ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ტანჯვისთვის გაჩენილს, გახარება არ უწერია!

page info icon
2022 ივნისი 22
page info icon
119
არა, ასეთ საწოლზე არ უნდა ეძინოთ არც გოგონებს, არც ბიჭებს და არც მათ მშობლებს. მაგრამ, როდესაც სხვა არაფერი გააჩნიათ რა უნდა ქნან? როდესაც სოციალური დახმარების თანხა ჰყოფნით მხოლოდ ფქვილსა და მაკარონზე, სხვა რამეებისთვის კი, ფული უბრალოდ არ რჩებათ. სურაჯის და ნატალიას ექვსი შვილი ჰყავთ: ხუთი გოგო და ერთი ბიჭი - შმაგი. ორმა უფროსმა გოგომ ოჯახები შექმნეს და ცალკე ცხოვრობენ. ანა, ნუცა, ელენე და მათი პატარა ძმა შმაგი კი, დედ-მამასთან ერთად ცხოვრობენ საშინელ პირობებში, თვითნებურად დაკავებულ შენობაში. და ყველაფერი, რაც ამ ბინაში გააჩნიათ, არის ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთები, რომელიც გადაყარეს სხვებმა.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
346 ₾
( 18 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ტანჯვისთვის გაჩენილს, გახარება არ უწერია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „არ მიყვარს ძილი. მეშინია ამ საწოლში, თან ულამაზოა და მოუხერხებელი. საშინელ სიზმრებს ვხედავ“
 „ნუთუ გოგოს ასეთ საწოლში უნდა ეძინოს?“ - კითხულობს 13 წლის ანა.
არა, ასეთ საწოლზე არ უნდა ეძინოთ არც გოგონებს, არც ბიჭებს და არც მათ მშობლებს. მაგრამ, როდესაც სხვა არაფერი გააჩნიათ რა უნდა ქნან? როდესაც სოციალური დახმარების თანხა ჰყოფნით მხოლოდ ფქვილსა და მაკარონზე, სხვა რამეებისთვის კი, ფული უბრალოდ არ რჩებათ. სურაჯის და ნატალიას ექვსი შვილი ჰყავთ: ხუთი გოგო და ერთი ბიჭი - შმაგი. ორმა უფროსმა გოგომ ოჯახები შექმნეს და ცალკე ცხოვრობენ. ანა, ნუცა, ელენე და მათი პატარა ძმა შმაგი კი, დედ-მამასთან ერთად ცხოვრობენ საშინელ პირობებში, თვითნებურად დაკავებულ შენობაში. და ყველაფერი, რაც ამ ბინაში გააჩნიათ, არის ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთები, რომელიც    გადაყარეს სხვებმა.
„სახლში არაფერი გაგვაჩნია არც საკუთარი, არც ახალი. ყველა ნივთი აწყობილია ნაგვით“
სურაჯი: ალბათ, ყველას არ გააჩნია ბედნიერი ცხოვრების უფლება. ზოგიერთი ადამიანი ტანჯვისთვის ჩნდება! სულ ასე კი არ ვცხოვრობდით. სანამ ინფარქტი დამარტყამდა, ცხენივით ვმუშაობდი! ჩემთვის შვილები წმიდათა წმიდაა, ტყავს გავიძრობ, ოღონდ კარგად იყვნენ. მაგრამ აი, გულმა ვერ გაუძლო. მზად ვიყავი, ორი ცვლა მემუშავა თვალის მოუხუჭავად, ნებისმიერი სიმძიმე მეთრია, მაგრამ, ორგანიზმმა ვერ გაუძლო. გულზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ნაღვლის ბუშტი - ამოკვეთილი, ახლახან პნევმონია გადავიტანე. მაგრამ ახლა, ამაზე საუბარი არ ღირს, მათ არ აქვთ ტანსაცმელი, არ აქვთ დასაძინებელი ადგილი. ყველაფერი, რასაც ამ სახლში ხედავთ, საკუთარი ხელით ავაწყვე ნაგვისგან. ყველაფერი მეხერხება. ვოცნებობ, დახმარების თანხიდან რამე გადავდო და საღებავი მაინც ვიყიდო, რომ შევღებო ოთახი. აქ ცხოვრება ხომ უბრალოდ შეუძლებელია!
„ყველაფერს სახლში მოვათრევ, მერე ვაკეთებ. ვერაფერს ვყიდულობთ პურის გარდა“
- როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება, სანამ ოჯახს შექმნიდით?
სურაჯი: რომ მცოდნოდა, ასეთ გაჭირვებაში ცხოვრება მოუწევდათ ჩემს შვილებს, ცოლს საერთოდ არ შევირთავდი. რომ მცოდნოდა, მუშაობას ვეღარ შევძლებდი და მოგვიწევდა მხოლოდ სოციალური დახმარებით არსებობა, შვილები საერთოდ არ მეყოლებოდა. ისინი ძალიან მიყვარს! ჩემი გოგონები და ბიჭი, ჩემი სიცოცხლის აზრია. მაგრამ მე მათთვის ასეთი ცხოვრება არ მსურდა. მინდოდა მათთვის ზღაპარი შემექმნა, მაგრამ 820 ლარით, ზღაპარი კი არა, უფრო საშინელებათა ფილმი გამოდის. ამბობენ, რომ კაცებმა არ უნდა იტირონ, უნდა ჰქონდეთ ძალა და სიმტკიცე. მაგრამ, როგორ უნდა შეიკავო ცრემლი, როდესაც ბავშვები გეკითხებიან, თუ შეიძლება ერთი ნაყინი იყიდონ და ხუთ ნაწილად გაიყონ?
 „ტკივილისგან და უიმედობისგან კივილი მინდა! ჩვენს შვილებს არ დაუმსახურებიათ ასეთი ცხოვრება“
        - ადრე სად მუშაობდით?
სურაჯი: ხარატი ვიყავი. თბილისში, ავტომობილების სახელოსნოში. მერე, მშენებლობაზე. კარგი ხელი მაქვს, ყველანაირი საქმე მეხერხება. შვილები რომ გაგვიჩნდა, ქირა ვეღარ გადავიხადეთ, სოფელში გადმოვედით საცხოვრებლად, აქ უფრო იაფია ბინები. მაგრამ მერე, ინსულტმა დამარტყა, გული გამიჩერდა. ვეღარ ვმუშაობდი იმხელა დატვირთვით. ბინის ქირას საერთოდ ვეღარ ვიხდიდით და ამ შენობაში გადმოვსახლდით. აქ, ალბათ მაწანწალა ძაღლიც არ დაიძინებდა. ადამიანები კი, იმიტომ ცხოვრობენ, რომ არსად აქვთ წასასვლელი.
ელენე (5 წლის): მე კი ზუსტად ვიცი, რომ პრინცესასავით ლამაზი საწოლი მექნება! მამიკო მეუბნება, რომ არ იცის, როდის მექნება.  მე კი ვიცი, რომ მექნება! მას არ სჯერა. შენ ხომ გჯერა?
 „თქვენ გჯერათ, რომ ლამაზი კაბა და საწოლი მექნება?“
- რა თქმა უნდა, მჯერა! შენ კიდევ რის გჯერა?
ელენე: კიდევ, მჯერა, რომ ელზასნაირი ლამაზი კაბა მექნება. და სკოლაში რომ წავალ, ყველა პრინცესას დამიძახებს! კიდევ, ელზას გორგოლაჭებიანი სკოლის ჩანთა მექნება. კიდევ, სხვადასხვანაირი ფანქრები და რვეულები მექნება, ელზას სურათით.
-იქნებ, სახელიც გინდა შეიცვალო და ელზა დაირქვა?
ელენე: კი-ი-ი-ი, ძალიან მინდა! და ყველა ჩემს შვილს ელზას დავარქმევ! კიდევ, დაბადების დღეზე ელზას ტორტი მექნება და სანთლებს ჩავაქრობ.
- მგონი ვიცი... ელზას თოჯინას ჩაიფიქრებ!
ელენე: როგორი ჭკვიანი ხარ! ცუდია, ელზა რომ არ გქვია, ვიმეგობრებდით!
- შენს დაიკოებსაც და ძამიკოსაც ვკითხავ, კარგი? რაზე ოცნებობ, შმაგი?
შმაგი (7 წლის): ჩემი დისნაირი კი არ ვარ! ერთი ოცნება მაქვს - საკუთარი საწოლი მქონდეს. თორემ ახლა, ყველას ერთად რომ გვძინავს, გოგოები ფეხებს მირტყამენ. ძილი არ მყოფნის და მერე ვიღლები სკოლაში. მინდა საწოლი მქონდეს, მარტო რომ დავწვე და დავიძინო! ალბათ სამი დღე ვიძინებ ზედიზედ!
- რამე სხვა ოცნებები თუ გაქვს, საწოლის გარდა?
შმაგი: მინდა პოლიციელი გამოვიდე, ყველას დავიჭერ. ყველას კი არა, მხოლოდ ცუდებს.
- შენი აზრით, კარგი ადამიანებია მეტი, თუ ცუდები?
შმაგი: რომ დავიჭერ, დავითვლი და გეტყვი. ახლაც, დაჭერობანას და დამალობანას ვეთამაშებოდი ჩემს დებს. პატარა ვარ, მაგრამ ყველა ვიპოვე და დავიჭირე!
- დაჭერობანას და დამალობანას გარდა, კიდევ რა თამაშები გიყვართ?
შმაგი: სათამაშოები რომ გვქონდეს, ალბათ, სათამაშოებით თამაში გვეყვარებოდა. ტელევიზორი რომ გვქონდეს, ალბათ, ტელევიზორს ვუყურებდით. ახლა კი, მხოლოდ დაჭერბანას და დამალობანას ვთამაშობთ!
 „ვიღაცამ გადააგდო, მე კი, მომწონს! კარგია, როდესაც ადამიანები თავიანთ სათამაშოებს ყრიან!“
ანა (13 წლის): მე კი მინდა, მხატვარი რომ გამოვიდე. ხატვაზე დავდივარ. იქ ფანქრები მაქვს და საღებავები. სახლში არაფერი მაქვს. სახლში რაღაცის დახატვას თუ მოვიფიქრებ, ვცდილობ დავიმახსოვრო. გაკვეთილზე რომ წავალ, იქ რომ დავხატო ხოლმე.
- იქნებ, პლანშეტი გჭირდება?
ანა: ვაიმე, რას ამბობთ, ასეთ ძვირიან ნივთებზე ვერც ვიფიქრებ! სახატავი ალბომი და ფანქრები ჯობია.
 „მიყვარს ხატვა, მაგრამ არც ფანქრები მაქვს, არც ალბომი. ეს გული კი, მასწავლებელმა დამახატა ლოყაზე იმიტომ, რომ კარგად ვსწავლობ“
- მხოლოდ ნუცა დარჩა, ვკითხოთ, მას რა უნდა.
ნუცა (10 წლის): ნუცას უნდა ტელევიზორი და ლამაზი სახლი. ყველა ჩემს თანაკლასელს ლამაზი სახლი აქვს, ჩემს გარდა. მრცხვენია ხოლმე, სტუმრად რომ დავპატიჟო ვინმე. მეტი არაფერი მინდა.
 „დედას და მამას ყველაფერში უნდა მივეხმაროთ. ახლა, წყალი ცოტა რომ გათბება, ჭურჭელს დავრეცხავ“
სურაჯი: შეიძლება ცრემლის გარეშე უსმინო როგორ იტანჯებიან შენი შვილები? მე კი ვერაფერს ვშველი, არაფერი შემიძლია. ერთადერთი არის ის, რომ არ დავლიო წამლები, რომელიც ექიმმა გამომიწერა.
- სახელმწიფო არ აფინანსებს ამ წამლებს?
სურაჯი: მხოლოდ ერთს - კარდიომაგნილს. ჰოდა მაგას ვსვამ. იმას როგორ დავუშვებ, წამლები ბავშვების საკვების ხარჯზე რომ ვიყიდო?!
- მითხარით, რას სთხოვდით ჩვენს მკითხველებს? რა შეგიმსუბუქებდათ ცხოვრებას?
 „როგორ შეიძლება, ასეთ სახლში ბავშვებმა თავი ბედნიერად რომ იგრძნონ?
სურაჯი: ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, როდესაც მოგმართეთ, არის ბავშვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ვიცი, სახლს რომ ვერ გვაჩუქებთ, ეს სახელმწიფოსაც კი არ შეუძლია. სამშენებლო მასალა რომ მქონდეს, საკუთარი ხელით მოვუწყობდი გოგონებს ზღაპრულ ოთახს. შემიძლია. კიდევ, საწოლები გვჭირდება და პატარა მაცივარი. დანარჩენი კი - პროდუქტი, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები - როგორც მოხერხდება.
ელენე: და ელზას „რაღაცეებიც“, გთხო-ო-ო-ო-ოვთ! ვერ გავძლებ მაგის გარეშე!
შმაგი: მოვიფიქრე! რამე გემრიელი მოგვიტანეთ! მოგვბეზრდა სულ პური. ნაყინი გვინდა და კანფეტები!
 „ნეტა, პური კანფეტებად გადაიქცეს!“
***
აი, კიდევ ერთი ქართული ოჯახის ისტორია. ახალი არაფერი  გვითქვამს თქვენთვის. მთელს საქართველოში ათასობით ოჯახი იტანჯება ასე! ჩვენ კი, მათი ამ უკუნეთი სიბნელიდან გამოყვანა გვსურს, იმ ჭაობიდან, რომელშიც აღმოჩნდნენ ძალაუნებურად. ოგნაძეების ოჯახს, ავადმყოფობამ მიუკაკუნა კარზე. ექვსი შვილის მამას აღარ შესწევს მუშაობის უნარი. ძალიან უნდა, მაგრამ არ შეუძლია! ზის, ტირის, და ამით, მხოლოდ უარესდება მისი მდგომარეობა.
მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ. შეხედეთ, რა კარგები არიან! საწოლები, სამშენებლო მასალა, პროდუქტი და მაცივარი - სულ ეს არის, რასაც ისინი ითხოვენ. კიდევ, უნდა ჩავაცვათ ბავშვებს, სათამაშოები ვაჩუქოთ და ტკბილეული მივუტანოთ, ამ ყველაფრის გარეშე ხომ, ბოროტები გაიზრდებიან. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სათამაშოები!
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და პირადად დაეხმაროს, მათი მისამართი ეს არის: ქ. დმანისი, გორგასლის ქ. ბინა 11.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ოგნაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
        თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: