რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
გაჭირვებულები
შეუშრობელია დედის ცრემლები, რომელმაც თავისი 17 წლის შვილი მიწას მიაბარა! ასე როგორ დამტოვე, ჩემო ბიჭო!ცხოვრებამ არ დამინდო. შვილის სიკვდილის შემდეგ მე მოსიარულე ლეში გავხდი.. ჩემი ხელით ჩამოვხსენი ჩემი საყვარელი შვილი ყულუფიდან! რატომ დამსაჯე ღმერთო ასე? არავის განგაცდევინოთ უფალმა ასეთი სიმწარე! შორენა ყველაზე უბედური ადამიანია მსოფლიოში! მან თვითონ ჩამოხსნა ყულუფიდან თავისი პირველი შვილი, თავისი ხელით მიაყარა ცივი მიწა და თავისი გულიც მასთან ერთად დამარხა. მაგრამ ის კიდევ ცოცხალია, იმიტომ, რომ მას მოსავლელი ჰყავს ქალიშვილი და დედა. შორენა: ამ საშინელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი არსება – ჩემი ქალიშვილი მაჩერებს. ის მაშინ ხუთი წლისაც არ იქნებოდა. იმ დღეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა… ჩემს გოდების ხმა რომ გაიგო, მოირბინა, ხელები გაიშვირა ძმისკენ და უთხრა: „ლუკა, მოდი ჩემთან“ – და სულ ესაა… მას შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს! მას ჯერ კიდევ ეშინია იმ ოთახში შესვლის! და თუ ქუჩაზე გადავდივართ, მაშინ მას ხელში ვიყვან
შემოწირულია
₾9,311.89
დონორი
726
მრავალშვილიანი ოჯახები
ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ….
₾2,852.76
112
Примите боль этих несчастных всем сердцем! Ведь им не прожить без нашей заботы, без нашей помощи! Они тихо умрут, даже не понимая, отчего умерли! Чиновники, которые не считают их людьми и такими же гражданами Грузии, как остальных, сами не знают, что с ними случится завтра!Все деньги, что мы во имя Господа нашего соберём на их содержание, пойдут на помощь этим несчастным! Предлагайте, друзья, чем помочь этим несчастным? Можем распределить помощь на ближайший год и помогать им продуктами и медикаментами. Что ещё можем сделать? Но на все нужны деньги! И немалые! Мы будем раз в три месяца отчитываться перед вами, друзья, о положении семьи на текущее время! Бог всем в помощь!
₾7,874.17
525
ავადმყოფი ბავშვები
ნინი (გიორგის დედმამიშვილი, 12 წლის): „ღმერთო, გევედრები, დაეხმარე დედიკოს ჩემი ძმის მკურნალობისთვის ფულის შოვნაში! ყველას ვთხოვ, ვინც ჩვენი გასაჭირის შესახებ წაიკითხავს: ჩემს ძამიკოს გიჟს ნუ დაუძახებთ, მძიმედ ავად არის. ჩვენ კი, ის ძალიან გვიყვარს!“ 13 წლის გიორგი ზღვის პირას დაიბადა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აქვს ასეთი ლამაზი, ზღვისფერი თვალები. გიორგი სულ პატარა იყო, როდესაც ექიმებმა გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინეს. ზოგჯერ მშვიდია, ზოგჯერ კი ღელავს ისევე, როგორც ზამთარში ზღვა.
₾26,810.52
2020
ეს 15 წლის გიგია. ბავშვს დაბადებიდან ცერებრული დამბლა აქვს. ვერ დადის, წამითაც კი არ შეუძლია ფეხზე დადგომა. საწყალი ბავშვი მუხლებით დახოხავს ძირს. ვერც მეტყველებს. მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს. იტანჯება პატარა ბიჭი და თვალებით ითხოვს შველას. ბავშვის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს მიკროცეფალია – ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება. ბავშვი პირველი ჯგუფის შშმ პირია. ექიმების თქმით, შესაბამისი მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, ბავშვი გადაადგილებას და ლაპარაკს შეძლებს. ჩვენ სასწაულის მოხდენის შანსი გვაქვს! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი საუკეთესო ადამიანური თვისებები შეგვიძლია ღმერთს დავანახოთ!
₾3,188.41
217
სოფიო, დედა (38 წლის): „ამჟამად ჩემი მეუღლე ციხეშია. ოჯახური ძალადობის გამო პოლიციაში ვუჩივლე. გამუდმებით მცემდა და მამცირებდა ბავშვების თვალწინ. ვერ ვიმუშავებ, რადგან არავინ მყავს, ბავშვები რომ დავუტოვო. ქირა რომ გადავიხადოთ, იძულებული ვარ, პროდუქტებზე გავაკეთო ეკონომია. ამჟამად ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჭერი ჰქონდეთ ჩემს პატარა ანგელოზებს და ქუჩაში არ დარჩნენ“. თქვენ შეგიძლიათ ახლავე გაიღოთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა. მხარში ამოუდექით ოჯახს რთულ პერიოდში, აჩუქეთ მათ ახალი ცხოვრება, სადაც მეტი სიხარული, სინათლე, სიკეთე იქნება, ტკივილი და ტანჯვა კი – ნაკლები. თქვენზეა დამოკიდებული ამ არაჩვეულებრივი ბავშვების მომავალი!
₾3,025.31
156
ავადმყოფი ზრდასრულები
ნათელაშვილების ოჯახს საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება. 57 წლის დედა, ქეთევან თოდაძე, ორ სნეულს – შვილს და მეუღლეს უვლის, რომლებიც ფსიქიური აშლილობა აქვთ.
₾160.00
15
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ, საზოგადოება მათგან დისტანცირებას ცდილობენ
₾60.24
6
დედაზე ყველა საუბარი ცრემლებით მთავრდება. სულ ცოტა ხნის წინ, 5 წლის ანა-მარიამ და 10 წლის გიორგიმ დედიკო დაკარგეს. „ის სულ ტიროდა, სულ ახველებდა, მერე კი, ზეცაში გაფრინდა“ – ამბობს ანანო. დარწმუნებულია, რომ სწორედ მან გვთხოვა ოჯახში მისვლა. „თქვენ ხომ, მან გამოგგზავნათ, ხომ გადასცემთ, რომ ძალიან გვენატრება? რამე რომ დავხატო, წაუღებთ?“
₾4,624.21
381
შიმშილის გამო ის ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომასაც ვერ ახერხებს…
₾737.00
64
მეგობრებო, გვინდა სამაჩაბლოდან დევნილი ფხეიძეების ოჯახი გაგაცნოთ და მათი პრობლემების შესახებ მოგიყვეთ.
₾1,485.00
99
უყურებ ამ პატარა საყვარელ ბიჭუნას და გული გიკვდება. ბავშვმა უნდა ირბინოს, იხტუნოს, გაერთოს, განვითარდეს, ხოლო ლუკა ყველაფერ ამას, სამწუხაროდ, მოკლებულია.
₾1,069.44
87