ მხოლოდ სხვების კარგი ბავშვობა! უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ აფციაურების ოჯახი მისამართზე: თბილისი, დიდი ლილო.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ამ დატანჯულ ოჯახს, რომ სასწაულები ხდება, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ, სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ ხომ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: აფციაურების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მაი 05
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1350.00₾
2022 მაი 05
პროდუქტები
199.94₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
395.00₾

სულ ხარჯები:

1944.94₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მრ. ანუჩა კაევკონგ
25.04.2022 20:00:00
₾0.20
ლელაძე გიორგი
25.04.2022 20:00:00
₾5.00
ხოზრევანიძე მაია
25.04.2022 20:00:00
₾3.00
კავლელიშვილი ლელა
25.04.2022 20:00:00
₾2.00
კაპანაძე ვლადიმერ
25.04.2022 20:00:00
₾5.00
ზუხბაია ალექსი
25.04.2022 20:00:00
₾50.00
ლომსიანიძე ლევან
24.04.2022 20:00:00
₾5.00
გიორგი ჩეკურაშვილი
23.04.2022 20:00:00
₾30.00
თეიმურაზ ძიძიგური
23.04.2022 20:00:00
₾2.00
ბლადაძე დარეჯან
22.04.2022 20:00:00
₾3.00
ლევან ახობაძე
22.04.2022 20:00:00
₾5.00
Tika Kadagishvili
22.04.2022 00:37:35
₾20.00
ლომსიანიძე ლევან
21.04.2022 20:00:00
₾10.00
ზუხბაია ალექსი
19.04.2022 20:00:00
₾50.00
ივანე ჯანელიძე
17.04.2022 20:00:00
₾50.00
ოლეგ ჯანჯღავა
16.04.2022 20:00:00
₾10.00
ზუხბაია ალექსი
15.04.2022 20:00:00
₾50.00
გიორგი შალამბერიძე
14.04.2022 20:00:00
₾5.00
ნათია ბერიშვილი
14.04.2022 20:00:00
₾10.00
ჯაჯანიძე გიორგი
13.04.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,944.20

116 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,944.20

116 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება