რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს!

calendar აგვისტო 12, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ათი წლის გიგას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ნაყინი. სულ რამდენჯერმე აქვს ნაჭამი, მაგრამ მისი გემო, ახლაც ელანდება სიზმარში. „ხანდახან მგონია, რომ დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს“, – ამბობს გიგა და თვალებს მალავს. რცხვენია, რომ ერთმანეთს ადარებს ტკბილეულისა და ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიყვარულს. მაგრამ, რა ქნას? ბავშვებს ხომ თვალთმაქცობა და ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ათი წლის გიგას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ნაყინი.  სულ რამდენჯერმე აქვს ნაჭამი, მაგრამ მისი გემო, ახლაც ელანდება სიზმარში. „ხანდახან მგონია, რომ დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს“, – ამბობს გიგა და თვალებს მალავს. რცხვენია, რომ ერთმანეთს ადარებს ტკბილეულისა და ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიყვარულს. მაგრამ, რა ქნას? ბავშვებს ხომ თვალთმაქცობა და ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.

 „როგორ შეიძლება, დედაზე მეტად გიყვარდეს ნაყინი?“

          – ბოლოს როდის მიირთვი?
          გიგა (10 წლის): სიცხე რომ იყო. ოღონდ, ეხლა კი არა, ძალიან დიდი ხნის წინ. შემიძლია, არაფერი ვჭამო ნაყინის გარდა. დედა კი ამბობს, რომ ასე არ შეიძლება. ნაყინი რომ ვიყიდოთ, პური აღარ გვექნება. მაგრამ მე პური არ მინდა, ნაყინი მინდა.
         გაგა (9 წლის): სხვებზე საერთოდ არ ფიქრობ, არა?
        გიგა: არა! სხვა ვერაფერზე ვფიქრობ ნაყინის გარდა! ვითომ, შენ არ გიყვარს!
გაგა: მე ყველაფერი მიყვარს, რაც იღეჭება! იცი, რას ვაკეთებ ხოლმე? ქვაბებს თავსახურს ვხდი და ჩავძახი: „გემრიელო საჭმელო, მოდი ჩვენთან სახლში!“ ხანდახან, გამომდის კიდეც. წავალ, ცოტა ხანს ვითამაშებ, ისევ ავხდი ქვაბს თავსახურს, იქ კი, წვნიანი, ან ფაფა ჩნდება! სცადე შენც, უთხარი შენს ქვაბს!

 „პურს ნაყინს ვერ შევადრი, მაგრამ ისიც გემრიელია“

– ნინო, ბავშვები შიმშილობენ? არ გყოფნით სახსრები?
ნინო: ჩვენი შემოსავალი – სოციალური დახმარება და ბავშვების პენსიაა. ჯამში 550 ლარი. მხოლოდ პროდუქტში ვხარჯავთ. მაგრამ იცით, ბურღულეულისა და მაკარონის გარდა, მაინც ვერაფერს ვყიდულობთ. თან, ქირასაც ვიხდით. სადმე რომ მივდივართ, ბაზარსა და მაღაზიების ვიტრინებთან გავლა მეშინია. ბავშვებმა თუ შეამჩნიეს, სამყაროს აღსასრული დგება. „დედა, მინდა! დედა, მიყიდე! გემრიელია, დედა!“ მე კი, ერთადერთი პასუხი მაქვს: „გვეჩქარება, ახლა არა, მერე“. ეს „მერე“ კი, არასდროს დგება. ნებისმიერი დედისთვის, ეს ყველაზე დიდი განსაცდელია. საკუთარი თავი მძულს ამის გამო.
დანიელი (4 წლის): ნაკინი მიდა, ტოტი მიდა, ნამუ მიდა და პიპია.

 „პიპია, სად ხალ?“

          – პიპიასაც „ნამუს“ უზამ?
         დანიელი: ალ-ა-ა, პიპია „ვ-უ-უ-უ, ვ-უ-უ-უ-უ“ – თამასი.
         ნინო: სათამაშოებს კი არა, სულ პაწაწუნა კანფეტსაც ვერ ვყიდულობ. შიშით ვფიქრობ, აი, მალე ქვეყანას ჩემი მეოთხე ბიჭუნაც მოევლინება. რა უნდა ვქნა? რძე თუ არ მექნება, რა ვაჭამო? ახლა, იქ თავს კარგად გრძნობს. მაგრამ, რომ დაიბადება…
გაგა: მე ჩემს წილ წვნიანს დავუთმობ.
გიგა: პატარები წვნიანს არ ჭამენ. კბილები არ აქვთ. ნაყინს ხომ ჭამენ, დე?

 „დღესაც კარტოფილის წვნიანი გვექნება სადილად“

– ნინო, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ნინო: ბიჭები – გიგა, გაგა და დანიელი პირველი ქორწინებიდან მყავს. დავშორდით და მათ მამას ჩვენთან ურთიერთობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად მომექცა, მინდა, შვილები რომ ნახოს ხოლმე. მამა სჭირდებათ. ცხოვრებაში, მასზე ერთი ცუდი სიტყვაც არ წამომცდენია ბავშვებთან. მაგრამ მას არ სურს მათთან ურთიერთობა. ასე თქვა: „რომ გაიზრდებიან, მაშინ ვნახავო“. ახლა კი, საერთოდ არ მოდის. აღარაფერს ვამბობ ფინანსურ დახმარებაზე.
         – ორსული მიგატოვათ?
        ნინო: არა! ერთი წლის წინ, შევხვდი ადამიანს, რომელმაც შვილებთან ერთად მიმიღო, შემპირდა, რომ არც ჭირში, არც ლხინში არ მიმატოვებს, რომ დამეხმარება შვილების აღზრდაში, ცოლობა მთხოვა. ადამი ჰქვია. ის ჩემი საყრდენია. მარტო ვერ გავუძღვებოდი ოჯახს. ახლა, კიდევ ერთ ბიჭს ველოდებით.
        – სახელი უკვე მოფიქრებული გაქვთ?
        გიგა: გოგა დავარქვათ!
        გაგა: არა! გუგა დავარქვათ!
        დანიელი: არა, დანი!

 „დედამ ჯერ არ იცის, ჩვენ კი, უკვე მოფიქრებული გვაქვს სახელი ჩვენი ძმისთვის!“

– რა საყვარლები არიან! არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მშობლები? 
ნინო: 15 წლის ვიყავი, დედა რომ დამეღუპა. მამა თურქეთში მუშაობდა, გვეხმარებოდა, მაგრამ, იქ დაავადმყოფდა და უკვე რამდენიმე წელია, რაც სახლში წევს. თავად სჭირდება დახმარება, მე კი, სანახავადაც ვერ მივდივარ – არ მაქვს სამგზავრო ფული. კიდევ, და მყავს მაგრამ ის, ჩემზე უარეს დღეშია.
მთავრობაც არ გეხმარებათ?
ნინო: სოციალურ დახმარებას ვიღებ და ბავშვების პენსიას. მათ შშმ პირის სტატუსი მიანიჭეს, განვითარებაში ჩამორჩენის გამო. მაგრამ ეს თანხა, სამწუხაროდ არ გვყოფნის.
გიგა: უთხარით ამ ძიებს, დედიკოს კანფეტების საყიდელი ფული მისცენ.
გაგა: და კიდევ ტელეფონის, ან პლანშეტის.
– და დედიკოს რის საყიდლად სჭირდება ფული?
ნინო: დედას ნებისმიერი ტექნიკა სჭირდება – სარეცხი მანქანა, მაცივარი, და კიდევ, პროდუქტი ბავშვებისთვის. შიშით ვფიქრობ, ბავშვი რომ გაჩნდება, რა ვაჭამო, რა ჩავაცვა? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი მკითხველები დამეხმარებიან. მე ხომ ახალს არაფერს ვითხოვ, ჩემთვის ნაცვამი ტანსაცმელიც უძვირფასესი საჩუქარია. და თუკი ვინმეს ბიჭებისთვის ძველი ველოსიპედები აღმოაჩნდება, ჩვენთვის ეს ბედნიერება იქნება!
 

„არასდროს გვთხოვნიან ველოსიპედებს“

         გიგა: რა კარგი იქნებოდა… ჩვენ ხომ ველოსიპედებს არასდროს გვთხოვნიან. ჩვენ კი, „კატაობა“ ძალიან გვიყვარს! მხოლოდ შენ გათხოვებ, გაგა!
         გაგა: მე კი – შენ! მეტს არავის! გვიყურონ მერე და „იშურიანონ“.
        გიგა: კიდევ იცი, რა მინდა? კუბიკები! ბე-ე-ე-ევრი კუბიკი! 
        – რისთვის გჭირდება ბევრი კუბიკი?
        გიგა: რას ჰქვია, რისთვის? სახლს ავაშენებ და ყველანი იქ ვიცხოვრებთ. ნახე, ჩვენი სახლი სულ „დაიხა“
         – სახლი „დაიხა“?
         გიგა: კი! როგორ ვერ ხვდები?! წამოდი, განახო!

 „სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, „დაიხა“

– ნინო, დიდი ხანია, ამ „დახეულ“ სახლში ცხოვრობთ?
ნინო: წელიწადზე მეტია. არ გვაქვს უკეთეს პირობებში გადასვლის საშუალება. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ბინის პატრონის არის. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია.
       – მიმართეთ ჩვენს მკითხველებს! ორსული ქალის ძახილს აუცილებლად გაიგებენ.
       ნინო: ფონდს იმ იმედით მივმართე, რომ ხმას მივაწვდენ, და აუცილებლად მიპოვნიან ის ადამიანები, ვისაც აქვს დახმარების სურვილი. მხოლოდ ერთს ვითხოვ, რომ ჩემს შვილებს საჭმელი ჰქონდეთ, და ცოტაოდენი ტკბილეული მაინც. და თუ ვინმე ველოსიპედებს გვაჩუქებს, მუდამ ვილოცებთ მისთვის.

 „ასი კილო ნაყინი და ბევრი, ბევრი კუბიკი მოგვიტანეთ“

***
        აი, კიდევ ერთი ქართული ოჯახის ისტორია. არფერი გვითქვამს თქვენთვის ახალი. მთელს საქართველოში ათასობით ოჯახი წვალობს ასე! მათი ერთადერთი ტკივილი კი, არიან მათი შვილები, რომლებსაც ბავშვობა არ აქვთ. ნინო ცინცაძის ოჯახს ელემენტარული რამეებიც კი არ გააჩნია. მალე კი, მეოთხე ბიჭუნა დაიბადება. ნინომ ჯერ არ იცის, სად უნდა დააწვინოს, რა აჭამოს, ან, რა ჩააცვას. მაგრამ სჯერა, რომ თქვენ, ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, უყურადღებოდ არ დატოვებთ მას. თქვენთვის, ფონდის მეგობრებისთვის, სხვისი შვილები ხომ არ არსებობენ, და არაერთხელ დაამტკიცეთ ეს.
თქვენ ხართ მათი ერთადერთი იმედი. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! სჭირდებათ საკვები პროდუქტი, საოჯახო ტექნიკა, საწოლები, ასევე ეტლი და პამპერსი, რომელიც ძალიან გამოადგება ახალშობილს. არაჩვეულებრივი იქნება, თუ მოხერხდება, უფროს ბიჭებს ველოსიპედები, ტკბილეული და ნაყინი რომ ვაჩუქოთ.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თელავი, ჭავჭავაძის ქ. ბინა 61.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
           გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 „ორი ველოსიპედი!“ ჩვილი გამბიელიც კი, წამით მოწყდა დედიკოს და უხაროდა ძმების ბედნიერება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! 

ის თქვენთვის იღიმის, ჩვენო ძვირფასო ქველმოქმედებო! გაიხარეთ ისევე, როგორც ამ ბავშვებმა და ოჯახმა გაიხარეს!

      „მგონი, თვლა აგერიათ. ნახე, ერთი გვინდოდა და ორი გვაქვს! ასე შეიძლება? გვეგონა, რომ ერთმანეთს ვათხოვებდით ხოლმე  და ასე ვამბობდით: ათი წუთი შენ, ათი – მე. დედას კი დრო უნდა დაენიშნა, რომ არ გვეჩხუბა. მაგრამ, ნახე! ერთმა ძალიან მაგარმა ძიამ თბილისიდან, კიდევ ერთი გამოგვიგზავნა! ხოდა ახლა, საჩხუბარიც აღარაფერია. იარე რამდენიც გინდა!“ – არ აცდიან ერთმანეთს საუბარს გაგა და გიგა. იცით, როგორ შეიცვალნენ? ვერ იცნობთ!

„ჯერ მე გამახარეს, მერე კი ჩემი ძმა“

        ცინცაძეების ოჯახზე პოსტი, ჩვენმა ფონდმა გასულ წელს გამოაქვეყნა. ქირით მცხოვრებ მრავალშვილიან  ოჯახს უკიდურესად უჭირდა და ჩვენს ფონდს მიმართა დახმარებისთვის. ნუთუ შეიძლებოდა, ვინმეს მათი ისტორიის ცრემლების გარეშე წაეკითხა?  უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, ფეხმძიმე დედა სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას. ბავშვები კარტოფილის წვნიანზე, ნაყინსა და ველოსიპედზე ოცნებობდნენ. 
       უყურო მშიერ ბავშვებს და არაფერი შეგეძლოს, რა უნდა იყოს ამაზე რთული? მავანი იტყვის, რატომ აჩენენ ამდენ შვილს, რჩენა თუ არ შეუძლიათ?! მაგრამ, იქნებ ჯერ ყურადღებით წაიკითხოთ მათი ისტორია და დასკვნები მერე გამოიტანოთ? უფალი ხედავს არა ჩვენს განსჯას, არამედ  სიკეთეს სხვების მიმართ! ამ სიკეთემაც არ დააყოვნა. უამრავმა ადამიანმა, ჩვენი ფონდის მეგობრებმა შეძლეს, გვერდში ამოდგომოდნენ ოჯახს და ბედნიერი წუთები ეჩუქებინათ მათთვის. 

„მადლობა ჩემი შვილების სიხარულისთვის!“

         – ნინო, ბევრი სიახლე გაქვთ. გახარებულები ხართ. გაგვიზიარეთ.
         ნინო (29 წლის): არ ვიცი, საიდან დავიწყო… როდესაც თქვენმა წარმომადგენელმა დარეკა და გვითხრა, რომ საჩუქრები მოჰქონდათ, ნამდვილად მიჭირს იმის გადმოცემა იმ მომენტში აქ რა ხდებოდა. ბავშვები წამებს ითვლიდნენ: „აი, ახლა შემოუხვიეს ჩვენს ქუჩაზე. აი, ახლა მანქანის ხმა გაისმა და ალბათ, მოვიდნენო…“
        ჩამოტვირთვა რომ დაიწყეს, საჩუქრებს ბოლო არ უჩანდა: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, უამრავი საკვები, ტკბილეული. რაც მთავარია, ველოსიპედი გიგასთვის, პლანშეტი გაგასთვის, პულტიანი მანქანა დანიელისთვის… ჩემი პატარა, ოთხი თვის გაბრიელიც კი გაითვალისწინეს! პოსტის ჩაწერისას ორსულად ვიყავი. ფაფები, პამპერსები ჩვენთვის იყო „სასწრაფო დახმარება“! ბავშვს ბუნებრივად სრულფასოვნად ვეღარ ვკვებავდი. თავად მშიერს, რა რძე უნდა მქონოდა?! 
        ღმერთო, ვისაც სულ პატარა წვლილი მიუძღვის, ასეთი დღე რომ გაგვითენდა, სულ ბედნიერი და ჯანმრთელი ამყოფე! თქვენ კიდევ არ იცით, რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს ყველაფერი. ეს ჩვენი გადარჩენა იყო! 

„ჩემმა პატარამ გემრიელად მიირთვა და ახლა, თამაში უნდა“

         გაგა: პლანშეტი მარტო ჩემი არ არის, ყველას ვათხოვებ. გიგამაც თავიდან ხომ თქვა, რომ გაგას ველოსიპედს ვათხოვებო. დანიელი ხუთი წლისაა და ჯერ არ იცის ველოსიპედის ტარება. მაგრამ, ცოტა რომ გაიზრდება, ვასწავლით. 
        – თავიდან თქვა და მერე აღარ გათხოვა?
        გაგა:  უი, რას ამბობთ, განა ძუნწია? უბრალოდ აღარ დამჭირდა. ერთმა კეთილმა ძიამ დარეკა და ჩემთვის თბილისიდან გამოგზავნა ლამაზი ველოსიპედი – „თბილისური“.
        გიგა (10 წლის): სანამ ის ძია მეორეს გამოგვიგზავნიდა, ვაძლევდი ხოლმე. მაგრამ, მე რომ მინდოდა, მაგასაც მაინცდამაინც მაშინ მოუნდებოდა ხოლმე. ცოტათი მენანებოდა, სულ ცოტათი, აი, ამხელათი… (ხელით მაჩვენებს.) მაგრამ მერე, ის ძუნწი ბავშვები მახსენდებოდა, ვინც ჩვენ არ გვათამაშებდა და გულს გვტკენდა ხოლმე… მაგათ ხომ არ დავემსგავსებოდი…
       – სწორია! თქვენ ხომ, ძმები ხართ!
       ნინო:  უნდა გენახათ გაგას თვალები, როდესაც უცნობმა კეთილმა ადამიანმა დარეკა და თქვა, რომ ველოსიპედს გვიგზავნიდა. ეს თვალები არასდროს დამავიწყდება. მოუსვენრად დადიოდა სახლში. ო, როგორ ელოდებოდა… და რომ ჩამოუტანეს, იმხელა ხმით იყვირა: აი, ჩემი თბილისური ველოსიპედიო! – და სიხარულის ცრემლები წასკდა. მადლობა კეთილ უცნობს, ჩემი შვილი ასე რომ გაახარა. სიკეთე არ იკარგება და ღმერთს ვთხოვ, ყველას ასმაგად დაუბრუნდეს კეთილი საქმეები.
       დანიელი (5 წლის): ვუ-უ-უ-უ-უ, სემომხედე, ლა მაგალი ვალ. მადლობა, ლომ მომიტანეთ პიპია და ტევიზორი.

„საინტერესო ამბებს მოგვიყვება ეს ტელევიზორი!“

         – მოგეწონა ტელევიზორი, დანი?
         დანიელი: პიპია მიკალს, ტევიზორიც. იქაც პიპიებს უკულებ.
         – ნინო, თქვენ რა გაგეხარდათ ყველაზე მეტად?
         ნინო: პირველ რიგში, ჩემი შვილების სიხარულის დანახვა გამიხარდა. მერე, სხვა ყველაფერი… სულ ყველაფერი… თქვენ უკვე იცით, რომ ამ სახლში ქირით ვცხოვრობთ. აქამდე, აქ არაფერი იყო ჩვენი. ახლა, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა გვაქვს, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა. ორსულად ვიყავი და უამრავ სარეცხს ვრეცხავდი ხელით ცივ წყალში. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იყო.  რამდენჯერ ცუდადაც გავმხდარვარ. ახლა, ოთხი პატარას დედა ვარ. თქვენი წყალობით, უკვე მაქვს ეს ჯადოსნური მანქანა და მასთან ერთად, გამარტივდება ჩემი ყოველდღიური შრომაც. მადლობა თქვენს ფონდს. მადლობა კეთილ ხალხს! არ დავიღლები თქვენი დალოცვით. 

„გახსენით დროზე, უნდა ვნახოთ როგორ ბზრიალებს და აკრიალებს!“

       – ნინო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გააკეთა თქვენთვის რამე? იქნებ, ჩვენმა პოსტმა მათი სინდისიც გააღვიძა?
       ნინო: ერთჯერადად დაგვეხმარნენ პროდუქტით. საკვები ყოველთვის გვჭირდება. თუმცა, ესეც რაღაცაა… ვფიქრობ, უფრო მეტიც შეეძლოთ… მაინც მადლობელი ვარ!
       – ნინო, წინა სტატიაში აღნიშნეთ, რომ ცხოვრებაში ძალიან დიდი სტრესი და გაჭირვება გაქვთ გამოვლილი. იქნებ, ერთი ბედნიერი დღე, ერთი ბედნიერი წუთი მაინც გაიხსენოთ, ისეთი, რომელიც არასდროს გავიწყდებათ.
       ნინო: ბედნიერი დღე და წუთები თქვენმა ფონდმა და იმ კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში. ეს ნამდვილად არასდროს დამავიწყდება! ადრე კი, ძალიან დიდი სირთულეები იყო – სულ გაჭირვება, სულ ტირილი…  გიგა, გაგა და დანი პირველი ქორწინებიდან მყავს. ოჯახი რომ დამენგრა, ქუჩაში დავრჩი და ბავშვები არ გამომატანეს. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მათ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია და დროებით, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. იქ ბავშვები არ იყვნენ კარგად. დღემდე გამოჰყვათ სტრესი. 
        – ცუდად ექცეოდნენ?
        ნინო: იქ ორი წელი დაჰყვეს. ვერ გეტყვით, ვინ როგორ ექცეოდა, მაგრამ ბავშვებს სწავლასა და განვითარებაში ჩამორჩენა აქვთ. კარგად რომც გექცეოდნენ, შენი ოჯახი და დედა ხომ, მაინც სულ სხვაა?! მშობლის გვერდით, ბავშვი თავს უფრო დაცულად გრძნობს. დედებს ისე რომ ეხმარებოდეს სახელმწიფო, როგორც მიმღებ დედებს ეხმარება, ყველა ბავშვი ბედნიერი იქნებოდა თავის ოჯახში. რა თქმა უნდა, მოძალადე, ლოთ და წამალზე დამოკიდებულ მშობლებს არ ვგულისხმობ.
        – თქვენ სად იყავით მაშინ, რას საქმიანობდით?
        ნინო: ამ დროს, მე სამუშაოდ თურქეთში გადავიხვეწე, იმ იმედით, რომ ბინის საყიდლად თუ არა, ქირის თანხას მაინც შევაგროვებდი, რომ ჩემი შვილები დამებრუნებინა. ო, ღმერთო, რა რთული იყო მათ გარეშე ცხოვრება უცხო მხარეში. უზომოდ მენატრებოდნენ ჩემი პაწაწუნები. 
       – და მერე დაბრუნდით?
       ნინო: დიახ. ბინა ვიქირავე, მეორე ოჯახი შევქმენი. ვიბრძოლე. ჩემი შვილებიც დავიბრუნე. ბედნიერ წუთებზე მკითხეთ და გეტყვით: კიდევ მაშინ იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები, როდესაც სოციალურმა მუშაკმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი შვილების წაყვანა შემეძლო. ჩავიკეცე და ხმამაღლა ვტიროდი.  არა, კი არ ვტიროდი, ვბღაოდი! ჩვენი შეხვედრა კი, სასწაული იყო. ბავშვებს ისე ვიხუტებდი გულში, სუნთქვა გვეკვროდა ოთხივეს. აი, ასეთი ბედნიერი წუთები მქონდა,  სევდანარევი და დაუვიწყარი.
        – ნინო, ჩვენმა კეთილმა საზოგადოებამ  გარკვეულწილად შეძლო თქვენი დახმარება. მაგრამ ალბათ, კიდევ უამრავი რამ გჭირდებათ… კიდევ რას ითხოვდით? თქვენი პატარებისთვის რის გაკეთება შეგვიძლია?
        გიგა: მე გეტყვით. დედიკოს რცხვენია. ხშირად, პურს ვერ ვყიდულობთ, ძვირია. დედიკოს საცხობი რომ ჰქონდეს, სახლში გამოგვიცხობდა.
       გაგა: არც მაცივარი გვაქვს.
       ნინო: გაჩუმდით, ბავშვებო! მერიდება, ხალხი კიდევ რამით რომ შევაწუხო. მათ ხომ, საკუთარი პრობლემებიც უხვად აქვთ…
        დანიელი: მე ცულ მინდა ფიები. ცუპიც გემლიელია. გაბის ფაფებს სევჭამ თუ ალ მექნება. 

მოდით გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გაბრიელს არ შიოდეს, არ სციოდეს და დედის თბილ კალთაში გაიზარდოს!

       
***
        ვისაც გვილხინს და ძალიან კარგად თუ არა, საშუალო დონეზე მაინც ვცხოვრობთ, ვწუხვართ იმაზე, რომ ჩვენი შვილებისთვის, ხანდახან, ბოლო მოდელის ტელეფონის, კომპიუტერის ან ბრენდული ტანსაცმლის ყიდვას ვერ ვახერხებთ. ჩვენს გვერდით კი, არიან ბავშვები, რომლებიც გემრიელ საჭმელზე ოცნებობენ. მოდით, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და შევეცადოთ, რეგულარულად დავეხმაროთ ამ ოჯახს საკვებით, რომ შიმშილის მწარე გრძნობა მაინც დაივიწყონ ამ ბავშვებმა! 
***
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებულის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ცინცაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
       შესანიშნავი სიახლე გვაქვს: ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund         
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
     
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
       
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 03
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1195.00₾
2022 ნოე 03
პამპერსები,ბავშთა კვება
154.15₾
2022 ნოე 29
პროდუქტები
200.45₾
2023 იან 18
ფონდის ზედნადები ხარჯები
530.00₾
2023 იან 27
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
845.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
125.00₾
2023 თებ 14
პროდუქტები
220.98₾

სულ ხარჯები:

3270.58₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
დიასამიძე ქეთევან
05.01.2023 20:00:00
₾1.00
მარგალიტაძე ნინო
27.11.2022 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
25.11.2022 09:14:54
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
24.11.2022 20:00:00
₾1.00
ბერიკა მემანიშვილი
24.11.2022 20:00:00
₾1.00
ელისო სხილაძე
23.11.2022 20:00:00
₾4.00
ტერმინალი
23.11.2022 20:00:00
₾5.00
გაგანაშვილი მაკა
23.11.2022 20:00:00
₾1.00
გავაშელაშვილი მარიამი
23.11.2022 20:00:00
₾1.00
იამზე თურქია
23.11.2022 20:00:00
₾10.00
ნეფარიძე შმაგი
22.11.2022 20:00:00
₾30.00
გუძუაძე გოჩა
22.11.2022 20:00:00
₾3.00
'ანა მასხარაშვილი
22.11.2022 20:00:00
₾3.00
'გელა ივანიძე
22.11.2022 20:00:00
₾20.00
ივანიძე ნატო
21.11.2022 20:00:00
₾10.00
გვრიტიშვილი ირინა
21.11.2022 20:00:00
₾0.50
'ნინო ბარბაქაძე-ნესტიაშვილი
21.11.2022 20:00:00
₾10.00
გვრიტიშვილი ირინა
20.11.2022 20:00:00
₾0.50
დანელია დავით
19.11.2022 20:00:00
₾10.00
ნოზაძე გიორგი
14.11.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾3,270.24

234 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,270.24

234 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება