რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ჩემი შვილები ობლად დარჩნენ. პურს ვჭამთ და ცრემლებს ვყლაპავთ!

ახალგაზრდა ქალის, ინგასა და მისი სამი მცირეწლოვანი ვაჟის ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა. ექვსი თვის წინ ერთადერთი მარჩენალი დაკარგა ოჯახმა. სიკვდილმა საყვარელი მამა წამებში წაართვა ბავშვებს, თრომბით გარდაიცვალა. სასაფლაოს ზედამხედველად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, ბავშვებს არაფერი აკლდათ. ინგა, დედა (39 წლის): „ჩემთვის ძალიან რთულია ოჯახის საქმესთან მარტო გამკლავება, გაუსაძლისი. მაგრამ ახლა ჩემს შვილებს დედობაც და მამობაც მე უნდა გავუწიო. სხვა გზა არ არის. ქმარი გვერდით რომ მყავდა, ძლიერი ვიყავი. ერთად ნებისმიერ პრობლემას მარტივად ვუმკლავდებოდით. მეც და ბავშვებსაც მის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო. რა სამწუხაროა, რომ მახო, უზომოდ გულკეთილი ადამიანი, ასე უდროოდ გარდაიცვალა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“. ამჟამად, ოჯახს თვიდან თვემდე სოციალური შემწეობითა და ასთმით დაავადებული ბავშვის პენსიით გააქვს თავი, რაც საკვებისა და მედიკამენტების საყიდლად ძლივს კმარა. გიორგის კი ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება ყოველთვე.

შემოწირულია

₾3,099.30

დონორი

182

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირულია

₾2,229.63

დონორი

119

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ? იმათხოვრებდით თუ მოიპარავდით?

იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია? ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?! ახლავე გიამბობთ! ჩვენ ხომ, ყველაფერს გიამბობთ, ხოლმე.

მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.

შემოწირულია

₾12,196.24

დონორი

1073

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

მძიმედ დაავადებული რვა წლის ზაური სიკვდილის პირას არის იმის გამო, რომ უკვე (წარმოგიდგენიათ?!) სამი თვეა წამლებს ვერ იღებს და ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით იტანჯება!

მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა. პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!

შემოწირულია

₾7,804.96

დონორი

447

დიახ! მსურს დახმარება!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

მთლიანად დაიწვა სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა. ზამთარი ახლოვდება, ბავშვებს კი საწოლებიც კი არა აქვთ, იატაკზე წვანან. მაღალმთიან სოფელში დიდთოვლობის დროს მათ საშინელ ყინვაში მოუწევთ ბანაობა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია! პატარა ანგელოზებს თქვენი იმედი აქვთ, კეთილო ადამიანებო!

ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ…. 

შემოწირულია

₾2,852.76

დონორი

112

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ვირთხები შემოგვირბენენ ხოლმე, ადამიანებს არ ვახსოვართ

კრავჩენკოების ოჯახში საშინელება ხდება! ოჯახის უფროსს, კობას ატროფიამ და გლაუკომამ მხედველობა წაართვა. მისმა მეუღლემ, ირინამ, ორი ჩვილი დაკარგა და მას შემდეგ, გაუთავებლად გლოვობს. მაგრამ, მშობლების თავის ტკივილი – ორი გაზრდილი ბავშვია, რომლებიც ცერებრალური დამბლით იტანჯებიან! 20 წლის დიანას ცერებრალური დამბლის გარდა, აუტიზმიც აქვს. სიარული უჭირს. ფეხებზე ორი ოპერაცია გაუკეთდა და მესამეც სჭირდება. დიანას ძმა, 13 წლის იგორი ბევრად უარეს მდგომარეობაშია. სიარულიც კი არ შეუძლია. ის მთლიანად დამოკიდებულია დედასა და მამაზე.

შემოწირულია

₾4,426.00

დონორი

291

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ეს უბედური ხალხი ხანძრის მსხვერპლია! ხანძარმა გაანადგურა ამ მეგობრული, მოსიყვარულე და მრავალშვილიანი ოჯახის სახლი და მძიმე შრომით ნაშოვნი ქონება! რამხელა უბედურებაა ეს უბრალო, შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანებისთვის!

დაგვეხმარე, უფალო, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში ჩვენი სულები სიკეთითა და თანაგრძნობით გავუხსნათ ღმერთს!მას შემდეგ, რაც მრავალი ათასი წლის წინათ ღმერთი გამოეცხადა ადამიანებს ცეცხლში, ის ყოველთვის აგიზგიზებს მორწმუნეთა გულებსა და სულებს სიყვარულითა და თანაგრძნობით!
ეს საშინელი ამბავი არის შესაძლებლობა, დავუმტკიცოთ შემოქმედს, რომ საქართველოში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ჩვენს ქვეყანაში „სხვისი დარდი“ არ არსებობს! სწორედ ამით განსხვავდებიან საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს სხვა ერებისგან! ირაკლი (12 წლის): მე და ჩემს ძმას ცეცხლის ხმაზე გაგვეღვიძა. კედლები იწვოდა. მე და ჩემი უმცროსი ძმა რეზო ძლიერი კვამლის გამო ვიხრჩობდით და სიკვდილს პირველად ჩავხედეთ თვალებში, მაგრამ მხოლოდ პატარა სესილის გადარჩენაზე ვფიქრობდით! ღმერთს ვევედრებოდით, ჩვენი დაიკო გადაერჩინა! ერთ წამში ჩვენი ბედნიერი ცხოვრება ფერფლად და ნაგვის გროვად იქცა!

შემოწირულია

₾6,237.57

დონორი

370

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ერთი კანფეტის გამო, მზად არიან ერთმანეთი დახოცონ!

მათი სახლის სახურავი სულ ხავსით არის დაფარული, კედლებზე იმხელა ღრიჭოებია, რომ შეიძლება „ბუა“ შემოძვრეს და ბავშვები შეაშინოს. „ქარის დროს ასე წუის: „იუუ-იუუუ“. დედა გვეუბნება: კარგად თუ არ მოვიქცევით, თავისთან წაგვიყვანთო“. – ყვება ხუთი წლის ბარბარე და კედლებზე ღრიჭოებს გვაჩვენებს. ის და მისი შვიდი წლის ძმა პაპუნა, ცდილობენ კარგი ბავშვები იყვნენ, არ იტირონ, როდესაც დედას მათთვის საჭმელი არ აქვს. აი პატარა ელენე კი, რომელიც მალე ორი წლის გახდება, სულ ტირის და ტირის… ბავშებს ეშინიათ: უცებ, ბუა რომ ვერ მიხვდეს, ვინ ტიროდა და ყველანი ერთად რომ წაიყვანოს? მათ გარეშე, დედიკომ რა უნდა ქნას? მათ რა უნდა ქნან მის გარეშე?

შემოწირულია

₾1,729.72

დონორი

144

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!

უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში გამოაცხადებდნენ, რომ საკუთარი სახლის ნანგრევებქვეშ ნაპოვნია მრავალშვილიანი ქართული ოჯახი! რა საშინელებაა! ან შიმშილით დახოცილი… პირისაგან მიწისა აღიგვებოდა ოჯახის კვალი, იმ ადამიანებს კი, ვინც პასუხისმგებელია მათ სიცოცხლეზე, ნამუსიც არ შეაწუხებდა.

შემოწირულია

₾6,877.46

დონორი

411

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
121 - 126 of 228 items
1 19 20 21 22 23 38