მეგობრებო, ამ ოჯახის ისტორია ნამდვილი ტრაგედიაა! საერთო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, უფლის ნათელი სული ამ სახლში რომ აღვადგინოთ!
ეს, ჯეირანაშვილების უსაზღვროდ უბედური ოჯახია, სრული შემადგენლობით. ტახტის კიდეზე 48 წლის თინაა ჩამომჯდარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც ექიმების უპასუხისმგებლობის გამო, პირველი შვილი გარდაეცვალა!
თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დიდი წვლილის შეტანას ნიშნავს იმაში, რომ ამ საშინელ ოთახში პირველ რიგში, დეზინფექცია გაკეთდეს, შპალერი გაეკრას, იატაკი დაიგოს, ჩატეხილი ფანჯრებიდან კი, აღარ შედიოდეს წვიმა და ქარი. შემდეგ, აუცილებლად გაგიზიარებთ ვიდეო მასალას, რათა თავად დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს განწირული ოჯახი სწორედ თქვენ გადაარჩინეთ.
ეს დიდი სიკეთე კი, თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე, აუცილებლად დაგხვდებათ წინ. უკვალოდ ხომ, არაფერი იკარგება…