8 წლის ალექსს გულის მანკი აქვს დაბადებიდან. ბავშვს სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება, მაგრამ საბრალო დედას უფულობის გამო, ექიმთანაც კი ვერ მიჰყავს. მედიკამენტებსაც კი ვერ ყიდულობს. ბავშვი 2 წლის იყო, მამამ ოჯახი რომ მიატოვა და მას შემდეგ, ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით. უარესს გეტყვით, უგულო მამამ ალიმენტის გადახდაზეც კი უარი თქვა. ეს ანდრიაა. საბრალო ბავშვს წანაზარდი აქვს თავის ტვინის მეოთხედზე. ბიჭუნა ჯერ მხოლოდ წლისა და რვა თვის იყო, ექიმებმა ამ საშინელი წანაზარდის შესახებ რომ შეატყობინეს დედას, მაგრამ, ისევ ამ წყეული უფულობის გამო, ბიჭუნას შესაბამისი მკურნალობა ვერ ჩაუტარდა. საბრალო დედას, ბავშვისთვის ფაფის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა. ახლა, ბიჭი 12 წლისაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სულ უფრო რთულდება.