რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!

წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი, ოპერაცია სასწრაფოდ სჭირდება. ენით აღუწერელია ის საშინელი გრძნობა, როდესაც საკუთარ შვილს ვერ ეხმარები მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გაგაჩნია. ღმერთო! გული მტკივა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, გული მიკვდება დარდით, ჩვენს სახლში ყოველდღე ტირილის და კივილის ხმა ისმის. გოგონას ნორმალურად არც ჭამა, არც წყლის დალევა არ შეუძლია, ტირილიც კი მისთვის საშიშია. საჭმელი და წყალი ცხვირიდან ამოდის და შეიძლება ნებისმიერ წუთს ყელში გაეჩხიროს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩემი პატარა როგორ იტანჯება, საშინელი ხველებით იხრჩობა!“

შემოწირული

₾9,287.40

დონორი

562

მინდა დავეხმარო
1 - 1 of 1 items

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ტორტი ცხოვრებაში ერთადერთხელ მაქვს ნაჭამი! არასდროს დამავიწყდება, ისეთი გემრიელია!

„ამაზე გემრიელი არაფერი გამისინჯავს! ტორტი შენც გიყვარს?“ – ცნობისმოყვარეობით მეკითხება 6 წლის ვახტანგი და ნანგრევებად ქცეული უბადრუკი შენობის ზღურბლზე მეგებება, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს დაბომბეს. „ნუთუ აქ ადამიანები ცხოვრობენ?“ – ჩემს თავს ვეკითხები, ბავშვს კი ხმამაღლა ვპასუხობ: „დიახ. კიდევ რის ჭამა გიყვარს?“ – „მანი ფაფის და მაკარონის… დედა სხვას არაფერს აკეთებს. მე კი ტორტზე ვოცნებობ! შემოდით, ნუ გეშინიათ!“

შემოწირული

₾3,684.35

დონორი

186

პროექტი დასრულდა
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სამი ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს! ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი – მათი საკვების დღიური ულუფა უფრო მცირეა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში!

დაიწყევლოს სიღარიბე! ნახეთ, რა ლამაზები და რა ნაზები არიან! ამ პაწაწუნებს არაფერი უნდათ, მაგრამ მათ თვალებში უკვე დიდი სევდაა.. ინგა (დედა): ყოველ დღე ჩემი სამი შვილის მშიერ თვალებს ვუყურებ. ნუთუ არსებობს ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი? ღმერთმა დაგიფაროთ, კეთილო ხალხო!!! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს შვილებს ყოველ დღე შიმშილი და მუცლის ტკივილი აღვიძებს. ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი ერთხელ დღეში, არის ჩემი სამი შვილის ყოველდღიური კვების რაციონი. ყველაზე უმცროსი, 4 წლის გიორგი, ბოლო დროს შიმშილისგან გონებას კარგავს… ღმერთო! ღმერთო!

შემოწირული

₾5,948.95

დონორი

451

პროექტი დასრულდა
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

დედის გული ათას ნამსხვრევად არის ქცეული!

„ის ძალიან უხეში გახდა, პატარები უკვე უფრთხიან… მალე, ალბათ მეც ყვირილს დამიწყებს. ძალიან მეშინია…“ – ამბობს აცრემლებული შორენა.
ის სამი პატარა შვილის მარტოხელა დედაა. ანასტასია მალე 2 წლის გახდება, მამუკა უკვე 5 წლისაა, ნინო კი 15-ის! დიახ, არ მოგესმათ, ოჯახში სამი ბავშვია და ნინო ყველაზე უმცროსია. განვითარებით ის პატარა დარჩა; თუმცა მისი სხეული სხვას ამბობს. ჩვენს წინაშე ზრდასრული, ლამაზი გოგონაა, რომელიც საერთოდ არ არის ცხოვრებაზე მორგებული და დედა მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე მამუკას და ანასტასიას.

შემოწირული

₾1,304.15

დონორი

105

პროექტი დასრულდა
1 - 6 of 9 items
1 2