რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გამოქვაბულის ბავშვები!

calendar აპრილი 11, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს ბავშვები დაიბადნენ სარდაფ-გამოქვაბულში, სადაც ვირთხები ცხოვრობენ. არა კეთილმოწყობილში, არამედ ნამდვილ სარდაფში, ვირთხებთან ერთად. ვდარდობთ იმ ბავშვების გამო, რომლებიც სარდაფში სასტიკ ომს ემალებიან, და ვერ ვამჩნევთ საკუთარ მიწა-წყალზე, საკუთარ ბავშვებს… ცხარე ცრემლით ვტირით იმ ბავშვების გამო, ვინც შეიძლება ტყვიას ემსხვერპლონ, და არაფრის გაგონება არ გვსურს მათზე, ვინც საქართველოში, მშვიდობიან დროს შიმშილითა და სიცივით კვდება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
სარდაფში დაბადებული ბავშვები!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          ეს ბავშვები დაიბადნენ სარდაფ-გამოქვაბულში, სადაც ვირთხები ცხოვრობენ. არა კეთილმოწყობილში, არამედ ნამდვილ სარდაფში, ვირთხებთან ერთად. ვდარდობთ იმ ბავშვების გამო, რომლებიც სარდაფში სასტიკ ომს ემალებიან, და ვერ ვამჩნევთ საკუთარ მიწა-წყალზე, საკუთარ ბავშვებს… ცხარე ცრემლით ვტირით იმ ბავშვების გამო, ვინც შეიძლება ტყვიას ემსხვერპლონ, და არაფრის გაგონება არ გვსურს მათზე, ვინც საქართველოში, მშვიდობიან დროს შიმშილითა და სიცივით კვდება.

კარგად შეხედეთ ამ სურათს, გახსენით მთლიან ეკრანზე. დაათვალიერეთ ყველა კუთხე-კუნჭული. მთელი ტანსაცმელი ერთ კუთხეში დევს. დედა კი, შვილებთან ერთად, ზის „საწოლზე“, რომელზეც სძინავთ.
          გვაპატიეთ, უხეშად თუ გამოვიდა, უბრალოდ ემოციებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა! მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ჩვენ ჩვენი თანამემამულეების ისტორიებს ვყვებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავია!
არაერთხელ ითხოვეს დახმარება, იხვეწებოდნენ, როგორც შეეძლოთ, ბავშვებიც კი მიუყვანიათ ადგილობრივ თანამდებობის პირებთან, რათა დაემტკიცებინათ, რომ არ იტყუებიან, რომ ნამდვილად შვილები ჰყავთ, რომ ლიზი ნამდვილად ავად არის, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და ვირთხებთან ერთად, ვირთხებივით ცხოვრობენ სარდაფში… ვირთხებზე უარესადაც კი. გგონიათ ვინმე დაინტერესდა? სწორია – არავინ!
ახლა კი, გვერდზე გადავდოთ ემოციები და გიამბობთ მშრალ ფაქტებს.

ორი წლის ლილეს შია
თამუნა: მე და ჩემს მეუღლეს არაფერი არ გაგვაჩნია. ჩვენი უბედურება ლიზის გაჩენის დღიდან დაიწყო. მას მგლის ხახა და ცერებრალური დამბლა აქვს. დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია. არ შეუძლია არც სიარული, არც ლაპარაკი, არც ჭამა, მხოლოდ კვნესის და ყმუის.
საბრალო გოგონას დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლია
ლიზის გაჩენის შემდეგ, მთელი ჩვენი შემოსავალი მის წამლებსა და გამოკვლევებში იხარჯებოდა. ვეღარ შევძელით ქირის გადახდა და ქუჩაში აღმოვჩნდით. ციოდა, ჩვენ კი გარეთ დავწანწალებდით. ლიზი სულ პატარა იყო, ტიროდა… ყველა კარზე ვაკაკუნებდით, მაგრამ, როდესაც იგებდნენ, ფული რომ არ გვაქვს, არავინ გვიშვებდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც სარდაფში ცხოვრების უფლება მოგვცა იყო ეს დალოცვილი ქალი – ნათელა.

 „გვეგონა, რომ აქ რამდენიმე ღამის გათევა მოგვიწევდა, მერე კი, ქირის გადახდაში, სახელმწიფო დაგვეხმარებოდა. გვეგონა, რომ რამდენიმე დღეში მოგვარდებოდა ყველაფერი. მაგრამ, ეს რამდენიმე დღე, უსასრულობად გვექცა. უკვე ოთხი წელია აქ ვცხოვრობთ!“
– მანამდე იცნობდით ნათელას?
თამუნა: არა. მაგრამ, მან ჩვენთვის ის გააკეთა, რასაც ბევრი საკუთარი შვილისთვის არ გააკეთებს. მან შეგვიფარა, იზრუნა ჩვენზე. ის ათბობს ჩემს შვილებს, მის სახლში ვბანაობთ. თუ საჭმელი არ გვაქვს, ის გვიწილადებს! ჩვენთვის საწოლი იშოვნა, გვაჩუქა თბილი საბნები. ის ჩვენი მფარველი ანგელოზია! მის გარეშე, ჩემი შვილები დაიხოცებოდნენ შიმშილითა და სიცივით! ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის, მართლა ასეა.

აქ ყველგან ვირთხები დარბიან. ტანსაცმელშიც დაძვრებიან და ჭურჭელშიც…

უბრალოდ შეუძლებელია ამ გამოქვაბულის დალაგება ან მოწესრიგება

 „წყალი არ არის. გარედან მომაქვს, ღუმელზე ვაცხელებ და ისე ვაბანავებ ბავშვებს. ძალიან იშვიათად გამოდის. შეშაც არ გვყოფნის. ერთხელ, როდესაც ძალიან ციოდა, ტანსაცმელს ვწვავდით…“
         – ესე იგი, ამ სარდაფში, ოთხი წლის წინ დასახლდით. ლილე და ლელა აქ დაიბადნენ?
         თამუნა: კი. აქ რომ მოვედით, მხოლოდ ლიზი გვყავდა. მთელი ფული მაგის წამლებსა და ექიმებში გვეხარჯებოდა. ქირით გადასვლა კი, უბრალოდ არ გამოდიოდა. ახლაც არ გამოდის. 2020 წლის 1 თებერვალს ლილე დაიბადა – ჯანმრთელი გოგონა. ზუსტად ერთ წელიწადში კი, ისევ 1 თებერვალს – ლელა. ისიც, თითქოს ჯანმრთელი არის, მაგრამ, ძალიან ნელა იმატებს წონაში. ახლა მხოლოდ ექვს კილოგრამს იწონის. ფული არ გვაქვს, ექიმთან რომ წავიყვანოთ, რომ გასინჯონ და გამოიკვლიონ.

ლილეს რომ არ აჭამო, შეიძლება ცუდად გახდეს, შიმშილისგან კი არა, ტირილისგან

ლელა უკვე ერთი წლისაა, მაგრამ ის მხოლოდ ექვს კილოგრამს 

         – რა არის თქვენი საარსებო წყარო?
          თამუნა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 600 ლარს. პამპერსში ბევრი გვეხარჯება, სამივე ბავშვს პამპერსი აცვია. ვცდილობ გამოვიზოგო, მაგრამ არ გამომდის. კიდევ, ლიზისთვის წამლები გვჭირდება. ფაფები გვჭირდება – სულ ეს არის! ლილე გვყავს ყველაზე ჭირვეული. რომ არ აჭამო, იმდენს იტირებს და იღრიალებს, სანამ ცუდად არ ხდება. ჩემი მეუღლე, ვეფხვია, ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, შეუძლია თვითონ არ ჭამოს და არ დაიძინოს, მაგრამ ქვას გახეთქავს შვილების გამო. ბავშვებსაც სიგიჟემდე უყვართ. ლიზი, ლილე და ლელა – ეს სახელები მან დაარქვა.

ლიზი, ლილე და ლელა – ლამაზი სახელები ლამაზი გოგონებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ვირთხებთან ერთად…

– როგორ წარმოგედგინათ ოჯახური ცხოვრება?
თამუნა: სკოლაში ვსწავლობდი, ტელეფონით ერთმანეთი რომ გავიცანით. ვეფხვიამ მომცა სკოლის დამთავრების საშუალება, მერე კი დაქორწინება შემომთავაზა. მეც დავთანხმდი. მერე კი, ისე გამოვიდა, რომ შვილის ავადმყოფობის გამო, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია. მაგრამ, ეს თანხაც არ იყო საკმარისი. ვისთან არ გვყავდა, თბილისშიც წავიყვანეთ.
– ქირის გადახდაზე მიმართეთ მთავრობას? აქ ხომ შეუძლებელია ცხოვრება. ვერ ვხვდები, როგორ გაძელით ოთხი წელი ამ… ამ გამოქვაბულში?
თამუნა: არ გვაქვს გამოსავალი, ეჩვევი ყველაფერს. არაერთხელ მივმართეთ. მაგრამ, როდესაც ადამიანადაც არ გთვლიან, რა აზრი აქვს ლაპარაკს? ამ ვირთხებსაც კი, ჩვენზე მეტი უფლებები აქვთ.

ნუთუ შეიძლება უყურადღებოდ დატოვო ეს ღვთის ქმნილება? როგორი ადამიანი უნდა იყო, თვალები რომ დახუჭო, და ყურადღება არ მიაქციო?
– მიმართეთ ჩვენს მკითხველებს. რა გჭირდებათ პირველ რიგში?
თამუნა: ბინის პრობლემის გადაჭრა. გემუდარებით, თუკი ვინმეს შეუძლია, დაგვეხმარეთ, ბინის ქირა რომ გადაგვიხადონ. დანარჩენს როგორმე გავუმკლავდებით. ოღონდ როგორმე თავი დავაღწიოთ ამ სოროს. ალბათ ნათელას ვერასდროს ვერ გადავუხდით ამ სიკეთისთვის. მთელი მსოფლიოს ოქრო არ ეყოფა, რომ გადავუხადო იმ სიკეთისთვის და თანაგრძნობისთვის, რაც მან გამოიჩინა. კიდევ, კარგი იქნებოდა ბავშვების კარგად დაბანა და მათთვის სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა. მერე კი, ექიმთან წაყვანა და გამოკვლევა. ჩემი ერთადერთი ოცნება არის თბილი ოთახი, ცხელი წყალი, საწოლი და ტანსაცმელი. ბავშვებისთვის პამპერსი და ფაფები.

ახლა, თქვენ მათ იცნობთ. ახლა, მათზე პასუხს ჩვენ ვაგებთ. იმოქმედეთ!

***
        აი, ასე იღუპება ოჯახი სარდაფში მშვიდობიან დროს. მათ ეშინიათ სიცივისა და ვირთხების, ბომბების აფეთქების კი არა. ისინი უპასუხისმგებლობისა და გულგრილობის მსხვერპლნი არიან, და არა ტყვიების. რაღა დავწეროთ, რაღაა სათქმელი? თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ ყველაფერი. ეს ტექსტი რომც არ წაიკითხოთ, მხოლოდ სურათებიც გადმოსცემს ამ საშინელებას!
თუ ეყოფა ვინმეს გამბედაობა, თვალი გაუსწოროს ამ საშინელებას, ეს არის მათი მისამართი: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნორიო (ტრაქტორების ქარხნის ყოფილი შენობა).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: საპანაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აპრ 28
მედიკამენტები,ბავშთა კვება
466.24₾
2022 ივნ 05
საწოლი
1100.00₾
2022 ივნ 16
კომოდი
250.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
495.00₾
2022 აგვ 23
კონსულტაცია
65.00₾
2022 ოქტ 24
კონსულტაცია
157.00₾
2023 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
85.00₾
2023 აგვ 16
პროდუქტები
280.00₾

სულ ხარჯები:

2898.24₾

დატოვა:

0.24₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ზურაბაშვილი ზაზა
31.07.2023 20:00:00
₾3.00
კეთილი გული
16.05.2023 04:42:05
₾5.00
კეთილი გული
19.12.2022 21:41:17
₾20.00
მარიამ მაჭარაშვილი
23.11.2022 20:00:00
₾5.00
Алексей Крикунов
01.11.2022 13:46:07
₾250.00
კეთილი გული
01.11.2022 13:43:54
₾1.00
ნათია გუგეშაშვილი
02.09.2022 20:00:00
₾10.00
ირინე თოხაძე
14.08.2022 20:00:00
₾5.00
ლევანი ჯანგულაშვილი
14.08.2022 20:00:00
₾3.00
მარიამი შუბლაძე
12.08.2022 20:00:00
₾10.00
თამაზ გეწაძე
12.08.2022 20:00:00
₾2.00
ლუკა ხიჯაკაძე
12.08.2022 20:00:00
₾1.00
გიორგი გორგიაშვილი
11.08.2022 20:00:00
₾1.00
ბაქარი ბრეგაძე
11.08.2022 20:00:00
₾2.00
ალექსანდრე ბურდული
11.08.2022 20:00:00
₾15.00
მარინა გურასპაშვილი
11.08.2022 20:00:00
₾1.00
თამარ მერეკლიშვილი
10.08.2022 20:00:00
₾30.00
ვახტანგ ქურციკიძე
09.08.2022 20:00:00
₾10.00
გოჩა ამირანაშვილი
08.08.2022 20:00:00
₾20.00
ქეთევან ორჯონიკიძე
07.08.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾2,898.48

191 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,898.48

191 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება