ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემს ძმას ჩემი შეჭმა უნდოდა!

page info icon
2022 აპრილი 20
page info icon
385
„კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხან დედას ვაბრაზებ, ხან ბებოს, მთელი დღე. ეხლა ვაპირებდი დაიკოსთვის მეწყენინებინა“, - წარბშეკრული ამბობს ნიკოლოზი და დემონსტრაციულად ეხვევა თავის დას. მივუსწარით! დის წყენინება არ გამოუვიდა.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
2,300.11 ₾
( 156 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩემს ძმას ჩემი შეჭმა უნდოდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხან დედას ვაბრაზებ, ხან ბებოს, მთელი დღე. ეხლა ვაპირებდი დაიკოსთვის მეწყენინებინა“, - წარბშეკრული ამბობს ნიკოლოზი და დემონსტრაციულად ეხვევა თავის დას. მივუსწარით! დის წყენინება არ გამოუვიდა.
          - ყოველთვის ასეთი ბრაზიანია?
          ლიკა (4 წლის): კი, ყოველთვის, როდესაც შია. მაშინებდა, მეუბნებოდა: „უნდა შეგჭამოო“, და დამდევდა, ვითომ მგელია. მაგას სულ შია. შენც შეგჭამს, რამე რო იყოს. სწრაფად სირბილი შეგიძლია? მაგრამ, შენ ალბათ, გემრიელი არ იქნები. ამას ძეხვი უყვარს ყველაზე მეტად.
         ნიკოლოზი (5 წლის): კიდევ პელმენი და ხინკალი.
         ლიკა: მე კი - ბანანი და კანფეტი.
         რუიზანი: აი, სულ საჭმელზე ლაპარაკობენ. ჩემი საწყალი ბავშვები. ხანდახან, სახლში ხმელი პურის გარდა, მართლა არაფერი გვაქვს. დანგრეული სახლი, მშიერი ბავშვები... ამაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს? ამაზე დიდი დარდი?
როგორ ეტევა ამ ქოხში შვიდი ადამიანი? ვერც კი წარმომიდგენია
         დასაჯდომი ადგილებიც კი არ ჰყოფნის ყველას, ისინი კი, ცხოვრობენ აქ. დედა, მამა, ბებია, ბაბუა და სამი პატარა ბარტყი: ერთი წლის ლაშა, ოთხი წლის ლიკა და ხუთი წლის ნიკოლოზი. სწორედ ის, რომელიც სულ მშიერია და ბრაზიანი!
სახლში წყალი არ მოდის, ყველაფერს გარეთ რეცხავენ, ხელით. სარეცხს პირდაპირ მდინარეში ავლებენ. ბანაობენ ოთახში, პატარა ტაშტში.
 „მე მიყვარს ჭურჭლის რეცხვა. დედა გვიკრძალავს, ამბობს, რომ მერე თითებიდან სისხლი წამოგვივა. ჩვენ კი, ცოტა ხანს გავრეცხავთ, ცოტას ვიწუწავებთ, მერე კი, ღუმელთან გავთბებით“
 „აი, ლიკა რა ცელქია, სულ დამასველა, ტანსაცმლის გამოცვლა მომიწია“
        - შენ და ლიკა, კატა-ძაღლივით ხართ ერთმანეთში, სულ ჩხუბობთ, არა?
        ლიკა: ეს ბიჭები ისეთი უცნაურები არიან! მანქანა მომიტანე, ჩავჯდები, წავალ და ვეღარ დამეწევიან.
         ნიკოლოზი: მე კი ველოსიპედი მომიტანე, ლიკას რომ დავეწიო!
         - და დედას რა მოვუტანო, ორივეს რომ დაგეწიოთ?
         ლიკა: მაგას ბევრი გემრიელი საჭმელი მოუტანე და აღარ გავექცევით. (ხითხითებს.)
 „საერთოდ გვიყვარს ერთმანეთი! და ერთად თამაშიც შეგვიძლია, ოღონდ, დიდხანს არა.“
         - ვუყურებ თქვენს საცხოვრებელ პირობებს და ვხვდები, რამდენად გიჭირთ!
         რუიზანი: ვაიმე, არ თქვათ. სოციალურ დახმარებას ვიღებთ მაგრამ, ამ თანხით მაკარონის გარდა ვერაფერს იყიდი. ბავშვები თუ გაცივდნენ და წამლების ყიდვა მოგვიწია, ჩათვალეთ, მთელი თვე ვშიმშლობთ! სიცხის დამწევი და ხველების წამალი ძალიან ძვირი ღირს. ასეთ პირობებში კი, შეუძლებელია, ბავშვები არ გაგიცივდნენ. გადაუხდელობის გამო გაზი გაგვითიშეს, დენიც ძალიან ძვირია. წინა თვეში, 30 ლარი მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში გადავიხადეთ. ეს ხომ, ჩვენთვის უზარმაზარი თანხაა.
 „ბეტონის იატაკი, ნესტიანი კედლები. არ გვაქვს არც თბილი საბნები, არც თბილი ტანსაცმელი. შეშას ვიზოგავთ“
         - სოციალური დახმარების გარდა, სხვა  არანაირი შემოსავალი არ გაქვთ? 300 ლარით არსებობა შეუძლებელია. თქვენი მეუღლე არ მუშაობს?
         რუიზანი: ხან ფარას მწყემსავს, ხან შავ მუშად მუშაობს. უსაქმოდ არ ჩერდება. მაგრამ სოფელში, მუდმივი სამსახური ხომ არ არის. საღამოს სახლში რომ მოდის, ბავშვები მაშინვე ჩანთაში ჩაუძვრებიან ხოლმე: „რა მოგვიტანეო?“ გიყვებით ამას და ცრემლები მახრჩობს. ყველა დედას ჯვარი ეწეროს, ღმერთმა  ნუ დაანახოს მშიერი შვილები.
 
„ასე ველოდებით მამიკოს, იქნებ რამე გემრიელი მოგვიტანოს“
- ყველაზე გემრიელი, რა მოაქვს ხოლმე მამიკოს?
         ნიკოლოზი: ერთხელ ძეხვი მოიტანა. და კიდევ, ძალიან გემრიელი ხინკალი.
ლიკა: ჩემთვის კი, ყველაზე გემრიელი არის ბანანი! მაგრამ, თეფშიც არ მაქვს, ბანანი და კანფეტი რომ დავდო. არც მაგიდა მაქვს! არც სკამი! კიდევ კარადა არ მაქვს, ბანანი, თეფშები და კანფეტი რომ შევინახო. არც საწოლი მაქვს! ნიკოლოზი კი, სულ ფეხებს იქნევს და არ მაძინებს.
         ნიკოლოზი: მეც მომიტანეთ ცალკე საწოლი! ძეხვიც, სისისიც და პელმენიც! ძალიან გთხოვთ!
ბორბალი ბავშვების საყვარელი სათამაშოა... აქ სიტყვები ზედმეტია 
         - საჭმლის გარდა, რამეზე ოცნებობთ?
         ნიკოლოზი: საჭმელზე! და კიდევ ველოსიპედზე!
         ლიკა: კიდევ ტელევიზორი მინდა მულტფილმებით. და „გოგოს“ ველოსიპედი, ან მანქანა.
         - „გოგოს“ მანქანა რანაირია?
         ლიკა: წითელი! არ იცი? შენ ხომ გოგო ხარ. მანქანა მინდა, რომელშიც ჩაჯდომა შეიძლება. დავინახე, ბუკას ჰყავდა ასეთი მანქანა. მეც მინდა ეგეთი. ჩავჯდები და წავალ. გვერდით კი, თოჯინას დავისვამ, რომელსაც შენ მომიტან კანფეტებთან ერთად.
        - ნიკოლოზსაც და ლაშასაც დაისვამ გვერდით?
        ლიკა: არა, აღარ დარჩება ადგილი. ველოსიპედით ისეირნონ.
         - რუიზან, ბავშვებმა ყველაფერი მითხრეს, იქნებ, თქვენც ოცნებობთ რამეზე?
         რუიზანი: კი, საწოლები ნამდვილად ძალიან გვჭირდება. გარდა ამისა, პატარა ჭურჭლის კარადა. თბილი საბნები, ბალიშები, ტანსაცმელი ბავშვებისთვის. და რაც მთავარია - პროდუქტი! აი მართლა, ბავშვებმა ძეხვი რომ დაინახონ, ალბათ გაგიჟდებიან სიხარულისგან. სხვა ოცნებები არ მაქვს.
 „ჩემთან სტუმრად თუ მოხვალთ, სიმღერას გიმღერებთ“
***
მეგობრებო, ეს ოჯახი, სხვას ვერავის მიმართავს დახმარებისთვის. მათი უკანასკნელი იმედი, არიან სრულიად უცხო ადამიანები. დედა დარდობს თავისი შვილების გამო, მათ ხომ, სიცივისა და არასრულფასოვანი კვების გამო, შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, კარგად იცის, რომ სხვების დახმარების გარეშე, ისინი, ვინც ყველაზე მეტად უყვარს ამქვეყნად, ტანჯვასა და უბედური ბავშვობისთვის არიან განწირულნი. ბავშვებს ხომ არ დაუმსახურებიათ ასეთი ცხოვრება. რა უნდა ქნან? როგორ მოიქცნენ? ჩვენ შეგვიძლია მხარში დავუდგეთ მათ და დავანახოთ რომ, არც ისე დიდი საშინელება არის, საქართველოში თუ დაიბადე.
საწოლები, ლოგინის თეთრეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, კარადა, საკვები პროდუქტი, სათამაშოები, ველოსიპედი - დღეს, ამ ადამიანებს, ამ ყველაფერზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.
თუკი ვინმე მოახერხებს, ეს ოჯახი რომ მოინახულოს და ეს არაჩვეულებრივი ბავშვები გაიცნოს, ძალიან მაგარი იქნება. პელმენისა და კანფეტის მიტანა არ დაგავიწყდეთ! მათი მისამართი კი, ეს არის: გორი, სოფელი ახალდაბა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: რუიზან ნაცვლიშვილი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: