რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

საკუთარი შვილის ნელი სიკვდილის ყურებაზე საშინელი არაფერია მოსიყვარულე დედისთვის! 

ლიკას დაჩქარებული სიკვდილის სახელი საშინელი დაავადება ალცჰაიმერია! თუ ახლა არ დავეხმარებით, ის შეიძლება ნებისმიერ დღეს დაეწყოს! ოთხი წლის წინ მეზობლის ბიჭის მიერ ვაშლის ჩამოსაგდებად ასროლილი ქვა შემთხვევით ლიკას მოხვდა თავის ცენტრალურ ნერვში. საბრალო ბავშვი!!! მან მაშინვე დაკაგა გონება და საშინელი კრუნჩხვებით დაეცა მიწაზე. მაშინ დასრულდა მისი ბედნიერი ბავშვობა. ამ დღიდან ცუხიშვილების ოჯახში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ლიკას ძვირადღირებული წამლები ესაჭიროება და, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოკვლევები თურქეთში! ჩვენ ერთად უკვე გადავარჩინეთ მრავალი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში და არ გვჯერა, რომ ქართველი ექიმების განაჩენი სიმართლეს შეესაბამება! დაე ღმერთი დაეხმაროს ლიკას სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებაში! მაგრამ ჩვენ გარეშე მისი ხელები არ შეეხება უბედურს!

შემოწირულია

₾9,515.11

დონორი

734

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა!

კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“
„უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია… და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“
შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს?
„შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.

შემოწირულია

₾2,304.28

დონორი

199

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

რატომ იტანჯები ასე, პატარავ?! რატომ გგონია, რომ არავის უყვარხარ საკუთარ ოჯახში, მშობლიურ საქართველოში, რომ შენი და-ძმები, მშობლები და უბრალო ადამიანები ზედმეტად გთვლიან, რომ მალე მოკვდები და შენი გადამრჩენელი არავინ არის?!

გვიყვარხარ, ლუკა! როდესაც გაიზრდები და ამ სტატიას წაიკითხავ, მიხვდები, რომ შენს საქართველოში ხალხმა ექიმები თურქეთში მოძებნა შენთვის. იქ, სადაც სიკვდილზე კი არ ესაუბრებიან მშობლებს, არამედ იწყებენ მკურნალობას. ჩვენ სამუდამოდ გიხსნით ამ საშინელი ტანჯვისგან ისევე, როგორც შენს მშობლიურ საქართველოში უკვე „ვაჩუქეთ“ სიცოცხლე უამრავ ბავშვს! შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, მეგობრებო! განსაცდელი ცხოვრების გზაზე იმისთვის გვხვდება, რომ გაგვაძლიეროს და შემოქმედის რწმენა გაამყაროს ჩვენს გულებში! უფლის კიდევ ერთ სასწაულს ვუახლოვდებით! დღეიდან ყოვლისშემძლე უფალი ხელს გამოგვიწვდის მადლობის ნიშნად! („ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (ძველი აღთქმა. იგავები 19:17). იმიტომ რომ მკურნალობის შემდეგ ლუკა მთელი საქართველოს შემოვლას და თითოეული თქვენგანისთვის მთელი გულით მადლობის გადახდას თავად ვერ მოახერხებს! დიდება შენდა უფალო, რადგან თურქეთში ექიმებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს ამ ბავშვის მიმართ. ისინი პირობას დებენ, რომ ის სრულიად განიკურნება.

შემოწირულია

₾35,688.47

დონორი

2449

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!

რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და თითების გაშლაც კი არ შეუძლია. დაუჯერებელია, თუმცა რეზიკო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ექიმის შეცდომის გამო კი, პირდაპირი გაგებით, ერთ წუთში დაინვალიდდა. გულო (დედა, 33 წლის): რეზიკო ჩემი პირველი, დიდი ხნის ნანატრი ვაჟია. რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის! გონიერი ბავშვი იზრდებოდა. მაგრამ რვა თვისა ავად გაგვიხდა, ძალიან სტკიოდა ყურები… ბოდიშს გიხდით, ცრემლების გარეშე არ შემიძლია ჩემი საბრალო ბიჭის ისტორიის მოყოლა, ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.

შემოწირულია

₾8,649.41

დონორი

536

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

პატარა ბექასთვის საფუძვლიანი და მრავალმხრივი გამოკვლევების ჩატარება თბილისის საუკეთესო ექიმებთან, კიდევ ერთი საბრალო ქართველი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის!

ღმერთო, გამოჯანმრთელების შანსი აჩუქე ბექას! ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ტანჯული ანგელოზის, ბექას, განკურნება და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება!
თამარი (დედა): „ერთმა ჩემმა მოუქნელმა მოძრაობამ უნარშეზღუდულ ბავშვად აქცია ჩემი ბიჭი. ბათუმში ექიმები ვერაფერს შველიან და მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ თბილისში არის გადასაყვანი! უფალო, ყველა დედას აშორე ასეთი ტკივილი!
– როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
თამარი: 9 თვის ორსული ვიყავი, მხოლოდ ჩემს შვილზე ვფიქრობდი, რომელიც მალე მოევლინებოდა ამ ქვეყანას! ექიმის რჩევის გათვალისწინებით ეზოში ვსეირნობდი, როდესაც მოულოდნელად მამალი დამესხა თავს. დავიბენი, შევეცადე, რაც შეიძლება მალე გავრიდებოდი, დამეცვა მუცლად მყოფი შვილი, რომელიც უკვე ყველაზე მეტად მიყვარდა ამქვეყნად! და უცებ…

შემოწირულია

₾14,278.12

დონორი

1140

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირულია

₾41,663.18

დონორი

3413

მინდა დავეხმარო
7 - 12 of 50 items
1 2 3 4 9

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

7 - 12 of 181 items
1 2 3 4 31