დედიკო, არ მოკვდე, რა! მე აუცილებლად გადაგარჩენ!
უცებ რომ მოვკვდე, ჩემს შვილებზე ხომ იზრუნებთ?
– დანახვისთანავე იმედიანად მკითხა აცრემლიანებულმა, მძიმედ სნეულმა გმირმა დედამ და ამ კითხვით თითქოს მხოლოდ მე კი არა, მთელ ქვეყანას და ყველა კეთილ ადამიანს მიმართა.
რა პასუხი გავცეთ? დაფიქრდით, მეგობრებო და გვითხარით, რას დავპირდეთ ამ მშვენიერი ბავშვების დედას? თქვენს პასუხს მოუთმენლად ველით!
„მიუხედავად იმისა, რომ სასწაულების მჯერა“, - აგრძელებს ანა. - „და თქვენი გამოჩენა ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ამის დასტურია, განკურნებას არ ველი; თუმცა მჯერა, რომ უფალი აუცილებლად დაგვეხმარება... უბრალოდ ახლა ისე ძალიან აღარ მეშინია. ჩემს შვილებზე ხომ იზრუნებთ, არა?“ - მრავალშვილიანი დედა, ანა ცრემლებს ვეღარ იკავებს და თავის პატარებს გულში იკრავს.
ახალგაზრდა ქალის თვალებში სევდა და ნაღველი იკითხება, მაგრამ ის ცდილობს თემა შეცვალოს და მიჩვენებს საჩუქრებს, რომლებიც ბახტურიძეების ოჯახს ფონდის მეგობრებმა აჩუქეს. „სიტყვები არ მყოფნის! უბრალოდ შეხედეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ოთახი“, - აგრძელებს ანა.
მე კი შეცვლილ ოთახს კი არა, ბავშვებს ვუყურებ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში პირველად არიან მხიარულები და დანაყრებულები; ვუყურებ დედას, რომელიც სიღარიბემ და ავადმყოფობამ დაღალა და რომლის თვალებშიც სიცოცხლის წყურვილი იკითხება... და ვხვდები, რომ ჩვენ ამ ხალხის უკანასკნელი იმედი ვართ!

რა ბედი ელით ამ მშვენიერ ბავშვებს?!
მეგობრებო, ფონდს ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ევროპული დონის ბავშვთა სახლები გავხსნათ, - როგორც ამას ადრე ვაკეთებდით!
(https://chernovetskyifund.ge/ge/news/fund-news/1361-1/)
– ანა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ანა: იცით, ჩემი მძიმე ფიზიკური და მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე მეგონა, რომ სიცოცხლისკენ ვეღარაფერი მომაბრუნებდა და ჩემს შვილებს ბავშვობას ვეღარაფერი გაუფერადებდა. მათ ამ ცხოვრებაში, სიღარიბისა და გაჭირვების გარდა, ბევრი არაფერი უნახავთ; მაგრამ, როგორც ხედავთ, სახლში ბავშვების სიცილი ისევ გაისმა. თქვენი და მზრუნველი ხალხის წყალობით, მედიკამენტოზურ მკურნალობას გავდივარ, რის უფლებასაც თავს მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვაძლევდი, რადგან საჭმელიც კი ძლივს გვყოფნიდა. ეს კი ჩვენი ახალი საწოლია - დიდი და მოსახერხებელი. ახლა დასაძინებელი ადგილი ყველას აქვს! თუმცა მე, როგორც დიასახლისს, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გამიხარდა! ბოლო დროს ხელით რეცხვა განსაკუთრებით მიჭირდა, რადგან ფეხზე დიდხანს დგომა არ შემეძლო, მაშინვე თავბრუსხვევა მეწყებოდა. პატარა ბავშვებისთვის ტანსაცმლის გამოცვლა კი დღეში რამდენჯერმე მიწევს - დედები კი მიხვდებიან, რამხელა შრომაა... თქვენი საჩუქრის წყალობით თეთრეული მალე შრება, ტანსაცმელი სუფთაა, დედა კი დასვენებული და კმაყოფილია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყველაზე რთულ დროს ჩვენ გვერდით აღმოჩნდა და დაგვეხმარა!

ახლა ბავშვებს დასაძინებელი და გასართობი ადგილი აქვთ

დედას ნამდვილი დამხმარეები ეზრდება

პატარა ვერიკო ბახტურიძეების ოჯახის მთავარი წევრია
– დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ანა. მითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
ანა: ნანიკო ბებია ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მას ჩვენ შესახებ შვილიშვილმა მოუყვა, რომელსაც ნანიკო სამი წლის ასაკიდან მარტო ზრდის. მიუხედავად მატერიალური სირთულეებისა, ამ კეთილმა ხალხმა ბავშვებისთვის სახლში მომზადებული მურაბები, მწნილები და ფუნთუშები გამოგვიგზავნეს. თბილისიდან სტუდენტები ჩამოვიდნენ და უამრავი ტკბილეული ჩამოგვიტანეს. უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული მათგანის!

სარეცხი მანქანა მხოლოდ დედას კი არა, ვერიკოსაც მოეწონა
– ანა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ ან დაგეხმარათ?
ანა: მუნიციპალიტეტმა შაქარი, კარაქი, წიწიბურა და ფქვილი გამოგვიგზავნა. ამ დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მადლობელი ვარ, რადგან მესმის, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და მეტის იმედი არც უნდა მქონდეს.

ბავშვებს ამდენი გემრიელი საჭმელი დიდი ხანია არ უნახავთ
– მოდი სევდიან თემებზე ნუღარ ვილაპარაკებთ. უცნობი ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? რა ემოციები გქონდათ?
ანა: ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გამოვიარე; ძალიან ახლობელმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩემი ოჯახი გასაჭირში მიატოვეს, იმედი გამიცრუეს, ამიტომ დავიფიცე, რომ აღარაფრის მოლოდინი აღარ მექნებოდა. ასე გულიც აღარ მეტკინებოდა... მაგრამ თქვენი ფონდის შესახებ ბევრი საოცარი ამბავი გამიგია და გულის სიღრმეში ვოცნებობდი, რომ გამონაკლისი არც მე ვიქნებოდი! უბრალოდ ვერც კი აღგიწერთ, ეს რა გრძნობაა; რამხელა სიხარული და მადლიერება განვიცადე თქვენი ყურადღებისა და სიყვარულის წყალობით... თითოეულმა კეთილმა სიტყვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან როცა ასეთ არაადამიანურ პირობებში ცდილობ გადარჩენას, ჩვეულებრივ, ადამიანურ ურთიერთობებს გადაჩვეული ხარ. აღარც უსაფრთხოების შეგრძნება გაქვს და აღარც იმისი, რომ შენზე და შენს ოჯახზე ვიღაც ზრუნავს და მათხოვრობა და თავის დამცირება აღარ გჭირდება... დიდი მადლობა ყველას!
– ანა, თუ შეიძლება, თქვენს შვილებსაც გავესაუბრები. ირმა, საჩუქრები მოგეწონა?
ირმა (7 წლის): ძალიან! რაც მთავარია, ახლა დედა თავს უკეთ გრძნობს და ჩვენთან თამაშის განწყობაც აქვს. სასუსნავებიც მოგვიტანეს, ბევრი ტკბილეული და სოსისი! ისეთი გემრიელია! ცოტა ნაყინი კიდევ დაგვრჩა, ხომ არ გასინჯავდით?

სანამ დედა არ გიყურებს, შეგიძლია კიდევ ერთი შოკოლადი შეჭამო!

უფროსმა დამ ტკბილეული სამომავლოდ გადაინახა
– დიდი მადლობა, ირმა, ძალიან კეთილი გოგო ხარ! ანდრია, შენც ბევრი შოკოლადი ჭამე?
ანდრია (4 წლის): რა თქმა უნდა! მაგრამ უფრო მეტი გადავმალე, თორემ სხვა დროისთვის აღარ გვექნება. ჩემს დებს ტკბილეულს ისე ვუნაწილებ, რომ ორივეს თანაბრად ერგოს.

ანდრია, როგორც ყველაზე სამართლიანი ძმა, დებს ტკბილეულს უნაწილებს

დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ბავშვები დანაყრებულები და ბედნიერები არიან
– რა ყოჩაღი ხარ! ანა, საუბარს დავუბრუნდეთ. მითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ანა: თქვენც კარგად ხედავთ, რა სიღარიბეში ვცხოვრობთ, ასე რომ ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება ფასდაუდებელი იქნება: საკვები, ტანსაცმელი, ავეჯი... ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან. ანდრიას ველოსიპედი უნდა და სულ მეხვეწება, მიყიდეო, მაგრამ ამდენი ფული არ მაქვს; გოგონებს კი არაფერი აქვთ ჩასაცმელი, უფროსი ძმის გამონაცვალი ტანსაცმელი აცვიათ და ასე გაგვაქვს თავი! ჩემო კეთილო ხალხო, ჩემო კარგებო, ჩვენი დახმარება რომც არ შეგეძლოთ, მაინც მადლიერი ვარ თქვენი, რადგან ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანეთ! ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ მე თუ რამე დამემართა, ჩემი შვილები მარტო არ დარჩებიან, როცა თქვენნაირი მოწყალე ხალხი არსებობს! ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი!
***
ძვირფასო მეგობრებო, ბახტურიძეების ოჯახს ძალიან უჭირს. მრავალშვილიანი დედა ძლიერ ავადაა და ძალიან იტანჯება. მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ოჯახს ფული საკვებზეც კი არ ჰყოფნის. სამი პატარა ბავშვი ნახევრად მშიერია და შოკოლადებზე და სათამაშოებზე ოცნებობს, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი შეიძლება საყვარელი დედის გარეშე დარჩნენ, თუ მან სამედიცინო დახმარება დროულად არ მიიღო. ამ ბავშვებისთვის უდარდელი ბავშვობის ჩუქება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ! ბედნიერებას ხომ ყველა ბავშვი იმსახურებს!
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ „ფეისბუქ" პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბახტურიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/696-bakhturidze
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
ხარჯები
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 სექ 16 | პროდუქტები | 100 | transferred |
2021 სექ 9 | გაზის წყლის გამაცხელებელი | 310 | transferred |
2021 სექ 9 | საწოლი | 400 | transferred |
2021 ივლ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 175 | paid |
2021 ივნ 15 | პროდუქტები | 107 | transferred |
2021 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 360 | paid |
2021 მაი 21 | სარეცხი მანქანა | 597 | transferred |
2021 მაი 21 | საწოლი | 450 | transferred |
2021 აპრ 5 | მედიკამენტები | 295.88 | transferred |
სულ ხარჯი: 2,794.88 ₾
დარჩა 0 ₾
დარიცხვები
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
27.08.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Перевод на счет |
27.08.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Перевод на счет |
13.08.2021 00:00:00 | ალექსი ზუხბაია | 50 | Перевод на счет |
05.08.2021 00:00:00 | ნინო კვარაცხელია | 30 | Перевод на счет |
01.08.2021 00:00:00 | კილაძე მამუკა | 20 | Перевод на счет |
30.07.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Перевод на счет |
28.07.2021 00:00:00 | არღვლიანი გვანცა | 5 | Перевод на счет |
27.07.2021 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Перевод на счет |
27.07.2021 00:00:00 | თამარ კრაწაშვილი | 5 | Перевод на счет |
26.07.2021 00:00:00 | კანკავა დავით | 15 | Перевод на счет |
26.07.2021 00:00:00 | ნინო ცხვირაშვილი | 2 | Перевод на счет |
25.07.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 21 | Перевод на счет |
24.07.2021 00:00:00 | კაცაძე გურამი | 30 | Перевод на счет |
24.07.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
24.07.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
22.07.2021 00:00:00 | ბაქრაძე ზურაბ | 590 | Перевод на счет |
22.07.2021 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 20 | Перевод на счет |
22.07.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
21.07.2021 00:39:20 | ანონიმი | 1 | TBC Bank (GeoPay) |
20.07.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 2 | Перевод на счет |
20.07.2021 00:00:00 | ირაკლი გეწაძე | 10 | Перевод на счет |
20.07.2021 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Перевод на счет |
20.07.2021 00:00:00 | ჯაყელი მარიამ | 10 | Перевод на счет |
19.07.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Перевод на счет |
19.07.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
18.07.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Перевод на счет |
18.07.2021 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Перевод на счет |
18.07.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | ანა ჯაფარიძე | 3 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | მირიანი მარგალიტაძე | 50 | Перевод на счет |
12.05.2021 00:00:00 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Перевод на счет |
29.04.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
22.04.2021 00:00:00 | მენთეშაშვილი მაგდა | 1 | Перевод на счет |
05.04.2021 00:00:00 | გია მიდ | 10 | Перевод на счет |
29.03.2021 00:00:00 | ტერმინალი | 2.98 | Перевод на счет |
26.03.2021 00:00:00 | ფოციტაშვილი თამარი | 2 | Перевод на счет |
24.03.2021 00:00:00 | ხოზრევანიძე ნათია | 10 | Перевод на счет |
24.03.2021 00:00:00 | ნინო ჭირაქაძე | 10 | Перевод на счет |
23.03.2021 00:00:00 | სოფიო მაისურაძე | 4 | Перевод на счет |
22.03.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
22.03.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Перевод на счет |
22.03.2021 00:00:00 | ხაზალაშვილი იანა | 5 | Перевод на счет |
22.03.2021 00:00:00 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Перевод на счет |
22.03.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Перевод на счет |
21.03.2021 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Перевод на счет |
19.03.2021 00:00:00 | ნიკოლოზაშვილი მაგდა | 10 | Перевод на счет |
19.03.2021 00:00:00 | ნინო ლეონიძე | 0.5 | Перевод на счет |
18.03.2021 22:52:00 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
18.03.2021 00:00:00 | ზოიძე ნანა | 5 | Перевод на счет |
17.03.2021 00:00:12 | ანონიმი | 30 | TBC Bank (GeoPay) |
17.03.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Перевод на счет |
17.03.2021 00:00:00 | ქრისტესიაშვილი ანი | 20 | Перевод на счет |
17.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 10 | Перевод на счет |
17.03.2021 00:00:00 | ქეთევან ბედენაშვილი | 4 | Перевод на счет |
16.03.2021 19:01:16 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
16.03.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
15.03.2021 00:00:00 | ებრალიძე ქრისტინე | 1 | Перевод на счет |
15.03.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Перевод на счет |
15.03.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
15.03.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
15.03.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Перевод на счет |
14.03.2021 00:00:00 | ბეჟან სარალიძე | 20 | Перевод на счет |
14.03.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
14.03.2021 00:00:00 | ზოია არბოლიშვილი | 5 | Перевод на счет |
12.03.2021 16:25:05 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
12.03.2021 00:00:00 | დავითაია მარიამ | 10 | Перевод на счет |
12.03.2021 00:00:00 | ივანიშვილი ხატია | 10 | Перевод на счет |
12.03.2021 00:00:00 | ბაკური თათელიშვილი | 100 | Перевод на счет |
12.03.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
11.03.2021 20:57:14 | ანონიმი | 20 | Liberty Bank (PayGe) |
11.03.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | ქორიძე თამთა | 8 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | თამაზაშვილი ნინო | 10 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | დავით ნანიკაშვილი | 20 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | მარია ფრანგულიანი | 2 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 3 | Перевод на счет |
11.03.2021 00:00:00 | თეიმურაზ ძიძიგური | 2 | Перевод на счет |
10.03.2021 00:00:00 | ჯაოშვილი თამარ | 20 | Перевод на счет |
10.03.2021 00:00:00 | ქეთევან ბერიშვილი | 10 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | ჩოკოლაშვილი თეონა | 5 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | დალაქიშვილი გიორგი | 30 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | ჩქარეული ზაზა | 20 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | მიხეილ მერებაშვილი | 20 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | თათია გვაზავა | 30 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 10 | Перевод на счет |
09.03.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Перевод на счет |
08.03.2021 22:33:04 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
08.03.2021 00:00:00 | თინათინ გასვიანი | 5 | Перевод на счет |
08.03.2021 00:00:00 | ხატია კაკულია | 10 | Перевод на счет |
08.03.2021 00:00:00 | ნინო პეტრიაშვილი | 2 | Перевод на счет |
08.03.2021 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Перевод на счет |
07.03.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Перевод на счет |
07.03.2021 00:00:00 | გიორგი თავდგირიძე | 25 | Перевод на счет |
07.03.2021 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Перевод на счет |
07.03.2021 00:00:00 | თინათინ ხუნდაძე | 5 | Перевод на счет |
06.03.2021 00:00:00 | მარიამი ყველიაშვილი | 10 | Перевод на счет |
06.03.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 10 | Перевод на счет |
05.03.2021 00:00:00 | გიორგი | 5 | Перевод на счет |
05.03.2021 00:00:00 | საბა ჭეღელიძე | 2 | Перевод на счет |
05.03.2021 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Перевод на счет |
05.03.2021 00:00:00 | ზვიად ნიჟარაძე | 5 | Перевод на счет |
05.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Перевод на счет |
04.03.2021 15:43:34 | ანონიმი | 100 | Liberty Bank (PayGe) |
04.03.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Перевод на счет |
04.03.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Перевод на счет |
04.03.2021 00:00:00 | სილაგაძე ქეთევანი | 1 | Перевод на счет |
04.03.2021 00:00:00 | ჭელიძე მარიამი | 5 | Перевод на счет |
04.03.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
03.03.2021 00:00:00 | მამუკა მუჯირი | 50 | Перевод на счет |
03.03.2021 00:00:00 | მადლენი ახვლედიანი | 2 | Перевод на счет |
03.03.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Перевод на счет |
02.03.2021 22:19:13 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
02.03.2021 12:50:53 | ანონიმი | 50 | TBC Bank (GeoPay) |
02.03.2021 00:08:09 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
02.03.2021 00:00:00 | საამიშვილი თამარ | 5 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | კევლიშვილი მარიამ | 5 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | მიქაძე ნინო | 30 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | კოტორაშვილი მაია | 50 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | მარიამი შინჯიკაშვილი | 10 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 20 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | ნინო მშვიდობაძე | 20 | Перевод на счет |
02.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Перевод на счет |
01.03.2021 22:18:40 | ანონიმი | 100 | TBC Bank (GeoPay) |
01.03.2021 00:00:00 | ხაჩიძე მაია | 100 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | გაბრიჭიძე მარიამ | 5 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | მაჩიტაძე ლუკა | 5 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | მაჩიტაძე ლუკა | 5 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | გურამი კაცაძე | 30 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | თეა ჯოხაძე | 100 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | ნიკა სალაძე | 1 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | კენჭაძე თამარ | 20 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | დემურაშვილი დავით | 100 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 11 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | ლაშა კუპრეიშვილი | 100 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | TINATIN GABUNIA | 30 | Перевод на счет |
01.03.2021 00:00:00 | თინათინ ხუნდაძე | 3 | Перевод на счет |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,794.48 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|