რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ ეტირა, ბავშვმა პირზე სკოჩი დაიკრა…

calendar ივნისი 10, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

“ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს. დედა სულ მარტოა ამდენი პრობლემის წინაშე. მინდა, მოვითმინო შიმშილი, სიცივე… და იმ ყველაფრის გარეშე ცხოვრება ვისწავლო, რაც არ მაქვს, თუმცა აუცილებელია არსებობისთვის… მეუბნებიან, რომ ნაადრევად გავიზარდე, რადგან ასე ვიბრძვი… მაგრამ, რა ვქნა?! არ მინდა, დედა უფრო მეტად შევაწუხო… ერთხელ, როდესაც უფრო პატარა ვიყავი, შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ მეტირა, პირზე სკოჩი გადავიკარი… ვიფიქრე, ასე, ჩემს ხმას არავინ გაიგებდა…“ – გული მოგვიკლა საოცრად უჭკვიანესი გოგონას, ნათიას ამ სიტყვებმა. ღმერთო, ნუთუ შეიძლება, ჩემს საქართველოში მოზარდები ასეთ თემებზე საუბრობდნენ?! მათ ხომ ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრებისათვის?!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ ეტირა, ბავშვმა პირზე სკოჩი დაიკრა…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
           “ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს. დედა სულ მარტოა ამდენი პრობლემის წინაშე. მინდა, მოვითმინო შიმშილი, სიცივე… და იმ ყველაფრის გარეშე ცხოვრება ვისწავლო, რაც არ მაქვს, თუმცა  აუცილებელია არსებობისთვის… მეუბნებიან,  რომ ნაადრევად გავიზარდე, რადგან ასე ვიბრძვი…  მაგრამ, რა ვქნა?! არ მინდა, დედა უფრო მეტად შევაწუხო… ერთხელ, როდესაც უფრო პატარა ვიყავი, შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ მეტირა, პირზე სკოჩი გადავიკარი… ვიფიქრე, ასე, ჩემს ხმას არავინ გაიგებდა…“  – გული მოგვიკლა საოცრად უჭკვიანესი გოგონას, ნათიას ამ სიტყვებმა.  ღმერთო, ნუთუ შეიძლება, ჩემს საქართველოში მოზარდები ასეთ თემებზე საუბრობდნენ?! მათ ხომ ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრებისათვის?!
            ნათიას უმცროსი ძმა, ცოტნე გაუთავებლად ტირის, მას შია… ნუ დავუშვებთ იმას, რომ მანაც, ოდესმე იგივე ხერხს მიმართოს! ღმერთო, გადმოხედე ამ პატარებს და მათ მარტოხელა დედას…

ცოტნეს „ბანანა“ უნდა. დედა კი ცდილობს სხვა რამეზე გადაატანინოს ყურადღება…

„მაკარონი რომ არ არსებობდეს, შიმშილით დავიხოცებოდით“

     ნინო ჯიქურაშვილი, მარტოხელა დედაა. ის ორ შვილთან და დედასთან ერთად, თბილისის გარეუბანში, ერთ პატარა ქოხში ცხოვრობს. ერთ ოთახში, რომლის ფართიც, სულ რაღაც თვრამეტიოდე კვადრატული მეტრია, ოთხ ადამიანს სუნთქვაც კი უჭირს… მათ ორ პატარა ძველისძველ საწოლში, ერთად სძინავთ… ესაა საძინებელიც,  სასადილოც, სამეცადინო ოთახიც და მისაღებიც…  სახლში ცხოვრებისათვის შეუსაბამო პირობებია – ალაგ-ალაგ, ჭერიდან წყალი ჩამოდის… გარდა ამისა, სახურავზე გადაკრული (როგორც თავად ნინო ეძახის.) „სამხედრო რეზინი“, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არ აქვთ ნორმალური ავეჯი, გათბობა, საოჯახო ტექნიკა… თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვები და მედიკამენტებია, რასაც სოციალური დახმარების მცირეოდენი თანხა ვერასდროს ვერ სწვდება…

„ამ ფიცრულში გაიზარდა ნათია“

„მალე ეს ჭერი მთლიანად ჩამოვარდება…“

         – ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი გაჭირვების შესახებ.
ნინო (38 წლის): ჩემი გაჭირვება, დიდი ხანია დაიწყო. აქამდე ვიბრძოდი, როგორც შემეძლო, მაგრამ მომერია და დამაჩოქა.  ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თითქოს ცა ჩამოიქცა… ვეღარაფერს ვწვდები… ჩვენი საკვები მაკარონია… მაკარონი, ვერმიშელი… ისევ მაკარონი და ისევ ვერმიშელი… თუმცა, ხანდახან ესეც სანატრელი გვაქვს! ოჯახში, ვინმე ავად თუ გახდა, იმაზე ფიქრი მკლავს, წამლები როგორ შევიძინო… ვუმკურნალო და სრულიად მშივრები დავრჩეთ?!  ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ…  ახლა, მხოლოდ უფლის და კეთილი ადამიანების იმედადღა დავრჩი… სანამ მეუღლე მყავდა, არ დამიწუწუნია, ასე თუ ისე, ვართმევდით თავს. მაგრამ, უცებ გამომეცალა ხელიდან, სულ რაღაც ხუთ დღეში… უნუგეშოდ დამტოვა… (ტირის)
უბედური შემთხვევით გარდაიცვალა?
ნინო: არა. მოულოდნელად გახდა ცუდად. სიცხეს ვერ ვუგდებდით, ოთხი დღის განმავლობაში. მეხუთე დღეს სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. ექიმებმა თქვეს: „მინინგიტიაო“. და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა შემდეგ სამედიცინო ექსპერტიზამ ფარული ფილტვების ანთება დაადგინა.  ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი… ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში… გამომეცალა საყრდენი და ამის შემდეგ, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა…
          – ამის შემდეგ, მარტოს გიწევთ პრობლემებთან გამკლავება… არავინ გეხმარებათ?
          ნინო: მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დედა გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად, რადგან ფსიქოლოგიურად ცუდად ვიყავი. საშინელი დეპრესია მქონდა. დედა მაშინ მუშაობდა. თუმცა, დღეში სულ რაღაც 5 ლარს უხდიდნენ, მშივრები მაინც  არ ვრჩებოდით… მერე, დედასაც გაუჭირდა. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამჟამად, ხერხემალი აწუხებს. ფაქტობრივად, ახლა იქით მიწევს მისი დახმარება. 
         – არ მუშაობთ. როგორ ახერხებთ მხოლოდ სოციალური დახმარებით გადარჩენას?

„სარეცხი მანქანა რომ მქონდეს, ცხოვრება ბევრად უფრო გამიმარტივდებოდა და სამუშაოსთვისაც მეტი დრო დამრჩებოდა!“

ნათია ცდილობს დედას დაეხმაროს, გაკვეთილების შემდეგ – დასვენების ხარჯზე…

          ნინო: დალაგებაზე დავდივარ ხოლმე ხანდახან. თუ გამოჩნდება ღვთისნიერი ადამიანი და შემიკვეთავს სახლის დასუფთავებას, შრომა არ მეზარება… მაგრამ ყოველდღიურად მუშაობას ვერ ვახერხებ… ცოტნე სამი წლისაა. სახლში უამრავი საქმეა. დედა ვერ რეცხავს, ვერც ალაგებს, ხშირად შეუძლოდაა… სარეცხი მანქანა არ გვაქვს. არც ცხელი წყლის ფუფუნება გვხვდა წილად, ამიტომ ხშირად, მთელი დღე მიწევს ონკანთან დგომა და რეცხვა. ოჯახის საქმეები დიდ დროს მართმევს. უფროსი გოგონა – ნათია 14 წლისაა. კარგად სწავლობს. არ მინდა, სწავლაში ხელი რომ შეეშალოს. ისედაც, ვერ ვახერხებ მატერიალურად ხელის შეწყობას – სასკოლო ნივთებსაც კი ვერ ვყიდულობ, კომპიუტერზე და ძვირადღირებულ ნივთებზე ზედმეტია საუბარი… ისეთი გაჭირვებით გავზარდე, ყოველთვის ყველაფერი აკლდა. მისთვის არ არსებობდა არც ტკბილეული არც სათამაშო… ვინმე გულკეთილი ადამიანი თუ გაიმეტებდა რაიმეს… ერთი ისტორია მახსენდება მისი „პატარაობიდან“…  ერთხელ, სახლში დავბრუნდი, ოთახში შევედი და ვხედავ, ნათიას ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები. ხატებს ეფერება და ამბობს: „ჩემო ლამაზო ღმერთო,  ნეტა დედამ ერთი პური მოიტანოს, გევედრები, შენ გამოატანეო“. ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს სურათი… დღემდე არ მშორდება გონებიდან…

ეს ხატების ის კუთხეა, სადაც ნათია ლოცულობდა და ხმელ პურს ნატრობდა…

           ნინო(მცირეოდენი პაუზის შემდეგ ისევ განაგრძობს): ზამთარი რომ გვიახლოვდება, გული წინასწარ მისკდება ხოლმე. ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც ჩემს ბავშვებს შიმშილთან ერთად, სცივათ კიდევაც. ხშირად ავადობენ. შესაფერისი ტანსაცმელი არ აქვთ. არც სითბოა  სახლში. გაზი და ელექტროობა ხშირად, გადაუხდელობის გამო,  ჩაჭრილი გვაქვს. ახლაც, გადასახდელი გვაქვს და სამი თვეა არ მოგვეწოდება გაზი. რამდენჯერ ყოფილა, ბავშვებისთვის მითქვამს: „აბა, ვიხტუნოთ, და ვიცელქოთ, რომ გავთბეთ“ – მეთქი… ან კიდევ: „ერთმანეთს ჩავეხუტოთ, სული შევუბეროთ და ხელები გავუთბოთ…“

ეს კი, სამზარეულოა…

ცოტნეს შია, მაგრამ…

„დღეს მხოლოდ ეს გვაქვს!“

„წავიდეთ, ცოტნე, იქნებ რამე მოვიფიქროთ, რაც შიმშილს დაგვავიწყებს…“

        – ალბათ, უამრავ რამეს გთხოვენ ბავშვები. ვერ ყიდულობთ, ეს კი, მშობლისთვის ძალიან რთულია…
        ნინო: ცოტნეს ბანანი უყვარს. სულ „ბანანა, ბანანაო“ – გაიძახის, მაგრამ სად მაქვს იმის საშუალება, რომ ბანანი ვაჭამო? მხოლოდ, ათასში ერთხელ… იცით, რომ  ცოტნეს დღემდე ხორცი საერთოდ არ გაუსინჯავს?!  ბავშვი უკვე სამი წლისაა და არ იცის, რა არის ხორცი! „ჩიჩიას“ მაკარონს ეძახის… ჩემი პატარა გოგონაც ისე დამეჩაგრა… 
ნათიას კლასმა ექსკურსია დაგეგმა. ეს ამბავი კი, მხოლოდ სამი დღის შემდეგ შევიტყვე… ბავშვმა დამიმალა. იცოდა ფული არ მქონდა, ვერ გავუშვებდი და ძალიან ვინერვიულებდი… ამიტომ გადაწყვიტა, თავად მოემიზეზებინა სკოლაში რამე, ჩემთვის კი, საერთოდ არ ეთქვა… როგორ ჩუმად იტანჯება, ნეტა, იცოდეთ… (ტირის.)
       – ნინო, ნათესავები არ გეხმარებიან? 
      ნინო: არავინ… თავადაც უჭირთ. სამწუხაროდ, არ მყავს შეძლებული ნათესავები.
        – ეს სახლი ძალიან ძველი და ძალიან პატარაა ოჯახის ოთხი წევრისთვის… როგორ თავსდებით?
         ნინო: ნეტა, ამას თუ ,,მოთავსება“ ჰქვია… ორ-ორად გვძინავს ძველებურ რკინის საწოლებზე. ესეც, დედას აჩუქეს იმ ადამიანებმა ვისთანაც ადრე მუშაობდა. კომოდი ბებიისგან დამრჩა. ჩვენს სახლში, ადამიანსაც კი ვერ შემოიპატიჟებ, ისეთი სივიწროვეა… ჭერი არ ვარგა… სამზარეულო ნანგრევებშია. ჩვენი ტუალეტი კი, ეზოში რომ დანგრეული ფიცრული შენიშნეთ, ისაა… პატარა, შიგნით ვერც კი შემყავს. აი, ასეთ მძიმე პირობებში მიხდება ორი შვილის გაზრდა…

ასეთი ტუალეტი ბოლოს როდის ნახეთ?

„ცოტნეს ეშინია ჩვენი ტუალეტის…“

        – ნინო, შეიძლება ბავშვებს გავესაუბროთ?
        ნინო: ცოტნე ვერ საუბრობს გამართულად. მარტო ,,კი“-ს და ,,არა“-ს გიპასუხებთ და, „ბანანა ბანანა მომეო“ – გეტყვით… გვიან დაიწყო სიტყვების წარმოთქმა… 
        ნათია (14 წლის) : მე ვისაუბრებ! (თავისით იწყებს.) ჩემი დედიკო ძალიან ძლიერია. უბრალოდ მას ახლა ძალიან უჭირს. ის სულ მარტოამ და კაციც და ქალიც ისაა ოჯახში. ვცდილობ, რამით მაინც დავეხმარო მანამ, სანამ კარგად ვისწავლი და ჩემს მიზნებს მივაღწევ… თორემ, მერე ისედაც არაფერი გაუჭირდებათ არც ბებოს, არც ჩემს ძმას და არც დედიკოს!

„ნათია მაძლიერებს და მამშვიდებს, ის შიმშილს დიდი ადამიანივით ითმენს…“

         – და რა არის შენი მიზნები, ნათია?
          ნათია: ჯერ, პროფესია ბოლომდე არ ამირჩევია, დიზაინერობაზე ვფიქრობ… თუმცა, ქიმიამაც გამიტაცა… ძალიან მაინტერესებს ცდები, ქიმიური რეაქციები და ის, რაც სინჯარებში ხდება მაგ დროს… კიდევ, ქარგვა მინდა შევისწავლო… ძალიან მინდა, რამე მოვქარგო. ჩემს ნამუშევრებს გავყიდი და ოჯახს დავეხმარები. 
         ნინო: საქარგავებს მთხოვს რამდენი ხანია და ქარგვის წრეზე მიყვანას, მაგრამ ხომ გესმით, ეს ჩემთვის როგორი შეუძლებელია…

„მჯერა, რომ თუ კარგად ვისწავლი, ყველაფერს შევცვლი…“

        ნათია: არ იდარდო დედა, ოდესმე საქარგავებიც მექნება და თავად ვისწავლი, დამოუკიდებლად…
        – ნათია, დედას ყოველთვის ასე ამშვიდებ?
        ნათია: მე მომავალს უფრო იმედიანად ვუყურებ. მჯერა, რომ ყველაფრის შეცვლას მოვახერხებ, თუ კარგად ვისწავლი… მე მოთმენა შემიძლია… მარტო ერთხელ ვერ მოვითმინე… რამდენიმე წლის წინ… უფრო პატარა რომ ვიყავი… ძალიან მშიოდა… ხმამაღლა ვტიროდი. მერე ჩემი ხმა რომ სხვებს არ გაეგოთ, პირზე სკოჩი დავიკარი… იმის მერე გადავწყვიტე, ყველაფერი მოვითმინო. შიმშილიც კი… ეს ხომ დროებითია?!
         – ნინო, უფასო სასადილოთი არ სარგებლობთ? 
         ნინო: არ მოვხვდით, სამწუხაროდ. ხომ ვერ გაიგებთ ამ სისტემის ამბავს… ნეტა, რატომ არ არის იქ ჩვენი ადგილი?!
          – ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ რაიმე თხოვნით?
          ნინო: მხოლოდ მედიკამენტების დაფინანსება მიმიღია, წელიწადში ერთხელ, 100 ლარის ოდენობით – სულ ეს ყოფილა მათი დახმარება… 100 ლარი, მთელი წლის მედიკამენტებში, ერთ ჯანმრთელ ადამიანსაც კი არ ეყოფა…

„ჩემს თავს არ ვჩივი, ჩემს შვილიშვილებს დაეხმარეთ!“

„ნაადრევად დამაუძლურა გაჭირვებამ და მძიმე ცხოვრებამ!“

„ჩვენს გარდერობში შეხედვასაც კი არ გირჩევთ…“

         – ქალბატონო ლია, (მივმართავ ნინოს დედას.) თქვენ რას 
გვეტყვით თქვენი დღევანდელი საჭიროებების შესახებ? ყველაზე მეტად რა სჭირდება თქვენს ოჯახს ამ ეტაპზე?
         ლია (59 წლის): ჩემი შვილი ძალიან დაიტანჯა. ჩემს შვილიშვილებს ხშირად არ აქვთ საჭმელი… წესიერი ტანსაცმელი… მე დავუძლურდი, ავად ვარ, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები მეორეხარისხოვანია. ჩემს გოგონას დაეხმარეთ, პატარებს დაეხმარეთ. ცოტნე ხშირად ტირის… შიმშილისგანაც ტირის ხოლმე… სამ წლამდე მართლა ისე მოვიდა, ხორცის გემო არ იცის რა არის… სრულფასოვანი კვებაო… რომელი სრულფასოვანი?! დღეში ორჯერ თუ მოვახერხეთ ბავშვების დანაყრება, ის დღე ბედნიერია ჩვენთვის…

ჯიქურაშვილების ოჯახი

***
         მეგობრებო, მძიმეა ამ ოჯახის მდგომარეობა. უკვე სამი თვეა, მათ გაზიც არ აქვთ. ვერ გადაიხადეს… ჩაუჭრეს… როცა სციოდათ ერთმანეთს სულის შებერვით ათბობდნენ… ისინი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან. ამიტომ, ხშირად დალუქული აქვთ მრიცხველები და ცხოვრობენ ისე, როგორც 90-იან წლებში…
          „ახლა დათბა და მზე გაგვათბობსო“ – ამბობს ნინო და ცრემლიან თვალებს იწმენდს. იმედი მაქვს, მარტო მზე  კი არა, ჩვენი ფონდის მეგობრებიც გაუთბობენ გულს მარტოხელა დედას, რომელიც სიღატაკისგან ასე იტანჯება. იგი ხშირად  საკვებსაც ვერ ყიდულობს და ბავშვებს უწევთ შიმშილის მოთმენა… დიახ, მოთმენა! ეს ხომ უფროსებსაც კი გაგვიჭირდება! იქნებ,  გულთან ახლოს მიიტანოთ პატარების მდგომარეობა, და დაეხმაროთ მათ თუნდაც მცირეოდენით. ნუ მივატოვებთ მოყვასს გასაჭირში და უფალი, არც ჩვენ მიგვატოვებს!
თუკი გადაწყვეტთ, რომ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი და ეს უნიჭიერესი ბავშვები პირადად მოინახულოთ, ისინი ცხოვრობენ ამ მისამართზე: თბილისი, აფრიკის დასახლება, მებაღეობის ქ. № 13 
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ცოტნესთვის და ნათიასთვის)
       თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 07
სამშენებლო მასალა
2643.84₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
735.00₾
2022 ოქტ 27
პროდუქტები
299.76₾

სულ ხარჯები:

3678.60₾

დარჩა:

0.06₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2022 07:42:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.07.2022 20:00:00
₾18.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.07.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 20:00:00
₾0.41
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2022 20:38:35
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 21:26:24
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 05:11:28
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.07.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.07.2022 20:00:00
₾12.00

შემოწირულია:

₾3,678.66

288 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,678.66

288 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება