ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"უუუუ, უუუუუუ", ეს ნიშნავს "მიშველე, დედიკო" - ამქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალები უსიტყვოდ ამბობენ ამას!

page info icon
2022 მარტი 29
page info icon
761
დედიკო ჩვენს დასახვედრად გამოვიდა, პატარა ზალიკო კი, ტახტზე წევს და ტკივილისგან ტირის. „უ-უ-უ“ - ყვირის ის საწყალი ხმით. „ხელში აყვანას მთხოვს“ - გვიხსნის დედა. „უ-უ-უ“ - აგრძელებს წუწუნს პატარა. „ხო, ეს დეიდა შენთან მოვიდა, რომ გნახოს, როგორი ლამაზი ბიჭი გვყავხარ“. - „უ-უ-უ!“ - ხმამაღლა პასუხობს ზალიკო და ეხუტება დედას. „რა თქმა უნდა“, - ეთანხმება დედა.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
4,180.75 ₾
( 327 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

"უუუუ, უუუუუუ", ეს ნიშნავს "მიშველე, დედიკო" - ამქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალები უსიტყვოდ ამბობენ ამას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


დედიკო ჩვენს დასახვედრად გამოვიდა,  პატარა ზალიკო კი, ტახტზე წევს და ტკივილისგან ტირის. „უ-უ-უ“ - ყვირის ის საწყალი ხმით. „ხელში აყვანას მთხოვს“ - გვიხსნის დედა. „უ-უ-უ“ - აგრძელებს წუწუნს პატარა. „ხო, ეს დეიდა შენთან მოვიდა, რომ გნახოს, როგორი ლამაზი ბიჭი გვყავხარ“. - „უ-უ-უ!“ - ხმამაღლა პასუხობს ზალიკო და ეხუტება დედას. „რა თქმა უნდა“, - ეთანხმება დედა.

სამი წლის ზალიკო მხოლოდ ასეთ ხმას გამოსცემს, მაგრამ დედას ყველაფერი ესმის, რასაც „ეუბნება“


დედიკოს ესმის, როდის უნდა ზალიკოს წყალი, როდის ეძინება, ან როდის სურს სიმღერის მოსმენა. „უ-უ-უ-უ!“ - გამოხატავს სიხარულს, როდესაც ზალიკო ხედავს თავის ძმას, რომელმაც უნდა წაიყვანოს სასეირნოდ. ხოლო „უ-უ-უ-უ!“, - არის სიმწრის ტირილი, როდესაც რაღაც აწუხებს.
ის ასეთია, ასეთად დაიბადა, აღარაფერი ეშველება. მისმა გაჩენამ, თავდაყირა დააყენა ჯალაღონიების ოჯახის მშვიდი და წყნარი ცხოვრება. განვითარების შეფერხება რვა თვემდე შეუმჩნეველი იყო, მაგრამ, როდესაც ბავშვმა ვერ შეძლო თავის დაჭერა, დაჯდომა, სათამაშოს ხელში ჭერა, დედამ განგაში ატეხა.
- ინგა, თუ ძალიან არ გიჭირთ ამაზე საუბარი, გვითხარით, რა იგრძენით, როდესაც შეიტყვეთ დიაგნოზი?
ინგა: შაქარი ამივარდა. სიკვდილი მინდოდა. ამ სიტყვების მოსმენას, არც ერთ დედას არ ვუსურვებ: „თქვენი შვილი ავად არის, და ეს არ ექვემდებარება მკურნალობას...“ შოკში ვიყავი. გვითხრეს, რომ მასაჟისა და რეაბილიტაციის დახმარებით, შესაძლებელია სავალალო შედეგის თავიდან აცილება. ჯვარი სწერია, კუნთები რომ „გაუქვავდეს“, ამან შეიძლება მთლიანი სხეულის დამბლა გამოიწვიოს. ყველაფერი გავყიდეთ, მთელი სოფელი დაგვეხმარა. შედეგი ასეთია: ზალიკო კონტაქტურია, არ ემართება კრუნჩხვები. ყველაფერი ესმის, მაგრამ, დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია. ბოთლით ვაჭმევთ და ვასმევთ.
- ალბათ, ასეთ არაადამიანურ პირობებში, ბავშვის მოვლა ძალიან რთულია?


რას ხედავთ სურათზე? ძველ ტაშტს და ღუმელს? არა, ეს არის სააბაზანო, სადაც ავადმყოფ ზალიკოს აბანავებენ


ინგა: კი, ძალიან! სააბაზანოც კი არ გვაქვს. აი, ამ ტაშტში ვაბანავებ ბავშვს. აბა, რა ვქნა? დავდგამ ღუმელთან, გავათბობ ოთახს და ვაბანავებ. ყოველი დაბანის შემდეგ, მეშინია, არ გაცივდეს. მისი ავად გახდომა არ შეიძლება. ძალიან სუსტი ფილტვები აქვს. რემონტის გაკეთებას ვერ ვახერხებთ, საჭმელში ძლივს გვყოფნის ფული.
- რა თანხას იღებთ?
ინგა: დახმარებას - 200 ლარს და ზალიკოს პენსიას - 185 ლარს. სულ ეს არის ჩვენი შემოსავალი.

უკვე სამი წლის არის, მაგრამ, დღემდე ბოთლით ჭამს და სვამს. სხვანაირად არ გამოდის. საბრალო ბავშვი...


- რამდენადაც ვიცი შშმ პირის პენსია 250 ლარს შეადგენს?
ინგა: დიახ, ასეა. მაგრამ, სამი წლის წინ, ჩემი შვილის ავადმყოფობის გამწვავების გამო, ბანკში სესხის აღება მოგვიწია. ახლა, მისი პენსიიდან, ყოველთვე, 65 ლარს ბანკი გვაჭრის. 2025 წლამდე უნდა ვიხადოთ ასე! ვიცი, ერთი შეხედვით, დიდი თანხა არ ჩანს. მაგრამ, რომ გადავითვლი, ჯამში რამდენი გამოდის, თმა ყალყზე მიდგება. ნუთუ შეიძლება, ასეთ ავადმყოფ ბავშვს, როგორიც ჩემი შვილია, ამდენი ფული რომ წაართვა? ჩვენ ხომ, კურორტზე დასასვენებლად არ აგვიღია ეს სესხი...

 „ნუთუ, ბანკს აქვს ამ საბრალო ბავშვის დაყაჩაღების უფლება?“


- დამშვიდდით, ინგა, ნუ ტირით...
ინგა: რომ ვნერვიულობ, შაქარი მიწევს და გონებას ვკარგავ. რაში სჭირდება ჩემს შვილს ისეთი დედა, რომელიც მის ხელში აყვანასაც კი ვერ შეძლებს? როგორღაც ვუძლებ. არადა, ძალიან მიჭირს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ. 
იაკობი (15 წლის): არ გვინდა დედიკოს განერვიულება. ზალიკოზე მე მოგიყვებით. (ძმას მიმართავს.) ახლა, ხელში აგიყვან და მოვუყვეთ დეიდას, როგორი კარგი ბიჭი ხარ!

„აი ასე, მოდი ჩემთან, ჩემო პატარავ. დედიკომ კი, დაისვენოს“


- რა ყოჩაღი ხარ, იაკობ! დედას ხშირად ეხმარები?
იაკობი: სკოლის მერე, მივდივარ და მამას ვეხმარები, ის მძიმედ შრომობს მთელი დღე. ვცდილობთ, ფული გამოვიმუშაოთ ზალიკოსთვის. მერე, სახლში მოვდივარ და ჩემს ძმას ვუვლი. მიყვარს მასთან ერთად სეირნობა, ვუყვები ხოლმე, როგორ ჩაიარა დღემ. ისეთი საყვარელია, მიყურებს თავისი დიდი თვალებით, წამწამებს აფახულებს, თითქოს, ყველაფერი ესმის.
- საკუთარი თავისთვის თუ გრჩება დრო?
იაკობი: გაკვეთილები რომ ვიმეცადინო? თუ რას მეკითხებით?
- კარგი, მაშინ სხვანაირად გკითხავ. პირადად შენთვის, მხოლოდ შენთვის რაზე ოცნებობ?
იაკობი: ალბათ, ზალიკომ სიარული რომ შეძლოს. მხოლოდ ჩემთვის კი... სწავლისთვის პლანშეტი მჭირდება. მაგრამ, ზალიკომ სიარული რომ შეძლოს, უკეთესი იქნება. ისე კარგად ვცხოვრობდით, სანამ, ჩემს ძამიკოს ეს პრობლემა გაუჩნდებოდა. ისე გვიხაროდა, რომ დაიბადა. დედა და მამა ბედნიერები იყვნენ. მერე კი... ყველა დადარდიანდა. ბიჭებთან თამაშიც კი აღარ გვინდა. სკოლის მერე, ეგრევე სახლში მოვდივართ. ან დედას ვეხმარებით, ან მამას.

მთელი ოჯახი ზალიკოს ცხოვრების წესით ცხოვრობს. ოღონდ მან იგრძნოს თავი კარგად და კომფორტულად 


ინგა: მათეს და იაკობს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ. მთელ ძალისხმევას ძმის აღზრდაში დებენ. პირში ნამცეცს არ  ჩაიდებენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ზალიკო ნაჭამია.
- ინგა გვითხარით, რის გაკეთება შეგვიძლია, ოდნავ მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება?
ინგა: პირველ რიგში, საკვები პროდუქტი გვჭირდება, პამპერსი ზალიკოსთვის, ტელევიზორი, ჩვენი ბიჭი ცოტა მაინც რომ გავართოთ. კიდევ, ძალიან გვჭირდება კარადა. აღარ ვიცი, კიდევ რა ვთქვა.
იაკობი: თუ არ გამოვა პლანშეტი, არც არის საჭირო. ამ თანხით, ჯობია, დედას ან ზალიკოს უყიდოთ რამე.
*** 
აი, რა ვქნათ, მითხარით? გულგრილად ავუაროთ გვერდი მათ გასაჭირს? ზალიკოს რომ ჩახედავ თვალებში, და მის განწირულ „უ-უ-უ-უ“-ს რომ გაიგებ, ამის შემდეგ, როგორ უნდა გეძინოს მშვიდად? როგორ შეიძლება, არ მოგინდეს, მისთვის ყველაფერი გააკეთო რაც შეგიძლია? ადამიანებო! ჩვენ ვჭირდებით ამ ოჯახს, ჩვენს გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან. ხომ გესმით? ეს არ არის უბრალო სიტყვები - ეს რეალობაა. ხანდახან, ჩვენ, სრულიად უცხოებს, შეგვიძლია სრულიად უცნობებისთვის, სასწაული რომ მოვახდინოთ! უმეტეს შემთხვევაში, ამ სასწაულს მხოლოდ სიხარულის მოტანა კი არა, არამედ მთელი ოჯახის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ჯალაღონიების ოჯახს ჩვენი თანადგომა სჭირდება. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი დახმარებისთვის: პროდუქტი, პამპერსი, ტელევიზორი ან პლანშეტი, ტახტი ან საწოლები, კარადა ან კომოდი. მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი იქნებიან!
შეგიძლიათ ეს ოჯახი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი სარაკონი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ ამ ოჯახის გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჯალაღონიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: