პროექტის რეპორტი სახლში სათამაშოები არ გვაქვს. ალბათ, მათ ჩვენი სახლის ეშინიათ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სახლში სათამაშოები არ გვაქვს. ალბათ, მათ ჩვენი სახლის ეშინიათ

page info icon
2022 აგვისტო 25
page info icon
2285
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! ანასტასიას ორი კვირაა ყელი სტკივა. ბავშვს უკვე ტირილიც აღარ შეუძლია. უჭირს ყლაპვაც და ღეჭვაც. წყლის დალევაც კი, ტკივილს აყენებს. ანასტასია (6 წლის): აი, ნახე. თითქოს, იქ ცეცხლი და დანები მაქვს. ან, მეჩვენება, რომ იქ რაღაც დადის და მკბენს. აღარ შემიძლია ამ ტკივილის მოთმენა, რომ ვლაპარაკობ, მაშინაც მტკივა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,041 ₾
( 183 დონორი )
დასრულებულია
თურმე, ჩვენნაირ ბავშვებთანაც მოდის სტუმრად ახალი წელი! 
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „ღმერთო, რა კარგი ყოფილა ახალი წლის მოლოდინი, როდესაც შენი შვილების თვალებში სიხარულს ხედავ, როდესაც ახალი იმედები იღვიძებს შენში. მადლობა ჩემს საქართველოს, ჩემს კეთილ ხალხს ამ თანადგომისთვის. მინდა, ყველას ჩაგეხუტოთ, სიყვარულის და სიკეთის წელი გისურვოთ! ასმაგად დაგბრუნებოდეთ ის სიხარული, რაც ჩვენ მოგვიტანეთ!“ -  გვეუბნება ილინა.
დღეს ის ბედნიერია!  ბედნიერია თქვენი სიკეთით, მეგობრებო!  ჩხეტიების ოჯახის გახარებაც შევძელით საახალწლოდ. ჩვენმა ფონდმა უამრავი საჩუქარი გადასცა მათ: საკვები პროდუქტი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, მაცივარი, ტკბილეული და სათამაშოები პატარა ანგელოზებისთვის.  მათ არასდროს დაავიწყდებათ ეს ჯადოსნური დღე.
 „ვაშა-ა-ა-ა! ჩვენთან ნამდვილი ახალი წელი მოვიდა!“
როდესაც ჩხეტიების ოჯახს ვესტუმრეთ, პატარა ანასტასიას ყელი სტკიოდა და ცხარე ცრემლები სდიოდა. დედა კი, მისთვის წამალს ვერ ყიდულობდა. ხუთი წლის ანდრია კი, ტიროდა შიმშილისგან.
        ილინა (23 წლის): ჩემი შვილები არასდროს იცინოდნენ, არ იცოდნენ, რა იყო სიხარული. ვერცერთ სურვილს ვერ ვუსრულებდი, მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ ცოტა დიდ ნაჭერ პურს მთხოვდნენ.
         წელი წელს მიჰყვებოდა, ჩვენთან არაფერი იცვლებოდა -  იგივე სიღარიბე, იგივე შიმშილი, იგივე ავადმყოფობა და ყველაფერი ძველი და დამსხვრეული, როგორც ჩემი ოცნებები... აღარაფრის იმედი აღარ მქონდა და... უცებ თქვენ გამოჩნდით. რაღაც გაამთელეთ ჩემს გულში.
        ახალგაზრდა დედა ისეთი სიყვარულით გვეუბნებოდა ამ სიტყვებს, რომ ყველას აგვიჩუყდა გული. აი, სწორედ, ესაა იმ დიდი საქმეების შედეგი, რასაც ჩვენ ერთად ვემსახურებით. დიახ, ესაა ნამდვილი ბედნიერება, როდესაც წაქცეულს წამოაყენებ, როდესაც მშიერს დააპურებ, როდესაც სიცივით გათოშილს გაათბობ! 
„შეხედე, ჩემი კეთილი თოვლის ბაბუა ახატია, ტკბილეულს რომ შევჭამ, ყუთს შევინახავ, რომ მაგრად ჩავეხუტო ხოლმე...“
„ამას დათუნია ბარნი ჰქვია, სულ ვტიროდი, მაღაზიაში რომ ვხედავდი და დედა ვერ მყიდულობდა... ახლა ბევრი მაქვს. გინდა, შენც გაჭამო?“
        ანასტასია (6 წლის): თურმე, თოვლის ბაბუას ახსოვდა ჩვენი მისამართი. დედიკო მეუბნებოდა, დაკარგაო. მას კი ზეპირად ახსოვდა, წარმოგიდგენიათ? ზეპირად... როგორც მე მახსოვს მასზე ლექსები. იმდენი კანფეტები გამოატანა დიდ მანქანას,  სუფრასაც კი გავშლით.
 „აი, კიდევ რა მაქვს! ეს ჩემს შვილებსაც ეყოფა, არა?“
        ანდრია (5 წლის): მე პულტიანი მანქანა გამომიგზავნა... გემრიელი საჭმელიც, „პეჩენიებიც“ და შოკოლადებიც. ნეტა, კიდევ მოვა ახალი წელი? მე კარგად მოვიქცევი, ოღონდ სულ მოვიდეს ხოლმე...
„მინდა, რომ სულ ასეთი ახალი წელი მოვიდეს!“
         - რა თქმა უნდა, პატარავ! ახალი წელი ყოველთვის მოვა და ბევრ სიხარულს მოგიტანს!
         ანდრია: ადრე არ მოდიოდა. სხვაგან მოდიოდა, ჩვენთან კი არ მოდიოდა. მოიცა, შევეხვეწო:  ჩვენ ცუდი ბავშვები არ ვართ, სულ მოდი ხოლმე რა-ა-ა-ა, ახალო წელო, გევედრები! 
          ანასტასია: ჩვენთან მართლა არ მოდიოდა. ჩვენ არ გვქონდა არც გემრიელი საჭმელები, არც სათამაშოები. არც გაზქურა გვქონდა საჭმლის მოსამზადებლად და არც მაცივარი შესანახად. ახლა ყველაფერი ახალი გვაქვს. და ისეთი ლამაზები-ი-ი-ი...  ჩემი კუდრაჭა თოჯინა რომ ნახოთ, სულ მე მგავს, ჩემსავით აქვს ნაწნავები. თოვლის ბაბუას მეც კი ვუნახივარ. ნეტავ, სად? ალბათ ბაღის ზეიმიდან დამიმახსოვრა...
 „ჩემნაირი ნაწნავები აქვს“
„დედა, დღეიდან ყოველთვის გვექნება გემრიელი საჭმელი?“
         - ილინა, ვხედავ საჩუქრებმა ძალიან გაგახარათ. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? 
          ილინა: ეს არის საოცარი განცდა - მადლიერების, სიხარულის... არ შემიძლია, რამე განსაკუთრებით გამოვყო. ჩემთვის თითოეული ნივთი ძვირფასია. ეს ყველაფერი ხომ მთელი გულით მომიძღვნა ჩემმა კეთილმა ხალხმა. ვინ იცის, მათაც არ ჰქონდათ ზედმეტი და მოიკლეს. იქნებ, თავადაც როგორ სჭირდებოდათ ყოველი ლარი, რაც  გადმორიცხეს? მაგრამ გაიმეტეს, დაგვეხმარნენ, გვერდში დაგვიდგნენ, როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანები.  თუმცა, რატომ „როგორც“? ისინი არიან კიდეც ჩვენი ახლობლები! არასდროს გვქონია ნორმალური გაზქურა... მაცივარი მხოლოდ ბუტაფორია იყო ჩვენს სახლში... არ მუშაობდა. ახლა კი, შეხედეთ რა ლამაზი მაცივარი გვაქვს! 
„ისე მომწონს ჩვენი ახალი მაცივარი, მინდა, სულ ვუყურო...“
        სარეცხმა მანქანამაც  უზომოდ გაგვახარა. ზამთრის სუსხსა და სიცივეში ხელით რეცხვა სიკვდილის ტოლფასია ჩემისთანა ადამიანისთვის. ჯანმრთელობის პრობლემა ვისაც არ აქვს, მასაც საფრთხე შეექმნება თოვლში და ყინვაში ხელით რეცხვის გამო და ავადმყოფს რაღა მოუვა?!  ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაგვახარეთ საკვებით, საახალწლო ტკბილეულით... ჩემი პატარას სიტყვებს გავიმეორებ და გეტყვით, რომ ჩვენს სახლში პირველად მოვიდა ახალი წელი! 
„არ მჯერა, რომ ეს ჩემია. სიხარულისგან ხტუნვა მინდა! ნუთუ, დასრულდა ხელით რეცხვა?“
- ილინა, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე? წარმომადგენელი თუ გესტუმრათ?  გეხმარებიან რამით?
          ილინა: ისინი თბილ სახლებში, კომფორტითა და სავსე სუფრით შეხვდნენ ახალ წელს. ჩვენ კი, თქვენ რომ არა, ერთი ფილა შოკოლადიც არ გვექნებოდა... ვის აინტერესებს ღარიბი? ჩვენნაირები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ, როდესაც ხმები სჭირდებათ. შეხედეთ ჩვენს სახლს - დანგრევის პირასაა. რომ ჩამოგვენგრეს, ვერ გადავრჩებით და აღარც ხმები გექნებათ, აღარც ამომრჩევლები გეყოლებათ, ჩვენი სახით, ძვირფასო დეპუტატებო! ნეტავ, გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი და გადაგვიყვანოს ნორმალურ პირობებში. იქ, სადაც დანგრევის საშიშროება არ დაგვემუქრება, თორემ რამე განსაკუთრებულ კომფორტს კი არ ვითხოვ. უბრალოდ მშვიდად ძილი მენატრება...
***
      მეგობრებო, ახალგაზრდა დედას ისევ სჭირდება ჩვენი თანადგომა. ოჯახს არ აქვს ნორმალური პირობები, არ აქვს ნორმალური ავეჯი, საწოლები. სოციალური შემწეობის 600 ლარი მათ წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით, საკვები როგორღა შეიძინონ? რეგულარულად უნდა დავეხმაროთ, რათა ბავშვებმა არ იშიმშილონ. რა საშინელებაა, როდესაც ბავშვები შიმშილობენ. ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი ცხოვრებისაგან!
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მასთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
        (დანიშნულება: ჩხეტიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: