ალბათ, ყველას გახსოვთ ციალა ბებო კახეთიდან, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. საბრალო მოხუცს ტრაგიკული ბედი ჯერ კიდევ დაბადებიდან დაჰყვა. 3 წლის იყო, როდესაც დაობლდა. არც დედა, არც მამა…. ხომ წარმოგიდგენიათ, ობლად დარჩენა ბავშვისთვის რამხელა საშინელება არის. მოგვიანებით კი, საბრალო ქალმა ძმა და ძმიშვილებიც დაკარგა. ტრაგიკული ბედის მოხუცს 75 წელი ისე შეუსრულდა, რომ იუბილე ერთხელაც კი არ გადაუხდია. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა მოხუცს სიურპრიზი გაუკეთეს და კახეთში ჩააკითხეს. მოხუცი თვალებს არ უჯერებდა. ბედნიერების ცრემლებით ატირდა ბებო. სადღესასწაულო სუფრაც გაიშალა, გულისხმიერი მეზობლებიც შემოუერთდნენ და 75 წლის იუბილე ციალა ბებოსთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ალბათ, თავადაც დარწმუნდით, რამხელა ძალა აქვს სიკეთეს. კეთილო ადამიანებო, სწორედ თქვენი დამსახურებით, ცრემლების ნაცვლად, სიხარულის ღიმილს ვხედავთ ციალა ბებოს სახეზე. ბებო ბედნიერია, რადგან თითქმის მთელი საქართველო მის დასახმარებლად გაერთიანდა. უდიდესი ძალა აქვს სიკეთეს. მხოლოდ კეთილი საქმეები მიგვიყვანს უფალთან. თუ გსურთ, სხვა მოხუცების სახეზეც ცრემლები ბედნიერების ღიმილით შეცვალოთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით