„მზად ვარ თვალები დავითხარო, ჩემი შვილების წამებას რომ არ ვუყურო. მტანჯველი დაავადებებისთვის მათ ვერ გავწირავ.” - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მზად ვარ თვალები დავითხარო, ჩემი შვილების წამებას რომ არ ვუყურო. მტანჯველი დაავადებებისთვის მათ ვერ გავწირავ.”

page info icon
2023 ოქტომბერი 23
თუ არ დავეხმარებით, ციცი ნელი სიკვდილით მოკვდება. მისი პატარა ძმა ნიკოლოზი კი, უფლის შექმნილ სამყაროს ვერასდროს ნახავს! ეს თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს. ნიკოლოზი ვერასდროს გაიგებს რა ლამაზი დედა და დაიკოები ჰყავს. ვერ დაინახავს იმ გაჭირვებასაც, რომელშიც ცხოვრობს. ვერ დაინახავს, რა საშინელი გულის შეტევები ემართება მის საყვარელ მამას, როგორ ეცემა მიწაზე და სუნთქვა ეკვრის. ვერ დაინახავს, რა საშინელი ნაწიბური აქვს დარჩენილი სახეზე ოპერაციის შემდეგ მის დას, რომელსაც ორი წლის წინ უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს თავის ტვინიდან. ღმერთო! როგორ უმკლავდებიან ეს საბრალო ადამიანები ამდენ განსაცდელს? როგორ ახერხებენ იმას, რომ არ გაბოროტდნენ და ადამიანობა შეინარჩუნონ? ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ლიას ადგილზე. რამდენ ხანს გაუძლებდით ამას და არ შეიშლებოდით ჭკუიდან?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
38,276 ₾
( 2,591 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

„მზად ვარ თვალები დავითხარო, ჩემი შვილების წამებას რომ არ ვუყურო. მტანჯველი დაავადებებისთვის მათ ვერ გავწირავ.”

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თუ არ დავეხმარებით, ციცი ნელი სიკვდილით მოკვდება. მისი პატარა ძმა ნიკოლოზი კი, უფლის შექმნილ სამყაროს ვერასდროს ნახავს!

 ეს თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს. ნიკოლოზი ვერასდროს გაიგებს რა ლამაზი დედა და დაიკოები ჰყავს. ვერ დაინახავს იმ გაჭირვებასაც, რომელშიც ცხოვრობს. 

ვერ დაინახავს, რა საშინელი გულის შეტევები ემართება მის საყვარელ მამას, როგორ ეცემა მიწაზე და სუნთქვა ეკვრის. ვერ დაინახავს, რა საშინელი ნაწიბური აქვს დარჩენილი სახეზე ოპერაციის შემდეგ მის დას, რომელსაც ორი წლის წინ უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს თავის ტვინიდან.

 ღმერთო! როგორ უმკლავდებიან ეს საბრალო ადამიანები ამდენ განსაცდელს? როგორ ახერხებენ იმას, რომ არ გაბოროტდნენ და ადამიანობა შეინარჩუნონ? ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ლიას ადგილზე. რამდენ ხანს გაუძლებდით ამას და არ შეიშლებოდით ჭკუიდან?

 „ნიკოლოზი ყველას ხელის შეხებით ცნობს. ის ვერასდროს დაინახავს, რა ლამაზია მისი და.“

 ლია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო მოყოლა. ოთხი შვილის დედა ვარ, მძიმედ ავად მყავს ორი. მეუღლეც ავად მყავს. თითქმის ყოველთვე რეანიმაციაში ხვდება გულის შეტევით. უმცროს გოგოს ციცის, ორი წლის წინ თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია ჩაუტარდა. რომ ამოკვეთეს, დაუზიანდა მხედველობის ნერვი და ერთი თვალით საერთოდ ვეღარაფერს ხედავს. ნიკოლოზი კი დაბადებიდან უსინათლოა...

 „არ მინდა სიკვდილი. არ მინდა დავბრმავდე...“

 ციცინო (12 წლის): რაც თავი მახსოვს, სულ თავი მტკივა. ისე ძალიან, რომ ტკივილისგან გულის რევის შეგრძნება მაქვს. კინაღამ საბავშვო ბაღიდან გამაგდეს ამის გამო. ეგონათ, რომ რაღაც გადამდები მჭირდა.

 - ექიმები რას ამბობდნენ, ლია?

 ლია: საკუთარ თავს ვერ ვპატიობ იმას, რომ მათი ყოველი სიტყვის მჯეროდა. ჩემს შვილს თავის ტკივილი კლავდა, ისინი კი მეუბნებოდნენ, რომ ეს ასაკობრივია და გაუვლის. ტომოგრაფიის გადაღებაზე კი არ გვაძლევდნენ მიმართვასაც. ჩემი გოგონა წლობით იტანჯებოდა! ექიმები კი ამბობდნენ, რომ განსაკუთრებული არაფერი სჭირს. ამ დროს კი, მის თავში სიმსივნე იზრდებოდა. ორი წლის წინ, ციციმ მითხრა, რომ ცუდად ხედავს და განგაში ავტეხე. იცით, როდესაც არ გაქვს არაფრის საშუალება, მძიმედ ავად გყავს შვილი, მეუღლე კი ხშირად წევს რეანიმაციაში, ყველა საჭირო კვლევის ჩატარება არ გამოდის.

 - რეალური მიზეზი როგორ შეიტყვეთ?

 ლია: როდესაც ნევროპათოლოგმა ჩემი გოგონა გასინჯა, თქვა, რომ სასწრაფოდ უნდა გადაგვეღო ტომოგრაფია. რომ, სიმსივნის მიმანიშნებელია ყველა სიმპტომი. ეს შოკი იყო! ჩავედით თბილისში, ჩავიტარეთ მრტ კვლევა და... ღმერთო ჩემო! უზარმაზარი სიმსივნე აწვებოდა ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნერვს. შეიძლება ითქვას, ძლივს მივუსწარით. ექიმმა, ვინც ციცის ოპერაცია ჩაუტარა, გაგვაფრთხილა, რომ შეიძლება ბავშვს მხედველობაც კი დაეკარგა, მაგრამ დავთანხმდით, რადგან არ გვქონდა სხვა გამოსავალი.

 ციცინო: ნახეთ რამხელა ნაკერი მადევს! სახის ნახევარს წვდება. მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ძალიან ლამაზი ვარ და ყველანაირად შეეცდება, შეუმჩნეველი რომ გახადოს. ძალიან გულკეთილია!

 „ექიმი შემპირდა, რომ ნაწიბური თმით დაიფარება და აასრულა კიდეც თავისი დაპირება.“

 ლია: ვინ ჩივის ნაწიბურს? რაც მთავარია, ჩემი შვილი სიკვდილს გადაურჩა! და ერთი თვალით მაინც ხედავს. მაგრამ, დროთა განმავლობაში იმ თვალშიც დაუქვეითდა მხედველობა.

 - აღარ აწუხებს ტკივილები? 

 ციცი: ისევ ისე. არადა რა იმედი მქონდა, რომ აღარ მეტკინებოდა. იცით, როგორია? თითქოს შიგნით გავარვარებული მაკრატლით ჭრიან რაღაცას. ხანდახან, ამ ტკივილისგან ვითიშები და შეიძლება მთელი დღე მეძინოს. მაგრამ, მაშინაც არ მიყუჩდება. სკოლაშიც ვერ დავდივარ, ეშინია ყველას. მეც არ შემიძლია.

 ლია: ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ ჩემს გოგოს. აი, ახლა ხომ ლაპარაკობს, შეტევა რომ ემართება, უბრალოდ ჩამქრალი თვალებით ზის, ძლივს სუნთქავს და თვალებიდან ცრემლები ცვივა. ბავშვებს სასწრაფოდ გამოკვლევები სჭირდებათ!

„როდესაც თავი ძალიან არ მტკივა, დედიკოს სახლში ვეხმარები.“

 - რამდენის გადატანა მოგიხდათ, ღმერთო! ნიკოლოზზე გვიმბეთ.

 ლია: 7 წლის არის. 7 წელია იტანჯება ჩვენი ოჯახი. უსინათლოა დაბადებიდან. გვეგონა, რომ მის დახმარებას შევძლებდით, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა ყველა მცდელობა. ძლიერი ბიჭია და აუცილებლად ყველაფერი ექნება კარგად.

 „ძალიან მიყვარს უსინათლო ბავშვთა სკოლაში სიარული.“


 ნიკოლოზი (7 წლის): იცი, მე სკოლაში დავდივარ. იქ ყველა უსინათლოა, ჩემსავით. იქ კარგად გვასწავლიან! სწორად სიარულსაც კი ვსწავლობთ. ახლა, იმდენად აღარ ვეჯახები კედლებს. მომწონს სკოლაში სიარული. იქ ლამაზი მასწავლებელი გვყავს, თაკო ჰქვია.

 - და როგორ ხვდები, ვინ არის ლამაზი და ვინ არა?

 ნიკოლოზი: არ ვიცი. ჩემი აზრით, ციცი ყველაზე ლამაზი, ულამაზესი გოგოა. ხელებით ვხედავ, ხმაც ლამაზი აქვს. დედაც ლამაზია. და ჩემი თაკო მასწავლებელიც. მეუბნება, რომ კარგი ბიჭი ვარ!

 „ხელის შეხებით ვხედავ ადამიანებს და ხმით ვხვდები ყველაფერს.“

 - რა მოგწონს სკოლაში ყველაზე მეტად?

 ნიკოლოზი: იქ პიანინო გვაქვს! მომწონს სიმღერა და მუსიკის დაკვრა. ჩემი მასწავლებელი ამბობს, რომ უსინათლოებს, კარგი სმენა გვაქვს. ალბათ, ვიმღერებ კიდეც, რომ გავიზრდები.

 - სახლში მეცადინეობ ხოლმე?

 ნიკოლოზი: ჩემს და-ძმასთან ერთად არ მოიწყენ. სულ მეთამაშებიან. მაგრამ, რაზე ვოცნებობ, იცი?  ბარბის სახლზე. დიდ ბარბის სახლზე, სადაც მე და შენ დავეტეოდით ერთად.

 „ჩემი და-ძმა სულ მეთამაშებიან და ხელით დავყავარ ხოლმე.“

 - ბარბის სახლში მეპატიჟები?

 ნიკოლოზი: კი! შენც ლამაზი ხარ, ჩემი აზრით და რომ გხედავდე, შეგიყვარებდი კიდეც.

 ლია: ვაიმე, ისეთი ტლიკინაა! არ მოგაწყენს. უყვარს ლაპარაკი. ხანდახან ისეთებს იგონებს, ხოლმე! იმდენი რამ სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვუკეთებთ. ვერ ვმუშაობთ, ვერც მე, ვერც მეუღლე. სანამ ნიკოლოზს გავაჩენდი, ჩემი მეუღლე იყო ჯან-ღონით სავსე. მუშაობდა, ოჯახს ინახავდა, იყო სამაგალითო მეოჯახე, მაგრამ მისმა გულმა შვილის ტანჯვის ცქერას ვერ გაუძლო და დაავადებებმა სძლიეს. დიაბეტი, ინფარქტი, ინსულტი... რა აღარ სჭირს! ახლა, გადაადგილებაც კი უჭირს. ფიზიკურ დატვირთვაზე კი, ზედმეტია ლაპარაკი. ციცინოს ავადმყოფობამ საერთოდ მოგვიღო ბოლო.

 „აი, სკოლაში სწორად სიარულს რომ მასწავლიან, აღარ დავეჯახები კედლებს.“

 - თავის გატანას როგორ ახერხებთ?

 ლია: თავის გატანა... სწორად შეგირჩევიათ სიტყვა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალია სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. ცარიელი პურით ვიკვებებით. დღეში ვყიდულობ ათ ცალს. თუკი ჩაიც არის და შაქარიც, უკვე ძალიან კარგია. ნიკოლოზს არ შეუძლია ღეჭვა, წვნიანი საჭმელი უნდა. მას წიწიბურის და მაკარონის წვნიანებს ვუმზადებ. მეუღლეს წამლები სჭირდება. ერთი მაინც რომ ჩააგდოს (ძალიან ძვირი ღირს ყველა) განმეორებითი შეტევები ემართება და რამდენიმე დღით ხვდება რეანიმაციაში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენი შემოსავალი მთლიანად წამლებზე იხარჯებოდა. მაღაზიებში ვალები დაგვიგროვდა. ისიც ხომ, გადასახდელია? თორემ მერე ვინღა მოგვცემს პროდუქტს უფულოდ?

 „ბავშვები ხშირად შიმშილობენ. ხანდახან, პურის ფულიც კი არ აქვთ.“

 – სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, რომ გაგამხნევოთ ან განუგეშოთ... ოდესმე ბედნიერი თუ ყოფილხართ?

 ლია: არა... ან შესაძლოა, ვიყავი კიდეც, მაგრამ არ მახსოვს. უკვე ოცი წელია ოჯახი მყავს და ალბათ, თითებზე ჩამოგითვლით დღეებს, როდესაც თავს კარგად ვგრძნობდი. ნიკოლოზი რაც დაიბადა, საერთოდ არ მახსოვს ასეთი დღე. წლები გადის და სულ უფრო უარესდება მდგომარეობა. ახლა, დაღუპვის პირას ვართ. არც საკვების, არც წამლის, არც პურის ფული არ გაგვაჩნია! ამიტომ მოგმართეთ. იქნებ, კეთილ ადამიანებს გააგებინოთ, იქნებ, უგულო ჩინოსნებს მიაწვდინოთ ხმა... თორემ, სულ გადაწურული მაქვს იმედი, ძალა აღარ მაქვს!

 „დავეხმაროთ გადარჩენაში ნიკოლოზს და მის ოჯახს.“

 - ლია, ამჟამად, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ, თავი რომ გაიტანოთ?

 ლია: ციცის და ნიკოლოზს სასწრაფოდ სჭირდებათ გამოკვლევები და ექიმთან უნდა წავიყვანო, მკურნალობა რომ დაენიშნოთ. ასევე, გვჭირდება პროდუქტები და წამლები ჩემი მეუღლისთვის. სხვა არაფერზე ვოცნებობ.

ციცი: მე კი, მხოლოდ პლანშეტზე ვოცნებობ! დედიკო ამბობს, რომ ამაზე ოცნებასაც კი არ უნდა ვბედავდე, მაგრამ, როდესაც ძალიან ცუდად ვარ, რომ არ მოვკვდე, ყოველთვის ვცდილობ, კარგი წარმოვიდგინო. მაგალითად, როგორ ვცეკვავ ან ვხატავ, ან პლანშეტი რომ მაქვს! 

 ნიკოლოზი: მე კი, ბარბის სახლზე ვოცნებობ, მე არ მჭირდება პლანშეტი. კიდევ, პიანინოზე ვოცნებობ, იოგურტებზე, რძესა და კატლეტზე. პელმენსა და ტორტზე. შოკოლადსა და ნაყინზე. დედა კი მხოლოდ მაკარონს გვაჭმევს.

ჩვენი დახმარების გარეშე, ამ ოჯახს მოკლავს შიმშილი და დაავადებები

 - იქნებ, საკუთარ თავზეც გვიამბოთ, ლია. ხომ არაფერი გაწუხებთ? როგორც ვხვდები, ყველას თქვენ უვლით.

 ლია: ჩემს ჯანმრთელობას რას დავეძებ! ვითმენ. ანემია მაქვს. ხანდახან, გონებას ვკარგავ. მაგრამ ჩემთვის, ავადმყოფობა არ შეიძლება. ექიმთანაც არ მივდივარ. რომ იტყვიან: „რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო მშვიდად გძინავს.“ ახლახან, ხელი მოვიტეხე. ოპერაციის გაკეთება შემომთავაზეს მე კი უარი ვთქვი. არასწორად შემიხორცდა. ახლა, მოძრაობაც კი მიჭირს... ადრე, მწვანილი და ბოსტნეული მაინც მომყავდა ბოსტანში. ახლა, ამასაც ვეღარ ვაკეთებ. 

 - საერთოდ არავინ გყავთ, ვინც მცირედით მაინც შეძლებდა თქვენს დახმარებას?

 ლია: დიდი ხნის წინ დავკარგე მშობლები. ჩემს ძმებს თავადაც უჭირთ. მეუღლის ნათესავები შეჭირვებულები არიან. საკუთარი ოჯახების გამოკვებას ძლივს ახერხებენ, ნამდვილად არ აქვთ საშუალება, ვინმეს რომ დაეხმარონ. იქნებ, ამიხსნას ვინმემ, როგორ უნდა შევძლო ბავშვების გამოკვება, წამლების ყიდვა, ავადმყოფების ექიმთან წაყვანა? იქნებ, მე შემწეობის თანხას უაზროდ ვხარჯავ?

 ყოველთვის არ გვწყალობს ბედი და ზოგიერთ ოჯახს იმხელა განსაცდელს უგზავნის, რომ გამკლავება ძალიან რთულია.

 ლიას ოჯახის ყოველდღიურობა აღსავსეა ტკივილითა და ტანჯვით. ამ ოჯახმა, წლებია დაივიწყა რა არის სიხარული და სიმშვიდე. ერთ შვილს, ციცის, თავის ტვინის სიმსივნე სტანჯავს და გაუსაძლისმა ტკივილმა ბავშვობა წაართვა. ნიკოლოზი როგორღაც უმკლავდება თავის დაავადებას, მაგრამ მასაც აწუხებს თვალების ტკივილი და ამ დროს, მას მხედველობაც კი არ აქვს. ლიას მეუღლეს გულის შეტევები აქვს და ყოველი დღე მისთვის შეიძლება უკანასკნელი გახდეს. თავად ლიას კი, ანემია აქვს. და ამ დაუსრულებელი კოშმარის ფონზე, მათ იმის საშუალებაც კი არ გააჩნიათ, რომ მედიკამენტები იყიდონ და ნორმალური საჭმელი მოამზადონ. ცარიელი პურია მათი საკვები. ნამდვილი ბრძოლაა გადარჩენისთვის მათი ცხოვრება.

ასეთი ისტორიები გულგრილს ნამდვილად არავის ტოვებს. დახმარების გარეშე, ეს ოჯახი უბრალოდ ვერ გადარჩება. წამლები, სამედიცინო დახმარება, ნორმალური კვება - ეს ყველაფერი მათ სასწრაფოდ სჭირდებათ.

გთხოვთ, დაფიქრდეთ, რით შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ და აჩუქოთ იმედი იმისა, რომ ტანჯვით აღსავსე ბნელი ღამის მერე, აუცილებლად დადგება ნათელი დილა. თქვენი დახმარებით, ისინი ნამდვილად შეძლებენ ყველა განსაცდელი დაძლიონ და კვლავ ბედნიერება ჰპოვონ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი თოხლიაური.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ფოცხვერაშვილების ოჯახი).

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

  ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!





ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: