რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,476.80

დონორი

8003

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

₾39,935.78

დონორი

2569

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

„მზად ვარ თვალები დავითხარო, ჩემი შვილების წამებას რომ არ ვუყურო. მტანჯველი დაავადებებისთვის მათ ვერ გავწირავ.”

თუ არ დავეხმარებით, ციცი ნელი სიკვდილით მოკვდება. მისი პატარა ძმა ნიკოლოზი კი, უფლის შექმნილ სამყაროს ვერასდროს ნახავს! ეს თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს. ნიკოლოზი ვერასდროს გაიგებს რა ლამაზი დედა და დაიკოები ჰყავს. ვერ დაინახავს იმ გაჭირვებასაც, რომელშიც ცხოვრობს. ვერ დაინახავს, რა საშინელი გულის შეტევები ემართება მის საყვარელ მამას, როგორ ეცემა მიწაზე და სუნთქვა ეკვრის. ვერ დაინახავს, რა საშინელი ნაწიბური აქვს დარჩენილი სახეზე ოპერაციის შემდეგ მის დას, რომელსაც ორი წლის წინ უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს თავის ტვინიდან.

ღმერთო! როგორ უმკლავდებიან ეს საბრალო ადამიანები ამდენ განსაცდელს? როგორ ახერხებენ იმას, რომ არ გაბოროტდნენ და ადამიანობა შეინარჩუნონ? ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ლიას ადგილზე. რამდენ ხანს გაუძლებდით ამას და არ შეიშლებოდით ჭკუიდან?

შემოწირულია

₾38,305.76

დონორი

2595

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

„არ შემიძლია გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ვუყურო, როგორ კვდება ჩემი ვაჟი!“ დამეხმარეთ ერთადერთი შვილის გადარჩენაში!

„უკვე ვიცი, რა ელის ჩემს შვილს, მაგრამ ვერაფრით ვეგუები. უმოქმედოდ როგორ დავჯდე და ვუყურო, როგორ ჩამაკვდება ხელებში ჩემი ბიჭუნა?“ – ახალგაზრდა დედის, ნესტანის, ეს შემზარავი სიტყვები გულს აპობს. ნახევარი წლის წინ, თავისი გოგონა დაასაფლავა, რომელიც შეტევებით იტანჯებოდა და თვალსა და ხელს შუა ილეოდა. საბრალო ნესტანი 2019 წლიდან ცხოვრობს საავადმყოფოში, მუდამ რეანიმაციის ან პალატის კართან ზის.

შემოწირულია

₾37,756.58

დონორი

3140

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

9 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!

ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.

შემოწირულია

₾31,709.96

დონორი

1546

დიახ! მსურს დახმარება!
1 8 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში!

რვა ადამიანი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მათგან ზოგი ფიზიკურად ავად არის, ზოგი კი – სულიერად! ვისი მდგომარეობა არის უფრო რთული, მტკივნეული და გაუსაძლისი? მოდით, ერთად გავიგოთ, მეგობრებო! მაგრამ, საქართველოს მთელს ამ რეგიონში, არავის ექნება ამაზე რთული მდგომარეობა! მადლობა ყოვლისშემძლე უფალს, მათ შესახებ ჩვენს ფონდს რომ შეატყობინეს! ახლა, მათ მომავალზე პასუხს მხოლოდ ჩვენ ვაგებთ…

ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ ვიგებთ, ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი აღარაფერია! რომ აღარაფერი იქნება ამაზე უფრო მტკივნეული!
მერე კი, ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია უფლისკენ მიმავალი გზის! მას ხომ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ტანჯული ადამიანები უყვარს ყველაზე მეტად! გაუგებარია მხოლოდ ის, თუ სად ქრება არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თანამდებობის პირების სული და გული?! ძალაუფლება მოქმედებს ასე, თუ მერიასა და გამგეობაში ბოროტმა ძალამ დაიდო ბინა?! ამ პრობლემის მიზეზი რა უნდა იყოს?

შემოწირულია

₾5,557.56

დონორი

368

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

კარალეთიდან მოვდივარ და ვტირი! ასეთი რამ პირველად დამემართა! ჩვენ ფონდში ათასგვარ გასაჭირს ვუყურებთ ყოველდღე… მაგრამ ეს სულ სხვაა… თან მომყვება გურამის სიკვდილის შიშით სავსე თვალები, მას ხომ, 13 წლიდან სისხლის კიბო არ ანებებს თავს! სალაპარაკო ენაზე ამ დაავადებას სისხლის გათეთრება, მეცნიერულ ენაზე კი – ლეიკოზი ჰქვია!

სისხლის ლეიკოზი სასიკვდილო დაავადებაა და საქართველოში ვერ მკურნალობენ. მუდმივად საჭიროებს უზომოდ მტკივნეულ სისხლის გადასხმასა და ქიმიოთერაპიას.
გურამი 13 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ მწვავე ლეიკემია ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში, ბავშვი გადასხმის და ქიმიოთერაპიის დროს საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. მერე კი, როდესაც ბღუჯებად სცვიოდა თმა და დაუძლურებული იწვა, ფიქრობდა: რატომ დაემართა ამხელა უბედურება მაინც და მაინც მას? მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს. დრო ნელ-ნელა გადიოდა ტკივილსა და ტანჯვაში და მასთან ერთად ქრებოდა რწმენაც იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების დასასრული კი არა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დღეს კი, ამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ქრება ამ ბავშვის თვალებში!
მთელი გზა, მერე კი, საღამოს, ღამით, სინდისი მქენჯნიდა, რადგან ამ ბიჭის მთავარ კითხვას ვერ გავეცი პასუხი: რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე ფულზე?

შემოწირულია

₾4,959.07

დონორი

334

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
55 - 60 of 189 items
1 8 9 10 11 12 32