რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

133 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მტკი-ი-ი-ივა, საშინლად მტკივა! ვეღარ ვუძლებ! მომკალით ვინმემ!

ცისანა და მისი ცერებრული დამბლით დაავადებული შვილი, რომელსაც ყველაფერი ესმის, მაგრამ ერთი სიტყვის თქმაც არ შეუძლია, მხოლოდ თვალებით გვემუდარება: „გთხოვთ, ასეთი მარტოსული და ტანჯვით აღსავსე ცხოვრებისგან გვიხსენით მე და დედაჩემი!“

წყეული სიკვდილი აკაკუნებს ძნელაძეების ოჯახის კარზე — ისინი ჯოჯოხეთში ცხოვრებისთვის არიან განწირულნი! მეგობრებო, სისხლი გაგეყინებოდათ ძარღვებში, რომ გაგეგოთ ამ ქალის განწირული კივილის ხმა, რომელიც მე შემომესმა, ფონდის კორესპონდენტს, როცა მათი სახლის კარი შევაღე. 55 წლის ცისანა ოთხი წლის განმავლობაში იტანჯება! „შემომხედეთ, შემომხედეთ! — მთხოვს ფონდის კორესპონდენტს ცისანა, თითქოს ხელის ერთი მოძრაობით სასწაულის მოხდენა შემეძლოს. — 55 წლის ქალი მომაკვდავ მოხუცად მაქცია ამ დაავადებამ!“

საბრალო, საბრალო! მისთვის ყოველი წუთი, ყოველი წამი სატანჯველია! საბრალო ქალი დღედაღამ საშინელ ტკივილებს ითმენს, რის გამოც მუდმივად მხოლოდ სიკვდილზე ოცნებობს.

შემოწირული

₾2,566.98

დონორი

232

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

საწუხარი მრავალგვარია! მაგრამ არის ისეთიც, რომელსაც საზღვარი არა აქვს! და არის ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ! გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო!

ქალბატონი მანანა პროფესიით ექთანია. საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. ახლა კი მარტოა. მარტოა იმ ავადმყოფობის, ტკივილისა და გაჭირვების წინაშე, რომელიც მას ცხოვრებამ არგუნა. არ ჰყავს არც გულშემატკივარი, არც წლის მიმწოდებელი და, როგორც თავად ამბობს, არც დამმარხავი. უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებლად ჭამასაც კი ვეღარ ახერხებს, ვერც ტუალეტში გასვლას და ვერც ფანჯარასთან მისვლას, რომ იქიდან მაინც დაინახოს მზე. არა აქვს საჭმელი, წამლები, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზი, გათბობა, თუმცა პირველ რიგში მაინც საწოლზე ოცნებობს. საწოლის მოვალეობას მის სახლში ძველი გატეხილი ტახტი ასრულებს, რომელსაც ფეხების მაგივრად წიგნები აქვს შედგმული. მასზე დაწოლა შეუძლებელია.

შემოწირული

₾2,479.15

დონორი

203

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

„გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე! თორემ მარტო მეღა დავრჩები დედას. ხომ იცი, რომ ჩემი ძამიკო უკვე მოკვდა?“

ამდენი უიმედოდ უბედური, ავადმყოფი და საწყალი ადამიანი ერთ ოჯახში ერთად ჯერ არ მინახავს! ცოტა ხნის წინ ოჯახმა უკვე დაასაფლავა პატარა ლაზარე. ახლა კი მეორე ბავშვსაც კარგავენ… ელენეს D ვიტამინის კრიტიკული მაჩვენებელი აქვს, რამაც ბავშვის ჯანმრთელობას უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ ოჯახს სიღარიბის გამო არ შეუძლია მისი ექიმთან წაყვანა. თუმცა, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ახლა მთავარი უნდა გითხრათ. ბავშვს იმიტომ აქვს სევდიანი თვალები, რომ ფიქრობს, მისი და ბარბარე ისევე მოკვდება, როგორ მისი ძამიკო ლაზარე მოკვდა. ელენეს საკუთარ თავზე მეტად უყვარს უფროსი და. „დეიდა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ წამლებს ვერ ვყიდულობთ და შენ უნდა დაგვეხმარო? გთხოვ, დეიდა, ჩემ მაგივრად ჩემს დას დაეხმარე“, – ასეთი სიტყვები მითხრა ბავშვმა და ცისფერი თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. გოგონების დედა ყოველღე მუხლებზე დაჩოქილი ევედრება ღმერთს, რომ სიკვდილმა  კიდევ არ წაართვას შვილი ლაზარეს მსგავსად! გამწარებულ დედას, მეგობრებო, ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ კეთილი ადამიანები გადაარჩენენ მის ბარბარეს. ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება გენეტიკური ანალიზი გერმანიაში. სოხუმიდან დევნილ ოჯახს საკუთარი სახლიც კი არა აქვს, რომ გაყიდოს. მათ საერთოდ, საერთოდ არაფერი არა აქვთ საკუთარი.

შემოწირული

₾2,463.21

დონორი

191

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

საწყალი, საწყალი!!! აღარც მეხსიერება შერჩა, აღარც მეტყველება და აღარც მხედველობა… მაგრამ ჩვენ ვხედავთ მის მწარე ხვედრს! ვილოცოთ ქეთევანისთვის და დავეხმაროთ მას!

„სიკორია, დედა“, — იმეორებს ქეთევანი და ისევ ტირის. შემდეგ უსიტყვოდ ემორჩილება თავის მომვლელ მაცაცოს. მორჩილად მიირთმევს სუპს კოვზიდან და ისმენს ქებას, თუ რა კარგი გოგოა. პატარა ბავშვივით უცვლიან პამპერსს და ეზოში მცირე ხნით ასეირნებენ ეტლით. ცრემლების ნაკადი არ წყდება მის სახებზე. მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს. ენა არ ემორჩილება და ვერ ატრიალებს პირში. თვალები ვეღარაფერს არჩევენ… აი, რა დამართა ქეთევანს ინსულტმა. არა, აი, როგორ შეუძლია სახელმწიფოს მოტეხოს ადამიანი. შეხედეთ დაუძლურებულ ქეთევანს და ფრთხილად იყავით! აი, რამხელა საფასურს იხდის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარების მიღებას ცდილობს.

შემოწირული

₾2,410.83

დონორი

130

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

14 წლის მძიმედ დაავადებული ლამარას რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ ვაგროვებთ თანხას! გოგონა გვთხოვს, გაუსაძლისი ტკივილისგან ვიხსნათ! სქოლიოზის გამო მისი ფილტვები ზეწოლის ქვეშ არის და შეიძლება დაიხრჩოს ბავშვი!

მოსიყვარულე დედისთვის შვილის ყოველდღიური ტანჯვის ყურებაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როდესაც მას ვერაფერს შველის! დედის დახმარების გარეშე ლამარა ერთ წუთსაც ვერ ძლებს. 14 წლისაა, მაგრამ არ შეუძლია არც სიარული, არც დგომა, არც ჯდომა. გოგონა ბავშვობიდან ეტლს და… დედიკოს არის მიჯაჭვული. დიახ, საბრალო დედა წელშია გაწყვეტილი, მაგრამ ის მზადაა, სიცოცხლის ბოლომდე ხელით ატაროს შვილი. ლამარას ხერხემლის საშინელი ტკივილი აწუხებს. მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, კუზი იზრდება. ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირს. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მისი შინაგანი ორგანოები საფრთხეშია. სქოლიოზი ფილტვებზე ზეწოლას ახდენს და შეიძლება დაახრჩოს ბავშვი! ოჯახის შემოსავალი მთლიანად ბავშვის მკურნალობაზე იხარჯება. ცოტა ხნის წინ მშობლებმა ერთადერთი ძროხა გაყიდეს, სარეაბილიტაციო კურსის საფასური რომ გადაეხადათ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გოგონას უკეთესობა აქვს და მსუბუქი საგნების ხელში დაჭერაც ისწავლა. მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ ვარჯიში შეეწყვიტათ, რადგან თანხა ამოიწურა. სამწუხაროდ, ოჯახს გასაყიდი აღარაფერი აქვს. უკვე ერთი წელია, რაც გოგონას ექიმთან წაყვანის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ. იმის იმედით, რომ კეთილი ადამიანები გასაჭირში არ მიატოვებენ, სამკურნალო მასაჟის საფასურის გადახდასა და გოგონასთვის სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელებაში დაეხმარებიან, მშობლებმა ჩვენს ფონდს მიმართეს.

შემოწირული

₾2,375.01

დონორი

152

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

როდესაც დედიკოს თავი ძალიან სტკივა, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ წამლები და წყალი მივუტანო. ის ცხარე ცრემლით ტირის და მასთან ერთად მეც ვტირი!.. ჩვენ ხომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მაგრამ ხშირად მასთან მისასვლელადაც არ მყოფნის ძალა!

კარინა: „მე და ჩემი გოგონა ასე ვვარჯიშობთ ყოველდღე. ჩვენი მკურნალობაც სულ ეს არის! ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს! მე კი დახეული ფეხსაცმლით დავდივარ!“
„უბედურება კიდევ ის არის, რომ მეც საშინელი თავის ტკივილი მაწუხებს! კონსულტაციაზე წასასვლელად კი ფული არ მაქვს! ხანდახან განძრევაც არ შემიძლია… და გული მიკვდება, შვილს რომ ვუყურებ!“
შვილის ჯანმრთელობის გამო, რის გაკეთება შეუძლია დედას? რაზეა წამსვლელი? რამდენი დღე უნდა იშიმშილოს ან დახეული ფეხსაცმლით იაროს, ოღონდ თავის ერთადერთ სიხარულს არ მოაკლდეს რამე? ნეტავ, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ჯოჯოხეთურ, მომაკვდინებელ თავის ტკივილებს ყურადღება არ მიაქციოს?
„შვილი ჩემთვის მთელი სამყაროა. მის გარდა, არავინ მყავს, სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად! არც კი ვიცი, თავის გატანას როგორ ვახერხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ღმერთს უყვარს ჩემი ჯულიეტა და არ მიგვატოვებს“.

შემოწირული

₾2,304.28

დონორი

199

მინდა დავეხმარო
115 - 120 of 133 items
1 18 19 20 21 22 23

133 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

გაჭირვებულები

პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ…

„პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ“, – ამბობს ყავისფერთვალება, მშვენიერი გოგონა, თინათინი (5 წლის) და კეთილი მეზობლების ნაჩუქარ პურის ყუას კოცნის და გულში იხუტებს…
ის მართალია! პურის ყუა სადღესასწაულო კერძია ამ ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელიც მალე ალბათ ჩამოინგრევა და თავის უბედურ მაცხოვრებლებს ცოცხლად დამარხავს… მათი მოკრძალებული შემოსავალი ხომ მთლიანად წამლებზე იხარჯება…
„წამლების შეძენაზე უარს ვერ ვიტყვი. ეს ნიშნავს, რომ ბებო მოკვდება! – ამბობს დედა, მაია. – ვერ ვუყურებ, როგორ ირხჩობა ადამიანი ჩემ თვალწინ!“ ბოროტმა ბედმა ეს კეთილი ქართველი ქალი საშინელი არჩევანის წინაშე დააყენა: მძიმედ ავადმყოფ ბებოს წამლები უყიდოს და პატარა გოგონა მშიერი დატოვოს… ან ბავშვი გამოკვებოს და ბებო ბედის ანაბარა მიატოვოს…
უფლის წყალობისა და კეთილი ხალხის იმედად, საბრალო ქალმა ჩვენს ფონდს მომართა. ქართველები ხომ მოძმეს გასაჭირში არასოდეს დატოვებენ?!

შემოწირული

₾5,112.06

დონორი

389

პროექტი დასრულდა
115 - 120 of 913 items
1 18 19 20 21 22 153