გენეტიკურმა დაავადებამ, რომლისგანაც საშველი არ არის, დაისადგურა ამ ოჯახში. ტკივილი, გაუსაძლისი ტანჯვა და სიკვდილი – ეს არის მათი ცხოვრების სცენარი. ამ დაავდებით სამი „ბავშვი“ იტანჯება და ის მათ სიცოცხლეს ართმევს! უფროსი შვილი, 29 წლის ზაქრო წლებია ვერ დგება საწოლიდან, 22 წლის ანას, გაჭირვებით, მაგრამ ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში სკამზე ზის, ხმას არ იღებს, მერე კი მოულოდნელად კივილს იწყებს, ხელებს იშენს თავში. დედა ვერ ხვდება, რა ელანდება მას. ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დაავადება გვერდს აუვლიდა მის უმცროს შვილს, მაგრამ მასაც უკვე ასტკივდა ზურგი და სიარულიც უჭირს. თამარი მალე იღლება. რა უნდა ქნას საბრალო დედამ? კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს მისი გული საკუთარი შვილების ტანჯვის ყურებას?