რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მძიმედ დაავადებული რვა წლის ზაური სიკვდილის პირას არის იმის გამო, რომ უკვე (წარმოგიდგენიათ?!) სამი თვეა წამლებს ვერ იღებს და ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით იტანჯება!

მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა. პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!

შემოწირულია

₾7,824.96

დონორი

449

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

SOS! SOS! SOS! ოჯახი რვა ბავშვით ქუჩაში დარჩა მას შემდეგ, რაც მათი სახლის სახურავი ჩამოინგრა. მათ არსად აქვთ წასასვლელი და თანაც მძიმედ დაავადებული გოგონასა და ვაჟის მკურნალობისთვის სჭირდებათ ფული!

ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა. მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს. 

შემოწირულია

₾6,466.51

დონორი

363

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ ყველაფერი მოგვიტანეს!

სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი გასაჭირის შესახებ გაჩვენეთ და ჩვენი ცარიელი სახლი ავეჯით, ტექნიკითა და ბავშვის ტანსაცმელებით გაივსო! – ამბობს ეთერი. – ერთ კვირაში ყველა პრობლემა მოგვიგვარეთ, რაზეც სხვა ფონდები ხელს იქნევდნენ! თქვენთან მათხოვარივით არ ვგრძნობ თავს, პირიქით, დავინახე გულითადი ყურადღება და მხარდაჭერა. ყოველ წუთს მირეკავს ხალხი. მეკითხებიან, რა მჭირდება, როგორ არიან ჩემი პატარები. მე კი ყველას ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა!“

შემოწირულია

₾5,276.87

დონორი

381

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ჩემი შვილები ობლად დარჩნენ. პურს ვჭამთ და ცრემლებს ვყლაპავთ!

ახალგაზრდა ქალის, ინგასა და მისი სამი მცირეწლოვანი ვაჟის ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა. ექვსი თვის წინ ერთადერთი მარჩენალი დაკარგა ოჯახმა. სიკვდილმა საყვარელი მამა წამებში წაართვა ბავშვებს, თრომბით გარდაიცვალა. სასაფლაოს ზედამხედველად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, ბავშვებს არაფერი აკლდათ. ინგა, დედა (39 წლის): „ჩემთვის ძალიან რთულია ოჯახის საქმესთან მარტო გამკლავება, გაუსაძლისი. მაგრამ ახლა ჩემს შვილებს დედობაც და მამობაც მე უნდა გავუწიო. სხვა გზა არ არის. ქმარი გვერდით რომ მყავდა, ძლიერი ვიყავი. ერთად ნებისმიერ პრობლემას მარტივად ვუმკლავდებოდით. მეც და ბავშვებსაც მის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო. რა სამწუხაროა, რომ მახო, უზომოდ გულკეთილი ადამიანი, ასე უდროოდ გარდაიცვალა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“. ამჟამად, ოჯახს თვიდან თვემდე სოციალური შემწეობითა და ასთმით დაავადებული ბავშვის პენსიით გააქვს თავი, რაც საკვებისა და მედიკამენტების საყიდლად ძლივს კმარა. გიორგის კი ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება ყოველთვე.

შემოწირულია

₾3,127.30

დონორი

185

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მეგობრებო, უბედურება ხდება! ოთხი ბავშვი ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩა! მამა დედას სასიკვდილოდ სცემდა შვილების თვალწინ და ახლა ამის გამო ციხეში არის! მაგრამ, ვინ უნდა აჭამოს და ჩააცვას ბავშვებს, სათამაშოებს ვინ აჩუქებს და სკოლისთვის ვინ მოამზადებს?! მეგობრებო, არავინ ჰყავთ ჩვენ გარდა! დედა მარტო ვერ უმკლავდება. ამჟამად ისინი ჩვენი შვილებიც არიან!

სოფიო, დედა (38 წლის): „ამჟამად ჩემი მეუღლე ციხეშია. ოჯახური ძალადობის გამო პოლიციაში ვუჩივლე. გამუდმებით მცემდა და მამცირებდა ბავშვების თვალწინ. ვერ ვიმუშავებ, რადგან არავინ მყავს, ბავშვები რომ დავუტოვო. ქირა რომ გადავიხადოთ, იძულებული ვარ, პროდუქტებზე გავაკეთო ეკონომია. ამჟამად ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჭერი ჰქონდეთ ჩემს პატარა ანგელოზებს და ქუჩაში არ დარჩნენ“. თქვენ შეგიძლიათ ახლავე გაიღოთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა. მხარში ამოუდექით ოჯახს რთულ პერიოდში, აჩუქეთ მათ ახალი ცხოვრება, სადაც მეტი სიხარული, სინათლე, სიკეთე იქნება, ტკივილი და ტანჯვა კი – ნაკლები. თქვენზეა დამოკიდებული ამ არაჩვეულებრივი ბავშვების მომავალი!

შემოწირულია

₾3,061.31

დონორი

161

დიახ! მსურს დახმარება!
7 - 12 of 15 items
1 2 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

როცა ჩემი ძმა შიმშილისგან ტირის, მე მას ვუმღერი…

როცა 4 თვის გაბრიელი შიმშილისგან გულამოსკვნილი ტირის, ცხრა წლის მარიამი თავისი ძმის დამშვიდებას ყველანაირად ცდილობს… როგორ უნდა აუხსნა ახალშობილს, რომ მათ არც საჭმელი აქვთ და არ მისი ყიდვის საშუალება? ამ დროს კი მისი საბრალო დედა შეშლილივით აქეთ-იქით აწყდება და ცდილობს ფული იშოვოს, ისესხოს, ხვეწნით გამოართვას ვინმეს, რომ მორიგი შეკვრა იყიდოს, რომელიც მხოლოდ სამი დღე ეყოფა…
„ღმერთი ჩემს შვილებს შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირავს, მე ამის მჯერა!“ – ცრემლებს ძლივს იკავებს მზრუნველი, მოსიყვარულე დედა, სოფიო. – „მარიამი უკვე დიდი და შეგნებული გოგოა, არც აღარაფერს ითხოვს, პატარები კი… საბა 2 წლისაა; არ ესმის, კანფეტებს და სათამაშოებს რატომ ვერ ვყიდულობ და მწარედ ტირის. გაბრიელი კი საერთოდ 4 თვისაა. რძე არ მაქვს, საჭმელი კი დღითიდღე ძვირდება… ღმერთო, შენ გვიშველე!“

შემოწირულია

₾7,900.98

დონორი

522

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
7 - 12 of 226 items
1 2 3 4 38