რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„როდესაც ძალიან გვშია, დედა თითო ნაჭერ პურს გვაძლევს ხოლმე. თვითონ და მამა კი, მშივრები რჩებიან.“

calendar ივნისი 23, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„როდესაც ძალიან, ძალიან გვშია, დედა ცოტა პურს მოგვიჭრის ხოლმე. თითო ნაჭერი ყველას. ხანდახან, დედა და მამა თვითონ მშივრები რჩებიან, ჩვენ რომ გვაჭამონ,“ – ამბობს ჯემალი. კიდევ, მან ხვრელები გვაჩვენა იატაკში. იქიდან ვირთხები რომ წამოჰყოფენ ხოლმე თავს, ის ხალისობს, მისი დები კი შიშისგან კივიან. მას ეცინება, მე კი ტირილი მომინდა…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
        „როდესაც ძალიან გვშია, დედა თითო ნაჭერ პურს გვაძლევს ხოლმე. თვითონ და მამა კი, მშივრები რჩებიან.“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

როგორ უნდა გაიყოს ერთი პური ხუთ ბავშვზე ისე, დილით, შუადღეს და საღამოს რომ ჭამონ? რა უნდა ქნა, როდესაც ბავშები მუცლის საშინელი ტკივილით იტანჯებიან?
        „როდესაც ძალიან, ძალიან გვშია, დედა ცოტა პურს მოგვიჭრის ხოლმე. თითო ნაჭერი ყველას. ხანდახან, დედა და მამა თვითონ მშივრები რჩებიან, ჩვენ რომ გვაჭამონ,“ – ამბობს ჯემალი. კიდევ,  მან  ხვრელები გვაჩვენა იატაკში.  იქიდან ვირთხები  რომ წამოჰყოფენ ხოლმე თავს, ის ხალისობს, მისი დები კი შიშისგან კივიან. მას ეცინება, მე კი ტირილი მომინდა…

 „ამ ხვრელებიდან, ოთახში ვირთხები მოძვრებიან. მეშინია, არ შემჭამონ,“ – ამბობს პატარა სალომე და თვალებს მალავს

ეს არ არის ომგამოვლილი ბავშვების ისტორია. ეს არის ათასობით ბავშვის ყოველდღიურობა, რომლებიც საქართველოში მშვიდობიან დროს ცხოვრობენ. მხოლოდ ჩერნოვეცკის ფონდმა, უკვე ასობით ასეთი ოჯახი გაგაცნოთ, ასეთივე პრობლემებით, მსგავსი სცენარით. და კიდევ რამდენია ასეთი მშიერი ბავშვი, ვისაც ჯერ არ ვიცნობთ? ვის შესახებაც არ გაგვიგია და ჯერ ვერ ვიპოვეთ?
სარსევანიძეების ოჯახში ხუთი ბავშვია: 15 წლის ბექა, 10 წლის ბარბარე, 9 წლის ჯემალი, 5 წლის სალომე და ყველაზე პატარა – ნატალია. ის წლინახევრის არის. შეიძლება ითქვას, ამ ოჯახში ის არის ყველაზე ბედნიერი. მას ჯერჯერობით არაფერი აწუხებს შიმშილის გარდა: არც დაგლეჯილი კედლები, არც იატაკის ხვრელები, არც ის, რომ ტანსაცმელი არ აქვს სკოლაში წასასვლელად. და რაც მთავარია, ჯერ არ იცის, როგორი მწარეა, როდესაც შენთან მეგობრობა არ უნდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ღარიბ ოჯახში იზრდები.

პატარა ნატალიას შიმშილი აწუხებს, მწარე ტირილი ვერ ახშობს ამ საშინელ გრძნობას

მამას, დავითს, თავის ტრავმის გამო, მუშაობა არ შეუძლია. დედა კი, ჯილდა, სანამ შეეძლო, ეზოებს ხვეტავდა. ახლა კი, უბრალოდ არ შეუძლია პატარა ბავშვები და ავადმყოფი მეუღლე მარტო დატოვოს. ამიტომაც, უნდა ეცადონ თავის გატანას იმ თანხით, რასაც სახელმწიფოსგან იღებენ და მადლობა თქვან, თუ დღესასწაულებზე ერთ-ორ პარკს პროდუქტს უწყალობებენ.
– როგორ ცხოვრობთ ასეთ პირობებში, ჯილდა?
ჯილდა: საშინლად, ძლივს გვიდგას სული. რაზე უნდა ილაპარაკო, როდესაც საჭმელი არ გაქვს, როდესაც მხოლოდ იმაზე ფიქრობ, კიდევ რა შეზღუდო, პური რომ იყიდო. აი, ასე ვცხოვრობთ! სასადილოს საჭმელი რომ არა, უკვე აღარც ვიარსებებდით. აღარაფერს ვამბობ საცხოვრებელ პირობებზე, ამ სახლში ცხოვრება კი არა, უბრალოდ გაჩერებაც კი საშიშია! აქ ზაფხულშიც კი, ცივა და ნესტია. წვიმა, თოვლი, ყველაფერი ჩამოგვდის თავზე. ფიცრები უკვე დალპა, იატაკი კი ჩავარდნილია. თან, ამ ყველაფერში თანხის გადახდაც გვიწევს.

 „შეგჭამ, დედიკო!“

         – რამდენი სული ხართ ოჯახში?
         ჯილდა: შვიდნი ვართ: ხუთი ბავშვი, მე და ჩემი მეუღლე. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ასე დავხეტიალობთ. ოთხი წელია, რაც ამ სახლში ვცხოვრობთ. 500 ლარს ვიხდით ქირაში. აქედან 300-ს სახელმწიფო ფარავს, დანარჩენს კი, სოციალური დახმარების თანხიდან ვამატებთ. ბანკიც 250 ლარს გვართმევს. სესხის აღება მოგვიწია, ბავშვები სასკოლოდ რომ მოგვემზადებინა. საერთოდ არ ჰქონდათ არც ფეხსაცმელი, არც ტანსაცმელი, არც ჩანთა, არც რვეული. ამიტომ, სესხება მოგვიწია. ახლა კი, რამდენიმე წლის მანძილზე უნდა ვიხადოთ ვალი. 

ამ ოთახში ცხოვრობს შვიდი ადამიანი. დედა ჯილდა ყველანაირად ცდილობს სისუფთავე და წესრიგი შეინარჩუნოს

– დახმარების თანხიდან, საკვებისთვის თუ გრჩებათ რამე?
ჯილდა: რჩება 470 ლარი, ყველასთვის და ყველაფრისთვის.
         – რაზე გყოფნით ეს თანხა? ეს ხომ დღეში ორი ლარია ადამიანზე? თქვენ კი, პატარა ბავშვიც გყავთ!
        ჯილდა: თითქმის არაფერზე! ამიტომაც მივმართე თქვენს ფონდს. ეს თანხა, პროდუქტის საყიდლადაც კი არ გვყოფნის, სახლში ხომ ხუთი ბავშვი გვყავს. ჭამა ყველას უნდა. ყველა მაღაზიაში ვალი გვაქვს. დღესაც ვალად აღებული საჭმელი უნდა ვჭამოთ – მეზობლებს ვთხოვეთ. რაღაც ხომ უნდა ვაჭამო ბავშვებს! ჩვენ, დიდებს  შეგვიძლია, რომ მოვითმინოთ. ბავშვებს კი – არა! შიათ და ტირიან. ეს კი გულს მიკლავს! 
         – ბავშვებს რას აჭმევთ ხოლმე?
         ჯილდა: სასადილოს საჭმელი გვშველის. მხოლოდ მაკარონისა და კარტოფილის ყიდვას ვახერხებ. თან ახლა, ისე გაძვირდა ყველაფერი…
 

„სასადილოდან საჭმლის წამოღებას თუ ვერ ვახერხებთ, ბავშვები მშივრები რჩებიან“

          – თქვენი მეუღლე არ მუშაობს?
         ჯილდა: არ შეუძლია, თავის ტრავმა აქვს მიღებული. ადრე, მშენებლობაზე მუშაობდა, თავი იქ დაიზიანა. ამის მერე, ძალიან შეიცვალა. ჩათვალეთ, მეექვსე შვილი მყავს სახლში. მასაც სჭირდება მოვლა. სანამ შემეძლო, მეეზოვედ ვმუშაობდი. მერე კი, თირკმელები ამტკივდა, მერე ნატალიაც გაჩნდა და ახლა, ვეღარ ვახერხებ სახლიდან გასვლას. ბავშვები ვის დავუტოვო? 
        – პირველ რიგში, რა სახის დახმარება გჭირდებათ?
        ჯილდა: ძალიან გთხოვთ, სავებით დაგვეხმარეთ! დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია – შიმშილით არ დავიხოცოთ! ღმერთო! უფალმა ყველა დაიფაროს, უყუროს როგორ იტანჯებიან მისი შვილების შიმშილით… ამის წარმოთქმაც კი მიჭირს! საშინელებაა!

 „დედას უნდა მივეხმაროთ. ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს“

         – სახლში რა გჭირდებათ? ვხედავ, თითქმის არ გაქვთ არც ავეჯი, და არც ტექნიკა.
         ჯილდა: შვიდნი ვართ ოჯახში და სარეცხი არ ილევა. ამ ყველაფრის ხელით რეცხვა კი, ნამდვილი სატანჯველია!  უკვე ვეღარც ვგრძნობ თითებს… სარეცხი მანქანა რომ გვქონოდა… და კიდევ, პატარა მაცივარი. ზაფხულში, საჭმელი რომ არ გაგვიფუჭდეს, ცივ წყალში ვდგამ, ტაშტში. მაგრამ, არ შველის.
– შეიძლება, ბავშვებსაც რომ გავესაუბრო? ისე წყნარად სხედან, რაც ვსაუბრობთ, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ. ეტყობათ, კარგად რომ გყავთ აღზრდილი.
 ჯილდა: მორიდებულები არიან. ხანდახან ჰგონიათ, რომ ლაპარაკის უფლება არ აქვთ. ერთხელ მკითხეს კიდევაც: „ყველა ბავშვი ერთნაირი რატომ არ არის? რა დავაშავეთ? გავაფუჭეთ რამე?“ ძალიან მტკივნეულია ამის მოსმენა.

 „ცეკვაზე სიარული მხოლოდ იმ ბავშვებს შეუძლიათ, ვისაც ფორმა აქვს. მე კი, არა“

        – მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი! რა გქვია? რამდენი წლის ხარ? რა გიყვარს? მომიყევი საკუთარ თავზე.
        ბარბარე: ბარბარე მქვია, 10 წლის ვარ. სწავლა მიყვარს და ცეკვა. მაგრამ, დედიკო ცეკვაზე ვერ მატარებს, ძალიან ძვირია. გვითხრეს, რომ კაბები უნდა ვიყიდოთ, ჩუსტი და სპეციალური ქამარი, ქართული ცეკვისთვის. ეს კი, ჩვენი დახმარების „მთლიანი ფულია“. ამიტომ, აღარ დავდივარ. მაგრამ არა უშავს, ისედაც ვიცეკვებ სახლში, დედიკოსთვის!

 „დედიკოს როგორ ვთხოვო რამე, როდესაც, ნატალიასაც კი არ აქვს საჭმელი?“

ჯემალი: მეც მოგიყვები ჩემზე. ჭიდაობაზე დავდივარ. 9 წლის ვარ. მაგრამ, მგონი, მალე მომიწევს იქიდან წამოსვლა. ფორმა ხომ არის საყიდელი? არის! ფული თუ არის? არა! სულ ასეა. რაღაც ძალიან რომ გინდა, ფული არ არის.
– რა გინდა ყველაზე მეტად? რაზე ოცნებობ?
ჯემალი: მინდა, მე და ჩემს დას კომპიუტერი გვქონდეს, ან პლანშეტი. ჩვენ გვიყვარს სწავლა. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ სათამაშოდ გვინდა! კიდევ, ჭადრაკზე სიარული მინდა. იცით, კომპიუტერითაც შეიძლება ჭადრაკის თამაში!
– ბექა, შენ რატომ არ იღებ ხმას? ნუთუ, შენ არანაირი სურვილი არ გაქვს?
ბექა (15 წლის): არა! მხოლოდ ის მინდა, მალე რომ გავიზარდო და მუშაობა დავიწყო. არ ვიცი, სად და როგორ, მაგრამ, დედიკოს უნდა მივეხმარო! არა, არ მჯერა, ჩვენს ცხოვრებაში რამე რომ შეიცვლება. ყველას კი არ შეუძლია კარგად და ლამაზად ცხოვრება. ვიღაცას ტანჯვა უწერია.
 

„წაიღე ჩემი თოჯინა და ახალი მომიტანე. და ერთი-ორი კანფეტიც“

***
        მეგობრებო, ნუ მივატოვებთ ამ ოჯახს გასაჭირში! ჯილდას და მის შვილებს, სასწრაფოდ სჭირდებათ ძალიან ბევრი რამ, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები. ასევე, სარეცხი მანქანა, მაცივარი და გაზქურა,  საგრძნობლად შეუმსუბუქებთ ცხოვრებას.
შეგიძლიათ მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება. ოჯახის მისამართია: დმანისი, გოგებაშვილის ჩიხი, ბინა 2. მოინახულეთ პირადად, გაიცანით ბავშვები. ეს შეხვედრა შეცვლის მათ ცხოვრებას, თქვენ კი, დაგეხმარებათ იმაში, რომ მიუახლოვდეთ უფალს.
ძალიან კარგი იქნება, თუ საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, ბავშვებს ტკბილეულითა და სათამაშოებით დაასაჩუქრებთ. და თუ მოხერხდება, წრეების საფასურის გადახდა და ფორმების შეძენა, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნება! 
       ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სარსევანიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
        თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

რა ხანია, დედა ასეთი გახარებული არ გვინახავს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „არასოდეს დამავიწყდება,  დედიკოს თვალები როგორ უბრწყინავდა, საჩუქრები რომ მოგვიტანეს.“ – გვეუბნება პატარა ჯემალი – „სასწრაფოდ შემოვაცალეთ ყველაფერს ცელოფნები. ერთმანეთს არ ვაცდიდით… ისეთი მხიარულება იყო-ო-ო-ო… წარმოუდგენელი… ასე მეგონა, მდიდარი ოჯახი ვიყავით!“ 

„დედიკოს მზესავით უბრწყინავდა თვალები… მან პირველად მიიღო ასეთი ძვირფასი საჩუქარი.“

        ჩვენი ფონდის მეგობრებმა კიდევ ერთ ოჯახში შეიტანეს სითბო და სიხარული. ეს არის სარსევანიძეების, უკიდურესად გაჭირვებული, ხუთშვილიანი ოჯახი. ჩვენ  უკვე გიამბეთ მათ  შესახებ. ოჯახს არ აქვს საკუთარი ჭერი. ქირის გადახდა კი, ძალიან უჭირთ, მით უფრო ახლა, როდესაც იჯარის საფასური უზომოდ გაზრდილია. მშობლები ხშირად შიმშილობენ, ხუთი შვილისთვის რომ გაანაწილონ ის მცირე საკვები, რომელსაც სოციალური შემწეობის თანხით ყიდულობენ. მიჰყევით ბმულს და აუცილებლად წაიკითხეთ, როგორ პირობებში ცხოვრობენ ქართველი მრავალშვილიანი ოჯახები: 
        შეძლებულო ადამიანებო! ჩვენო ქართველებო! მხოლოდ თქვენი წრით ნუ განსაზღვრავთ საერთო მდგომარეობას, შეაღეთ სხვა, უფრო პირქუში სამყაროს კარიც, ცალი თვალით მაინც შეიჭყიტეთ იქ და ნახეთ, როგორ იტანჯებიან შიმშილით, სიცივით და ტკივილით ადამიანები! რაც ყველაზე მთავარია, ხელი გაუწოდეთ მათ! იხსენით ისინიც და გადაარჩინეთ თქვენი სულებიც! ერთხელ მაინც დაეხმარეთ  ისევე, როგორც ამას ჩვენი ფონდის მეგობრები აკეთებენ სისტემატიურად.

„ცოტა ხნით თავი მდიდარ ბავშვად წარმოვიდგინე, მათ ხომ ყველაფერი აქვთ…“

         – ჯილდა, პირველ რიგში მოგიკითხავთ, როგორ ხართ?
         ჯილდა (41 წლის დედა): გმადლობთ,  ყველაზე კარგი ფონდის წყალობით უკეთესად. (იღიმის.) 
         თქვენ ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთეთ. რამდენი ოჯახიც გაგიხარებიათ, არსებობის იმდენი წელი შეგმატებოდეთ! იმ ადამიანებს,  ვინც გვერდში უდგას ამ ფონდს,  მინდა, ჩემი ოჯახის და ჩემი შვილების სიყვარული გავუგზავნო. მადლობა იმისთვის, რომ შეგვამჩნიეთ… რომ შეგვეწიეთ… რომ გაგვახარეთ!   ქედს ვიხრი იმისთვის, რომ მოაკელით საკუთარ შვილებს და დაეხმარეთ ჩემს ხუთ შვილს. 
         – როგორც ვხედავ, ძალიან გახარებული ხართ საჩუქრებით… 
        ჯილდა: აბა, როგორ არ ვიქნები, ისეთი ნივთები მოგვიტანეთ… ყველანი გახარებულები ვართ დიდიან-პატარიანად. სარეცხი მანქანა, ჩათვალეთ, ჩემთვის ერთი მოსამსახურის დაქირავებას ნიშნავს. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა დროს მართმევდა ეს პროცესი. ამდენი ხანი ხელით ვრეცხავდი. შვიდი ადამიანის სარეცხი რამდენია, კარგად იცის ნებისმიერმა დიასახლისმა. სხვა რამისთვის ცოტა დრო მრჩებოდა… 

„დედამ თქვა, ეს ჩვენი ოჯახის ახალი მეგობარია, რომელიც რეცხვაში დაგვეხმარებაო…“

        ბარბარე (10 წლის): დედას ხელები სულ გაუხეშებული ჰქონდა. ახლა, მეც კი შევძლებ ამ მანქანის გამოყენებას!
       – დედას საოჯახო საქმეებში ეხმარები ხოლმე?
        ბარბარე: ჩვენ, ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს. 
        ჯემალი (9 წლის): ახლა, დედა მუშაობს კიდეც…
        –  ეს რა კარგი ამბავია, ჯილდა, დასაქმდით?
        ჯილდა: სოციალური პროგრამით, მეეზოვედ, სახლთან ახლოს. მართალია, ანაზღაურება ძალიან მცირეა, მაგრამ ჩემს შვილებთან ახლოს ვარ, მე კი ეს ძალიან მჭირდება. 
        – ჯემალ, შენ რა გაგიხარდა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?
        ჯემალი: უკვე აღარ ვიცი, სარეცხი მანქანა გითხრათ, თუ ტელევიზორი.
       – რატომ, არ იცი?
        ჯემალი: იმიტომ, რომ მე ის გამიხარდა, რაც დედას გაუხარდა… ისე კი, ტელევიზორი. 

„ძველი დიდი ხანია გაფუჭებულია. ჰოდა, ახლა ახლით შევცვლი! ისეთი მსუბუქია-ა-ა-ა, შიგნით კი მთელი სამყარო ეტევა!“

         ბავშვებს, რა თქმა უნდა, ტელევიზორი უხარიათ ყველაზე მეტად!
        ჯემალი: შენ რა… ვითომ ძალიან დიდი ხარ… 
       – ტელევიზორი უფროსებსაც უხარიათ, უბრალოდ სხვა ინტერესები აქვთ. უფროსები ფილმებს და პოლიტიკურ გადაცემებს ადევნებენ თვალ-ყურს. თქვენ რას უყურებთ? 

“დიდებსაც და პატარებსაც, ერთნაირად გვიხარია ახალი ტელევიზორი!“

        ბექა: მე ფილმები მიყვარს.
        ბარბარე: მე და ჯემალიკოს მულტფილმები.
        სალომე (5 წლის): მე მიყვარს „მაშა და დათვი“, „ტომი და ჯერი“. პატარა ნატალი ჯერ ვერ გეტყვით, რა უყვარს უფრო მეტად, მაგრამ ჩემთან ერთად, მულტფილმებს წყნარად უყურებს ხოლმე და იცინის. დედასაც აცდის საქმის კეთებას. 
        ჯილდა: ძალიან გაგვიხარდა პროდუქტი, რომლითაც არაერთხელ დაგვეხმარეთ. პროდუქტი ისეთი რამაა, რაც მუდამ გჭირდება ადამიანს. 
       – ახალი მეგობრები თუ გაიჩინეთ? ჩვენი ფონდის გარდა კიდევ თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
       ჯილდა: თქვენი ფონდის ყველა მეგობარი, ჩვენი მეგობარი არაა?! უხილავი მეგობრები გვყავს და ჩვენ დაუსწრებლად გვიყვარს ყოველი მათგანი!
       დავითი (54 წლის მამა): ერთი ვაჟკაცი კაცი მოვიდა, გულიანი და კეთილი. უამრავი პროდუქტი მოიტანა. ბავშვებს ბურთი მოუტანა. თქვა, რომ ეს დახმარება გერმანიიდან იყო. შეიძლება, თავადაც გააკეთა ეს სიკეთე და სხვას „გადააბრალა“. არ ვიცი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ დახმარების „ავტორი“, ღმერთმა სიკეთე მისცეს!  „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!“ – ეს ხომ ჭეშმარიტებაა! 
       – ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით?
       დავითი: მე დამასაქმეს. გამგეობის დარაჯად ვმუშაობ, მის ტერიტორიას ვიცავ. ხელფასი 300 ლარი მაქვს, მაგრამ როდესაც სახლში ხუთი შვილი გყავს მშიერი, ეს შემოსავალიც არ არის დასაკარგი. სულ არარაობას სჯობს!
       – დარწმუნებული ვარ, კიდევ უამრავი საჭიროება გაქვთ. ის რაც გაკეთდა, ზღვაში წვეთია და ხუთშვილიან ოჯახს კიდევ ბევრი რამ სჭირდება.
       ბექა: ოჯახში არ არის ნორმალური ტელეფონი. თქვენ რომ უნდა დაგერეკათ, მეზობლისგან ვითხოვეთ. პატარა და-ძმა მყავს, ღმერთმა ნუ ქნას, რამე გაუჭირდეთ, ან ავად გახდნენ, მეზობელთან ხომ ვერ ვირბენთ ღამით? 
       ჯილდა: ტელეფონზე მეტად მაცივარი მჭირდება. საკვები ისედაც არ გვაქვს და რაც გვაქვს, ისიც რომ არ გაგვიფუჭდეს ხოლმე. გოგონები ცეკვაზე ტარებას მთხოვენ, იქ კი, იმდენი რამ სჭირდებათ – ქამრები, ფორმები… ძალიან რთულია, ბავშვებისთვის უარის თქმა. მათ მუდმივად გულს ვწყვეტ. მერე სხედან და ჩუმად ტირიან, მე რომ ვერ შევამჩნიო. ძალიან რთულია, ამ ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება. ალბათ, ათასი წელი დამჭირდება იმისათვის, რომ ცოტათი მაინც გავიმართო წელში.
***
        ჩემო მეგობრებო, ვიცი, ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ ამ და სხვა ოჯახებისათვის, ბევრსაც აკეთებთ და მწამს, მომავალშიც ასე იქნება! დედა, რომელიც ხუთ შვილს უზრდის გმირების ქვეყანას – ჩვენს ლამაზ საქართველოს, იმსახურებს პატივისცემას, დაფასებას და გვერდში დგომას. ბოლო პერიოდში, სარსევანიძეების ოჯახს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა – ბინა გაუძვირა მეპატრონემ. ამიტომ,  მათ კიდევ  უფრო სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება. ეს საუკეთესო საქმე იქნება, რომელსაც არ გადადებთ და გააკეთებთ სწორედ დღეს!
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
        თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: სარსევანიძეების ოჯახი). 
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: 
https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/   
და ტელეგრამზე:
 https://t.me/ChernovetskyiFund
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 19
პროდუქტები
149.95₾
2022 აგვ 12
პროდუქტები
148.52₾
2022 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
410.00₾
2022 სექ 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1235.00₾
2022 ოქტ 11
პროდუქტები
106.21₾

სულ ხარჯები:

2049.68₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'სალომე ღვინიაშვილი
20.08.2022 20:00:00
₾5.00
ედნარ ჭაღალიძე
14.08.2022 20:00:00
₾10.00
ნიკა პაპოიანი
13.08.2022 20:00:00
₾3.00
ელგუჯა ნარიმანიძე
13.08.2022 20:00:00
₾2.00
ნიკა თებიძე
12.08.2022 20:00:00
₾1.00
მახარე ოძელაშვილი
11.08.2022 20:00:00
₾5.00
გვანცა კირთაძე
11.08.2022 20:00:00
₾1.00
თეონა კვირიკაშვილი
11.08.2022 20:00:00
₾5.00
ცირა ივანიძე
10.08.2022 20:00:00
₾5.00
თამარ ჩიქვინიძე
10.08.2022 20:00:00
₾20.00
ირინა ქასრაშვილი
09.08.2022 20:00:00
₾4.00
სულიკო ტერმაკოზაშვილი
08.08.2022 20:00:00
₾7.00
ბექა მარტყოფლიშვილი
08.08.2022 20:00:00
₾10.00
ჩალაძე ილია
07.08.2022 20:00:00
₾2.00
თინათინ ბიწაძე
06.08.2022 20:00:00
₾20.00
მარიამ ფაჟავა
06.08.2022 20:00:00
₾10.00
გელა ბუღულაშვილი
06.08.2022 20:00:00
₾5.00
ვენერა კოჭლამაზაშვილი
05.08.2022 20:00:00
₾1.00
ვენერა კოჭლამაზაშვილი
05.08.2022 20:00:00
₾1.00
ნემსაძე ნათია
02.08.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,049.52

147 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,049.52

147 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება