ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უბედურება!..

page info icon
2022 ივნისი 17
page info icon
250
ანასტასია მუდამ გაუნძრევლად წევს, ნიკოლოზი კი, სულ ეტლში ზის. ტყუპებიდან ერთს ჰიდროცეფალია აქვს, მეორეს კი - ცერებრალური დამბლა. მათ დედას, ესენიას, ორი საშინელი დიაგნოზი ერთად დაატყდა თავს. ის ჯერ მიწაზე დაანარცხეს, მერე კი, თითქოს კლდის უზარმაზარი ნატეხი ჩაესო გულში. სუნთქვა შეეკრა და მას შემდეგ, ამოსუნთქვას, ამ გულის ტკივილისგან ცოტა ხნით მაინც განთავისუფლებას ცდილობს.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
1,202 ₾
( 79 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

უბედურება!..
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„პატარა ანასტასია სრულიად უუნაროა ავადმყოფობის გამო. მაგრამ ავადმყოფობამ, ეს საოცარი ღიმილი ვერ წაართვა“
        ანასტასია მუდამ გაუნძრევლად წევს, ნიკოლოზი კი, სულ ეტლში ზის. ტყუპებიდან ერთს ჰიდროცეფალია აქვს, მეორეს კი - ცერებრალური დამბლა. მათ დედას, ესენიას, ორი საშინელი დიაგნოზი ერთად დაატყდა თავს. ის ჯერ მიწაზე დაანარცხეს, მერე კი, თითქოს კლდის უზარმაზარი ნატეხი ჩაესო გულში. სუნთქვა შეეკრა და მას შემდეგ, ამოსუნთქვას, ამ გულის ტკივილისგან ცოტა ხნით მაინც განთავისუფლებას ცდილობს.
        ანასტასია უსინათლოა, არ შეუძლია ლაპარაკი, საჭმლის ღეჭვა, გადაადგილება. მისი კისერი ვერ იჭერს მძიმე თავს! თავის წამოწევაც კი არ შეუძლია. ნიკოლოზს ხელში აყვანა და ეტლში ჩასმა სჭირდება. ესენია ორ ავადმყოფ ბავშვს შორის იხლიჩება. ორივეს ერთდროულად სჭირდება დახმარება! ანასტასია, დღეში რამდენიმე პამპერსს, თავის სპეციალურ ფაფებს და წამლებს საჭიროებს. ნიკოლოზს კი - რეაბილიტაცია, სამუდამოდ რომ არ დარჩეს ეტლს მიჯაჭვული.
         მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. ესენიას ორი კი არა, ოთხი შვილი ჰყავს! ღმერთის წყალობით, ირინე და არჩილი ჯანმრთელები არიან. მაგრამ, ჭამა მაგათაც უნდათ. განსაკუთრებით ღამით, როდესაც მთელი დღის შიმშილისთვის, კუჭი უძილობით უხდის სამაგიეროს.
         მეუღლემ მიატოვა ესენია, უკვე ორი წელია, რაც ის სხვასთან წავიდა. წარმოიდგინეთ, უბრალოდ ადგა და წავიდა. 15 წლის ოჯახური ცხოვრების, ამდენწლიანი სიყვარულის მერე. იმის მერე, რაც ესენია მას საუკეთესო, ღვთისგან ბოძებულ მეორე ნახევრად თვლიდა. ოთხი შვილის გაჩენის მერე.
          ესენია კი, ოთხ ნაწილად იხლიჩება.
ესენია: „ფაფის ბოლო კოლოფი გავხსენი. ვდარდობ, აწი რა უნდა ვაჭამო?“   
          - ესენია, ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო? აი ასე, უცებ, ამდენწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ასეთ რთულ პირობებში რატომ მიგატოვათ მეუღლემ?
         ესენია:  ჩემთვის ყველაზე გაუგებარი სწორედ ეს არის. ამდენი წლის მანძილზე, ასეთი კარგი ოჯახი გვქონდა. ის მაძლევდა ძალას, ბავშვების ავადმყოფობა რომ გადამეტანა. 15 წლის მანძილზე ერთად ვუმკლავდებოდით ყველანაირ სირთულეს. ჩვენს სიყვარულს, პრობლემები  ვერ ერეოდა.
       რთულია  ჩემთვის იმასთან შეგუება, რომ ახლა სულ მარტო ვარ, ის კი, ამ დროს სხვასთან არის. ჩემთვის, მისი წასვლა ცამოწმენდილზე მეხის გავარდნას ჰგავდა. გარშემო, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, თუ როგორი კარგი წყვილი ვიყავით და როგორ ვავსებდით ერთმანეთს. რა დროს გაქრა მასში სიყვარული, ვერც შევამჩნიე. ალბათ, ამ ქაოტურ პირობებში რაღაც გამომეპარა... მთლიანად ბავშვებზე ვიყავი გადართული და ასეც უნდა ყოფილიყო!  მან კი, ზურგში დანა ჩამარტყა... 
თავიდან, ძალიან დავიბენი მის გარეშე,  მაგრამ ახლა მოვძლიერდი. ჩემი შვილები მაძლევენ ძალას, გვერდში მიდგანან და დიდი ადამიანებივით მიგებენ ყველაფერში.
„დღეს არ ჩავალ ეზოში სათამაშოდ, შენთან რომ ვიყო“
       - მარტო როგორ უმკლავდებით ოთხი ბავშვის აღზრდას? განსაკუთრებით, ტყუპების მოვლას?
ესენია: ძალიან, ძალიან მიჭირს. უბრალოდ დაფიქრდით... ზოგი ორ ჯანმრთელ ბავშვს ვერ უვლის, მე კი ასეთ მდგომარეობაში ვარ.  ქირით ვცხოვრობთ და ახლა, ეს ქირაც გაგვიძვირეს. ამ სახლში, ფანჯრებიც კი არ არის ნორმალური. ზამთარში სულერთია, გინდ გარეთ ყოფილხარ,  გინდ შიგნით, ისეთი სიცივეა ჩვენს კედლებში.  მხოლოდ პენსიითა და დახმარებით, თავის გატანა შეუძლებელია. ბინის ქირა, ამას დამატებული ხუთი კაცის ჭამა, ჩაცმა  და  ტყუპების წამლები. ვერ აუხვალ. მამა, რაღაც მცირეოდენ თანხას, ხანდახან კი უგზავნის ბავშვებს, ცდილობს ასე მაინც რომ დაეხმაროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი 
არ არის. ჩემს ლუკმას არ შევჭამ და შვილებისთვის გადავდებ, არჩილიც (17 წლის)  და ირინეც (11 წლის)  ასე იქცევიან თავისი ტყუპებისთვის. თავს არ იზოგავენ,  ასეთ ცხოვრებას შევეჩვიეთ. ახლა, არჩილი და ირინე რომ არ მყავდნენ, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა, ყველაფერში ისინი მეხმარებიან. 
„ეტლში ჯდომა ძალიან მომბეზრდა. ახლა იატაკზე დავჯდები ცოტა ხანს“
         - დაწვრილებით გვიამბეთ ტყუპებზე, როდის შეიტყვეთ, რომ ორივე შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?
         ესენია: არაფერი ვიცოდით, სანამ მუცელში იყვნენ. შვიდთვიანები გაჩნდნენ. ანასტასიას მაშინვე მენინგიტი დაემართა, სამშობიაროში. დაბადებისთანავე დანის ქვეშ აღმოჩნდა ჩემი საბრალო გოგონა. კივილი მინდოდა, ოპერაციაზე რომ მიჰყავდათ. გატანება არ მინდოდა. მაგრამ, ოპერაციის შემდეგ არანაირი უკეთესობა არ გვქონდა. ის ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს და ვერ ჭამს. 10 წლის არის, მაგრამ თავს ვერ იჭერს. კისერი ვერ უძლებს. ძალიან მძიმე თავი აქვს. მერე, ეპილეფსიაც დაემატა. ანასტასიას განკურნება შეუძლებელია, წამლები მუდმივად სჭირდება, რათა იცოცხლოს. მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს აცოცხლებს მას.
         ნიკოლოზს, 2 წლის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი - ცერებრალური დამბლა. ეს ჩემთვის მეორე დარტყმა იყო. 
          ძალიან მაგარი ბიჭია, სკოლაში დაგვყავს. კარგად ართმევს თავს სკოლის საქმეებს.
ჩემი ყველა შვილით ვამაყობ, როგორებიც არ უნდა იყვნენ, ყველა სიგიჟემდე მიყვარს და მათთვის სიცოცხლეს დავთმობ. მიუხედავად იმისა, რომ სულ მარტონი ვართ და გვიჭირს, რაღაცნაირად შევეჩვიე ამ მდგომარეობას და ვცდილობ, არ ვუყურო, როგორც ტრაგედიას. ღვთის საჩუქარია, რაც გამაჩნია და გაფრთხილება უნდა. 
„უფალს მხოლოდ მათ ჯანმრთელობას და გამძლეობას ვევედრები“
      - ვიცი, რომ თქვენთვის მძიმეა ამის გახსენება, მაგრამ იქნებ გვითხრათ, რა იგრძენით მაშინ, როდესაც გაჟღერდა ბავშვების დიაგნოზი...
      ესენია: რა სიტყვებიც არ უნდა ვთქვა, მაინც ვერ გამოვხატავ... თავიდან, მათი მოლოდინი იმხელა სიხარული იყო! შემდეგ, რომ გაჩნდნენ მეცხრე ცას ვეწიე, დიაგნოზმა კი, იქიდან წამში ჩამომაგდო. ეს უზარმაზარ კლდის ნატეხს გავდა, რომელიც პირდაპირ გულში ჩამესო. და ვეღარ ამოვისუნთქე. ასე მოხდა ეს ყველაფერი.
       მაგრამ, როდესაც ხვდები, რომ ღმერთმა ისინი ასეთებად გამოგიგზავნა, მალევე იწყებ შეგუებას იმ ცხოვრებასთან, რომელიც უკვე დადგა. ეჩვევი იმას, რომ ახლა სხვა პასუხისმგებლობა გაქვს, სხვანაირად იწყებ ცხოვრებას მათთვის. უბრალოდ იცი, რომ არ უნდა წაიქცე და განაგრძობ ცხოვრებას... მაშინ, ჩემი ყოფილი მეუღლეც ჩემს გვერდით იყო და არაფრის მეშინოდა... 
         - ესენია, რით იკვებებით ყოველდღე, რას ჭამენ ბავშვები?
         ესენია: მაქსიმალურად ეკონომიურად ვიკვებებით.  წიწიბურა, კვერცხი, ბრინჯი, მაკარონი და მსგავსი საჭმელი ღატაკებისთვის. ფასიდან გამომდინარე, ხორცს, თევზს, ან ხილს ვერ ვყიდულობთ. თუ გაგვიმართლა, ხანდახან, იაფფასიანი სოსისი  მომაქვს.
          - თუ გყავთ ვინმე, ვინც გეხმარებათ და გვერდში გიდგათ ამ გასაჭირში ?
           ესენია: მხოლოდ დედაჩემი, რომელიც ლაგოდეხში ცხოვრობს და უკვე ხანშია შესული. მხოლოდ მან იცის, როგორ გაამხნევოს თავისი შვილი. რამდენჯერ, ბოლო 20 ლარი მოუცია და საკუთარი თავისთვის მოუკლია. ვცდილობ, ხშირად არ შევაწუხო, რადგან ის უვლის ჩემს მამინაცვალს, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა და ლოგინად არის ჩავარდნილი. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან უყვარდა დედა და მეც  საკუთარი შვილივით მიმიღო. დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა... 
გარეთ ველოსიპედით სეირნობას, მეგობრებთან ერთად ფეხბურთსა და სხვა აქტიურ თამაშებს, ყველანაირ ბავშვურ სიხარულს, ნიკოლოზს ტელევიზორი უცვლის
         - შეგიძლიათ მითხრათ, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ ხოლმე? გაგვანდეთ თქვენი ოცნება... 
         ესენია:   სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია აღარ ვოცნებობ... არ მაქვს ამისთვის არც დრო, არც სურვილი და არც განწყობა.  რამდენჯერაც წარმოვიდგენდი იმას, რაც არ მქონდა და ძალიან მინდოდა, გული უფრო მეტად მწყდებოდა. ხშირად მიოცნებია საკუთარ კუთხეზე, სადაც ყველას საკუთარი რბილი ლოგინი გვექნებოდა, მაცივარი კი - მუდამ სავსე. გინდათ, რაღაც გითხრათ? უბრალოდ საკუთარი სახლის ქონა კი არ მინდოდა, ხანდახან, ოცნებებში, მისი რემონტის სუნსაც კი ვგრძნობდი.
          - წარსულში დაბრუნების ერთი შანსი რომ გქონდეთ, საკუთარ თავს რაზე გააფრთხილებდით, ან რა რჩევას მისცემდით? 
           ესენია:   რა თქმა უნდა, ვეტყოდი: ესენია, შენ, ცხოვრებაში შეგხვდება მამაკაცი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად შეიყვარებ. იქნები ბედნიერი, სიცოცხლით სავსე, ეს მამაკაცი გაჩუქებს საყვარელ შვილებს... 15 წლის მერე კი, გიღალატებს, მარტოს დაგტოვებს ამ ტკივილთან ერთად. 
განვლილ ცხოვრებას არ ვნანობ, მაგრამ, მომზადებული მაინც შევხვდებოდი ასეთ დასასრულს...
        - რას ურჩევდით მარტოხელა დედებს, ვინც მიატოვეს, უღალატეს და მარტო დატოვეს ბავშვებთან ერთად. 
        ესენია: უკან არ დაიხიოთ, თქვენი შვილებისთვის იცხოვრეთ და ყველა დარდი წარსულში დატოვეთ. ჩვენ, მარტოხელა დედებს, განსაკუთრებით ავადმყოფი შვილების მშობლებს, ღმერთი განსაკუთრებული ძალით გვაჯილდოვებს. ამას შინაგანად ვგრძნობ... ჩვენ სპეციალურად აგვირჩია უფალმა, რადგან იცოდა, რომ ჩვენ მათ პატრონობას შევძლებთ და არ მივატოვებთ. უფალი გაგიმართავთ ხელს ...
ხან უცხო ადამიანების მეშვეობით, ხან ახლობლების. თქვენს ფონდსაც სწორედ ამიტომ მივმართე, რომ ვიცოდი, თქვენ ღმერთის კეთილ საქმეს ემსახურებით. ყველა ის ადამიანი, ვინც ერთ თეთრს მაინც გაიღებს ჩვენნაირი გაჭირვებული ოჯახებისთვის, ღვთისნიერ საქმეს აკეთებს. ეს მაძლევს ძალას... რწმენა იმისა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ.
 „კარგია, რომ მე და ანასტასიას დაიკო გვყავს, ირინე. ის გვეხმარება და ვუყვარვართ. მეც ძალიან მიყვარს ის“.
          - მინდა, ირინეს და ნიკოლოზს ვკითხო ანასტასიაზე.
          - ირინე, რას აკეთებ ხოლმე, შენი დაიკო ანასტასია ცუდად რომ ხდება? როდესაც ეპილეფსიის შეტევა აქვს? გინახავს, ეს როგორ ხდება?
        ირინე (11 წლის): ადრე, ყველას ძალიან გვეშინოდა.  ვტიროდით კიდეც. ახლაც გვეშინია... მაგრამ, ისე ძალიან აღარ... მე ტუალეტში ვიმალებოდი ხოლმე და ყურებზე ხელებს ვიფარებდი.  ახლა გავიზარდე, და ცოტა შევეჩვიე.  მივრბივარ ანასტასიასთან და მისი ხელი მიჭირავს, ვცდილობ,  ხელი არ მიკანკალებდეს ხოლმე, მაგრამ, მაინც არ გამომდის... კიდევ... ბევრს ვლოცულობ, ეს ყველაფერი მალე რომ დამთავრდეს...
         ნიკოლოზი (10 წლის): დეიდა, იცით? მეც ძალიან მინდა ხოლმე, რომ დავეხმარო მაგრამ არ შემიძლია...
მ-მ-მ... მაგრამ როდესაც კარგად არის, ფაფას ჩემი ხელით ვაჭმევ ხოლმე, ბოთლით.  პირი რომ დაესვრება, ჩემი ხელით ვწმენდ. ხანდახან, ვცდილობ  სასაცილო სახეები მივიღო, დავეჯღანო. მაგრამ მერე მახსენდება, რომ ვერაფერს ხედავს. რა ცუდია, რომ არ იცის, როგორ გამოვიყურებით.
          - ნიკოლოზ, შენ რაზე ოცნებობ ხოლმე, ყველაზე ხშირად? 
          ნიკოლოზი (10 წლის): მინდა, სიარული შემეძლოს, მხოლოდ ამაზე... ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში, ან ჩემი და რომ ტირის, უცებ ავდგე და მივიდე, მაგრამ... ეს ოცნებაა... დედიკოს იმდენი ფული არ აქვს, ხელოვნური ფეხები რომ გამიკეთოს... ალბათ, კიდევ დიდხანს ვიჯდები ასე, შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე... (დაღონდა.)  უფრო ნამდვილ სურვილს გეტყვით...  ძალიან მიყვარს კითხვა და მინდა, ბევრი წიგნები და ენციკლოპედიები რომ მქონდეს.
        - სკოლაში სიარული მოგწონს? როგორი თანაკლასელები გყავს? 
        ნიკოლოზი (10წლის): კარგია სკოლაში. იქ ბევრი მეგობარი მყავს. მართლა, ჩემს კლასში ძალიან კარგი ბავშვები არიან. ყველა მეხმარება და განსაკუთრებულად მექცევა. ძალიან მომწონს მათთან ერთად ყოფნა . 
       ირინე: მოიცა, ნიკო, წინასწარ ნუ ამბობ ასე საკუთარ თავზე. იქნებ, მოვახერხო, გავმდიდრდე და ხელოვნური ფეხებიც გექნება.
      - ირინე, როგორ უნდა მოხერხდეს ეს, ანუ გამდიდრება?
       ირინე (11 წლის): ჯერ ვფიქრობ. ყოველ ღამე, ძილის წინ, ამაზე ვფიქრობ ხოლმე... თავიდან, სულ  საჭმლის სუნი მიტრიალებს თავში. ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მშია. მერე ვცდილობ, ყურადღება გადავიტანო და წარმოვიდგინო, როგორ გავხდე მდიდარი. ჯერ კარგად უნდა ვისწავლო, ბევრი წავიკითხო და როდესაც სამყაროზე უკვე ბევრი რამ მეცოდინება, გადავწყვეტ, ბევრი ფული როგორ ვიშოვო. 
        თუ გავმდიდრდები, ნიკოს ხელოვნურ ფეხებს გავუკეთებ. დედაჩემს და ჩემს და-ძმებს ახალ ლოგინებს ვუყიდი. კარგ ფანჯრებს ჩავსვამთ სახლში, სიცივე რომ აღარ შემოვიდეს.
       - ბავშვებო, კარგია რომ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ ერთმანეთს. უკეთესობისკენ როგორ შეცვალოთ ოჯახის ცხოვრება. მთავარია, ეს სურვილი ძლიერი იყოს და ყველაფერი გამოგივათ. ფონდის მეგობრები კი, აუცილებლად დაგეხმარებიან მანამდე, სანამ გამდიდრდებით, უკვე ახლა. 
         - ესენია  რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ფონდის მეგობრებმა თქვენი გასაჭირის შემსუბუქება შეძლონ?
ესენია: თანახმა ვარ ნებისმიერი სახის დახმარებაზე. რასაც შეძლებთ, რაც გემეტებათ, ყველაფრისთვის მადლობელი ვიქნები და დაგლოცავთ. მაგრამ, მაინც გეტყვით ყველაზე მნიშვნელოვანს, ანასტასიას სჭირდება სპეციალური ფაფები და ჰიგიენური საშუალებები. ამდენი ბავშვია სახლში, არ გვაქვს არც ნორმალური საწოლები, არც თეთრეული, არც ლეიბები. არც სარეცხი მანქანა, ამდენი ბავშვის ტანსაცმელი რომ ვრეცხო. ხელით რეცხვას იმდენი დრო და ენერგია მიაქვს, ადამიანად აღარ ვვარგივარ ხოლმე... არაჩვეულებრივი იქნება, ეს ყველაფერი მართლა თუ მოხერხდა. თუ ვერა, უბრალოდ დარეკვაც, სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვაც ძალიან გაგვახარებს ამ ჩვენს მარტოობაში...
„ახლა, ჩვენი ოჯახი, ვართ მე და ჩემი შვილები, თუ დაგვეხმარებით გადავრჩებით“
                                                 ***
        მეგობრებო! ოთხი ბავშვია, ორი მათგანი, მძიმედ ავად არის. რამდენი რამის გადატანა მოუხდათ. როგორ უმკლავდება დედა?! როგორ ნახულობს საკუთარ თავში ამხელა ძალას  და თავშეკავების უნარს, რომ უხმოდ განაგრძოს თავისი საქმის კეთება?
          მისი ყოფა საშინლად მძიმეა და ძალიან სჭირდება საყრდენი. ოღონდ ისეთი არა, როგორც ადრე. ყოფილმა ქმარმა ვერ გაუძლო და გაექცა სირთულეებს. სჭირდება ქვისა და ლითონის საყრდენი. ამ  საქმეში კი, თქვენზე უფრო საიმედო, არავინ არის! ესენიამ იცის ეს და იმიტომაც მიმართა ჩვენს ფონდს. ის ყველაფერს აკეთებს თავისი შვილების გადასარჩენად. ჩვენ კი, ამაში უნდა დავეხმაროთ. 
ასევე, შეგიძლიათ პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, ღმერთი კი დაგლოცავთ! თუკი ვინმეს ექნება სურვილი, პირადად მოინახულოს და შეძლებისდაგვარად გაუწიოს მათ დახმარება, ეს არის მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის მე-4 პლატო, კორპ. 23, მე-10 სართული, ბინა 45
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ანასტასია ბატიაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: