დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

83 წლის ნანი ბებო: შობას, 54 წლის მამუკას ღრმად მოხუცებულმა დედამ, კეთილი მეზობლებისგან დარეკა ჩერნოვეცკის ფონდში და პატარა ბავშვივით ცხარე ცრემლებით მტირალმა, ჩუმად თქვა: „გემუდარები, გემუდარები, შვილო, ჩემთან სახლში მოდი და ჯოჯოხეთისგან მიხსენი. მეუღლე და ორი ვაჟი დავასაფლავე! ვის რაში სჭირდება ჩემისთანა მარტოხელა მოხუცი ქალი, თუკი ერთადერთი დარჩენილი, უსაყვარელესი შვილი მამუკაც მოკვდება? არ მინდა, მეოთხე მამაკაცის სიკვდილის გადატანა მომიხდეს! სასაფლაომდეც ვეღარ მივალ! მირჩევნია ჯერ მე დამმარხოთ, ისე მტკივა სული! ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს… ღმერთმა აშოროს ყველას!“

შემოწირულია

₾8,827.60

დონორი

524

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

მარტოხელა მოხუცები

შენ დაეხმარე

მარტოხელა ბებია არეკნაზი (80 წლის), საქართველოს შორეულ კუთხეში ცხოვრობს. (თბილისიდან 340 კილომეტრის მოშორებით) დიდხანს ლოცულობდა და უფალმა მასთან ჩვენ გაგვაგზავნა! ის ბავშვივით გულუბრყვილოა და ძალიან მძიმედ ავად არის! არ ესმის, რომ ჩვენთვის პატივია, უდიდესი პატივი – მისი სიცოცხლის გადარჩენა! ბებია მხოლოდ იმას გვთხოვს, რომ კიდევ ერთხელ მზის ამოსვლისა და ჩასვლის ნახვის, ჩიტების გალობის, საყვარელი ადამიანების ხმის მოსმენის, ვინც უყვარდა, იმ ადამიანების გახსენებისა და შემოქმედისთვის კიდევ ერთხელ ლოცვის შესაძლებლობა ვაჩუქოთ. უფალო, გმადლობთ, რომ ჩვენ და ფონდის მეგობრებს, კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე მოგვანდე! დიდება შენდა!

შემოწირულია

₾642.95

დონორი

29

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
679 - 684 of 1302 items
1 112 113 114 115 116 217

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის