ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შიმშილით რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს...

page info icon
2022 აპრილი 21
page info icon
677
ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ - ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან. იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე - არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
2,892.1 ₾
( 211 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

შიმშილით რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ - ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან.
          იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე - არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.
ბარბარეს ცალი ხელით მაგრად უჭირავს ვაშლი, რომელიც მეზობელმა აჩუქა, მეორე ხელით კი, დედიკოს ებღაუჭება, როგორმე რომ გათბეს.
         გუშინ, მეზობელმა მაკარონი მოგვიტანა, ერთი თეფში გვიწილადა, მაგრამ პატარა ბარბარემ ვერ შეჭამა. ცივ საჭმელს ვერაფრით ვერ ყლაპავს.
ასეთ ყინვაში, იატაკზე ძილი სიცოცხლისთვის სახიფათოა
         - დიანა, გავიცნოთ ერთმანეთი.
         დიანა: დიანა მქვია, 46 წლის ვარ. ამ ოთახში ვცხოვრობ ჩემს შვილებთან 18 წლის რუსასთან და 16 წლის გიორგისთან ერთად. ეს საყვარელი მტირალა კი - ჩემი შვილიშვილია, 2 წლის არის.
         - უფროსი შვილებიც გყავთ?
         დიანა: არა! მესმის თქვენი გაოცება, მაგრამ ბარბარე რუსას შვილია.
         - ის ხომ ჯერ თვითონ ბავშვია!!!
         დიანა: 14 წლის იყო, რომ მოიტაცეს. ვერაფერი ვუშველე, ხომ იცით, ჩვენს სოფელში როგორი წესებია.
        რუსა: კი, პატარა და მიამიტი ვიყავი. ყველაფრის ძალიან მეშინოდა. მეგონა, ხალხი გამკიცხავდა, ოჯახიდან რომ წამოვიდე. რომ არ დავრჩენილიყავი, ქუჩის ქალს დამიძახებენ... ახლა ვხვდები, რომ სულ ტყუილად ვითმენდი ყველაფერს.
- სანამ მოგიტაცებდა შენს ქმარს იცნობდი მაინც?
რუსა: კი, ერთი-ორჯერ შორიდან მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის ნაცნობი იყო. ჩემზე შვიდი წლით უფროსი. მაგრამ, ღმერთია მოწმე, გათხოვება არ მინდოდა. მე-9 კლასში ვსწავლობდი, მინდოდა სკოლა დამემთავრებინა და მკერავი გამოვსულიყავი. ახლაც ამაზე ვოცნებობ...
18 წლის გოგონას ორი წლის შვილი ჰყავს. დედამისი რომ არა, იფიქრებდით, რომ დედა-შვილობანას თამაშობენ
- ეს როგორ მოხდა?
რუსა: ქუჩაში მოვდიოდი, უცებ, მანქანა გაჩერდა, რომელშიც ჩემი მომავალი მეუღლე და მამამისი ისხდნენ. მითხრეს, რომ ჩემთან საქმე აქვთ და დალაპარაკება უნდათ. უარი ვუთხარი მაგრამ, მანქანაში ჩამტენეს და სადღაც წამიყვანეს. მითხრეს, რომ მორჩა, უკვე დედიკოს გოგო კი არა, ამ კაცის ცოლი ვარ. მერე ბარბარე გაჩნდა. ბავშვის მოვლა არ ვიცოდი, მე თვითონ ბავშვი ვიყავი. შემდეგ მეორე გოგონაც მეყოლა, მაგრამ, მალევე გარდაიცვალა. 16 წლის ასაკში ვიგემე უბედური ცოლობისა და დედობის მთელი სიმწარე... მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. რომ ამ ოჯახში, მეც და ჩემი გოგონაც დავიღუპებოდით. ჩემთვის სულერთი გახდა, ხალხი რას იტყვის, ან რას წამომაძახებენ და წამოვედი. დედასთან მოვედი. დედასთან მშვიდად ვარ, ის ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის, რაც შეუძლია.
         - რას ნანობთ, რუსა?
         რუსა: იმას, რომ იმ დღესვე, როდესაც მომიტაცეს, დედასთან არ გამოვიქეცი. ვნანობ, რომ ძალიან დიდხანს ვითმენდი. რომ სწავლა ვერ მოვახერხე და ცხოვრება დამენგრა.
- ჩემო გოგო, შენ სულ რაღაც 18 წლის ხარ. ყველაფერი წინ გაქვს... ცხოვრებამ გაკვეთილი გასწავლა, შენ უფრო ძლიერი გახდი! და ახლა, შენს გარშემო სამყარო უნდა შეცვალო, შენი თავის და შენი გოგონას გამო! რით დაიწყებდი? ოცნება თუ გაქვს?
რუსა: კი! ბავშვობიდან მკერავობაზე ვოცნებობ! მინდოდა სკოლა დამემთავრებინა და ჭრა-კერვის კურსებზე მესწავლა. მინდოდა ლამაზი კაბები შემეკერა ჩემთვის და დედაჩემისთვის. ისეთი, როგორიც არასდროს გვქონია. ერთხელ გავბედე და ერთი კაბა შევკერე. ჩემს მეგობარს იმდენად მოეწონა, რომ ვაჩუქე.
„თოჯინა ბარბარე ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილია“
         - რა გჭირდება იმისთვის, რომ ოცნება აიხდინო?
         რუსა: იცით, ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ ოცნებაც კი არ გამოდის. ბარბარე იყინება და ტირის, სულ ხელში ითხოვს აყვანას, როგორმე რომ გათბეს. სხვა რაზე ვიფიქრო, როდესაც საჭმელი არ გვაქვს? როდესაც დედაჩემი დილიდან დაღამებამდე ალაგებს ბინებს და ეზოებს, ლუკმა პურის ფული რომ იშოვოს. რომელ ოცნებებზე შეიძლება ლაპარაკი?
- შენი ცხოვრება როგორ წარმოგედგინა? 
რუსა: ასე ნამდვილად არა, როგორც ეხლა ვართ. სწავლა მინდოდა. ძალიან მინდოდა. ვიცოდი, რომ არ მაქვს სხვა გასაქანი. ვიცოდი, რომ ოჯახი მხოლოდ დიდი სიყვარულით უნდა შეიქმნას. ვიცოდი, რომ შვილები მხოლოდ მაშინ უნდა გააჩინო, როდესაც მათი შენახვის თავი გაქვს. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე მინდოდა.
ეს გაზის ბალონი, რომელშიც 20 ლარს იხდიან - სითბოს ერთადერთი წყაროა
         - როგორ ფიქრობ, რა თანხა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს?
          რუსა: ვაიმე, ვერ ვიტყვი ასე. ახლა, 150 ლარით ვარსებობთ.  დედაჩემი თუ რაღაცას იშოვის... ალბათ, შემოსავალი 600 ლარი რომ მქონდეს, უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. როგორ ფიქრობთ, ეს ბევრია?
- არა! ჩემი აზრით, ერთი ოჯახისთვის ძალიან ცოტაა. რაში დახარჯავდი ამ ფულს?
რუსა: 200 ლარს სწავლისთვის გადავდებდი. კიდევ, საკერავი მანქანისთვის შევაგროვებდი ფულს. თუ არ გამომივიდოდა კურსების გავლა, „იუთუბით“ ვისწავლიდი. ვაიმე, რამდენ ლამაზ კაბას შევუკერავდი ბარბარეს.
 „გპირდები, ულამაზეს კაბებს შეგიკერავ. ისეთს, როგორზეც მე ვოცნებობდი“
         დიანა: რამხელა ტანჯვა გამოიარა ჩემმა საბრალო გოგონამ. მეც ვგრძნობ თავს დამნაშავედ. უნდა მებრძოლა მისთვის. ძალით უნდა წამომეყვანა იქიდან. მაგრამ, მეც სულ ასე ვფიქრობდი: „რას იტყვის ხალხი?“ ხალხი კი, ისეც და ასეც ილაპარაკებს.
- დიანა, უთხარით ჩვენს მკითხველებს, პირველ რიგში რა გჭირდებათ, ცხოვრება ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქდეთ?
დიანა: ნახეთ, ბარბარეს ხელები აქვს გაყინული. ბალონში გაზი აღარ არის. ვერ ავანთებ, წყალი მაინც რომ გავაცხელო და ბოთლში ჩავუსხა. თბილ ბოთლს გულში რომ ჩაიკრავს, მშვიდდება. ხედავთ, რაც მოხვედით, არ გაჩუმებულა. სულ ტირის. სასწაული რომ მოხდეს, და ჩვენს ოთახში გაზის შემოყვანა რომ მოხერხდეს, ეს ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასი იქნება! მეზობლებს გაზი კი აქვთ ჩვენს კორპუსში, ჩვენთან არ არის შემოყვანილი.
- გაზის გარდა კიდევ რა გჭირდებათ? თამამად გვითხარით.
დიანა: კიდევ საწოლები გვჭირდება. მე და ჩემს ბიჭს იატაკზე გვძინავს. იმას ლეიბზე, მე კი - ლინოლიუმზე. ამ საწოლზე, რომელიც სადაცაა დაიშლება, რუსას და პატარას სძინავთ. საბნები გვჭირდება და ბალიშები. ასევე, ჩემი შვილიშვილისთვის პამპერსი და ტანსაცმელი. საჭმელი არ გვაქვს და გასაფუჭებელიც არაფერია, ამიტომ, მაცივარი არ გვჭირდება. მაგრამ ხანდახან, გაყინულ პროდუქტს მჩუქნიან და არ ვიცი, სად შევინახო.
- იქნებ კიდევ გაქვთ რამე ოცნება?
დიანა: მრცხვენია გთხოვოთ, მაგრამ ყველანი ტელევიზორზე ვოცნებობთ. ვიცი, ჩვენს მდგომარეობაში ფუფუნების საგნების თხოვნა სასაცილოა მაგრამ, საღამოობით, ყურადღებას მაინც გადავიტანდით. ბევრჯერ მივმართე სახელმწიფოს, ქირის გადახდაში მაინც რომ დამხმარებოდნენ, ნახევარი მაინც რომ დაეფარათ. მაგრამ, მეუბნებიან: „არა და მორჩა“. რა ვქნათ? საკუთარი არაფერი არ გაგვაჩნია. ამქვეყნად სრულიად მარტონი ვართ, არავის ვაინტერესებთ. შიმშილით რომც დავიხოცოთ, ერთი კვირის მერე თუ გაიგებენ, როდესაც ბავშვის ტირილი კარგა ხანს არავის შეაწუხებს. ვაი, ჩვენს საცოდავ თავს, არავის არ ვჭირდებით. არავის!
***
რას ნიშნავს - არავის? თქვენ ჯერ ჩვენი ერთობის ძალა არ გინახავთ. არა ერთი და ორი ადამიანისთვის დაგვიმტკიცებია, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო. ჩვენ არ ვართ არც ნაცნობები, არც ნათესავები! ჩვენ უფრო ახლობლები ვართ. ყველაზე შორეული, და ამასთანავე, ყველაზე ახლო. ჩვენ, უცხოებს, თქვენი ტკივილი გვტკივა. დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვოცნებობთ საკერავ მანქანასა და ლამაზ კაბებზე. თქვენთან ერთად ვოცნებობთ თბილ სახლსა და მყუდრო საწოლზე. ჩვენ ვოცნებობთ გემრიელ საჭმელსა და ტელევიზორზე, რომელზეც თქვენ, დიანა, ოცნებასაც კი ვერ ბედავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია. ჩვენ გაჩუქებთ ნაპერწკალს, საწვავს და გვჯერა, რომ თქვენ თავად შეძლებთ თქვენი ცხოვრების დაქოქვას და მისთვის სწორი მიმართულების მიცემას!
ვისაც სურს ამ ოჯახის მონახულება და ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გაცნობა, შეგიძლიათ ეწვიოთ მისამართზე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი.
რუსა ოპტიმიზმით დაგმუხტავთ, პატარა ბარბარე კი, ლოყაზე მოგეფერებათ, და შესაძლოა გაკოცოთ კიდეც, თუ გემრიელ ხილს და კანფეტს მიუტანთ
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: არგანაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: