დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ბექას ძალიან უნდა სიცოცხლე!!! გაიზომეთ წნევა… და აკეთეთ ეს ყოველდღე – მაშინ ჩვენ ფონდში უფრო მშვიდად ვიქნებით თქვენს გამო, მეგობრებო! თუ თქვენი მაჩვენებელი წუთში 120-ზე მეტია, უკეთესია ექიმს მიმართოთ. ბექას გულისცემა — წუთში 214 დარტყმაა! ეს წარმოუდგენელია და ის ცხოვრობს ყოველ წუთს, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს. მისი დაავადება გვხვდება ერთ ადამიანს მილიონიდან, მაგრამ განა ჩვენ, კეთილსინდისიერი ადამიანები ამით უფრო მშვიდად ვიქნებით? დაავადება, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს უვლინდება, ჩვენს თანამემამულეს, 26 წლის ბექას დაუდგინდა. თუ ნორმალური გულისცემის სიხშირე წუთში 60–100 დარტყმაა, ბექას — 214 დარტყმა აქვს. უკვე 13 წელია, რაც ბიჭი ბნელი ოთახიდან არ გამოდის.

შემოწირულია

₾9,267.16

დონორი

731

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

83 წლის ნანი ბებო: შობას, 54 წლის მამუკას ღრმად მოხუცებულმა დედამ, კეთილი მეზობლებისგან დარეკა ჩერნოვეცკის ფონდში და პატარა ბავშვივით ცხარე ცრემლებით მტირალმა, ჩუმად თქვა: „გემუდარები, გემუდარები, შვილო, ჩემთან სახლში მოდი და ჯოჯოხეთისგან მიხსენი. მეუღლე და ორი ვაჟი დავასაფლავე! ვის რაში სჭირდება ჩემისთანა მარტოხელა მოხუცი ქალი, თუკი ერთადერთი დარჩენილი, უსაყვარელესი შვილი მამუკაც მოკვდება? არ მინდა, მეოთხე მამაკაცის სიკვდილის გადატანა მომიხდეს! სასაფლაომდეც ვეღარ მივალ! მირჩევნია ჯერ მე დამმარხოთ, ისე მტკივა სული! ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს… ღმერთმა აშოროს ყველას!“

შემოწირულია

₾8,822.60

დონორი

523

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

შეჭირვებულები

შენ დაეხმარე

„რომეოს და ჯულიეტას ისტორიაზე უფრო სევდიანი ისტორია არ არსებობს მსოფლიოში…“ შექსპირს ჩვენ დრომდე რომ ეცოცხლა, ამ პოსტს ჩვენ კი არ დავწერდით, არამედ ის – უდიდესი პოეტი და დრამატურგი დაწერდა. ეს არის მოხუცი წყვილის  – მძიმე ავადმყოფი გერისოს და თამილის სიყვარულის და ერთგულების ისტორია. 65 წლის გერისო, რომელსაც ერთი თვალი დაკარგული აქვს ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ მიიყვანონგამოკვლევებზე და აჭამონ მის საყვარელ თამილას, რათა ის არ მოკვდეს მის თვალწინ დიაბეტისა და ეპილეფსიისგან. დღეს მან თავისი პურის ნაჭერი მისცა მას, რადგან არ უნდა, რომ საყვარელი ადამიანიშიმშილობდეს არც ერთი წამით. გერისო ევედრება ღმერთს, რომ მორიგმა საშინელმა ეპილეფსიის შეტევამ არ წაიყვანოს ის, ვისთანაც მან მთელი ცხოვრება გაატარა… ისინი ძალიან ღარიბად ცხოვრობენ, ისეთ პირობებში, როგორშიც მტერსაც კი არ უსურვებ. ეს ისტორია შექსპირსაც კი აატირებდა. სასწრაფოდ საჭიროა დახმარება!

შემოწირულია

₾2,307.10

დონორი

142

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ფრთხილად იყავით!!! საქართველოში ძალიან გახშირებულია შემთხვევები ე.წ. ფონდების საქმიანობისა, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ, მძიმედ დაავადებული და მომაკვდავი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებულ თანხებს ითვისებენ. სინამდვილეში, ისინი მკვლელობას სჩადიან! რადგან მოტყუებული ოჯახები ძვირფას დროს კარგავენ და სიკვდილისთვის წირავენ საყვარელ ადამიანებს. აქ, ორი საშიში დანაშაულია ჩადენილი: თაღლითური გზით თანხის მითვისება და მკვლელობის მცდელობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე არც აღიძვრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თაღლითობა საშიში დანაშაულია. მაგრამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი დეპარტამენტიც არ არსებობს, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს. ერთ-ერთი მსხვერპლი, ოთხი წლის გურამი აღმოჩნდა. ბავშვის საფრანგეთში გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების ნაცვლად, ერთ-ერთმა ასეთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს ცამეტი ათასი ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან ფონდში შეგროვებული თანხა, მათი თქმით, საკმარისი არ იყო. აეროპორტში მისულმა საბრალო დედამ კი, რომელსაც სნეული შვილი ეჭირა ხელში და იმედით ელოდებოდა საფრანგეთის რეისს, საბოლოო ჯამში შეიტყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი თაღლითების მიერ, რომლებიც ამოფარებული იყვნენ საქველმოქმედო ფონდის სახელს. მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლით ქალს გადასცა, ოჯახს ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ დარჩა. ამასობაში, გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. ახლა, მისი გადარჩენა ბევრად უფრო რთული იქნება. ღვთისნიერო ადამიანებო, მოდით, თაღლითების გამო დაკარგული რწმენა აღვუდგინოთ საბრალო დედას. მოდით, გადავარჩინოთ გურამიკო!

შემოწირულია

₾2,305.12

დონორი

216

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
649 - 654 of 1261 items
1 107 108 109 110 111 211

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის