რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

ბავშვი, რომელიც 500 გრამი დაიბადა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, გაიზარდა და სიმპათიური ბიჭი დადგა. თუმცა 6 წლის დავითისთვის ახლა გადაწყდება, ფეხზე გაივლის თუ მთელი ცხოვრება ეტლს იქნება მიჯაჭვული. ღვთისნიერო ადამიანებო, დრო მხოლოდ 13 მარტამდე გვაქვს. ბავშვის მომავალი თქვენს ხელშია. არ გასწიროთ თქვენს იმედად მყოფი პატარა ანგელოზი.

დავითმა დედის მუცელში მხოლოდ 5 თვე დაჰყო… როდესაც ბავშვი დაიბადა, მისი წონა მხოლოდ 500 გრამს შეადგენდა. ექიმები გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ საბრალო დედას.
უფალმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და ბიჭუნას ამქვეყნად სიცოცხლე შეუნარჩუნა
გადიოდა კვირები, თვეები, წლები, ბიჭუნა იზრდებოდა და მისი გამომეტყველება სულ უფრო მეტად სათნო ხდებოდა. საკმარისი იყო, ერთხელ შეგეხედათ ბავშვისთვის და მაშინვე მიხვდებოდით, რომ მის გადარჩენაში უფლის და დედა ღვთისმშობლის ხელი ერია. თუმცა ნაადრევად დაბადებამ თავისი შედეგი მაინც გამოიღო და ბიჭუნას სიარული არ შეეძლო. ორივე ფეხზე მყესები ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ მუხლში გაშლაც კი არ შეეძლო.
საბრალო ბავშვი 6 წლის განმავლობაში მხოლოდ იატაკზე დახოხავდა და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა
ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სრულიად დააფინანსა ბავშვის ძვირადღირებული ოპერაცია. ბიჭუნა სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, მაგრამ ახლა რეაბილიტაცია ესაჭიროება.

შემოწირულია

₾13,645.33

დონორი

993

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

SOS! SOS! SOS! ამჟამად, პატარა დემეტრე თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება და სიკვდილს ებრძვის! მეგობრებო, ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, გადარჩება ეს პატარა ანგელოზი, თუ არა! ბავშვს დაზიანებული აქვს თავის ტვინი! ნუთუ მართლა დავუშვებთ იმას, რომ ქართველი ბიჭუნა უცხო მიწაზე დაიღუპოს?!

ღმერთო, რა ლამაზი, რა ტკბილი ბიჭიანუ დაუშვებ, რომ მოკვდეს! სწორედ ამ წუთებში პატარა დემეტრე სიკვდილს ებრძვის! ამჟამად, ბავშვი თურქეთის ერთერთი კლინიკის რეანიმაციაში იმყოფება, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოეხმაურებიან კეთილი ადამიანები და დაეხმარებიან ბავშვს მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მკურნალობაში.

ნატო, დემეტრეს დედა (31 წლის):დემეტრე ერთი წლის და 8 თვის არის. სულ სძინავს, ტირილიც არ შეუძლია. ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვის გეგმიურ აცრას მოჰყვა ასეთი გართულება, რაც უიშვიათესი შემთხვევა არისმილიონი ბავშვიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს ასეთი რეაქცია. საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ამიტომ ჩვენი შვილი დაუყოვნებლივ თურქეთში წავიყვანეთ. ამ ეტაპზე, ჩვენ ყველა ფინანსური რესურსი ამოვწურეთ, რაც გვქონდა. ჩვენი ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანები არიან, ვინც დაეხმარება ჩვენს ბიჭს“.

აღმოჩნდა, რომ ბიჭუნას ტვინის დაზიანება ჰქონდა. გარდა ამისა, ერთი ფილტვი გაუჩერდა, ამიტომაც სასწრაფოდ შეაერთეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე

შემოწირულია

₾32,844.68

დონორი

2127

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ბავშვების დედა დარწმუნებულია, რომ ბავშვებს ქართველმა ექიმმა დაუზიანა თავის ტვინი! ჩვენ კი მისი სიტყვების გვჯერა. მეგობრებო, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სიცოცხლეს ჩუქნით იმ პატარებს, ვინც ექიმებმა დაასახიჩრეს, რაზეც პასუხს არავინ აგებს! გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო მათი მკურნალობის დაფინანსებაზე უარს ამბობს. ღვთისნიერო ადამიანებო, ახლა საბრალო ბავშვების ბედი მხოლოდ თქვენს ხელთაა!

ტყუპებზე ორსულობა გაურთულდა საბრალო დედას, რადგან ჰიდრონეფროზი (თირკმელების დაავადება) აღმოაჩნდა. ახალგაზრდა ქალი ორსულობის მეშვიდე თვეში იყო, როდესაც რთული ოპერაცია ჩაუტარდა და თირკმელში სტენტი ჩაუდგეს. შეჭირვებული ქალი ახალციხიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში წვალებით მოგროვებული თანხით მივიდა. ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თირკმელში ჩადგმული სტენტის გამო, მხოლოდ საკეისრო კვეთით უნდა მომხდარიყო მისი მშობიარობა და არა ფიზიოლოგიურად, რადგან ეს ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო.

ბავშვების საბრალო დედამ ვერ შეძლო მშობიარობამდე დარჩენილი ხანმოკლე პერიოდი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაეტარებინა. იცით, რატომ? წყეული უფულობის გამო. ამიტომ იძულებული გახდა, ახალციხეში დაბრუნებულიყო. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჯოჯოხეთი ქალისთვის და საბრალო ტყუპებისთვის.

ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფიზიოლოგიურად მშობიარობა და ორი ბავშვის გაჩენა შეეძლო ქალს, რომელსაც სტენტი ჰქონდა ჩადგმული თირკმელში. დანარჩენს, ალბათ, თავადაც ხვდებით… დიახ, გართულებული მშობიარობის გამო, ბავშვებს ასფიქსია განუვითარდათ და თავის ტვინი დაუზიანდათ. უპასუხისმგებლო ექიმს კი იმ ღამით მშვიდად ეძინა სახლში. მეორე დღეს კი პრეტენზიები გამოთქვა დედის მიმართ: „რა გატირებს, შენი შვილები ავადმყოფები დაიბადნენ, ასეთი ბავშვები რაში გჭირდებაო?“ დიახ, სწორედ ამ სიტყვების წარმოთქმა გაბედა გამწარებულ დედასთან ექიმმა. იმ ექიმმა, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის.

შემოწირულია

₾6,493.53

დონორი

480

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

11 წლის ულამაზეს ნინოს ტერფმრუდობა აქვს. ფეხიდან სისხლი სდის და უტრიალდება, ისეთი ტკივილებით იტანჯება, დიდიც კი ვერ გაუძლებდა! საბრალო, საბრალო ბავშვი! მის ოჯახს ხომ ერთი თეთრიც კი არ აქვს ზედმეტად, რომ ექიმთან წაიყვანოს! გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება!

11 წლის ნინოსთვის ყოველი ნაბიჯის გადადგმა რთულია და საშინელ ტკივილს აყენებს. ბავშვს ტერფმრუდობა აქვს. სიარულის დროს ფეხები უბრუნდება. საშინლად კოჭლობს და მალე იღლება, ზედმეტი დატვირთვისგან ფეხები უკანკალებს და ეკეცება. ქუსლებზე უჩნდება ნახეთქები, რომლებიც უჩირქდება და სისხლი სდის. ნინო, 11 წლის: „ფეხები და მუხლები ძალიან მტკივა. ვერ აგიხსნით, რა ტკივილია! თითქოს გავარვარებულ ტაფაზე დადიხარ! ტერფები ხშირად მეკრუნჩხება და ერთ ნაბიჯსაც კი ვეღარ ვდგამ. შეხედეთ ჩემს ქუსლებს, დახეთქილი მაქვს, ჩირქი და სისხლი მდის, მაღალი სიცხე მაქვს“. ამ ლამაზ გოგონას რაც შეიძლება მალე თუ არ დავეხმარებით, რომ ფეხებზე ოპერაცია გაიკეთოს, ის შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ხეიბრად დარჩეს. ოჯახს მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. ფაქტობრივად, სოციალური შემწეობითა და შვილის პენსიით არსებობენ. მეგობრებო, ახლა მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა!

შემოწირულია

₾15,629.24

დონორი

1015

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

მე რომ მოვკვდე, ჩემი 7 წლის ვაჟი, ცერებრული დამბლით მძიმედ დაავადებული იოსები, ინვალიდის ეტლით ქუჩაში დარჩება. გვიშველე, ღმერთო, ძალიან მეშინია ამის!

ხშირი შეტევების დროს ბავშვის კუნთები სიმებივით იჭიმება. მძიმედ დაჭრილი ფრინველის ხმით კივის და ეს ხმა მეზობლებსაც კი ესმით! მერე დარდით შეპყრობილი დედაც კივილს იწყებს! ამ არაადამიანური სულიერი ტკივილის შემხედვარე, შეიძლება გონება დაკარგოთ! ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან, ის ვერ ლაპარაკობს, სიარული და, უბრალოდ, საწოლში გადაბრუნებაც კი არ შეუძლია. ბიჭი საშინელი ტკივილით იტანჯება.ბავშვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად აუცილებელია ბათუმში აკვათერაპიის ჩატარება. იოსების მუდმივად დაძაბული კუნთები დუნდება წყალში და ტკივილიც იკლებს. მაგრამ, ჰოი, საშინელებავ – დედას ზედმეტად ერთი თეთრიც კი არ აქვს, საყვარელი შვილი ბათუმში, 50 კილომეტრის მანძილზე ტაქსით რომ წაიყვანს! ოჯახს ჩვენ გარდა, არავის იმედი აქვს, მეგობრებო! ახალგაზრდა ქალი იოსების ჯანმრთელობისთვის მარტო იბრძვის, დაშორებულია მეუღლეს.

შემოწირულია

₾8,128.04

დონორი

585

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

შვიდი წლის ტატოს სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია! თურქი ექიმები იბრძვიან მის გადასარჩენად! ერთი დღის დაკარგვაც კი არ შეიძლება! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ბავშვს მეტი შანსი აღარ ექნება! მისი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

მეგობრებო, ტატო კომაში იყო, მართვით სუნთქვის აპარატზე შეერთებული და სასწრაფოდ რეანიმობილით მოუხდათ მისი თურქეთში გადაყვანა. სასწაული მოხდა! დიდია უფალი, თურქმა ექიმებმა ის „საიქიოდან“ დააბრუნეს! მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლაც გრძელდება! მაგრამ მკურნალობისთვის საჭირო ფული აღარ აქვთ! საბრალო მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ. შვილისთვის არ დაიშურეს ძალისხმევა და ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ახლა კი, როდესაც ბოლოს და ბოლოს მისი გადარჩენის შანსი გაჩნდა, უბრალოდ საშუალება აღარ აქვთ, ბავშვს დაეხმარონ. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად დარჩნენ, ვინც ბიჭუნას უცხო მიწაზე სიკვდილისთვის არ გაიმეტებს! ტატოს ოპერაცია სჭირდება, მანამდე კი – რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი. შვიდი წლის ტატოსთვის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. საშინელი ინფექციის გამო ბავშვს აქვს მაღალი სიცხე – 39,5—40ºC, რომლის დაწევაც ძლიერი ანტიბიოტიკებითაც კი ვერ ხერხდება. ბიჭუნას, ფაქტობრივად, წვავს დაავადება!

შემოწირულია

₾31,569.93

დონორი

1905

დიახ! მსურს დახმარება!
7 - 12 of 53 items
1 2 3 4 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

„აჩუქე სიცოცხლე“ — ეს სიტყვები აწერია პალატაში მწოლიარე ბავშვს სამაჯურზე და სწორედ ამ ხელს უწვდის ის მნახველებს, თვალებით კი შველას სთხოვს. გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო! მისი გამოხედვა სულით ხორცამდე შეგძრავთ!

ეს 15 წლის იოსებია. დაუდევარი ექიმების გამო ბავშვმა მშობიარობის ტრავმა მიიღო. როგორც ყოველთვის, დასახიჩრებული სიცოცხლისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ! ბავშვი კი, რომელსაც ახლა შეეძლო ჩვენს შვილებთან ეთამაშა ფეხბურთი, გაეხარა ჯანმრთელობითა და ახალგაზრდობით, სრულიად პარალიზებული გახდა. რა საშინელებაა! უკვე 15 წელია იოსები ვერ დადის, ვერ მეტყვველებს და ეპილეფსიური შეტევებით იტანჯება. სანამ ბავშვს სახსრების სარეაბილიტაციო ოპერაცია გაუკეთდებოდა, წვალებით მაინც ახერხებდა ფეხით გადაადგილებას. ოპერაციის შემდეგ კი ბიჭის მდგომარეობა გაუარესდა, ეპილეფსიური კრუნჩხვები გაუმწვავდა. შეხედეთ ბავშვის ხელს, შეხედეთ მის სამაჯურზე წარწერას – „აჩუქე სიცოცხლე“ – ეს პაწაწინა ხელი იოსებმა ფონდის კორესპონდენტს გაუწოდა და თვალებით ევედრებოდა შველას. თითქოს, გული უგრძნობდა, რომ „უცნობი დეიდა“ იმიტომ მივიდა საავადმყოფოში მის პალატაში, რომ მთელი საქართველოსთვის ეთქვა: „აჩუქეთ, იოსებს სიცოცხლე“. 

შემოწირულია

₾7,820.65

დონორი

482

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

მეგობრებო, უბედურება ხდება!!! 15 წლის გიგის ტანჯვა არის სიტყვებით აღუწერელი! მისი განკურნება მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი! მაგრამ, როგორ?

ეს 15 წლის გიგია. ბავშვს დაბადებიდან ცერებრული დამბლა  აქვს.  ვერ დადის, წამითაც კი არ შეუძლია ფეხზე დადგომა. საწყალი ბავშვი მუხლებით დახოხავს ძირს.  ვერც მეტყველებს. მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს.  იტანჯება პატარა  ბიჭი და თვალებით ითხოვს შველას. ბავშვის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს მიკროცეფალია – ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება. ბავშვი პირველი ჯგუფის შშმ პირია. ექიმების თქმით, შესაბამისი მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, ბავშვი გადაადგილებას და ლაპარაკს შეძლებს. ჩვენ სასწაულის მოხდენის შანსი გვაქვს! ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი საუკეთესო ადამიანური თვისებები შეგვიძლია ღმერთს დავანახოთ!

შემოწირულია

₾3,842.57

დონორი

225

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

„გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე! თორემ მარტო მეღა დავრჩები დედას. ხომ იცი, რომ ჩემი ძამიკო უკვე მოკვდა?“

ამდენი უიმედოდ უბედური, ავადმყოფი და საწყალი ადამიანი ერთ ოჯახში ერთად ჯერ არ მინახავს! ცოტა ხნის წინ ოჯახმა უკვე დაასაფლავა პატარა ლაზარე. ახლა კი მეორე ბავშვსაც კარგავენ… ელენეს D ვიტამინის კრიტიკული მაჩვენებელი აქვს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო არ შეუძლია მისი ექიმთან წაყვანა. თუმცა, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა მთავარი უნდა გითხრათ. ბავშვს იმიტომ აქვს სევდიანი თვალები, რომ ფიქრობს, მისი და ბარბარე ისევე მოკვდება, როგორ მისი ძამიკო ლაზარე მოკვდა. ელენეს საკუთარ თავზე მეტად უყვარს უფროსი და. „დეიდა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ წამლებს ვერ ვყიდულობთ და შენ უნდა დაგვეხმარო? გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე“, – ასეთი სიტყვები მითხრა ბავშვმა და ცისფერი თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. გოგონების დედა ყოველღე მუხლებზე დაჩოქილი ევედრება ღმერთს, რომ სიკვდილმა  კიდევ არ წაართვას შვილი ლაზარეს მსგავსად! გამწარებულ დედას, მეგობრებო, ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გადაარჩენენ მის ბარბარეს. ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება გენეტიკური ანალიზი გერმანიაში. სოხუმიდან დევნილ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არა აქვს, რომ გაყიდოს. მათ საერთოდ, საერთოდ არაფერი არა აქვთ საკუთარი.

შემოწირულია

₾2,571.21

დონორი

200

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

მძიმედ დაავადებულმა ლიკუნამ რიანას სიმღერაზე ცეკვა დაიწყო! თქვენი სიკეთის წყალობით მოხდა ეს სასწაული!

სანამ ლიკუნას ცხოვრებაში ტრაგედია მოხდებოდა, სიმღერა, ცეკვა და ბევრი სელფის გადაღება ძალიან უყვარდა. სანამ, ერთმა ბავშვმა შემთხვევით თავში ქვა არ მოახვედრა თამაშის დროს. მას შემდეგ, ოჯახი მხოლოდ მის გათიშულ სახეს ხედავს, შიშობენ ეპილეფსიური შეტევები რომ ემართება და პამპერსებს უცვლიან გოგონას. მის ცნობიერებას კი, თითქოს სძინავს. მაგრამ, როდესაც ვესტუმრეთ, მარტოხელა დედისთვის თამარისთვის და მისი ოთხი გოგონასთვის თქვენი საჩუქრები რომ გადაგვეცა, ემოციური შოკი გველოდა! ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლებმა სახლში მაცივარი, ახალი გაზქურა და სარეცხი მანქანა შეიტანეს. მხოლოდ ტელევიზორი დარჩა, რომელმაც მიიპყრო ლიკუნას ყურადღება. მერე, რიანას სიმღერა ჩავრთეთლიკუნამ კი, როგორც ადრე, ისე დაიწყო ცეკვა! როგორც ადრე, ისე იღიმოდა! ბედნიერი და ავადმყოფობისგან თავისუფალი ჩანდა! ეს ოთხი წუთიამ ოთხი წუთის განმავლობაში, აცრემლებულები შევცქეროდით სასწაულს, რომელიც თქვენმა სიკეთემ მოახდინა!!! ლიკას მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება; ცუხიშვილების მთელი ოჯახი აღფრთოვანებულია თქვენი განსაკუთრებული ყურადღებით. რა კარგი იქნებოდა, დაავადებამ უკან რომ დაიხიოს! ლიკას გამოჯანმრთელების იმედს ნუ დავკარგავთ და გავუწიოთ მას დახმარება!

        

 

შემოწირულია

₾9,821.11

დონორი

757

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

სასწაული მოხდა! საბა აღარ დაკარგავს მხედველობას! ეს თქვენი შემოწირულობის დამსახურებით მოხდა, მეგობრებო, ამ ბიჭს კი სამუდამოდ ემახსოვრება! ათასობით წლის წინ უფალი თავად ახდენდა ასეთ სასწაულებს. ახლა კი ჩვენ დაგვავალა!

ორი წლის წინ საბა სარალიძის დედამ შემთხვევით შეამჩნია, რომ მისი შვილი მხედველობას კარგავდა. ავტობუსში აჩვენა მონიტორი სადგურების დასახელებებით, მან კი ვერაფერი დაინახა. საბას ეგონა, რომ ადამიანების სილუეტებისა და ნივთების ბუნდოვნად, თითქოსდა ბროლის ჭიქაში დანახვა ნორმალურია. კერატოკონუსი ვერაგი დაავადებაა, ის მხედველობას თანდათანობით „ართმევს“. საბას ძალიან ცუდი მდგომარეობა აღმოაჩნდა — მარჯვენა თვალში 5% მხედველობა, მარცხენაში კი — 30%! ბევრი დრო დაიკარგა — ბავშვს ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ. სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფმა ოჯახმა სწორედ ამ მომენტში მიმართა ჩერნოვეცკის ფონდს. გვსურს, სიხარულით გაგიზიაროთ კარგი ახალი ამბავი! ფონდისა და მისი მეგობრების ძალისხმევით, საბას თურქეთში მარჯვენა თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და მხედველობის აღდგენის შანსი მიეცა! საბას ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ, მერე კი, ჩერნოვეცკის ფონდის ძალისხმევით, თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ მარჯვენა თვალის მხედველობა 5%-დან 70%-მდე ერთი წლის განმავლობაში უნდა აღდგეს.

შემოწირულია

₾6,572.48

დონორი

459

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

მძიმედ დაავადებული და-ძმის ისტორია სულით ხორცამდე შეგძრავთ

უკვე 18 წელია, დედა თავისი ხელით აჭმევს უნარშეზღუდულ შვილს. ლუკას დაბადებიდან გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. ბიჭს ლაპარაკიც არ შეუძლია. მხოლოდ ცალკეულ ბგერებს გამოთქვამს. განგებამ უბედურ დედას ერთი შვილის ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვა არ აკმარა და მის 5 წლის გოგონას, მარიამსაც, გონებრივი ჩამორჩენილობა დაუდგინდა. ლაპარაკი მასაც უჭირს. ცხოვრებისგან დაჩაგრულ დედას კი შვილების ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. იტანჯება დედა და იტანჯებიან შვილები…

შემოწირულია

₾4,018.34

დონორი

126

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
7 - 12 of 208 items
1 2 3 4 35